ანტიოპოზიციური გვერდი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის რედაქტირებულ ფოტოს ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დოროთე ყურაშვილი
65
VIEWS

16 დეკემბერს ანტიოპოზიციურმა ანონიმურმა გვერდმა “ბრძენი კრიტიკოსი” Instagram-ზე გაავრცელა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ფოტო, რომელშიც ის წვერის გარეშეა გამოსახული. 

დოროთე ყურაშვილი


მამა დოროთე ყურაშვილის გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია. ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული და ის წვერის გარეშეა გამოსახული. 

15 დეკემბერს ფოტოგრაფმა გიორგი მოსიაშვილმა (Mo Se) საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ფოტო აღწერით:  

“მოსე, გადამიღე პირველი ფოტო უჯვროდ” – მამა დოროთე რუსთაველის გამზირზე მოვიდა. შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ საპატრიარქომ, მამა დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა”.

სწორედ ეს ფოტოა გამოყენებული ფოტოფაბრიკაციაში, სადაც ის წვერის გარეშეა გამოსახული.

დოროთე ყურაშვილი
მარცხნივ: Mo Se-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტო; მარჯვნივ:ფოტოფაბრიკაცია

15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა

“მე გავაგრძელებ ჩემს სათქმელს არა როგორც მღვდელმსახური, არამედ როგორც ერთი მოქალაქე… ეკლესია კვდება, ქვეყანა გვიკვდება და მღვდელი დუმს… ეს გადაწყვეტილება არაფერში შემიშლის ხელს. უბრალოდ, ამან შეიძლება მთავრობა უფრო გაათამამოს და ციხეში ჩამსვან”. – თქვა არქიმანდრიტმა დოროთემ გადაწყვეტილების შესახებ.

ანტიოპოზიციური გვერდი “ბრძენი კრიტიკოსი” ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე ოპოზიციის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების შესახებ მანიპულაციური შინაარსის პოსტებსა თუ ფოტოფაბრიკაციებს ხშირად აქვეყნებს. არაერთი მათგანი “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist