სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ანა ნაცვლიშვილი
114
VIEWS

17 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა გამოაქვეყნა კოალიცია „ძლიერი საქართველო“-ს წევრის, პოლიტიკოს ანა ნაცვლიშვილის ვიდეო აღწერით „დიდი ხანია მანდ ხართ“.

ვიდეოში პოლიტიკოსი სკანდირებს ფრაზას: სად მივდივართ? ხოლო მის უკან მდგარი ქალბატონი პასუხობს ტ****ი. ვიდეოში ჩანს agentura-ს ტიკტოკ ანგარიში. ვიდეოს კომენტარებში პოლიტიკოსს  დამამცირებლად მოიხსენიებენ.

ანა ნაცვლიშვილი

ანა ანცვლიშვილის ვიდეო დარედაქტირებულია და ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს პოლიტიკოსის კითხვაზე – სად მივდივართ? აქციაზე მდგომი ქალი უხამსი ლექსიკით პასუხობს. ავთენტიკურ ვერსიაში კი ისმის  მოქალაქის პასუხი – ევროპაში. 

გავრცელებული ვიდეო ტიკტოკ განგარიშიდან agentura არის აღებული, რომელმაც ვიდეო 13 ნოემბერს გამოაქვეყნა. ანა ნაცვლიშვილის ვიდეო დამონტაჟებულია. პოლიტიკოსი სკანდირებს კითხვას: სად მივდივართ?  რაზეც ისმის მოქალაქის პასუხი, თითქოს ის უხამსი ლექსიკით პასუხობს, თუმცა ეს გამოწვეულია ცენზურის აღმნიშვნელი ხმის ჩამხშობი ეფექტის ისეთ ადგილას დასმით, რომ აღარ ისმის ავთენტიკური პასუხი – ევროპაში.

ანა ნაცვლიშვილი

ვიდეო ანა ნაცვლიშვილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება, თითქოს მის კითხვაზე მოქალაქე უხამსი ლექსიკით პასუხობს. 

ავთენტიკური ვიდეო 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთანაა გადაღებული, სადაც გაიმართა ქალების აქცია სახელწოდებით “დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!”.  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის 13 ნოემბრის დღის 15:00-იან გამოშვებაში (16:14 წუთზე) აქციის სწორედ იმ მონაკვეთინაა კადრი, რომელიც სოციალურ ქსელში დარედაქტირებული ვერსიით გავრცელდა. ნაცვლიშვილის კითხვაზე – სად მივიდვართ? ვიდეოში გარკვევით ისმის მოქალაქეების პასუხი – ევროპაში.

ანა ნაცვლიშვილი

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ვიზუალური მანიპულაციები და სხვა ტიპის მცდარი ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, ხოლო სამიზნე, უმეტესად, პოლიტიკოსები არიან. “მითების დეტექტორი” მსგავს მასალებს სისტემატურად ამოწმებს. იხილეთ რამდენიმე მაგალით:

წყაროს შესახებ

აგენტურა ტიკტოკზე ვიდეოებს 2022 წლის 26 დეკემბრიდან აქვეყნებს. ვიდეოების შინაარსი ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გაშარჟება და დისკრედიტაციაა. პოსტების დიდი ნაწილი ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსისაა.


რევაზ ჭითანავა

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist