აპირებს თუ არა იაგო ხვიჩია მიცვალებულების ოქროს კბილების გამოყენებას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დეზინფორმაციის იდენტიფიცირება; მედიაწიგნიერება; ფაქტების გადამოწმება
1.7k
VIEWS

5 ოქტომბერს ფეისბუკ-მომხმარებლებმა მრისხანე ბაბუაწვერა პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას სახელით პოსტის  სქრინი გამოაქვეყნა. ტექსტის მიხედვით, ხვიჩია თვლის, რომ საქართველოში საფლავების პრივატიზაცია უნდა მოხდეს, რათა გარდაცვლილი ადამიანების ბაჯაღლო ოქროს კბილები შეგროვდეს და ეს ქონება მოსახლეობაზე გადანაწილდეს. ასე საქართველოს ევროპაში ოქროს უდიდესი მარაგი გაუჩნდება. იდენტური სქრინი ფეისბუკ გვერდმა “უნივერსუმი” და ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმაც გამოაქვეყნეს.

Screenshot 4 1 | mythdetector.com

იაგო ხვიჩიას სახელით გავრცელებული სტატუსის სქრინი სატირული შინაარსისაა. ხვიჩიას მსგავსი ან იდენტური შინაარსის პოსტი საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან მის პროფილზე არ გამოუქვეყნებია.  “მითების დეტექტორთან” კომენტარში ხვიჩიამ ამ შინაარსის განცხადების გაკეთების შესახებ ინფორმაცია უარყო. 

იაგო ხვიჩიას სახელით გავრცელებული პოსტის სქრინი პირველად ფეისბუქ მომხმარებელმა მრისხანე ბაბუაწვერმ 5 ოქტომბერს დილის 11:38-ზე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სქრინის კომენტარებში მრისხანე ბაბუაწვერამ რამდენჯერმე დაწერა, რომ ხვიჩიას სტატუსი ხუმრობა არ არის და ნამდვილია. 

Screenshot 5 1 | mythdetector.com

“მითების დეტექტორი” იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ამასთანავე იაგო ხვიჩიას ფეისბუქ პროფილსა და მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იდენტური ან მსგავსი შინაარსის სტატუსი არ იძებნება. 

მრისხანე ბაბუაწვერას სატირული შინაარსის გაყალბებული სქრინები და ციტატები წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist