“ალტ-ინფომ”და Breitbart-მა ევრობარომეტრის კვლევის შედეგები გააყალბეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

193
VIEWS

2018 წლის 2 მაისს, ულტრანაციონალურმა ონლაინ გამოცემამ “ალტ-ინფო” გაავრცელა ინფორმაცია, სათაურით “გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ მიგრანტების ინტეგრაციის პროცესი წარუმატებელია”. მასალის მიხედვით, ევროკომისიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოსახლეობის 55% თვლის, რომ მათ ქვეყანაში მცხოვრები მიგრანტების უმრავლესობის ინტეგრაციის პროცესი წარუმატებელია.

მასალა ეყრდნობა ულტრამემარჯვენე პორტალის Breitbart-ის სტატიას და აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში სადაც იმიგრაციის მაღალი მასშტაბებია, განსაკუთრებით დიდია იმ ხალხის რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ინტეგრაცია წარუმატებლად მიმდინარეობს. მაგალითად მოყვანილია შვედეთის (73%), საფრანგეთისა (64%) და გერმანიის (63%) სტატისტიკური მონაცემები.

"

ალტ-ინფომ და Breitbart-მა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მონაცემები გააყალბეს. რეალურად, კვლევის თანახმად, მიგრანტთა ინტეგრაციის პროცესს რესპოდენტთა 54 % თვლის წარმატებულად, რაც ალტ-ინფოს მასალაში საერთოდ არაა აღნიშნული, ხოლო 40% წარუმატებლად, რაც ალტ-ინფოს ვერსიას 15 %-ით აღემატება. შესაბამისად, ალტ-ინფოს მტკიცება, თითქოს ევროკავშირის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიგრანტების ინტეგრაციის პროცესს წარუმატებლად მიიჩნევს, არასწორია.

გაყალბებული სტატისტიკა

წყარო, რომელსაც ალტ-ინფო და Breitbart-ი ეყრდნობიან, ევროკომისიის  მიერ 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებული ევრობარომეტრის კვლევაა, სახელწოდებით ,,იმიგრანტების ინტეგრაცია ევროკავშირში“.

კვლევის მონაცემების თანახმად, გამოკითხულ რესპოდენტთა 54%-ის აზრით, მიგრანტების ინტეგრაცია მათ ქვეყანაში წარმატებულია, 40% თვლის, რომ წარუმატებელია, 6%-მა კი არ იცის, რამდენად წარმატებულია. “ალტ-ინფოს” ვერსიაში შეგნებულად არის გამოტოვებული იმ გამოკითხულთ (54%)ა მონაცემი, რომელიც ინტეგრაციას წარმატებულად მიიჩნევს, ხოლო უკმაყოფილოთა რიცხვი 15%-ით არის გაზრდილი.

ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკა #1-ში ნაჩვენებია განსხვავება ალტ-ინფოს მიერ გავრცელებული მონაცემებსა და ევრობარომეტრის კვლევის შედეგებს შორის.

"

ჯამური მონაცემის გარდა, “ალტ-ინფოს” დამახინჯებული და გაზვიადებული აქვს შვედეთში, გერმანიასა და საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რაც იმ მანიპულაციური მტკიცების დასტურად მოჰყავს, თითქოს იმიგრაციის მაღალი მასშტაბების მქონე ქვეყნებში გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ინტეგრაცია წარუმატებლად მიმდინარეობს – განსაკუთრებით მაღალია.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შვედეთში მიგრანტთა ინტეგრაციის პროცესს წარუმატებლად გამოკითხულთა 52% თვლის, “ალტ ინფო”-ს კი 73% აქვს მითითებული. ანალოგიურად, საფრანგეთში დაფიქსირებული რეალური მაჩვენებელი 46%-ია, ალტ-ინფოს ვერსიით კი 64%, გერმანიაში რესპოდენტთა 48% თვლის ინტეგრაციის პროცესს წარუმატებლად, რაც ალტ-ინფოს ვერსიაზე 15%-ით ნაკლებია (იხ. ინფოგრაფიკა #2 ).

"

შეცდომაში შემყვანი სათაური

“ალტ-ინფოს” მასალის სათაურში გამოტანილი ტექსტი მკითხველს არწმუნებს, რომ ევროკავშირის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიგრანტების ინტეგრაციის პროცესს წარუმატებლად მიიჩნევს, რაც არასწორია. როგორც ზემოთ აღინიშნა, კვლევის თანახმად გამოკითხულ რესპოდენტთა ნახევარზე მეტი (54%) პირიქით, თვლის, რომ ინტეგრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. “ალტ-ინფოს” მსგავსი მანიპულაციური სათაური 30 აპრილს, მასალის  პირველწყაროს, ულტრამემარჯვენე გამოცემა Breitbart-ის გავრცელებულ მასალასაც ჰქონდა.

"

"

“ალტ-ინფო”-ს მიერ მიგრანტების თემით მანიპულირება და სტატისტიკური მონაცემების დამახინჯება, პირველი შემთხვევა არაა.

პორტალი პერიოდულად აქვეყნებს დეზინფორმაციულ მასალებს, სადაც ცდილობს მიგრანტების დანაშაულთან და ტერორიზმისგან მომავალ საფრთხესთან დაკავშირებას (იხ.ინფოგრაფიკა #3 ).

მაგალითად, 2017 წლის 25 თებერვალს პორტალმა შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სიტყვები გააყალბა, თითქოს მისი განცხადებით შვედეთში ჯიჰადისტი ისლამისტების რიცხვი რამოდენიმე ასეულიდან ათასებამდე გაიზარდა. სინამდვილეში, აღნიშნული უწყების მეთაურს, ანდერს თორენბერგს ტერმინი “ჯიჰადისტი ისლამისტი” საერთოდ არ უხსენებია. მანამდე ალტ-ინფომ შვედეთში გაუპატიურებების 92% მიგრანტებს დაუკავშირამაშინ, როდესაც შვედეთის დანაშაულის პრევენციის ეროვნული საბჭოს მიერ “მითების დეტექტორისთვის” მოწოდებული განმარტებით, დამნაშავეთა  ოფიციალური სტატისტიკა  მათი წარმოშობის ან დაბადების ადგილის მიხედვით – არ არსებობს.

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist