ანტიოპოზიციური გვერდი დავით აქუბარდიას გადაცემიდან ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

დავით აქუბარდია
71
VIEWS

30 ოქტომბერს ანტიოპოზიციურმა გვერდმა “ბრძენი კრიტიკოსი” ინსტაგრამზე  გამოაქვეყნა ტელეკომპანია “კავკასიიდან” დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემის ვიდეო, რომელშიც წამყვანისა და რესპონდენტის, მსახიობ კახა გოგიძის საუბრის პარალელურად სტუდიიდან უცნობი პირის გინება ისმის. მას აქუბარდია აჩუმებს. იგივე ვიდეო ფეისბუქზე კიდევ ერთმა ანტიოპოზიციურმა გვერდმა, “მიშა სააკიანმა” გაავრცელა. 

დავით აქუბარდია

დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემიდან ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. ვიდეოში შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩამატებულია, რეალურ ჩანაწერში სტუდიიდან გინება არ ისმის. 

ავთენთიკური ვიდეო  24 ოქტომბერს “ტელეკომპანია კავკასიის“ ოფიციალურ YOUTUBE არხზეა გამოქვეყნებული. გადაცემის ჩანაწერში 3:36 წუთზე გვხვდება ის მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოფაბრიკაციაშია გამოყენებული. რეალურად, აქუბარდიას და გოგიძის საუბრის პარალელურად სტუდიიდან გინება არ ისმის. 

იმ მონაკვეთში, რომელშიც ვიდეოფაბრიკაციაში გინებაა ჩამატებული, დავით აქუბარდია პროტესტის შესახებ საუბრობს. 

[…] ფაქტიურად, ხელოვანმა ხალხმა წამოიწყო ეს, ფაქტიურად, მასობრივი პროტესტი თქვენ დაიწყეთ და გრძელდება აგერ… აღარ მახსოვს, მგონი 330-ე თუ 325-ე დღე არის უკვე. ფაქტიურად ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს ბრძოლა, არ შევეგუეთ ძალადობას… 

ერთი წელია, რა… 

პირი, რომელიც აქუბარდიას და გოგიძის საუბარში ჩაერთო, პროტესტის ხანგრძლივობაზე საუბრობდა. მისი სიტყვები ვიდეოფაბრიკაციაში გინებით შეცვალეს. 


მოამზადა ლიდა სარკსიანმა
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist