არის თუ არა ღეროვანი უჯრედებით Covid-19-ის მკურნალობა “დაგეგმილი” და კლინიკურად გამოცდილი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Untitled-1
318
VIEWS

26 აპრილს კრემლისტურმა გამოცემა New Front-მა  გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: “დიდი აფიორის ვერსია  თეორიულად დასაშვებია – ანტიდოტი თავიდანვე არსებობდა?! “  აღნიშნული სტატია ასევე გაავრცელა გამოცემა “ საქართველოს და მსოფლიო” ფეისბუქის გვერდმაც.

'"

მასალის ავტორი ბლოგერი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორიცაა. ნიუსფრონტი ინფორმაციას  christiandaily-ის სტატიაზე  დაყრდნობით ავრცელებს. სტატიის მიხედვით, ისრაელში შექმნეს 100% შედეგის მქონე  covid-19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შვიდ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე გამოსცადეს. შედეგად ყველა მათგანი განიკურნა.

ამ ინფორიმაციაზე დაყრდნობით ავტორი ამტკიცებს,  რომ კორონავირუსი ხელოვნურად გააავრცელეს, მისი სამკურნალო პრეპარატი უკვე წინასწარ იყო შექმნილი და ახლა ფარმაცევტული კომპანიები ახალ პრეპარატად გაასაღებენ, რის სანაცავლოდაც უამრავ ფულს იშოვიან.

New Front-ის ავტორის მოსაზრება კონსპირაციული და მანიპულაციურია. მართალია, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა, რომელზეც სტატიის პირვანდელ წყაროშია  საუბარი უკვე წლებია გამოიყენება, covid-19-ის დასამარცხებლად ის პირველად გამოიყენეს, რაც ექსპერიმენტი იყო და მან კლინიკური ცდები ჯერ ისევ უნდა გაიაროს. ღეროვანი მკურნალობის მეთოდის არსებობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ კორანავირუსის პრეპარატი წინასწარ იყო შექმნილი ხელოვნურად გამოგონილი ვირუსის სამკურნალოდ. ამ ეტაპისთვის მსოფლიოში არ არის შექმნილი covid-19-ის სამკურნალო პრეპარატი და ვაქცინები სატესტო რეჟიმშია. 

The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, საუბარია  covid- 19-ით დაავადებულ ამერიკელ პაციენტზე, რომელზეც  ღეროვანი უჯრედებით  მკურნალობის მეთოდი პირველად გამოსცადეს. სტატიის თანახმად, საუბარია  არა ვაქცინაზე, არამედ მკურნალობის ექსპერიმენტულ მეთოდზე, კერძოდ,  პლაცენტას ღეროვანი უჯრედების გადანერგვით covid- 19-ის მკურნალობაზე. ისრაელის სამედიცინო კომპანია  pluristem წლებია პლაცენტას ღეროვან უჯრედებს აწარმოებს.

"

კომპანიის ანგარიშის თანახმად, რამდენიმე პაციენტს, რომელთაც კოორნავირუსით გამოწვეული ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, პლურისტემის ღეროვანი უჯრედების მეთოდით უმკურნალეს. არსებითად, ამ უჯრედებს შეუძლიათ პოტენციურად ჩაახშონ ან გააუქმონ იმუნური სისტემის საშიში ზედმეტი გააქტიურება, რომელიც, როგორც წესი,  კორონავირუსულ პაციენტებში სიკვდილს იწვევს.

"

Pluristem-ის განცხადებით, ისინი მოხარული არიან შედეგების, თუმცა ეს პროგრამის საწყისი ეტაპია. კომპანიის პრეზიდენტი იაკი იანი ამბობს, რომ მეთოდის გამოცდა მალე დაიწყება და შესაძლოა ოფიციალური ნებართვა მათ მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიიღონ, რის შემდეგაც, მისივე თქმით, შესაძლებელი იქნება პლაცენტას უჯრედების საშუალებით ათასობით ადამიანის სწრაფად მკურნალობა.

კონსპირაციის თეორიები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შესახებ  მთელს მსოფლიოში ვრცელდება. მაგალითად, Facebook-ის მომხმარებლები ავრცელებდნენ კორონავირუსის ვაქცინის ფოტოს და ამტკიცებდნენ, რომ ვაქცინას მოსახლეობას უმალავენ.  დეზინფორმაციას 22 აპრილს  factcheck.org გამოეხმაურა და განმარტა, რომ ფოტოზე გამოსახულია Nobivac 1-Cv ვაქცინა, რომელიც ძაღლებს ძაღლის კორონავირუსისგან (canine coronavirus) 1971 წლიდან იცავს.

"

რა ვიცით ნიუსფრონტის შესახებ ? 

registrator.ge-ის მონაცემებით, საინფორმაციო სააგენტო ნიუსფრონტი 2016 წლის 6 დეკემბერს არის რეგისტრირებული, თუმცა  ქართულ მედია ბაზარზე  2019 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ის რუსული კრემლისტური მედიის ქართულენოვანი ვებ-გვერდია. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front უკრაინის ტერიტორიების – დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის –  დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია. ქართულ მედია-სივრცეში კრემლისტური მედიის გამოჩენის შესახებ მითების დეტექტორის ლაბორატორია, 2019 წლის ნოებერში გამოეხმუარა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist