ასახავს თუ არა ვიდეო ანანურის ციხესთან არაბების ნაყიდ მიწაზე გაშენებულ კომპლექსს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ანანურის ციხე
43
VIEWS

10 მაისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Fa Ntina გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც,  მისი მტკიცებით, ანანურის ციხესთან “არაბების ნაყიდ მიწებზე გაშენებულ კომპლექსს” ასახავს. ავტორი ამტკიცებს, რომ კომპლექსში “არაბებს ეპატიჟებიან და რეკლამებია ყველგან”. 

ანანურის ციხე

ვიდეო ანანურის ციხესთან არაბების მიერ ნაყიდ მიწაზე გაშენებულ კომპლექსს არ ასახავს. კადრები, რომელიც Tik Tok მომხმარებელმა გამოაქვეყნა, რეკრეაციულ ზონაშია გადაღებული და მასში სკვერი ჩანს. მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.  

ვიდეო, რომელიც ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა, პლატფორმა Tik-Tok-იდან არის აღებული და მასზე ავტორის სახელი – “🪬جورج” ჩანს. მომხმარებლის არაბული სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც გიორგი. ტიკ-ტოკ ანგარიშს მითითებული აქვს, რომ ის გიორგი აფციაურს ეკუთვნის, ასევე, დართული აქვს ამავე სახლითა და გვარით შექმნილი Instagram ანგარიში. “ოდესმე აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ადგილს” – ასე ითარგმნება არაბულიდან ვიდეოზე ავტორის მიერ დატანილი წარწერა.

ანანურის ციხე

ვიდეოში ანანურის ციხის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია ჩანს. რეალურად, ტერიტორია, რომელსაც ფეისბუქ-პოსტის ავტორი არაბების მიერ გაშენებულ კომპლექსს უწოდებს, რეკრეაციული ზონაა. ადგილზე მოწყობილია სკვერი, ასევე, გადახურული სივრცეები, მოვაჭრეთა ჯიხურები და ა.შ. 

 

ანანურის ციხე
რეკრეაციული სივრცე – კადრები გავრცელებული ვიდეოდან

ტერიტორია, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, Google Maps-სა და Google Earth-ზეც გადავამოწმეთ. რუკაზე ადგილი “ანანურის პლაჟის” სახელით არის მონიშნული.  ფოტოზე, რომელიც 2021 წელს არის ატვირთული, ჩანს იგივე მწვანე გადახურული სივრცეები, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოშია ასახული.

ანანურის ციხე
ფოტოები: Google maps

Google earth-ზე ასევე შესაძლებელია იგივე ტერიტორიის დათვალიერება. 2021 წელს ატვირთულ ფოტოში სკვერი სრულად ჩანს. 

ანანურის ციხე
ფოტოები: Google earth

რეკრეაციული ზონის პროექტი მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზეა 2020 წელს არის გამოქვეყნებული, როდესაც ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. 

ანანურის ციხე

2021 წელს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც სამუშაოების მეორე ეტაპის დასკვნით ნაწილს ასახავს. დართული ტექსტის მიხედვით, ტერიტორიის საერთო ფართობი 10001 კვ. მეტრია და ის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და სარეკრეაციო სივრცე იქნება. 

ანანურის ციხე
ფოტოები: მცხეთა-მთიანეთის მხარე/Facebook

მიწის აღნიშნული ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-საიტზე მოვიძიეთ. არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 71.55.07.077, რომლის ფართობი 10001კვ. მეტრია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ვებ-საიტზე ატვირთულია საკადასტრო გეგმა და საჯარო რეესტრის ამონაწერი.

ანანურის ციხე
სქრინშოტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-საიტიდან

ამრიგად, ფეისბუ-პოსტის ავტორის მტკიცების მიუხედავად, ვიდეო, რომელიც Tik-Tok მომხმარებელმა, გიორგი აფციაურმა გამოაქვეყნა, არა ანანურის ციხის კომპლექსთან არაბების მიერ გაშენებულ კომპლექსს, არამედ ადგილზე მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს ასახავს. გარდა ამისა, მიწა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მისი მფლობელი რომელიმე კერძო პირი ან კომპანია არ არის.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist