ამბები.GE-ის კლონირებულ საიტზე ვალერი მელაძის სახელით თაღლითური ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

66
VIEWS

27 მაისს, ფეისბუქ-გვერდმა Vault Tech გააზიარა ამბები.Ru-ს სტატია რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის შესახებ. სტატიაში აღნიშნულია, რომ მელაძემ  გიორგი გაბუნიას, პირდაპირი ეთერის დროს, თავისი გამდიდრების საიდუმლო გაანდო, რის გამოც ეროვნული ბანკი მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს და მელაძეს სასამართლოში მოუწევს გამოცხადება.

სტატიაში ვკითულობთ, რომ „სოკარის“ პროექტის მეშვეობით, რიგით მოქალაქეებს შეუძლიათ თავდაპირველი დეპოზიტის, 500 ლარის შეტანის შემთხვევაში გაცილებით მეტი გამოიმუშავონ. სტატიას თან ერთვის ამბები.RU-ს რედაქტორის, დავით აბაკელიას “ექსპერიმენტი”, რომელმაც პროექტში მონაწილეობა მიიღო და აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ფულის გამომუშავების საუკეთესო გზაა. მის ისტორიასთან ერთად “თიბისი ბანკის” საბანკო ამონაწერების სქრინებია გამოქვეყნებული, რომლებიც ვალერი მელაძის სახელზეა. სტატიაში არსებულ ყვლა ბმულს “სოკარის” გათამაშებაზე გადავყავართ.

ambebi.GE is klonirebul saitze valeri meladzis sakhelith thaghlithuri inphormatsia vrtseldeba1 ამბები.GE-ის კლონირებულ საიტზე ვალერი მელაძის სახელით თაღლითური ინფორმაცია ვრცელდება

ambebi.GE is klonirebul saitze valeri meladzis sakhelith thaghlithuri inphormatsia vrtseldeba ამბები.GE-ის კლონირებულ საიტზე ვალერი მელაძის სახელით თაღლითური ინფორმაცია ვრცელდება

ფეისბუკ-გვერდი Vault Tech თაღლითურ შინაარსისაა და “ამბები.GE-ის” კლონირებულ საიტზე “ამბები.RU” გადავყავართ. საიტზე გამოქვეყნებული ინტერვიუები გამოგონილია და ყველა ბმულს  მომხმარებელი “სოკარის” ყალბ საიტზე გადაჰყავს. ვებ-საიტი, სავარაუდოდ, ფინანსური მობილიზების მიზნით არის შექმნილი. 

ფეისბუკ-გვერდს Vault Tech საიტზე ამბები.RU-ზე გადავყავართ, რომელსაც  ამბები.GE-ს იდენტური ვიზუალი აქვს და მისი კლონირებული ვერსიაა. საიტზე გამოქვეყნებული ინტერვიუები გაყალბებულია და ქართული ტექსტები გრამატიკული შეცდომებითაა დაწერილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ავთენტიკური ტექსტი სხვა ენაზე იყო დაწერილი და შემდეგ, დიდი ალბათობით, მექანიკურად ითარგმნა. ვალერი მელაძის ინტერვიუ გამოგონილია. სავარაუდოდ, გაყალბებულია “თიბისი ბანკის” საბანკო ამონაწერიც. 

აღსანიშნავია, რომ ამბები.RU  Whoislookup-ის თანახმად, ახლად შექმნილი საიტია და 20 მაისს არის დარეგისტრირებული.

ambebi.GE is klonirebul saitze valeri meladzis sakhelith thaghlithuri inphormatsia vrtseldeba2 ამბები.GE-ის კლონირებულ საიტზე ვალერი მელაძის სახელით თაღლითური ინფორმაცია ვრცელდება

სტატიაში გამოყენებულ ყველა ბმულს მომხმარებელი კომპანია “სოკარის” ყალბ საიტზე გადაჰყავს და პირადი მონაცემების მითითებას სთხოვს. კომპანიას მსგავსი პროექტი არ აქვს და ეს გვერდიც ფინანსური მობილიზების მიზნით არის შექმნილი. მსგავსი შინაარსის გვერდები ხშირად იქმნება და სანდოობის გასაზრდელად  ცნობილი ადამიანების სახელებს იყენებენ. 

27 მაისს კომპანია “სოკარმა” განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას აფრთხილებს, არ ჩაერთონ მსგავსი ტიპის სქემებში. 

“ბოლო დროს, SOCAR-ის სახელით სხვადასხვა სახის შეტყობინებები ვრცელდება, რომლითაც მოსახლეობას SOCAR-ის აქტივებში ინვესტირებისკენ მოუწოდებენ. კომპანია გაფრთხილებთ, არ დაუჯეროთ ამ თაღლითურ სქემას და მსგავს შეთავაზებებში ინვესტიცია არ განახორციელოთ,” – ნათქვამია „სოკარის“ მიმართვაში.

ambebi.GE is klonirebul saitze valeri meladzis sakhelith thaghlithuri inphormatsia vrtseldeba3 ამბები.GE-ის კლონირებულ საიტზე ვალერი მელაძის სახელით თაღლითური ინფორმაცია ვრცელდება

ვალერი მელაძის სახელით თაღლითური ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:


სალომე დოდაშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist