5 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ეკლესიის წინ რამდენიმე ადამიანი ევროკავშირის დროშებით დგას, მათ შავი ტანსაცმელი აცვიათ და თავზე რქები აქვთ. პოსტის აღწერის მიხედვით, ეკლესიის წინ “ფარისეველი, ევროლიბერალი ლგბტ+ სექტანტები არიან შეკრებილი. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სურათი ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს არის გადაღებული.
გავრცელებული სურათი რეალობას არ ასახავს და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის გამოყენებით არის შექმნილი.
ფეისბუქზე გავრცელებული სურათი ხელოვნური ინტელექტის პროგრამის გამოყენებით არის გენერირებული. ამაზე ფოტოზე არსებული ხარვეზები მიუთითებს. გარდა ამისა, ონლაინ პლატფორმა “მსოფლიო პოლიტიკამ”, რომლის ლოგოც გავრცელებულ ფოტოზეა დატანილი, პოსტის აღწერაში დაწერა, რომ სურათი ალეგორიულია და ხელოვნურად შექმნილი.
ხარვეზები ფოტოზე, რომელიც ადასტურებს, რომ სურათი AI – ის მიერაა გენერირებული
- ფოტოს მოახლოებისას ჩანს, რომ უკან მდგომი ადამიანების ხელები ერთმანეთშია შეზრდილი.
2. ევროკავშირის დროშაზე ოთხ და ექვსქიმიანი ვარსკვლავებია დატანილი. გარდა ამისა, მარჯვენა დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობა 11-ია, მარცხენაზე 14, ხოლო ევროკავშირის ნამდვილ დროშაზე 12 ვარსკვლავი უნდა იყოს.
3. ფონზე, თეთრ-წითელი დროშა, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს დროშა უნდა იყოს, თეთრ ფონზე უბრალოდ წითელი გეომეტრიული ფიგურების ვიზუალია.
4. ფოტოზე გამოსახული ადამიანების სახეები გაურჩეველი და ერთმანეთში აზელილია.
აღსანიშნავია, რომ ფოტოს აქვს ონლაინ პლატფორმის “მსოფლიო პოლიტიკა” ლოგო. ფოტო 5 მაისს 12:37-ზე “მსოფლიო პოლიტიკის” ტელეგრამ-არხში გამოქვეყნდა. პოსტზე მითითებულია, რომ სურათი ალეგრიულია და ხელოვნურად შექმნილი.
“მსოფლიო პოლიტიკას” იმავე სახელით ამჟამად ფეისბუქ-პროფილიც აქვს. სხვადასხვა დროს პლატფორმას ფეისბუქ-გვერდებიც ჰქონდა, რომლებიც ამჟამად არ იძებნება. ტელეგრამ-არხი 2022 წლის 22 მარტს არის შექმნილი და ძირითადად ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პოსტებს აზიარებს. წარსულში “მითების დეტექტორს” პლატფორმის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3).
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.