მანიპულაცია, თითქოს აქციის მონაწილეები მდგომარეობის დაძაბვისთვის ჩალურჯებების ფილტრს იყენებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

აქციის მონაწილე
378
VIEWS

5 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიამ POSTV-მ ფეისბუქზე გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციის მონაწილე სოციალურ ქსელის ეფექტს იყენებს, თითქოს ნაცემია. მსგავსი შინაარსის პოსტები, თითქოს აქციის მონაწილეები მდგომარეობის ხელოვნურად დაძაბვისთვის ჩალურჯებების ფილტრს იყენებენ, გაავრცელეს მედია მარშალპრესმაც (1,2,3) და ფეისბუქ-მომხმარებლებმაც (1;2 )

აქციის მონაწილე

გავრცელებული პოსტები მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქციის მონაწილეები ხელოვნურად ცდილობენ დაძაბულობის შექმნას და რეალურად დაშავებულები არ არიან. ჩალურჯებების ფილტრიანი ვიდეოს ავტორს არსად დაუწერია, რომ აქციის მონაწილეა და თავის ტიკ-ტოკზე ზოგადად საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ კონტენტსაც არ აქვეყნებს. რაც შეეხება აქციაზე დაშავებულებს, საქართველოს სახალხო დამცველის თანახმად, იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებული 268 ადამიანიდან 191 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს და 138-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნება. 

ვიდეო, რომელშიც ქალს ტიკ-ტოკ ფილტრის გამოყენებით აქვს სახეზე ჩალურჯებები დატანილი, მომხმარებელმა ekamindiashvili ტიკ-ტოკზე 4 დეკემბერს გამოაქვეყნა. ვიდეოში მას არსად არ აქვს მითითებული, რომ დაშავებულია ან დაზიანებები საპროტესტო აქციებზე მიიღო. ვიდეოს ვიზუალურად ეტყობა, რომ ფილტრია გამოყენებული, აშკარაა რომ ცხვირზე პლასტირი დახატულია და არა რეალური. გარდა ამისა, ვიდეოზე მითითებულია, რომ გამოყენებულია ფილტრი Синяк (რუს. ჩალურჯება). მომხმარებელმა დამატებითი ვიდეოც ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ფილტრის გამოყენება ძალიან აშკარა იყო, უკვირს, რომ ვიდეო რეალურად აღიქვეს. ასევე აღნიშნა, რომ არსად უთქვამს, რომ აქციაზე დაშავდა და ზოგადად არ დებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ კონტენტს.

აქციის მონაწილე

აღსანიშნავია, რომ ფილტრზე გადასვლისას ჩანს, რომ ამ ფილტრით გამოქვეყნებული ვიდეოებს ძირითადად არაქართულენოვანი მომხმარებლები აქვეყნებენ. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ფილტრი აშკარაა, მარტივია მისი გარჩევა საპროტესტო აქციაზე მიღებული რეალური დაზიანებებისგან.

  • რა ვიცით აქციაზე დაშავებულებზე?

28 ნოემბერს “ქართული ოცნების” მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების შემდეგ საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებზეც სამართალდამცველების მიერ აქციების დაშლის შედეგად არაერთი ადამიანი დაშავდა. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში 268 ადამიანი მოინახულეს, რომელთაგან 191 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა და 138 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებული მონაცემებით, მხოლოდ 29 ნოემბერი 3 დეკემბრის შუალედში სამედიცინო დაწესებულებებში 162 ადამიანი გადაიყვანეს. აქედან 121 აქციის მონაწილე და 37 ჟურნალისტი (მონაცემები: 29, 30 ნოემბერი, 1, 2, 3 დეკემბერი).

პროტესტის დაწყების პირველ ღამეს სულ მცირე 13 ჟურნალისტი სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობის, შეურაცხყოფის და პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლის მსხვერპლი გახდა. პირდაპირ ეთერში ჩართვისას სპეცრაზმელმა სცემა “ფორმულის” ჟურნალისტს, გურამ როგავას, რის შედეგადაც ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა. როგავას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა და კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა.

აქციის მონაწილე
გურამ როგავა წყარო: ტვ პირველი/ფორმულა/რადიო თავისუფლება

ერთ-ერთ აქციაზე მძიმედ დაშავდა 21 წლის ალექსანდრე თირქია, რომელსაც, სავარაუდოდ, სახეში გაზის კაფსულა მოხვდა. თირქიას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალბუდის მოტეხილობა და თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევები ჰქონდა. 4 დეკემბრის მდგომარეობით, ის მედიკამენტოზურ ძილში იმყოფებოდა

აქციის მონაწილე
ალექსანდრე თირქია. წყარო: მთავარი არხი/ტაბულა

სოციალური ქსელის და მედიის საშუალებით გავრცელდა არაერთი კადრი, სადაც პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობაა ასახული. მაგალითად 30 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს ორი სხვადასხვა სპეცრაზმელი ძირს დაცემულ ზვიად მაისაშვილს ფეხს. მაისაშვილი ამბობს, რომ ამ მომენტში უკვე გათიშული იყო, რადგან მანამდე პოლიციელმა დაარტყა, ძირს დააგდო და შემდეგ რამდენიმე პოლიციელმა სცემა. მას ტვინის შერყევა აქვს, გატეხილი აქვს ცხვირი და კბილი, დაზიანებული აქვს სახე.

აქციის მონაწილე
ზვიად მაისაშვილი. წყარო: ტვ პირველი

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამებაა. სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაზიანებების ხასიათი გამორიცხავს, იმის ალბათობას, რომ პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართ პროპორციულ ძალას იყენებს.

სახალხო დამცველი: “მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს.”

ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის ასეთი სასტიკი მეთოდების გამოყენება არის დანაშაული და მათი ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

დაკავებულების უმეტესობა საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან განსაკუთრებულად სასტიკ ცემაზე, შეურაცხყოფასა და დამცირებაზე მას შემდეგ, რაც ისინი მიკროავტობუსებში გადაიყვანეს. მოქალაქეები ასევე ჰყვებიან, რომ პოლიციელები მათ პირად ნივთებს ართმევენ.

აქციის მონაწილე
საპროტესტო აქციებზე სამართალმდაცველების მიერ ნაცემი ლაზარე მაღლაკელიძე, დავით ჯალიაშვილი, ავთანდილ ტიტვინიძე და დათო ოქრუაშვილი. წყარო: ტაბულა

სამოქალაქო საზოგადოებრივი ფონდის განცხადებით, 2 დეკემბერს დაკავებულთა უმეტესობა სასტიკად იყო ნაცემი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

განცახდებაში ვკითხულობთ: “ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო. მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს.

სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას.”

სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილ დაკავებულებს აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელს სხეულზე, დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობები, ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

წყარო

მარშ
მარშალპრესი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist