ამოტრიალებული ჯვრები, წერილი ჰოსპიტალში და სხვა მითები რაც რომის პაპის გარდაცვალებას მოჰყვა

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

პაპ ფრანცისკე
713
VIEWS

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით 27-28 აპრილს Facebook-ზე სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, ასევე, ვიდეოები და ფოტოები გავრცელდა:

  1. ვიდეოზე, რომელიც პაპის დაკრძალვამდეა გადაღებული, წერენ რომ ამოტრიალებული ჯვრებია ასახული. პოსტის კომენტარებში ამ ფაქტს “სატანიზმს” უკავშირებენ; 
  2. გამოქვეყნდა (1;2;3) წერილი, რომელიც, ავტორების მტკიცებით, პაპმა რომის ჰოსპიტალში დაწერა. წერილი იწყება სიტყვებით: “საავადმყოფოს კედლებს იმაზე მეტი გულწრფელი ლოცვა მოუსმენიათ, ვიდრე რომელიმე ეკლესიისას… იმაზე მეტი გულწრფელი კოცნის მოწმენი გამხდარან, ვიდრე აეროპორტების დარბაზები…” პაპის წერილი გამოაქვეყნა News.ge-მ და მედიაცენტრმა “მთავარი”;
  3. გავრცელებული ფოტოკოლაჟით ამტკიცებენ, თითქოს რომის პაპი ქალი იყო. ფოტოკოლაჟში პაპ ფრანცისკეს სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოების გვერდით ვხედავთ პაპის ფოტოს გრძელი თმითა და მაკიაჟით;
  4. ასევე ზიარდება ფოტო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ემშვიდობება სიკვდილის წინ პაპი საკუთარ ძაღლს.   

პაპ ფრანცისკე პაპ ფრანცისკე

აღსანიშნავია, რომ მათ შორის ვინც ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს, ნაწილი ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი ფეისბუქ ანგარიშები არიან.

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მცდარი ინფორმაციის, მათ შორის ყალბი ციტატისა და ვიზუალური მანიპულაციების გავრცელება მოჰყვა: 1) “ამოტრიალებული ჯვრები” სატანისტური სიმბოლო არ არის – ვიდეოში ქრისტიანული სიმბოლო, პეტრეს ჯვარი ჩანს; 2) სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილი პაპს არ ეკუთვნის. ოფიციალური წყაროებით მისი მსგავსი განცხადება არ იძებნება; 3) ფოტოები, რომლითაც ამტკიცებენ, რომ პაპი ბიოლოგიურად ქალია, პროგრამულად არის დამუშავებული. 4) ფოტო, თითქოს პაპი ფრანცისკე სიკვდილის წინ ძაღლს ემშვიდობება, ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.   

  • “ამოტრიალებული ჯვრები” სატანისტური სიმბოლო არ არის 

ვიდეოში, რომელშიც, ფეისბუქ-პოსტის ავტორის მტკიცებით ამოტრიალებული ჯვრები ჩანს, რომელსაც სატანისტურ სიმბოლოს უწოდებენ, ასახულია ვატიკანში მდებარე წმინდა პეტრეს ბაზილიკა.  

პაპ ფრანცისკე
“ამოტრიალებული ჯვრები” – სქრინშოტი გავრცელებული ვიდეოდან

წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პაპი ფრანცისკე 26 აპრილს დაგეგმილ დაკრძალვამდე იყო დასვენებული. სოციალურ ქსელში ადგილიდან გავრცელებულ სხვა ვიდეოებშიც ჩანს, რომ ტაძრის იმ ადგილის უკან, სადაც პაპი იყო დასვენებული, “ამობრუნებული” ჯვრებია გამოსახული.  ერთ-ერთი მსგავსი ვიდეო Vatican News-ის მიერ არის გამოქვეყნებული

პაპ ფრანცისკე
ვიდეო: Vatican News / Facebook 

წმინდა პეტრეს ბაზილიკაში “სატანისტური სიმბოლო” არ არის გამოსახული. ჯვარი, რომელსაც კადრებში ვხედავთ, ქრისტიანულია და მას წმინდა პეტრეს ჯვარს უწოდებენ. მიზეზი, რის გამოც ჯვარი “ამობრუნებულია”, არის ის, რომ წმინდა პეტრე ჯვარზე თავით დაბლა გააკრეს (1;2). ამის მიზეზად პეტრეს მოთხოვნას ასახელებენ, რადგან ის თავს არ მიიჩნევდა ღირსად, ჯვარზე ქრისტეს მსგავსად გაეკრათ

პაპ ფრანცისკე
ავტორი: ლორენცო მონაკო

იგივე ვიდეო მტკიცებით, რომ მასში სატანისტური სიმბოლო ჩანს, Lead Stories-მაც გადაამოწმა.  

  • გავრცელებული წერილი პაპ ფრანცისკეს არ ეკუთვნის

სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილი პაპ ფრანცისკეს არ ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის წერილს სოციალურ ქსელში ინგლისურენოვანი მომხმარებლებიც ავრცელებენ (1;2). წერილი 24 აპრილს გამოქვეყნებულია ვებ-საიტზე, რომელიც, აღწერის მიხედვით, “კათოლიკე მღვდლების ასოციაციას” ეკუთვნის, თუმცა, სათაურში მითითებულია, რომ წერილი პაპის დაწერილი არ არის.  

ღია წყაროებითა და რეპუტაციული მედიასაშუალებებით (1;2;3) პაპის მსგავსი წერილი არ იძებნება. გარდა ამისა, წერილი არ გამოქვეყნებულა არც ვატიკანის ოფიციალურ ვებ-საიტზე და არც Vatican News-ზე (1;2).  

ინფორმაცია პაპის წერილის შესახებ Snopes-მაც გადაამოწმა. ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ ასევე ვერ იპოვა წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ წერილი ნამდვილად პაპ ფრანცისკეს ეკუთვნის. თუმცა, Snopes-მა მიაკვლია, რომ მსგავსი შინაარსის წერილი პაპის სახელით 2018 წელსაც ვრცელდებოდა, ხოლო სიტყვები ეკლესიის, ჰოსპიტალისა და აეროპორტის შესახებ 2014 წელს popsugar.com-ზე იძებნება, მაგრამ მითითებული არ არის, ვის ეკუთვნის ის.  

პაპ ფრანცისკე

  • პაპის პროგრამულად დამუშავებული ფოტოები 

პაპ ფრანცისკეს ფოტოები, რომლითაც ამტკიცებენ, რომ ის ქალი იყო, პროგრამულად დამუშავებულია. ფოტოსთვის, რომელშიც პაპს გრძელი თმა აქვს მიხატული, გამოყენებულია მისი რეალური ფოტოები – შესაბამისად, ფოტოების ორიგინალს წარმოადგენს მარცხნივ ჩასმული ვარიანტები. 

პაპ ფრანცისკე

მაგალითად, ზემოთ მოცემულ კოლაჟში მარცხნივ ჩასმულია ფოტოს ორიგინალი ვერსია, რომელიც მეორეს შესაქმნელად არის გამოყენებული. აღნიშნული ფოტო არაერთი წყაროთი იძებნება და, მითითებული აღწერის მიხედვით, ის Reuters-ის ფოტოგრაფ ალესანდრო ბიანკის ეკუთვნის, რომელსაც პაპის სხვა არაერთი ფოტო აქვს გადაღებული.  

პაპ ფრანცისკე

კოლაჟში კიდევ ერთი პროგრამულად დამუშავებული ფოტოა, რომელიც პაპის ბავშვობას ასახავს. ამ შემთხვევაშიც, მარცხენა ფოტო ორიგინალი ვერსიაა, მარჯვენა კი დამუშავებული. პაპ ფრანცისკეს ბავშვობის ეს ფოტო არაერთ რეპუტაციულ მედიას აქვს გამოქვყენებული, მათ შორის, CNN-სა და BBC-ს. 

პაპ ფრანცისკე

კოლაჟში ორიგინალი ვერსიის გარეშე ჩასმულია ერთი ფოტო, რომელიც ასევე პროგრამულად დამუშავებულია. ფოტო, რომელშიც შემდგომ პაპის ვიზუალი შეცვალეს, ღია წყაროებით იძებნება (1;2). 

პაპ ფრანცისკე
პაპის რედაქტირებული ფოტო

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტო, რომელიც, ავტორების მტკიცებით, პაპისა და მისი ძაღლის დამშვიდობებას ასახავს.  

პაპ ფრანცისკე

რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. ამას ადასტურებს ფოტოს “გლუვი” და არაბუნებრივი ვიზუალი, რომელიც AI ფოტოებისთვის არის დამახასიათებელი. გარდა ამისა, დეტალებზე, მათ შორის, თმაზე და ხელებზე დაკვირვებით შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოებისთვის დამახასიათებელი ხარვეზების შემჩნევა. ფოტოზე თითქოს კანი და თმა ერთმანეთს არის “შერწყმული” და არაბუნებრივად გამოიყურება. გარდა ამისა, თითები სხვადასხვა ზომის არის და ერთ-ერთი თითი ფალანგებთან უჩვეულოდ წვრილია. 

პაპ ფრანცისკე

გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოების ამომცნობ ვებ-საიტებზე გადავამოწმეთ. AI or Not-მა ის Likely AI Generated-ად (სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული) შეაფასა. AI ფოტოების კიდევ ერთი დეტექტორის (Is it AI?) მიხედვით, ფოტო 99%-ით AI გენერირებულია. 

პაპ ფრანცისკე

აღსანიშნავია ისიც, რომ რაიმე დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ პაპი გარდაცვალების წინ საკუთარ ძაღლს დაემშვიდობა, ან მას შინაური ცხოველი ჰყავდა, ღია წყაროებით არ იძებნება. გავრცელებული ფოტო ასევე არ იძებნება მედიაში. უცხოენოვანმა მომხმარებლებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს პაპის დაკრძალვის შემდეგ საფლავს მისი ძაღლი არ ტოვებდა. ისტორია Snopes-მა გადაამოწმა და ყალბად შეაფასა.  

“მითების დეტექტორმა” პაპის გარდაცვალების შემდეგ გადაამოწმა ვიდეო, რომელზეც ამტკიცებდნენ, რომ ის პაპის დაკრძალვისას იყო გადაღებული და სატანისტურ რიტუალს ასახავდა. 

არქივი (1;2;3

თემატიკა: რელიგია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist