აშშ – ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ხმის მიცემა
122
VIEWS

5 ნოემბერს Georgia First NEWS  -მა გაავრცელა ვიდეო ამერიკაში ხმის მიცემასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველი ცდილობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის არჩევას, აპარატში კი დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი ფიქსირდება.

იგივე ვიდეო ფეისბუკის ქართულენოვან (1, 2, 3, 4) და რუსულენოვან ანგარიშებზეც გავრცელდა.

ხმის მიცემა

ხმის მიცემასთან დაკავშირებით აშშ-ის არჩევნებზე გავრცელებული ვიდეოკადრები შეცდომაში შემყვანია, რაც მანიპულაციურად გამოიყენეს, თითქოს ამერიკაში არჩევნები ყალბდება. კადრებში ნაჩვენები პროცესი რეალურად მოხდა, აპარატში შეცდომა დაფიქსირდა, თუმცა ადგილზევე გამოსწორდა და აპარატი ჩაანაცვლეს, რის შემდეგაც ვიდეოში მონაწილე ამომრჩეველმა სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეძლო. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამომრჩეველი აპარატთან დგას და დონალდ ტრამპისთვის ხმის მიცემას ცდილობს, თუმცა აპარატი კამალა ჰარისს აფიქსირებს. ვიდეო AP – ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა, Leadstories-მა და  Reuters -მა  გადაამოწმეს, რომლებიც წერენ, რომ შემთხვევა ამომრჩევლის შეცდომით იყო გამოწვეული.  ინციდენტი კენტუკის შტატში მოხდა. ამ თემაზე განცხადება გააკეთა კენტუკის, ლაურელის ოლქის კლერკმა ტონი ბრაუნმა, რომელმაც დაწერა, რომ ამომრჩევლის მიერ ვერსიებს შორის არსებულ ზონაში თითის დაჭერით მოწყობილობა წყობიდან გამოვიდა. შემთხვევას კენტუკის პროკურატურა იძიებდა. უწყების წარმომადგენელმა არჩევანის ამომრჩევლის მსგავსად დაფიქსირების დროს იგივე შედეგი მიიღო. გამოძიების დასრულებამდე აპარატი ჩანაცვლდა და ამომრჩეველმა სასურველი არჩევანის გაკეთება შეძლო.

ტონი ბრაუნის მომდევნო პოსტში კი ვიდეოა ნაჩვენები და ახსნილია ტექნიკური პროცედურა თუ როგორ უნდა გამოიყენონ ამომრჩევლებმა საარჩევნო უბანზე არსებული აპარატი.

ამომრჩევლები აპარატს მხოლოდ საკუთარი ბიულეტენის შესაქმნელად იყენებენ, რომელიც შემდეგ თავსდება სკანერში. ბიულეტენის დაბეჭდვამდე მათ არჩევანი კიდევ ერთხელ უნდა დაადასტურონ. თუ ამომრჩეველი აანალიზებს, რომ ბიულეტენის დაბეჭდვის შემდეგაც სურს არჩევანის შეცვლა, კენტუკის კანონი უფლებას აძლევს გააფუჭოს იგი და მიიღოს ახალი ბიულეტენი. თითოეულ ამომრჩეველს ორი ბიულეტენის გაფუჭება შეუძლია. 

ამავე თემაზე განმარტება გაავრცელა ყოფილმა კლერკის მოადგილემ და საარჩევნო ადმინისტრატორმა ჯეიმს იანგმა. იგი პლატფორმა X-ზე წერს, რომ გავრცელებული ვიდეო ხმის მიცემის პროცესში თაღლითურ აქტივობას არ ადასტურებს და ხსნის, რომ შემთხვვევა ამომრჩევლის შეცდომით იყო გამოწვეული.

ashsh is saprezidento archevnebshi khmis mitsemaze videomanipulatsia vrtseldeba5 აშშ - ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

აშშ-ის არჩევნებში ხმის დათვლის პროცესი დღესაც მიმდინაროებს, თუმცა უკვე ცნობილი გახდა, რომ ხმათა უმრავლესბით რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი იმარჯვებს და 47-ე პრეზიდენტი სწორედ ის გახდა. 

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე “მითების დეტექტორმა” კიდევ ერთი ინფორმაცია გადაამოწმა, რომელიც ID ბარათების გარეშე ხმის მიცემას ეხებოდა.

წყაროების შესახებ:

მათ შორის ვინც აღნიშნული ვიდეო მანიპულაციურად გაავრცელა, ინდივიდუალური ფეისბუქ მომხმარებლებიც არიან, მაგალითად, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელიც ფეისბუქზე რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია. აღსანიშნავია, რომ მან რამდენიმე თვის წინ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის შესახებ ფოტომანიპულაცია გაავრცელა

დავით თორდია მმართველი პარტია “ქართული ოცნებია” მხარდამჭერია და მათთან დაკავშირებულ გვერდის “ლიდერი 41”-ს მართავს. საქმიანობის პარალელურად, ის სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციებისა თუ ვიზუალური მასალების გამოქვეყნებით გამოირჩევა. ის ასევე ჩართულია წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციის გავრცელებაში


ლეილა ჰამბარიან

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist