“ასავალ-დასავალის” დეზინფორმაცია, თითქოს შვედეთში ტრანსგენდერის სქესში ეჭვის შეტანა კრიმინალიზებულია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

დე
292
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 14-20 იანვრის ნომერში ჟურნალისტი გიორგი გიგაური ავითარებს აზრს, თითქოს საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იდენტობის დაკარგვას გამოიწვევს, რის ერთ-ერთ მაგალითად შვედეთის კანონმდებლობა მოჰყავს, რომელიც მისი მტკიცებით, ტრანსგენდერის სქესში ეჭვის შეტანისათვის პატიმრობას ითვალისწინებს.

 

გიორგი გიგაური, “ასავალ-დასავალი”: „ანუ,თუ ყველაფერი „ევროპულად“ წავიდა და ვასილ მაღლაფერიძის საზმაუმაც „ივარგა“, 2019 წელს „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველოს ტრანსგენდერი ანასტასია წარადგენს! წარმოიდგინეთ, რამხელა ნაბიჯი იქნება წინ, ევროპისკენ! მოკლედ, თუ ჩვენ „ნამეტნავად ევროპელები“ გავხდებით, გერმანიის მსგავსად, „მესამე სექსსაც“ დაგვიკანონებენ, შვედებივით, ტრანსგენდერთა „ქალობაში“ ეჭვის შეტანისთვის ციხეშიც ჩაგვსვამენ და ლუქემბურგივით, კაცზე დაქორწინებული პედერასტიც გვეყოლება მთავრობის მეთაურად! ევროპა გინდებლარიენ?! პაჟალუსტა!“

გიორგი გიგაურის განცხადება დეზინფორმაციულია, ვინაიდან შვედეთის სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ტრანსგენდერის სქესში ეჭვის შეტანა და კრიმინალიზებულია მხოლოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, რომელიც ჩადენილია ადამიანის რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის, ან სექსუალური ორიენტაციის გამო, რაც დამამძიემებელ გარემოებად ითვლება.

შვედეთის სისხლის სამართლის კოდექსში 2010 წელს შესული ცვლილებების თანახმად (24-ე თავი),  დანაშაულის ჩადენა ადამიანის რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მსგავსი მოტივით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა:

“დანაშაულის ხარისხისა და იმ გარმოებების შეფასებისას, რომლებიც ამძიმებენ დანაშაულს, იმ დებულებებთან ერთად, რომლებიც გათვალისწინებულია თითოეული ტიპის დანაშაულისათვის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:
(…)
(7) იყო თუ არა დანაშაულის მოტივი პირის, ეთნიკური ჯგუფის ან სხვა მსგავსი ჯგუფის  შეურაცხყოფა რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მსგავსი გარემოების გამო”.

აღნიშნული მუხლი იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ჩაიდენს, მაგალითად, ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ფიზიკური ძალადობა, ცემა და სხვა და ამ ქმედების მოტივი იქნება ადამიანის რასა, კანი, ფერი, ეთნიკური ან სექსუალური იდენტობა, ასეთი მოტივი დამამძიმებელ გარემოებად ჩაუთვლება. შესაბამისად, გიორგი გიგაურის განცხადება, თითქოს, შვედეთში ტრანსგენდერის სქესში ეჭვის შეტანისათვის საპატიმრო სასჯელია გათვალისწინებული, დეზინფორმაციულია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist