აიძულებს თუ არა UNICEF საქართველოს ვაქცინაციას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

51
VIEWS

13 სექტემბერს საზოგადოერივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეის” თავჯდომარე ლევან ჩაჩუამ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით. ჩაჩუა ამტკიცებს, რომ იუნისეფი კოვიდ 19-ის ვაქცინის შესყიდვაშია ჩართული, რათა საქართველოში ბავშვებს სავალდებულო აცრები ჩაუტარდეთ. ჩაჩუას თქმით, ვაქცინაცია ხელისუფლების მხრიდან თავსმოხვეულია და ამაში მას იუნისეფიც ეხმარება, რომელიც ვაქცინების ლოჯისტიკურ საკითხებს აგვარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლევან ჩაჩუა გაეროს ოფისთან აქციას გეგმავს და საქართველოდან იუნისეფის გაძევებას ითხოვს. 14 სექტემბერს მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა zneoba.ge-მ, სტალინმა და “ქართული იდეის” ვებ-გვერდმა, რომელსაც სტატიის გარეკანზე ბილ გეიტსის ფოტო აქვს თანდართული.

ლევან ჩაჩუას პოსტს 15 სექტემბრის 11:30 საათის მდგომარეობით 911 გაზიარება აქვს. გამზიარებლებს შორისაა ფეისბუქ გვერდი “საქართველო უპირველეს ყოვლისა”. Crowdtangle-ის მონაცემებით, პოსტი ასევე 12 ფეისბუქ ჯგუფში ჯამში 16-ჯერ გაზიარდა.

"

""

"

"

"

დოკუმენტი (COVAX Facility), რომლის მოპოვებაზე ლევან ჩაჩუა საუბრობს, საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. იუნისეფი კი არა იძულებით ვაქცინაციას, არამედ ქვეყნებს შორის ვაქცინების თანაბრად განაწილებას უზრუნველყოფს, რათა კორონავირუსის ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა ყველა ქვეყანას, მათი შემოსავლიანობის მიუხედავად, ჰქონდეს. საქართველო პროგრამაში თავისი ინიციატივით ჩაერთო, შესაბამისად მტკიცება, თითქოს ვაქცინაცია იუნისეფის მიერ არის თავსმოხვეული და მას სავალდებულო ხასიათი აქვს, დეზინფორმაციაა. ამასთანავე, ვაქცინების მიწოდება მას შემდეგ მოხდება, რაც მათი ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცდება.

რატომ მონაწილეობს იუნისეფი კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვაში?

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ჩართულია მსოფლიოში ვაქცინების შესყიდვისა და მიწოდების პროცესში, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმის(COVID-19 Vaccine Global Access Facility (COVAX Facility) გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. ინფორმაცია ამის შესახებ საჯაროა და პროგრამაში გაეროს ბავშვთა ფონდის როლიც განმარტებულია. ეს უკანასკნელი კოორდინირებას გაუწევს და ხელს შეუწყობს ვაქცინების ხელმისაწვდომობას დაბალი და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი 92 ქვეყნისათვის. იუნისეფი აღნიშნულ საქმიანობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებს.

იუნისეფის ინიციატივა შემუშავებულია იმისათვის, რომ კორონავირუსის ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ყველა ქვეყანას, მათი შემოსავლიანობის მიუხედავად და ვაქცინების თანაბრად განაწილება მოხდეს, რათა მათ პანდემიაზე ეფექტიანი რეაგირება შესძლონ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არ წარმოადგენს სახელმწიფოებზე თავსმოხვეულ პროგრამას და ამასთანავე ვაქცინაციას არ აქვს სავალდებულო ხასიათი, ქვეყნები ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმში ნებაყოფლობით ერთვებიან. ვაქცინის გლობალური ალიანსის საბჭომ დაამტკიცა 92 ქვეყანა, რომელსაც ვაქცინების მიწოდებასთან ერთად ხარჯების ნაწილს დაუფარავენ, მაგრამ ამ ქვეყნების სიაში საქართველო არ არის. მოთხოვნებს აკმაყოფილებს მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთა მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 4 000 აშშ დოლარზე ნაკლებია, საქართველო კი ამ ზღვარს ცოტათი აღემატება და 4,740 აშშ დოლარს შეადგენს. გარდა აღნიშნული 92 ქვეყნისა, რომლებიც დაბალ და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ეკონომიკების წარმოადგენენ, COVAX Facility-ში მონაწილეობის სურვილი საკუთარი დაფინანსებით კიდევ 80-მა სახელმწიფომ გამოთქვა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ ვაქცინების გლობალურ ალიანსში ოფიციალური განაცხადი გააკეთა, რათა დაახლოებით 700 000 ვაქცინა შეიძინოს.

მონაწილე ქვეყნებს თუ როგორ და სად მიაწვდიან იუნისეფი და სხვა შემსყიდველები კორონავირუსის ვაქცინებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსაზღვრავს. თავდაპირველად დოზები განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის და სოციალური სფეროს მუშაკებისთვის, შემდგომ კი დაავადების მაღალი რისკის კატეგორიაში მყოფი მოსახლეობისთვის.

კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმი (COVAX) უზრუნველყოფს თადარიგის დაჭერას ვაქცინების დოზების განაწილებისთვის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინები მზადაა და მათი ქვეყნებისთვის მიწოდება დაწყებულია. მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბიანი წარმოება დამოკიდებულია კლინიკური ცდების წარმატებულობაზე, გაეროს ბავშვთა ფონდი კი მათ მიწოდებას მაშინ დაიწყებს, როდესაც ვაქცინის უსაფრთხოება დამტკიცდება.

ვაქცინაციის თემაზე სპეკულაციები  არ წყდება და ვრცელდება გზავნილები, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უსაფრთხო არ იქნება და ამის მიუხედავად მას სავალდებულო ხასიათი ექნება. რეალურად, ვაქცინების გამოცდა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს და ამჟამად ფართოდ გამოყენებისთვის დამტკიცებული მხოლოდ რუსული და ჩინური ვაქცინებია, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებული არ არის, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროცედურები უგულებელყვეს და სათანადო შემოწმება არ გაიარეს.

15 სექტემბრის მდგომარეობით, მეცნიერების მიერ 38 ვაქცინის შემოწმება ხდება კლინიკურ ეტაპზე, ხოლო სულ მცირე 93 ვაქცინა კი წინარეკლინიკურ პერიოდს გადის და ცხოველებზე გამოიცდება. თუ როდის მოხდება ვაქცინის ბაზარზე გატანა, კვლევების შედეგებზეა დამოკიდებული.

წყაროების შესახებ

ვაქცინაციაზე დეზინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები ლევან ჩაჩუა, “ქართული იდეის” ვებ-გვერდი, ფეისბუქ გვერდები “საქართველო უპირველეს ყოვლისა” და zneoba.ge ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ანტივაქსერული ყალბი ამბების გავრცელებას აქვს მიზანმიმართული და ქსელური ხასიათი.

ლევან ჩაჩუა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეის” თავჯდომარეა. “ქართული იდეა” ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციული და მანიპულაციური ხასიათის სტატიებს. თავად ლევან ჩაჩუა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. ლევან ჩაჩუა მჭიდროდ თანამშრომლობს კრემლის აქტრებთან, კერძოდ, ფონდ “რუსული სამყაროს” მიერ მხარდაჭერილ ორგანიზაციებთან, რომლებიც “უკვდავი პოლკის” ღონისძიებების ორგანიზებაში არიან ჩართულები.

ფეისბუქ გვერდი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” 2019 წლის 23 თებერვალს შეიქმნა, ის პროპაგანდისტული და ანტილიბერალური გვერდია, რომელიც ლევან  ჩაჩუასა და ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორის გურამ ფალავანდიშვილის მიერ გავრცელებულ ნარატივებს აზიარებს. გვერდი ასევე ჩართული იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის კამპანიაში, რომელიც “მედიის განვითარების ფოდმა” 2019 წლის დეკემბერის ანგარიშში გამოავლინა.

რაც შეეხება zneoba.ge-ს, მისი ფეისბუქ გვერდი 2020 წლის 29 აპრილს არის შექმნილი და ის ძირითადად ლევან ჩაჩუას და ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის ფეისბუქ პოსტებს აზიარებს. zneoba.ge გაეროს ბავშვთა ფონდის , ვაქცინაციის და ბავშვთა კოდექსის საწინააღმდეგო კონტენტს აქვეყნებს.

ვაქცინების თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: UNICEF
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist