ასახავს თუ არა აქცია სსრკ-ს დროშებით და “ღამის მგლებით” დრეზდენელების პროტესტს უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
868
VIEWS

14 მარტს ფეისბუქ გვერდმა Moscow_Blacklist-1 გერმანიის ქალაქ დრეზდენში მიმდინარე საპროტესტო აქციის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, გერმანულ დრეზდენში მოსახლეობა ევროპაში უკრაინელების მიგრაციას აპრიოტესტებს, რადგან “უკრაინელების 30% ნორმალური ხალხია, 70% კი არეულობას ქმნის.” გვერდი აღწერაში უთითებს იმასაც, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ “სპეციალური ოპერაციის” დაწყებიდან მხოლოდ 2 კვირაა გასული და ამ ტიპის პროტესტი უკვე დაიწყო. 

Screenshot 18 3 | mythdetector.com

ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება. რეალურად, მცირე მასშტაბის საპროტესტო აქცია დრეზდენში მცხოვრებმა რუსულენოვანმა მოსახლეობამ მოაწყო, აქციაში დრეზდენში სპეციალურად ამ დღისთვის ჩასული პუტინთან დაახლოებული “ღამის მგლების” კლუბის რამდენიმე წევრიც მონაწილეობდა. რეალურად, გერმანიის ქალაქებში უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის აქციები იმართება და მათ დასახმარებლად სხვადასხვა ინიტიაცივა ხორციელდება. 

ფეისბუქ გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახული საპროტესტო აქცია დრეზდენში 12 მარტს გაიმართა. მასში რამდენიმე ათეული რუსულენოვანი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც რუსეთის ფედერაციისა და სსრკ-ს დროშები ეჭირათ ხელში. პროტესტს დრეზდენში მცხოვრები გერმანელი ისტორიკოსი და მასწავლებელი ანალენა შმიტი აქტიურად აშუქებდა. 12 მარტს შმიტმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ აქციის მონაწილეები დრეზდენის ცენტრში რუსული დროშებით იკრიბებოდნენ. შმიტმა აღნიშნა ისიც, რომ აქციამდე სოციალურ ქსელში მოწოდებები და პოსტერები ვრცელდებოდა, პოსტერებზე რუსული სამხედრო ძალების ტაქტიკური სიმბოლო “Z” იყო გამოსახული. შმიტმა ღონისძიების ორგანიზატორთა ერთ-ერთი პოსტერიც გამოაქვეყნა, რომელზეც რუსულ ენაზე შემდეგი მოწოდობებია გაკეთებული: “შაბათს 13:00 საათზე აქცია გერმანიაში რუსების დისკრიმინაციის წინააღმდეგ! მეგობრებო, ყველა, ყველა, ყველა ვისთვისაც სულერთი არ არის რა ხდება დღეს გერმანიის დიდ ქალაქებში. გამოდით და აჩვენეთ, რომ ამას არ ეთანხმებით! ერთად დავიცვათ ჩვენი შვილები!”

Screenshot 19 3 | mythdetector.com

Moscow_blacklist-1-ის მიერ ყალბი აღწერით გამოქვეყნებული ვიდეო 12 მარტს მედიასაშუალება NEXTA-მ გამოაქვეყნა. NEXTA-ს მიხედვით, გერმანიაში საცხოვრებლად გადასული რუსები გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების მიღებას აპროტესტებენ. 

Screenshot 20 4 | mythdetector.com

ვიდეოში რუსეთის, ყაზახეთისა და საბჭოთა კავშირის დროშები ჩანს, გამომსვლელი მამაკაცი რუსულ ენაზე საუბრობს. ანალენა შმიტის ინფორმაციით, პროტესტში რუსეთში დაფუძნებული მოტოციკლეტისტების საერთაშორისო კლუბის “ღამის მგლები” (Nachtwölfe) წევრებიც მონაწილეობდნენ. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს “ღამის მგლების” და გიორგიევსკის ლენტის სიმბოლოკით შემოსილი ადამიანი. 

Screenshot 17 4 | mythdetector.com Screenshot 16 4 | mythdetector.com

რეალურად, გერმანიის მთავრობაც და მოსახლეობაც უკრაინელ ლტოლვილებს მხარს უჭერს. ინტეგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის კომისრის რიმ ალაბალი-რადოვანის მიხედვით, გერმანია უკრაინიდან ჩასულ ყველა ადამიანს საჭირო დახმარებას შესთავაზებს.  მთავრობის გარდა,  გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობა უკრაინელ ხალხს სოლიდარობას მრავალათასიანი პროტესტებით უცხადებს. ასევე მოხალისეთა ჯგუფები ბერლინსა და სხვა ქალაქებში უკრაინელ ლტოლვილებს სადგურებზე ხვდებიან და სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ. 

Screenshot 21 4 | mythdetector.com
ბერლინელები მატარებლის სადგურში უკრაინელებს ხვდებიან და საცხოვებელს სთავაზობენ. ფოტო:Annegret Hilse/Reuters
Screenshot 22 4 | mythdetector.com
ომის საწინააღმდეგო და უკრაინელებისადმი სოლიდარობის აქცია ბერლინში 13.03.22 ფოტო: Reuters

ვინ არიან “ღამის მგლები”?

ღამის მგლები” ე.წ. ბაიკერთა კლუბია, რომელიც საბჭოთა კავშირში 1989 წელს შეიქმნა. 

მარტის დასაწყისში “ღამის მგლების” სახელით ცნობილი ბაიკერების ჯგუფის წევრები გერმანიის ქალაქ ბონში რუსეთის საკონსულოს წინ რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ. ადგილობრივი მედიის მიხედვით, “ღამის მგლების” საკონსულოსთან შეკრებამდე ერთი დღით ადრე საკონსულომ მუქარისშემცველი გზავნილი მიიღო.  17 თებერვალს “ღამის მგლების” მონტენეგროელი წევრები პოდგორიცაში დაგეგმილი უკრაინის მხარდამჭერი შეკრების გაუქმებასაც ითხოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ “ღამის მგლების” ღონისძიებებს გასულ წლებში პირადად პუტინი ესწრებოდა. კლუბს რუსეთის ხელისუფლების მართულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.

Screenshot 23 5 | mythdetector.com

Screenshot 24 4 | mythdetector.com
ფოტო: Sasha Mordovets/Getty Images

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

წყარო

ბაიკერთა კლუბი „ღამის მგლები"
ბაიკერთა კლუბი „ღამის მგლები"

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist