ფოტო, თითქოს ანტონიო გუტერეშის მილოცვა AI გენერირებულია, გაყალბებულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

161
VIEWS

26 იანვარს Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ გაეროს გენერალური მდივნის, ანტინიო გუტერეშის გაყალბებული წერილი გამოაქვეყნა. წერილში ის მიხეილ ყაველაშვილს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს. ფეისბუქ-პოსტის მიხედვით, გაყალბებული წერილი რუსულ აპლიკაციაში იყო გაკეთებული. ავტორი პოსტს კომენტარებში ურთავდა ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ დოკუმენტის ბოლოს გაკეთებულია წარწერა: “Содержимое, сгенерированное ИИ” (AI-ის მიერ გენერირებული კონტენტი).  

ანტონიო გუტერეში

ფოტო, თითქოს ანტონიო გუტერეშის მილოცვის წერილი ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული, გაყალბებულია. თავდაპირველ დოკუმენტზე, რომელიც პროსახელისუფლებო მედიამ და “ქართულმა ოცნებამ” 25 იანვარს გამოაქვეყნეს, მსგავსი წარწერა დატანილი არ არის. 

გაეროს გენერალური მდივნის მისალოცი წერილი, რომელიც ირაკლი კობახიძეს მიემართება, ტელეკომპანია იმედმა 25 იანვარს გაავრცელა. ამავე დღეს 14:00 საათზე დოკუმენტი “ქრონიკაშიც’ აჩვენეს. აღსანიშნავია, რომ არც მასზე და არც მეორე მისალოც წერილზე, სადაც ადრესატი მიხეილ ყაველაშვილია, რუსული წარწერა არ ჩანს. 25 იანვრის საინფორმაციო გამოშვებაში დოკუმენტი ასევე აჩვენეს რუსთავი 2-ზე.  

ანტონიო გუტერეში

25 იანვარს ქართულ ოცნებაზე დაყრდნობით დოკუმენტის ფოტო ასევე გამოაქვეყენა ინტერპრესნიუსმა. ფოტოზე არ ჩანს ხელოვნური ინტელექტის შესახებ რუსული წარწერა. 

ანტონიო გუტერეში

გუტერეშის მილოცვის შესახებ დაწერეს სხვა მედიასაშუალებებმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, BM.ge-მ, რადიო თავისუფლებამ და ა.შ. – მასალებში ფოტო არ არის ჩასმული, თუმცა ვკითხულობთ, რომ ის ქართულმა ოცნებამ გაავრცელა ან მათ პრესსამსახურმა მიაწოდათ.  

“მითების დეტექტორი” ქართული ოცნების პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათ მიერ გამოგზავნილ დოკუმენტებზე მსგავსი წარწერა არ იკითხება.  

ანტონიო გუტერეში

ამრიგად, მედიის მიერ ნაჩვენებ წერილების თავდაპირველ ვარიანტზე რუსული წარწერა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, არ ჩანს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მისალოცი წერილის ღია წყაროებით მოძიება შესაძლებელი არ არის, რადგან, ხშირად, თანამდებობის პირებს მილოცვას პირადად უგზავნიან. შესაბამისად, “მითების დეტექტორი” ვერ დაადასტურებს ან უარყოფს წერილის ნამდვილობას. აღნიშნულზე “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist