დააკავეს თუ არა ახალგაზრდები კიევში რუსული მუსიკის მოსმენის გამო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ახალგაზრდები
490
VIEWS

14 აპრილს რუსულ მედიაში (tass.ru, vz.ru) და ფეისბუკ-ანგარიშზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა ახალგაზრდები რუსული მუსიკის მოსმენის გამო დააკავეს.

ახალგაზრდები

ახალგაზრდები

ინფორმაცია, თითქოს კიევში ახალგაზრდები რუსული მუსიკის მოსმენის გამო დააკავეს, უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად, ისინი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და გამვლელების შენიშვნაზე, რომლებიც მათ სუმის ტრაგედიას ახსენებდნენ და მუსიკის გამორთვას სთხოვდნენ, დაცინვით და მუსიკის ხმის აწევით რეაგირებდნენ.

კიევის პოლიციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდები ადმინისტრაციული წესით ნამდვილად დააკავეს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სოციალური ქსელების მონიტორინგის დროს, პოლიციამ ვიდეოს მიაგნო, რომელშიც ჩანდა ქუჩაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი. ისინი ხმამაღლა უსმენდნენ რუსი შემსრულებლების მუსიკას. გამვლელების შენიშვნებისა და სუმის ტრაგედიის შეხსენების მიუხედავად, ახალგაზრდებმა რუსული მუსიკა არ გამორთეს, პირიქით, უფრო ხმამაღლა ჩართეს და მოქალაქეების დაცინვა დაიწყეს.

პოლიციამ ორი 17 წლის  და ერთი 20 წლის ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით დააკავა. სამართალდამრღვევები შემთხვევას იმით ხსნიან, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

ახალგაზრდები
წყარო: kyiv.npu.gov.ua
ახალგაზრდები
წყარო: kyiv.npu.gov.ua

პოლიციამ სამართალდამრღვევების წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით აღძრა, წვრილმანი ხულიგნობისა და საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღებისა და მისი ზემოქმედების ქვეშ გამოჩენის მუხლებით. ახალგაზრდებთან ერთად საქმე აღიძრა მათ მშობლებზე უკრაინის ადმინისტრაციული კოდექსის 184 -ე მუხლით, რაც ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიშს Георгий Кушиташвили დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთელ გაუვრცელებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist