ანდრიი ერმაკის ფრონტზე წასვლის შესახებ ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ანდრიი ერმაკი
309
VIEWS

1-4 დეკემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა Eduard Jishkariani, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1; 2; 3) უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრიი ერმაკის ფოტოები გაავრცელეს. ერთ ფოტოში ერმაკს სამხედრო ფორმა აცვია და უკრაინული ტანკის წინ დგას. მეორე ფოტოში ის ხელოვნურად მოწყობილ თხრილში დგას და რამდენიმე კამერა უღებს. ქართულენოვანი პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ უკრაინა “სახელმწიფო კი არა, დიდი კინო სტუდია ან საცირკო არენაა”.

ანდრიი ერმაკი
ანდრიი ერმაკი


ანდრიი ერმაკის ფრონტზე წასვლასთან დაკავშირებით ფოტოფაბრიკაციები ვრცელდება. მათ შესაქმნელად, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს, რასაც AI-ის ამომცნობი ხელსაწყოც ადასტურებს. ცნობები ერმაკის ფრონტზე წასვლაზე და ფაქტის ამსახველი ფოტოები ფოტოები ოფიციალურ და სანდო წყაროებს არ გაუვრცელებიათ.


სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე რამდენიმე დეტალის შემჩნევაა შესაძლებელი, რაც მიანიშნებს, რომ ისინი რეალური არაა. მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც ერმაკი კამერების წინ დგას, უკან მდგომი ადამიანების სახის გარჩევა შეუძლებელია. სახეები ბუნდოვანი და ერთგვაროვანია, რაც AI-ის გამოყენებით შექმნილ ფოტოებს ახასიათებს. ამასთან, კამერების ობიექტივში ასახული კადრები მათ წინ არსებული სცენისგან განსხვავებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოზე მოცემული პირი ერმაკისგან ვიზუალურად განსხვავდება.

ანდრიი ერმაკი


მეორე ფოტოზე ანდრიი ერმაკი უკრაინული ტანკის წინ დგას და სამხედრო ჟილეტი აცვია. ჟილეტი ფორმას არაბუნებრივად ერწყმის, ისინი თითქოს ერთიანია და რთულია ჟილეტისა და ფორმის ერთმანეთსაგან გარჩევა.

ანდრიი ერმაკი


ფოტოების ვიზუალურ მახასიათებლებზე დაკვირვების გარდა, მისი გადამოწმება ვცადეთ ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოთი. Hive Moderation-მა ყველა ფოტო მაღალი ალბათობით (~90%) ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულად შეაფასა. 

ანდრიი ერმაკი
Hive Moderation-ის შეფასება ანდრიი ერმაკის ფოტოებზე

28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი თანამდებობიდან გადადგა. ერმაკმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ერმაკი ოფიციალურ ეჭვმიტანილად არ დასახელებულა. გადადგომის შემდგომ ერმაკმა განაცხადა, რომ ის ფრონტზე წასვლას აპირებს. 

სწორედ ამ განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები, რომლებიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ერმაკი რეალურად ფრონტზე არაა და ბრძოლის ველის ამსახველ კადრებს ხელოვნურად დგამს. ფოტოების გავრცელების მიზანი ერმაკის დისკრედიტაციაა. 

ამ მონაცემებით, არც უკრაინულ და არც დასავლურ მედიას არ დაუწერია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი უკვე ფრონტზე საბრძოლველად წავიდა და არც ბრძოლის ველზე მყოფი ერმაკის ფოტოები გამოუქვეყნებია. 

“მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთი პოსტი გადაამოწმა, სადაც წერდნენ, რომ უკრაინაში ომის კადრები დადგმულია. მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებენ როგორც რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები, ისე რუსული სამთავრობო მედია. მათ შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist