აქტივისტ ნენსი ვოლანდის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნენსი ვოლანდი
52
VIEWS

18 მარტს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელსაც თან ერთვის წარწერა: “ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი დაყადაღებამდე ნენსი ვოლანდისთვის ადამიანის სარეცხი მანქანის შეძენას გეგმადა.” ვიდეოში საუბარია იაპონიაში გამოგონილი “ადამიანის სარეცხი მანქანის” შესახებ, რომელიც ავტომატურად წმენდს და აშრობს ადამიანს. ვიდეო შედგება აქტივისტ ნენსი ვოლანდის ფოტოებისა და ერთ-ერთი გადაცემის ფრაგმენტიდან, სადაც ჟურნალისტი “ადამიანის სარეცხი მანქანის” შესახებ საუბრობს. 

 ნენსი ვოლანდი

აქტივისტ ნენსი ვოლანდის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. ვიდეოს დასაწყისში ხმა, რომელიც აქტივისტისთვის “ადამიანის სარეცხი მანქანის” შეძენაზე საუბრობს, ჟურნალისტს არ ეკუთვნის და სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნენსი ვოლანდის ფოტოს პარალელურად გადის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის რუბრიკა #WEBსიახლეები.  27 იანვრით დათარიღებულ გადაცემაში წამყვანი ჰყვება, რომ იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს “სარეცხი მანქანა ადამიანისთვის.” წამყვანის თანახმად, მოწყობილობა სრულიად ავტომატურია, ის განსაზღვრავს ადამიანის დაბინძურების დონეს და სკანირების შემდგომ ადგენს, თუ რა სჭირდება კანს. ჟურნალისტი აქტივისტს არსად ახსენებს. 

ფოტოები, რომელიც ვიდეოშია გამოყენებული, ნენსი ვოლანდის სახლის ჩხრეკისას, 1 თებერვალსაა გადაღებული. აქტივისტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჩხრეკის დასრულების შემდგომ ფეისბუქზე რამდენიმე პირდაპირი ეთერი ჩართო (1, 2, 3). სავარაუდოდ, სწორედ ამ ლაივებიდანაა კადრები აღებული.

 ნენსი ვოლანდი
კადრი შოთა თუთბერიძის ლაივიდან 

17 მარტს რამდენიმე ფონდი, მათ შორის, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის “ნანუკას ფონდი” დააყადაღეს. ფონდების საქმიანობის ნაწილი იყო მიმდინარე პროტესტისას დაჯარიმებული/დაზარალებული, ასევე დაკავებული ადამიანებისა და მათი ოჯახების ფინანსური დახმარება. პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, ფონდების დაყადაღება მოხდა ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიების ფარგლებში. 

საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას აქტივისტების წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის გავრცელება იმატებს. კამპანიაში ერთვებიან როგორც პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ფეისბუქ გვერდები და ანგარიშები, ისე მათ მიმართ ლოიალური მედია. მიმდინარე საპროტესტო აქციებისას აქტივისტების შესახებ გავრცელებული რამდენიმე ყალბი ცნობა “მითების დეტექტორმა” აქამდეც გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist