სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის გაყალბებული პოსტერი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

219
VIEWS

სოციალურ ქსელების რუსულენოვან ანგარიშებზე –  ფეისბუკსა და ინსტაგრამზე საპროტესტო აქციის პოსტერი გავრცელდა, რომელზეც პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს რუსულენოვანი ბანერი უჭირავს შემდეგი წარწერით: Путин ты мой рот е**л“პუტინ, პირში შ*მ*ცი”. ანგარიშები წერენ, ეს იმიტომ ხდება, საქართველოში რუსულ ენას რომ აღარ ასწავლიან.  

იგივე პოსტერი სხვადასხვა სოციალურ ქსელში 2019-2023 წლებშიც ვრცელდებოდა (1, 2, 3).

plakati1 სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის გაყალბებული პოსტერი ვრცელდება

plakati2 სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის გაყალბებული პოსტერი ვრცელდება

რუსულენოვან ანგარიშებზე გავრცელებული პოსტერი გაყალბებულია. ავთენტიკურ ვერსიაში საპირისპირო მნიშვნელობის წარწერაა და 2019 წელს, თბილისში, ე.წ. გავრილოვის ღამის აქციების დროს არის გადაღებული. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსულენოვანი პოსტერი პროგრამულადაა დამუშავეული. რეალურ ვერსიაში შემდეგი წარწერაა: Путин я твой рот е**л”- პუტინ, პირში შ*გ*ცი”. პოსტერი 2019 წელს საპროტესტო აქციების დროს არის გადაღებული და ერთ-ერთ ონლაინ პლატფორმაზე იძებნება. 

plakati3 სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის გაყალბებული პოსტერი ვრცელდება
წყარო: intermedia.ge

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი იჯდა. მან პრეზიდენტის რანგში გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომელიც მალევე ჩაიშალა. აღნიშნულს თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა და გავრილოვი თბილისდან გააძევეს. აღნიშნული პოსტერის ფოტო სწორედ ამ აქციაზეა გადაღებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist