ვიდეო, რომელიც, თითქოს ლოს-ანჯელესში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნას ასახავს, ყალბია 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
362
VIEWS

11 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა Загадки Человечества (კაცობრიობის თავსატეხები) გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით Падение НЛО в городе (ქალაქში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნა), რომლის მიხედვითაც, ლოს-ანჯელესში ჩამოვარდა უცხოპლანეტელების ხომალდი, რომელიც ადგილობრივმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სასწრაფოდ გადამალეს, შემდეგ კი არიზონას შტატში არსებულ საიდუმლო სამხედრო ბაზაზე გადაიტანეს.

AD 4nXePmElBjwQ6J5CwjJ m8kI557MvNhozDD4UGRyFvRF3Da3 IO2t3IFARgfzSsQxNI ebPNu4zV8Zp4ygrjs8k5HqliTHNGjNIbMkNNSFX6knK5wdKo15wucAHpVbW0fb8j1pAHd?key=XdSnWh4XqMfh1GkUX9bzoQ | mythdetector.com

ვიდეო ლოს-ანჯელესში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნას არ ასახავს. ვიდეოში გამოყენებული კადრების ნაწილი არასწორი აღწერით ვრცელდება, ხოლო ნაწილი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული.

პირველი კადრი, რომელიც ვიდეოში ჩნდება, სულ მცირე 28 იანვრიდან ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში. ვიდეოში ჩანს, რომ მფრინავი ობიექტი ცაში დამახასიათებელ კვალს ტოვებს, რომელიც SpaceX-ის რაკეტის Falcon 9-ის გაშვების იდენტურია. Falcon 9-ის ერთ-ერთი გაშვება 2025 წლის 24 იანვარს მოხდა, ვიდეოს ადრეული ვერსიის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე. ინტერნეტსივრცეში მარტივად იძებნება რაკეტის გაფრენის ამსახველი ვიდეოები და ფოტოები, რომლების ფეისბუქზე გავრცელებულ კადრებთან შედარებით, მსგავსება ცალსახად ჩანს.

AD 4nXcL8sfr5t KRdhD7n0gZAqxma1AXY SDa0JmV vUcB1gykZYQwelsoOfkKUybwHJ d uuE3QouRh16ep 0WByj5uoX1oxZk4itv9zF71 JM3 EOlJevuT9Qr pdz0wvdU LPC0?key=XdSnWh4XqMfh1GkUX9bzoQ | mythdetector.com
| mythdetector.com

კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან/ Falcon 9 24 იანვარს, წყარო: George Rose/Getty Images/Falcon 9-ის გაშვება და მთვარე. წყარო: Dennis Houghton/Noozhawk

კადრები, რომლებზეც პოლიციის მობილიზაცია ჩანს, 6 ივნისიდან აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ლოს-ანჯელესში საპროტესტო აქციებთან არის დაკავშირებული.

AD 4nXfIA9CcRmnyqX8NoUZQWKcqSNzb3HI9PbO jG10bgrpQ064xZ6T o8OMAhemenHlGBd2WHduP2h6G8dcj9AJergsiZS9W9qlD5BNZeR4s A8OE lsu HCVIeJssEnMsvAnSKHgplw?key=XdSnWh4XqMfh1GkUX9bzoQ | mythdetector.com

ვიდეოს ერთ-ერთ ადრეული ვერსია ტიკ-ტოკ ანგარიშმა elisa.m.elias24-მა 10 ივნისს გამოაქვეყნა. მომხმარებელს ვიდეოს აღწერაში მითითებული აქვს, რომ პოლიცია ლოს-ანჯელესის მეორე ქუჩაზეა მობილიზებული (2nd street downtown LA) აღწერაში ასევე მითითებულია, რომ ვიდეო ტიკ-ტოკ მომხმარებლის loveghost_-ის პირდაპირი ჩართვიდან არის ჩაწერილი, რაც ვიდეოსაც ეტყობა. მარცხენა ზედა კუთხეში ჩანს, loveghost_ ანგარიშის სახელი. 

AD 4nXfHIEJS 0kxgRngXtj4IXWGHOtAdf3ITkzvb7HMD4b5b4eoE8VrOjyEKg8k3cQqjs9r0CcndTIUpCqkGzPwOtuE9H6GkFU7Mpb3k2hIjDXqTxlIeiEWGwZ0iYigAHr7z4p8 PPKkA?key=XdSnWh4XqMfh1GkUX9bzoQ | mythdetector.com

Loveghost_- ის ტიკ-ტოკ გვერდზე პირდაპირი ეთერის ჩანაწერი ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ტიკ-ტოკი პირდაპირ ეთერის ჩანაწერებს არ ინახავს. თუმცა მის ანგარიშზე პოლიციის მობილიზაციის ამსახველი ორი ვიდეოა გამოქვეყნებული. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს ლოს-ანჯელესის საჯარო ბიბლიოთეკის პატარა ტოკიოს ფილიალი.

AD 4nXfsJt0tNfpeRiZECECApAU0 yvohiM0VyhWwRq1QaTJbgQWhUymWeJKLfLKbiMT1u7 1S8tjhrmLdJX6jqqv 1nYMP9Dy4o m Vdo mmweBpw7KiIZq4r L5nRIOXLKLYtbk5aGg?key=XdSnWh4XqMfh1GkUX9bzoQ | mythdetector.com

კადრი ვიდეოდან/Google Earth Street View

AD 4nXegHs5B y756ENAIDaJcPJf iPvXD GuWUkKRGflZNHKFu hcNv4tGqIRZDGRFwMHkIXvjILqK4yUDaglHQrizREy4 0lUv1xCflQYHBbdWlXRXAKgdV QOllblD24175ZEy2czdA?key=XdSnWh4XqMfh1GkUX9bzoQ | mythdetector.com

ტრანსპორტის დეპარტამენტის შენობა და ჰილტონის სასტუმროს შენობა ვიდეოში

AD 4nXeba2lC2sqKLY eJDM K O VMcRXYRFxsKspW30qnsnhRFn5kEiq62MuzobCEa4KDTTti6WO33SPUohO6te5J9Zb7UwOp3EvkZ ZB6ewauRdgz yyvVMUZd6BTU vwSokNp8CLM A?key=XdSnWh4XqMfh1GkUX9bzoQ | mythdetector.com

ტრანსპორტის დეპარტამენტის შენობა და ჰილტონის სასტუმროს შენობა Google Еarth Street View-დან

შესაბამისად ვიდეოები ნამდვილად ლოს-ანჯელესში მეორე ქუჩაზეა გადაღებული და ვიდეოების გავრცელების თარიღიც ქალაქში საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ გამართული აქციების თარიღებსაც ემთხვევა.

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან კადრი, რომელიც თითქოს თვითმფრინავის კაბინიდან არის გადაღებული და უცხოპლანეტელების მფრინავ თეფშს ასახავს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. ვიდეო 28 აპრილს ტიკ-ტოკ ანგარიშმა geox356-მა გამოაქვეყნა და აღწერაში მითითებული აქვს АI (ხელოვნური ინტელექტი).

AD 4nXdmyiHOGf8qRGSb2JdgyH7PL6WvdBRsFZtDk11PCJUu mTzwlazD3TlwDeV iRvxvToeJXPeC | mythdetector.com

 Geox356 სისტემატურად აქვეყნებს უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ვიდეოებს.

ასევე ხელოვნური ინტელექტის გენერირების ნიშნებს შეიცავს კადრები, რომლებზე მფრინავი თეფშის ჩამოვარდნა  და ქუჩაში ჩამოვარდნილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩანს. კადრები არარეალისტური და არაბუნებრივია და კომპიუტერით გენერირებული გრაფიკულ გამოსახულებას ჰგავს.

AD 4nXdOy9ZonjPnRDKTa9pfqvZCunrQUfNXVjlg6QEIbDfAEdWXc bzspS4m2LYadcSMKr1v | mythdetector.com

მოამზადეს ლევან დათიაშვილმა და თინათინ თვაურმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist