აკრძალეს თუ არა კორონავირუსის გამო ბელგიაში ჯგუფური სექსი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

adadad
640
VIEWS

24-25 მარტს რამდენიმე ქართულენოვანმა გამოცემამ (presa.ge, progressnews.ge, marshalpress.ge, readtime.ge, Newpost.ge , alia.ge, For.ge, info9.ge, msoflio.ru) worldnewsdailyreport-ზე დაყრდნობით ინფორმაცია, სათაურით “ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა სამ და მეტ პირს შორის სექსუალური ურთიერთობები აკრძალა’’ გაავრცელა. მასალებში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი ბელგიის რეპუტაცია იყო, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯგუფური სექსისა და ლუდის მსმელთა დედაქალაქის სახელს ატარებს. ეს ინფორმაცია გაზიარდა ფეისბუკ ჯგუფებში “საინტერესო”, “საინტერესო ამბები” და “საინფორმაციო”. ჯგუფების გარდა, ნიუსი ბლოგის ტიპის ფეისბუკ გვერდებზეც გავრცელდა, როგორიცაა  “დედამიწის გარშემო” და “Yellow Facts”. ამ საკითხე ფორუმზე თემაც კი შეიქმნა.

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია 21 მარტს Worldnewsdailyreport-მა მართლაც გამოაქვეყნა. თუმცა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან Worldnewsdailyreport-ი სატირული გამოცემაა. World News Daily Report-ის მისიის განაცხადში მითითებული აქვს:

“ჩვენი სატირული სტატიების პერსონაჟები, თუნდაც ისინი რეალური ადამიანები იყვნენ , გამოგონილია და ნებისმიერი მსგავსება მათსა და რომელიმე ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანს შორის, ნამდვილი სასწაულია.”

"

ქართული მედიებიდან სატირულ-იუმორისტული გამოცემის გამოგონილი ინფორმაცია სხვადასხვანაირად გააშუქეს. ჩამოთვლილი მედიებიდან მხოლოდ progressnews.ge-მ აღნიშნა მასალის ტექსტში, რომ ინფორმაცია სატირული იყო, თუმცა ასეთი მითითება არ ჰქონია პროგრესნიუსის მასალის სათაურს.

"

გამოქვეყნებიდან მალევე მასალას შენიშვნა დაურთო Marshalpress.ge-მ და Readtime.ge-მ. მათ ინფორმაცია ჯერ რეალურ ამბად გაავრცელეს, შემდეგ კი ტექსტის ქვეშ განმარტეს, რომ ინფორმაცია სატირული იყო, თუმცა თავდაპირველი სათაურები მათაც არ შეუცვლიათ.

""

დანარჩენმა მედიებმა (Newpost.ge , alia.ge, For.ge, info9.ge, msoflio.ru) ბელგიაში ჯგუფური სექსის აკრძალვის შესახებ გამოგონილი ინფორმაცია რეალურ ამბად გაავრცელეს.

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა ზოოფილია, ნეკროფილია და სხვა დასავლური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესია.

იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული სატირულ-იუმორისტული შინაარსის საიტების გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც ასევე რეალურ ამბად გავრცელდა:

  •  როგორ იქცა სხვისი სატირა  სპუტნიკზე ნიუსად;
  •  “პრაიმტაიმი”  თევზის გაუპატიურების გამოგონილ ამბავს რეალურ ინფორმაციად აშუქებს
  •   დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე;
  •   Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.

 

დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელგია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist