იყიდება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები
6.6k
VIEWS

17 იანვარს პროსახელისუფლებო მედია POSTV-მ და სამთავრობო ექსპერტმა გია აბაშიძემ გამოაქვეყნეს პოსტი, რომლის მიხედვითაც ისინი ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები იყიდება და ბილეთების საიტზე მოსაწვევის შეძენის ინსტრუქციაა მოცემული. POSTV-ს საინფორმაციო ბარათზე ასევე ვხვდებით სალომე ზურაბიშვილის მიერ 9 იანვარს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ინაუგურაციაზე მიწვევაში ფულს არავინ იხდის და ასეც რომ იყოს, სხვას მასზე ბევრად მეტი რესურსი აქვს. გია აბაშიძის პოსტის აღწერა მიანიშნებს იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი შეუძინეს. 

ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები

ინფორმაცია ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების შეძენაზე მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ბილეთები მართლაც იყიდება, თუმცა ფიცის დადების ცერემონიაზე და აღლუმზე დასასწრებად მათი დარეზერვება უფასოა და მსურველს კონგრესში მისი წარმომადგენლის მეშვეობით შეუძლია მიიღოს. ფასიანია ზოგიერთი წვეულების ბილეთი, რომლებიც როგორც წინა დღეებში, ასევე ინაუგურაციის დღეს იმართება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის ინაუგურაციაზე ჯო უილსონის მიწვევით იმყოფება.

20 იანვარს აშშ-ის დედაქალაქში იმართება არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, რომელსაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. აღსანიშნავია, რომ ის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია და ამ მიწვევის შესახებ მან საჯარო განცხადებაც გააკეთა

POSTV-ს საინფორმაციო ბარათის თანახმად, ვრცელდება ინსტრუქცია, თუ როგორ ხდება ფასიანი მოსაწვევის შეძენა. გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე უილსონის მოწვევით მოხვდა, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრება უფასოა. იმისათვის, რომ ამ ღონისძიებას პიროვნება კაპიტოლიუმის ტერიტორიიდან დაესწროს, საჭიროა უფასო ბილეთისთვის განაცხადების შევსება, რომელსაც მსურველი კონგრესში მისი წარმომადგენლისგან მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ამ ბილეთის სხვისთვის გადაცემა ან გაყიდვა მთავრობისგან დაშვებული არ არის. ყველა პიროვნება, რომელიც ავსებს განაცხადს გარანტირებულად ვერ იღებს ბილეთს, რადგან მათი რაოდენობა შეზღუდულია (220 000) და საბოლოოდ კონგრესის ყველა წარმომადგენელი განსხვავებული წესებითა და ვადებით ანაწილებს მათ, ეს შეიძლება იყოს ლატარეის პრინციპი ან შეხვდეს მათ, ვინც ბილეთებს ყველაზე ადრე მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ თითო ადამიანს, როგორც წესი, შეუძლია მოითხოვოს მაქსიმუმ ორი ბილეთი. პიროვნებებს, რომლებსაც გადაეცემათ ბილეთები, მოუწევთ მათ ასაღებად მიაკითხონ მათივე წარმომადგენლის ოფისს ვაშინგტონში და წარმოადგინონ ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც რეგისტრაციის დროს გამოიყენეს. 

რაც შეეხება გადამყიდველებს, “მითების დეტექტორმა” craigslist-ზე ფიცის დადების ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები შეამოწმა, რომლებიც სხვადასხვა ფასად იყიდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, FOX 5 აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მათი რჩევაა, ბილეთები ავტორიზებული წყაროდან შეიძინონ. ინაუგურაციის ცერემონიალებზე კონგრესის ერთობლივმა კომიტეტმა აღნიშნა, რომ ფიცის დადების ცერემონიის ბილეთები არ იყიდება და ყველა ასეთი მცდელობა არაოფიციალურია, შესაბამისად, გადამყიდველებისგან ბილეთის შეძენა სანდო არ არის და შესაძლოა, პირი თაღლითობის მსხვერპლი გახდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრება შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის მსურველს, რომელთაც კაპიტოლიუმის ტერიტორიის გარეთ მოუწევთ დგომა. ამისთვის კი, ბილეთის ქონა აუცილებელი არ არის.

ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები
წყარო: 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალური ვებ-საიტი

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების გარდა, მსურველებს უფასოდ დასწრება შეუძლიათ ინაუგურაციის აღლუმზეც, თუმცა მსურველების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლოა ყველამ ვერ მოახერხოს ადგილის პოვნა. 

  • რეალურად რომელი ღონისძიებებია ფასიანი?

ფიცის დადებისა და აღლუმის გარდა, 18-20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში არაერთი ღონისძიება იმართება, რომელთა ნაწილი ფასიანია. მათ შორის, ფასიანი შესაძლოა იყოს 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის წვეულებები, რომლის ფასსაც პრეზიდენტის საინაუგურაციო კომიტეტი ადგენს

ფასიანია ასევე წინა დღეებში გამართული ღონისძიებები. მაგალითად, ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის კომიტეტის მთავარ შემომწირველებს შეუძლიათ ტრამპთან შეხვედრა და მასთან გასაუბრება, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი ჯდება და მისი ფასი 250 000 დოლარიდან იწყება. მედია იუწყება, რომ როგორც პრეზიდენტთან, ისე ვიცე-პრეზიდენტთან სადილზე მისაწვევი და გასაუბრება 1 მილიონი დოლარი ჯდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხის სანაცვლოდ პირი 6 მოსაწვევს იღებს სადილზე, რომელსაც ტრამპი დაესწრება, ხოლო 2 ბილეთს ვიცე-პრეზიდენტის სადილზე დასასწრებად. აღნიშნული წვეულებები 18-19 იანვარს გაიმართა. 

ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები
ინაუგურაციის პერიოდში გასამართი კერძო წვეულებებზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა და ღირებულება

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist