რუსეთ-უკრაინისა და აგვისტოს ომების შესახებ ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ალეკო-ელისაშვილის
119
VIEWS

22 აგვისტოს, დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ ანგარიშმა Nati Topuria-მ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ვიდეოკოლაჟი გაავრცელა, რომელიც ორ ვიდეოს აერთიანებს. პირველ ვიდეოში პოლიტიკოსი ამბობს: “გული ერთი იმაზე მწყდება, რომ უფრო მეტი რუსი რატომ არ დავხოცე და უფრო მეტი ოკუპანტი რატომ არ გავუშვი იქით.” მეორე ვიდეოში კი ელისაშვილი ამბობს: “რუსების შემოსვლამდე 45 წუთით ადრე გამოვედი მე იმიდან.” ორი ვიდეოს ერთად წარმოდგენა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ალეკო ელისაშვილი ერთსა და იმავე მოვლენაზე საუბრობს და სხვადასხვა ინტერვიუში ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები მოჰყავს. 

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის უკრაინაში ბრძოლის შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება. რეალურად, პირველ ვიდეოში პოლიტიკოსი უკრაინაში ბრძოლის პერიოდზე საუბრობს და ამბობს, რომ იქ რამდენიმე დღით იყო და გული წყდება, რომ მეტი რუსი სამხედრო ვერ დახოცა. მეორე ვიდეოში კი ელისაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ გორიდან 11 აგვისტოს, რუსი სამხედროების შესვლიდან 45 წუთით ადრე გამოვიდა. 

ვიდეოკოლაჟში გამოყენებული პირველი ვიდეო, სადაც ალეკო ელისაშვილი რუსი სამხედროების დახოცვის შესახებ საუბრობს, ტელეკომპანია “პირველს” ეკუთვნის. 2024 წლის 13 თებერვალს ტელევიზიამ, მათი თქმით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონილ სიაზე სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტში ჟურნალისტი განმარტავს, რომ სიაში მოხვდნენ ის პირები, ვისაც რუსი ძალოვანი სისტემის წარმომადგენლები ეძებდნენ, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი. სიუჟეტში პოლიტიკოსის კომენტარიც მოხვდა.

ალეკო ელისაშვილი (0:53): “საძაგელი ქვეყანა, ოკუპანტი და ცივილიზაციის მტერი ქვეყანა თუ გეძებს, ესე იგი, სწორად გიცხოვრია და ეს ძაან მახარებს… ხო, დიდი ალბათობით ეხლა, უკრაინაში რომ ვიყავი, კი, მე ვიყავი უცხოურ ლეგიონში უკრაინაში, იქ ვმსახურობდი რიგითად. ერთადერთი გული რაზეც მწყდება რომ, სულ ოთხი დღე ვიყავი საბრძოლო მოქმედებებში, მეტი უბრალოდ ფიზიკურად… თვე-ნახევარი კი ვიყავი იქ [უკრაინაში], მარა ფიზიკურად, ნუ ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ჯარი ვინც იცის რა არის, ჯარი არის ძალიან ვერტიკალური სტრუქტურა. გული ერთი იმაზე მწყდება, რომ უფრო მეტი რუსი რატომ არ დავხოცე და უფრო მეტი ოკუპანტი რატომ არ გავუშვი იქით.” 

ვიდეოკოლაჟში გამოყენებული მეორე ვიდეოც ტელეკომპანია “პირველს” ეკუთვნის. ის გადაცემა “დღის ამბებიდანაა”, რომელიც ეთერში 21 აგვისტოს გავიდა. გადაცემაში სტუმრად ალეკო ელისაშვილიც იყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ინტერვიუს ის ფრაგმენტი მოხვდა, სადაც ელისაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის The New York Times-თან გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება. გამოცემის მიხედვით (1;2), რაზმაძემ რუს სამხედროებს მშვიდობისმყოფელები უწოდა და განაცხადა, რომ მათ მოსვლამდე “მიშას ხულიგნები” მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. ელისაშვილმა რაზმაძის განცხადებაზე საუბრისას 2008 წლის 11 აგვისტოს გორის დატოვებაც გაიხსენა.  

ალეკო ელისაშვილი (1:15:38): “მაგის სახლში უნდა შესულიყვნენ ის რუსი მარადიორები რომ გადაბუგეს ქართული სოფლები და მიწასთან რომ გაასწორეს, მაგ ძაღლიშვილის სახლში უნდა შესულიყვნენ და ქართველი ჯარი… ერთი მარადიორობის ფაქტი არ იყო, ერთი მარადიორობის ფაქტი არ იყო. რუსების შემოსვლამდე 45 წუთით ადრე გამოვედი მე იმიდან, გორიდან, 11-ში დილით წამოვედი იქიდან. ერთი ფაქტი არ ყოფილა მარადიორობის, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ავტომატიანი დადიოდა.” 

ამდენად, ვიდეოკოლაჟში გამოყენებულ ორ ვიდეოს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ელისაშვილი ერთ შემთხვევაში უკრაინაში ბრძოლის შესახებ საუბრობს, მეორე შემთხვევაში კი აგვისტოს ომს, კერძოდ, 11 აგვისტოს ქალაქ გორის დატოვებას იხსენებს.

ეს ალეკო ელისაშვილის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეომანიპულაციის გავრცელების პირველი შემთხვევა არაა. წარსულში გავრცელებული ვიდეომანიპულაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist