აფხაზეთის ხელისუფლების მოქმედი და ეროვნული გვარდიის ყოფილი წარმომადგენლები დალესის კონსპირაციის ტყვეობაში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ქართ
1.9k
VIEWS

კონსპირაციას ალენ დალესის დოქტრინის შესახებ ქართულ მედიაში აფხაზეთის ხელისუფლების და ეროვნული გვარდიის ყოფილი წარმომადგენელები ავრცელებენ. 2018 წლის 13 დეკემბერს ტვ “ობიექტივის” ეთერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა აკაკი გასვიანმა ალან დალესის დოქტრინის კონსპირაცია, რომელსაც ქართულ მედიაში ძირითადად ტაბლოიდური გამოცემები აშუქებენ, რეალურ ფაქტად წარმოაჩინა. მისი მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დაშლა “დალესის დოქტრინით” იყო გათვალისწინებული. გასვიანმა დალესის დოქტრინა ანტიდისკრიმინაციულ კანონს დაუკავშირა. გასვიანის მტკიცებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი, დალესის დოქტრინის მსგავსად მართლმადიდებლობის ამოძირკვას ისახავს მიზნად.

აკაკი გასვიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი: “მე ვიტყოდი ეხლა პირდაპირ, როგორ მოდის ეს ჩვენი ღირებულებების ასე ვთქვათ, დევალვირება, ზეწოლით. კისინჯერი ვინ არის, იცით? ბზეჟინსკი ვინ იყო, იცით? ამბობდნენ ორივე – საბჭოთა კავშირი რომ დავშალეთო, კი არ დაიშალაო, დავშალეთო. მათ დაშალეს და ნუ, ეს დაშალეს მარტო იმათ კი არა, დაწყებული ხრუშჩოვიდან, იმ ალკოჰოლიკიდან, ისეთ პოლიტიკა იყო გატარებული, რომ… ეს ალენ დალესის დოქტრინაში  იჯდა ყველაფერი, სუსლოვის კიდევ, იმის დოქტრინაში იჯდა, როცა ქართველების გადასახლება მოინდომა ხრუშჩოვთან ერთად და ასე შემდეგ. ახლა მიდგა ჯერი მართლმადიდებლობის ამოძირკვაზე და ყველაფერი კეთდება, ეს ე.წ. უმცირესობათა დაცვის კანონიც, რომ შემოიღეს, ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ შემოიღეს.“

ასავალ-დასავალის 17-23 დეკემბრის ნომერში დალესის დოქტრინაზე ისაუბრა ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის ყოფილმა უფროსმა გურამ ლაკიამაც. მისი შეფასებით, 1991 წლის 9 აპრილის მოვლენები როგორც რუსეთის, ასევე აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და ის “ალან დალესის პროგრამით მოქმედი შავი ძალების გამარჯვება” იყო.

გურამ ლაკია, ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი: „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელიც 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეწინააღმდეგებოდა როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის ინტერესებს. რუსეთი იბრძოდა იმპერიის შენარჩუნებისთვის, ხოლო აშშ-ს, რომელიც უკვე მსოფლიოს ბატონობაზე აცხადებდა პრეტენზიას, არ სჭირდებოდა პლანეტაზე კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომ რუსეთს, რომელიც იმ პერიოდში უკვე იწყებდა ეკონომიკურად მუხლებზე დაჩოქებას, ამერიკამ შავი სამუშაო შეასრულებინა და მისი ხელით საქართველოში კანონიერი ხელისუფლება დაამხო. ეს იყო ალენ დალესის პროგრამით მოქმედი შავი ძალების გამარჯვება.“

ციტატები, რომლებიც თითქოსდა დალესის დოქტრინას ეკუთვნის, რეალურად საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანიდანაა, სახელწოდებით  “მარადიული ძახილი” (Вечный зов) და რომანის  პერსონაჟს – ოფიცერ ლახნოვსკის ეკუთვნის.

რომანის “მარადიული ძახილის”  სიუჟეტის მიხედვით, საბჭოთა ოფიცერ პოლიპოვს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნისას  SS-ის ოფიცერი, ლახნოვსკი დაკითხავს, რომელიც მეფის ჟანდარმერიის ყოფილი წევრი და პოლიპოვის ძველი ნაცნობია. ლახნოვსკი პოლიპოვს ჰიტლერის საიდუმლო გეგმებს უმხელს, რაც საბჭოთა (რუსი) ხალხის განადურებას თავად რუსეთში ჩამოყალიბებული ე.წ  მეხუთე კოლონის მეშვეობით ისახავს მიზნად. იხ ციტატა რომანიდან, რომელიც ელექტრონულად ხელმისაწვდომია ბმულზე (გვ. 34).

SS-ის ოფიცერი ლახნოვსკი რომანიდან „მარადიული ძახილი“, ტომი II:

„все золото, всю материальную мощь на оболванивание и одурачивание людей! Человеческий мозг, сознание людей способно к изменению. Посеяв там хаос, мы незаметно подменим их ценности на фальшивые и заставим их в эти фальшивые ценности поверить! Как, спрашиваешь? Как?! Мы найдем своих единомышленников… своих союзников и помощников в самой России! Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать ее! …Да, развращать! Растлевать! Мы сделаем из них циников, пошляков, космополитов!“

მითების დეტექტორი დალესის დოქტრინის შესახებ ადრეც  წერდა. საბჭოთა რომან „მარადიული ძახილის“ (Вечный зов) ე.წ. „დალესის გეგმად“ წარმოჩენა ქართულ მედიაში 2014-2017 წლებში ხდებოდა და 2018 წელსაც განმეორდა. “მთების დეტექტორი” გთავაზობთ ალან დალესის დოქტრინის შესახებ კონსპირაციის მთავარ წყაროებს.

დალესის დოქტრინის კონსპირაციის წყაროები


მედია პოლიტიკოსი Facebook-ის გვერდები საზოგადოება
საქართველო და მსოფლიო სოსო მანჯავიძე – პატრიოტთა ალიანსი იოსებ სტალინი/Иосиф Сталин ირაკლი ზაქარეიშვილი – ადვოკატი
ასავალ-დასავალი თენგიზ თავდგირიძე – პატრიოტთა ალიანსი, ბათუმის მერობის კანდიდატი 2017 წელს იცით თუ არა, რომ გურამ ქართველიშვილი – რეჟისორი, ქართული მარშის წევრი
კვირის პალიტრა აპოკალიფსისი – Apocalypse
Genia.ge სტალინი
რეპორტიორი საქართველოს კომუნისტური პარტია
Npa.ge ქართული ლიტერატურა და ხელოვნება
საერთო გაზეთი გონება, ტვინი, ინტელექტი, როგორ განვავითაროთ ისინი?
ვერსია

პროპაგანდის მეთოდები:
ლიტერატურული ნაწარმოებების რეალურ ფაქტად წარმოჩენა;
კონსპირაცია აუდიტორიაში ეჭვისა და შიშის დათესვას ისახავს მიზნად. ასეთ დროს უგულვებელყოფილია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი” საბუთი.

ვრცლად დალესის დოქტრინის კონსპირაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:


წყაროების შესახებ:

აკაკი გასვიანი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია. უმაღლესი საბჭო ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომლის თავმჯდომარეც ვახტანგ ყოლბაიაა – პრო-რუსული პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივანია.
გასვიანი 2000-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი “მოქალაქეთა კავშირის” პარტიული სიით. ამავე დროს იყო დსთ-ს საპარლამენტაშორისო ასამბლეა – საპარლამენტო დელეგაციის წევრი.

გიორგი ლაკია. გურამ ლაკია ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი იყო. 1993 წელს ლაკიამ გამსახურდიასთან ერთად ქვეყანა დატოვა და მისი თქმით, ოჯახთან ერთად 8 წლის მანძილზე ემიგრაციაში იმყოფებოდა. დღეს ლაკია ისეთ მედიებში ჩანს, როგორიცაა “საერთო გაზეთი”, “საზოგადოება”, “პრეს-კავკასია” და სხვა. მის ინტერვიუებში ლაკია ძირითადად ზვიად გამსახურდიას დამხობის შესახებ საუბრობს, ხოლო დღევანდელ ვითარებას ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ კონტექსტში განიხილავს. მაგალითად, 2018 წლის 5 მაისს პრეს-კავკასიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში გურამ ლაკია აღნიშნავს, რომ ეროვნული იდეოლოგია სოდომისა და გომორას ცოდვების დამკვიდრებით ჩანაცვლდა, ქართულმა ოცნებამ კოჰაბიტაცია განახორციელა “სოროსის ძუძუმწოვარ ლიბერასტებთან”, ხოლო “დეგრადირებულები” “ნარკომანიის და პროსტიტუციის ლეგალიზაციასა და ღამის ბორდელების ხელშეუხებლობას” ითხოვენ.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist