ასახავს თუ არა გავრცელებული ვიდეო ისრაელის ტერიტორიაზე ჰეზბოლას  მებრძოლების შეჭრას? 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

71
VIEWS

5 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, “ჰეზბოლას” მებრძოლების გალილეაში (ჩრდილოეთ ისრაელი) ბრძოლით შესვლას ასახავს. კადრებში ცეცხლმოკიდებული ტყის ნაწილი და რამდენიმე ადამიანი ჩანს.  

ჰეზბოლა

ირაკლი ზაქარეიშვილი ვიდეომანიპულაციას ავრცელებს, რადგან მტკიცება, თითქოს ვიდეო “ჰეზბოლას” მებრძოლების გალილეას ტერიტორიაზე შესვლას ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. კადრებში ჩანს ტყის ხანძარი, რომელიც დაბომბვის შედეგად გაჩნდა.

გარდა ამისა, ღია წყაროებით, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიით არ იძებნება ინფორმაცია, რომ დაჯგუფება გალილეაში ბრძოლით შევიდა და ადგილზე შეტაკებები მოხდა. 1-ელ ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ისაუბრა დაჯგუფების გეგმაზე, რომელსაც ისინი “გალილეას დაპყრობას” უწოდებენ და სურთ, ჩრდილოეთით ისევე დაესხან ისრაელს თავს, როგორც ეს ტერორისტულმა ორგანიზაცია “ჰამასმა” 2023 წლის 7 ოქტომბერს გააკეთა. როგორც სპიკერმა თქვა, იმისთის, რომ გეგმა არ განხორციელდეს, ისრაელი საჭირო ზომებს იღებს.   

2024 წლის 27 სექტემბერს ისრაელის შეტევის შედეგად დაჯგუფების მეთაური, ჰასან ნასრალა დაიღუპა. 1 ოქტომბერს ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამხრეთ ლიბანში, საზღვრის გასწვრივ, “ჰეზბოლას’’ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაა. მედიის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს ბეირუთზე შეტევის სამიზნე იყო პოტენციური ახალი ლიდერი, ჰაშიმ საფი ალ-დინი. საპასუხოდ, დაჯგუფებამ ჩრდილოეთ ისრაელი დაბომბა, სწორედ ერთ-ერთი შეტევის დროს გაჩენილი ხანძარია ასახული გავრცელებულ ვიდეოში. მომდევნო დღეებში ისრაელის პრემიერმა, ბენიემინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მათ მოკლეს ნასრალას შემცვლელი და მისი შემცვლელის შემცვლელი.  

წყაროს შესახებ 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ფეისბუქზე რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. მის მიერ განთავსებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.


მოამზადა ზუკა აბაშიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist