ვრცელდება რედაქტირებული ფოტო, თითქოს ალასკაზე ბარმა პუტინს კერძი მიუძღვნა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, პროპაგადა, მედიაწიგნიერება
219
VIEWS

11-12 აგვისტოს რუსეთის სამთავრობო მედია რადიო სპუტნიკი და რუსულენოვანი ფეისბუკ ანგარიშები (1,2,3,4,5) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედის წინ ალასკაზე მდებარე საკვები ობიექტი მომხმარებლებს პუტინისადმი მიძღვნილ კერძს სთავაზობს. თანდართული ორი ფოტოდან ერთ-ერთი საკვები ობიექტის მენიუს დაფას ასახავს, რომელზეც წერია კერძის სახელი “ექსკლუზივი – ბატონი პუტინის რუსული “Poutine” 2.95 დოლარად და დატანილია ტრამპისა და პუტინის ხელის ჩამორთმევის ამსახველი ნახატი. მეორე ფოტოზე წარმოდგენილია  პროდუქტი, რომელსაც აწერია “Poutine”. “რადიო სპუტნიკი” და ზოგიერთი პოსტი აკონკრეტრებს, რომ აღნიშნული ბარი გირდვუდში მდებარეობს, რომელსაც თავდაპირველად მედიასაშუალებების ნაწილი პრეზიდენტების შეხვედრის სავარაუდო ადგილად განიხილავდა. 

ალასკა

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის წინ ადგილობრივმა საკვებმა ობიექტმა პუტინს კერძი მიუძღვნა, სიმართლეს არ შეესაბამება. მენიუს ფოტო, რომელზე დაყრდნობითაც მტკიცება ვრცელდება, გაყალბებულია. მეორე ფოტოზე, რომლებიც პოსტების ნაწილს ერთვის თან,  კანადური კერძი “Poutine” არის ასახული, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან კავშირი არ აქვს. კონკრეტული ფოტო ღია წყაროებში წლებია, იძებნება. 

  • გაყალბებული მენიუს ფოტო

ფოტოზე ასახულ მენიუს დაფაზე ჩანს Anchorage Inn-ის ლოგო Lake Inguadona-ს წარწერასთან ერთად. ღია წყაროებით ძიების შედეგად დავადგინეთ, რომ ობიექტი მინესოტაში, ინგუადონას ტბასთან მდებარეობს და არა ალასკაში, როგორც ამას პოსტში ამტკიცებენ. 

ალასკა
პირველი ფოტო: Anchorage Inn-ის ლოგო გავრცელებულ ფოტოზე; მეორე და მესამე ფოტო: ობიექტის ადგილმდებარეობა

ფოტო, რომელზე ასახულ დაფაზეც “პუტინის კერძთან” დაკავშირებით ბარის შეთავაზება ჩანს, რედაქტირებულია. თავდაპირველ ვერსიას Google-ში Anchorage Inn-ის მომხმარებლების მიერ ატვირთულ ფოტოებში მივაკვლიეთ. ფოტო 2025 წლის მარტით თარიღდება. ორიგინალ ვერსიაში პუტინი ნახსენები არ არის და დაფაზე სტანდარტული კერძები წერია.

ალასკა
რედაქტირებული ფოტოს ორიგინალი ვერსია

ალასკა
მარცხნივ: ორიგინალი ფოტო; მარჯვნივ: რედაქტირებული ფოტო

გარდა ამისა, ფეისბუკ ანგარიშების მიერ გამოყენებული “კარტოფილი ფრის” ფოტო, რომლის ყუთსაც “Poutine” აწერია, “ფრანგული ფრის” კანადური ვარიაციის სახელია და ეს კონკრეტული ფოტო ინტენეტში 10 წლის წინ არის გამოქვეყნებული.

ალასკა

ფრი სახელით “Poutine” კვებეკში, კანადაში 1950-იან წლებში შეიქმნა. ტრადიციული “ფრანგული ფრისგან” განსხვავებით მას დამატებული აქვს ყველი და ხორცის სოუსი.  გადმოცემის თანახმად, როდესაც მომხმარებელმა მზარეულს კარტოფილზე ყველის ხრაშუნების დამატება სთხოვა, მზარეულმა უპასუხა, რომ ეს დიდ არეულობას (ფრანგულად Poutine) გამოიწვევდა. დღეს ეს კერძი კანადური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და საკმაოდ პოპულარულია. 

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაცია ესტონური გამოცემა Delfi-ის ფაქტების გადამოწმების გუნდმაც გადაამოწმა. მასალის თანახმად, პირველად გაყალბებული ფოტო ალასკაში პუტინისადმი მიძღვნილი კერძის შესახებ პირველად 11 აგვისტოს, მოსკოვის დროით 15:47-ზე გავრცელდა კრემლის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხზე Шаман Раху-ზე. 12 აგვისტოს “რადიო სპუტნიკმა“ ტელეგრამზე გამოაქვეყნა იდენტური პოსტი. რამდენიმე საათში ინფორმაცია ასობით რუსულენოვან ტელეგრამ-არხზე გავრცელდა და ჯამში თითქმის 600 000 ნახვა დააგროვა, ფოტოები კი X-ზე, Instagram-ზე და სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, მათ შორის, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, გამოჩნდა.

ინტერნეტში ხშირად ვრცელდება ხუმრობები რუსეთის პრეზიდენტისა და კანადური კერძის მსგავს სახელებზე.

ალასკა
ფოტოს წყარო 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist