არაბული გვერდი თბილისის სასამართლოში გადაღებულ ვიდეოს ისრაელის თავშესაფრად ასაღებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ისრაელი
1.7k
VIEWS

17 ივნისს ფეისბუკ გვერდმა كوردستان قلب الحدث  გამოაქვეყნა ვიდეო რომელშიც, პოსტის თანახმად,  ნაჩვენებია არეულობა ისრაელის თავშესაფარში. ვიდეოს თან ერთვის აღწერა არაბულ ენაზე, რომელიც ქართულად შემდეგნაირად ითარგმნება: “ქაოსი ისრაელის თავშესაფრებში მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა მათ გაშვებაზე უარი თქვეს!”

ისრაელი

ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება: რეალურად, კადრები არა ისრაელის თავშესაფარში, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2025 წლის 12 ივნისს არის  გადაღებული. ვიდეო თავდაპირველად მოქალაქე დათო სიმონიამ გაავრცელა.

2025 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების მონაწილე მათე დევიძის სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას  მანდატურებსა და დევიძის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მანდატურებმა  მოქალაქეების ნაწილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გააძევეს.  შეხლა-შემოხლის ამსახველი კადრები არაერთმა ონლაინ მედიამ, მათ შორის “პუბლიკამ” და “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელეს. 

კადრები, რომელსაც ფეისბუკ გვერდი  كوردستان قلب الحدث  ისრაელის თავშესაფარში არსებული მდგომარეობის ამსახველად წარმოაჩენს, თავდაპირველად, 12 ივნისს, 16 საათსა და 19 წუთზე ილუსტრატორმა დათო სიმონიამ გაავრცელა. სიმონიას მიერ გავრცელებული ვიდეო, მსგავსად ფეისბუკ გვერდისა كوردستان قلب الحدث ოცდაცამეტ წამს გრძელდება. 

ისრაელი
დათო სიმონიას გავრცელებული ვიდეო
ისრაელი
ფეისბუკ გვერდის كوردستان قلب الحدث მიერ გავრცელებული კადრი

12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს  „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. 3 პოლიციელს, რომელიც პროკურატურამ დაზარალებულად სცნო, რეალურად, დაზიანება არ მიუღიათ. მათე დევიძის თქმით, მან ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist