არასამთავრობო ორგანიზაცია “მითების დეტექტორის” ქცევის კოდექსი

მითების დეტექტორის ყველა თანამშრომელი, ფონდთან დაკავშირებული ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს აღნიშნული ორგანიზაციისთვისან მისი სახელით, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას უნდა მოქმედებდეს კანონის დაცვით, კეთილსინდისიერად, ეთიკურად და ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

სამუშაო სივრცის პატივისცემა

“მითების დეტექტორის” ყველა თანამშრომელი პატივს უნდა სცემდეს კოლეგებს. პერსონალური ურთიერთობებისას ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაცია ან შევიწროვება დაუშვებელია.

პროფესიონალიზმი

სამუშაო სივრცეში ყველა თანამშრომელი კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს უნდა ავლენდეს. თანამშრომლები სამსახურეობრივ მოვალეობას ბენეფიციარებისა და საზოგადოების მიმართ პატივისცემის პრინციპის დაცვით, პროფესიონალურად და დროულად უნდა ასრულებდნენ. მენეჯმენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად არ უნდა გამოიყენოს.

თანამშრომლები უნდა ცდილობდნენ, არ შეუშალონ ხელი სამუშაო პროცესს ან შეაფერხონ კოლეგების მუშაობა.

თანამშრომლები უნდა იცავდნენ სამუშაო განრიგს.  დადგენილი სამუშაო საათებიდან გამონაკლისის დაწესება დასაქმებულსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთშეთანხმებით ხდება.

ორგანიზაციის საკუთრების დაცვა

ყველა თანამშრომელი ვალდებულია, მითების დეტექტორის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას პატივისცემითა და მზრუნველობით მოეპყრას. მათ არ უნდა გამოიყენონ ორგანიზაციის კუთვნილი აღჭურვილობა არადანიშნულებისამებრ და პატივი უნდა სცენ ყველა ტიპის არამატერიალურ სიკეთეს, მათ შორის სასაქონლო ნიშანს, საავტორო უფლებებს, ანგარიშებს და მითების დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამშრომლები მათ უნდა იყენებდნენ მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალოებების შესრულების მიზნით. 

კონფიდენციალური ინფორმაცია

მითების დეტექტორის სამსახურეობრივი ინფორმაცია ღირებული აქტივია, რომელსაც ყველა უნდა გაუფრთიხლდეს. ორგანიზაციაში დასაქმებული პირები ვალდებულები არიან, გამოიყენონ ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისათვის და მკაცრად დაიცვან ამგავრი ინფორმაციის  კონფიდენციალურობა. აღნიშნული დებულება ვრცელდება გაუვრცელებლობის შეთანხმების საფუძველზე მესამე პირისგან მიღებულ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.

დამუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

მითების დეტექტორი არ არის სახელმწიფოს, რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკოსის სარედაქციო კონტროლის ქვეშ. იგი მოქმედებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და აპოლიტიკურად მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობთ. მითების დეტექტორი იყენებს იდენტურ სტანდარტებსა და მიდგომას  თავის კვლევებსა და აქტივობებში, რათა შერჩევითი მიდგომა იყოს გამორიცხული.

მითების დეტექტორმა უნდა განუმარტოს აუდიტორიას ის მეთოდოლოგია, რომელიც კვლევის პროცესში გამოიყენება, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ ხდება შეცდომების შესწორება და რედაქციასთან უკუკავშირი.

მითების დეტექტორმა მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს აუდიტორიას წყაროების შესახებ, რათა მათი გადამოწმების შესაძლებლობა სხვებსაც მიეცეს. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როცა წყაროს გამჟღავნება მას საფრთხეს უქმნის ან წყარო ინფორმაციის მოწოდებაზე მხოლოდ კონფიდენციალობის პირობით თანხმდება.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული პუბლიკაციები უნდა აღნიშნავდეს ნებისმიერ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს ან გარემოებას, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვლევის ან აქტივობის ხარისხზე.

ინტერესთა კონფლიქტი

ჩვენი თანამშრომელი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი ან საჯაროდ უჭერდეს მხარს რომელიმე კანდიდატს ან პარტიას საარჩევნო პროცეში. არ გააფორმოს რაიმე ისეთი სახის შეთანხმება ან პარტნიორობა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მის სანდოობას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

მითების დეტექტორის თანამშრომლებმა არ უნდა გააკეთონ რაიმე ტიპის პარტიული განცხადება ორგანიზაციის სახელით და არ მიიღონ პროფესიონალურ კონტექსტში რაიმე ტიპის საჩუქარი, ბენეფიტი ან მომსახურება ხელსაყრელი პირობებით, რომლებიც სცილდება საერთო საზოგადოებრივ და თავაზიანობის ნორმებს.

ღია და კეთილსინდისიერი შესწორების პოლიტიკა

მითების დეტექტორის ყველა თანამშრომელმა დაშვებული შეცდომა დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს, როგორც კი ცნობილი გახდება ამის შესახებ. შესწორება ხორციელდება მკაფიოდ და გამჭვირვალედ, შესწორების პოლიტიკის შესაბამისად. ორგანიზაცია ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

პოლიტიკის დოკუმენტები

ყველა თანამშრომელი ვალდებულია, გაეცნოს მითების დეტექტორის პოლიტიკის დოკუმენტებს და იმოქმედოს მათ შესაბამისად. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში თანამშრომლებმა უნდა მიმართონ ადმინისტრაციას. 

ქცევის კოდექსების დარღვევის დისციპლინარული ღონისძიებები

მითების დეტექტორისა და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ქცევის, ასევე “ევროპული ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელის” (EFCSN) სტანდარტების კოდექსების დარღვევა, კერძოდ, დისციპლინარული ღონისძიებების ფორმები, ვადები და ამოქმედების პროცედურები, რეგულირდება მითების დეტექტორის შრომის შინაგანაწესით და მოიცავს შემდეგ დისციპლინარულ ღონისძიებებს:

  1. ზეპირი გაფრთხილება – გაუფრთხილებლობითი გადაცდომის შემთხვევაში;
  2. საყვედური – ორგანიზაციის შინაგანაწესისა და ქცევის კოდექსების დაუდევრობით დარღვევისა და შრომითი ეთიკის მოთხოვნების არაჯეროვანი შესრულებისათვის.;
  3. ფინანსური (სანქცია) პასუხისმგებლობა – ქცევის კოდექსების უხეში ან/და განმეორებით დარღვევის შემთხვევაში;
  4. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა – ორგანიზაციის შინაგანაწესისა და ქცევის კოდექსების წინასწარი შეცნობით, განზრახ დარღვევის შემთხვევაში ან/და ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარების შემდეგ.

ქცევის კოდექსისა და ორგანიზაციის შინაგანაწესის დაცვის ვალდებულება მედიის განვითარების ფონდის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების შემადგენელია.

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist