Observers
განახლება (17/10/2025) – მასალას დაემატა ინფორმაცია პროსახელისუფლებო მედიის მიერ “საერთაშორისო დამკვირვებლად” წარდგენილ, დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელ ივ ალფის ულტრამემარჯვენე მოძრაობასთან კავშირზე.  2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ოფიციალურად 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდებოდა. წელს პირველად არჩევნებს არ აკვირდებოდა საქართველოში მოქმედი სამი წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაცია –  “სამართლიანი არჩევნები“, “საქართველოს ახალგაზრდა...
ზელენსკის კორუფცია
8 ოქტომბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა: იმედი (1;2), რუსთავი 2, POSTV, ნიუსჰაბი, მარშალ პრესი, Spacenews (1; 2), რადიო სივრცე FM 98.5, რეპორტიორი, InfoPostalioni, პრაიმ ტაიმი, მხარე, მედიაჰოლდინგი “კვირა”, რეზონანსი, Ongo, ყველა ნიუანსი, ასევე პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ და დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა გაავრცელეს ამერიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადება,...
ეუთო ოდირი
13-14 სექტემბერს პროსახელისუფლებო იმედმა (1; 2), რუსთავი 2-მა (1; 2; 3) და აჭარის ტელევიზიამ, ასევე საინფორმაციო სააგენტოებმა (Newshub.ge – ნიუსჰაბი; Prime Time • პრაიმ ტაიმი; INFO9; რეზონანსი) და ფეისბუქ გვერდებმა (1; 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეუთო/ოდირი ჩეხეთში 3-4 ოქტომბერს გასამართი არჩევნების დაკვირვებას აპირებს, რომელზე მიწვევაც 2 სექტემბერს მიიღო, ამის ფონზე კი ორგანიზაციამ 4 ოქტომბერს ჩანიშნულ...
ჯო უილსონი
2025 წლის მაისში “მითების დეტექტორი” სამი ანონიმური ფეისბუქ გვერდის შესახებ წერდა, რომლებიც ანტიდასავლურ და ანტიოპოზიციურ სტატიებს აქვეყნებდნენ და არეკლამებდნენ. გვერდები Meta-ს მიერ გამოაშკარავებული რუსული გავლენის ქსელის მსგავს აქტივობას ავლენდნენ და ანონიმურობას ინარჩუნებდნენ. 2025 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში იდენტური მეთოდებით მოქმედი კიდევ ხუთი ფეისბუქ გვერდი (Programming Streetwise, Tbilisi Spots, Point of Balance, NewsHub, Auto Majestic Collection Enterprises)...
16 კანდიდატი
5 სექტემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებმა  (POSTV, იმედი, Rustavi 2) და საინფორმაციო სააგენტოებმა (Newshub.ge, Georgia First NEWS, INFO9, მხარე • mkhare.ge, Exclusive News) გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.  მედიასაშუალებების ნაწილს გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათზე მხოლოდ გარდაცვალების შესახებ ცნობა აქვს დართული და პოსტს დეტალებისა და მიზეზების შესახებ...
ზელენსკის კორუფცია
13 და 14 აგვისტოს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებმა  და საინფორმაციო სააგენტოებმა (იმედი (1,2;3;4); რუსთავი 2 (1;2); რეზონანსი (1;2;3); მხარე (1;2); მედიაჰოლდინგი კვირა; For.ge; ნიუსჰაბი, პრაიმ ტაიმი; რადიო სივრცე; Info 9; რეპორტიორი (1;2) Exclusive Media) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თურქულმა მედიამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კორუფციულ სქემაში ამხილა. მედიასაშუალებები Aydınlık-ს ეყრდნობიან.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ...
კარგი-მთავრობის-ინდექსი
21 აგვისტოს პროსახელისუფლებო “იმედმა” ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა საინფორმაციო ბარათი, რომელითაც ამტკიცებენ, რომ ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი და ქართული ტელევიზიების ნაწილი ცრუობს, როდესაც ევროკომისიის მიერ დაკვეთილ და გამოქვეყნებულ კვლევასთან ევროკომისიის კავშირს უარყოფენ. “იმედი” გულისხმობს “ჩენდლერის კარგი მთავრობის ინდექსს”, რომელზეც ანიტა ჰიპერმა თქვა, რომ ანგარიში ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი და დაკვეთილი არ არის.  მანამდე, პარტია “ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა...
გიორგი თავდგირიძის ინტერვიუ
20 აგვისტოს რამდენიმე პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტომ (Newshub; Info 9; Digest; Exclusive Media), ფეისბუქ გვერდმა Gogaggg, ასევე  დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა დაათ ცაბაძე გაავრცელეს სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის ინტერვიუს 15-წამიანი ფრაგმენტი და საინფორმაციო ბარათი იგივე ციტატით. პოსტებს დართულ ვიდეოში ექსპერტი გადაცემა “დღის ამბებში” სტუმრობისას ამბობს:  გიორგი თავდგირიძე: “რაც მთავარია, ჩვენ მეორე ვიზიტის შედეგად დავწყნარდით,...
ჯო უილსონი
22 ივლისს ტელეკომპანებმა “იმედმა” (1,2,3) და POSTV-მ ასევე, ონლაინ გამოცემებმა (Newshub.ge – ნიუსჰაბი, Prime Time • პრაიმ ტაიმი, INFO9, Georgia First NEWS, Exclusive Media) და ინდივიდუალურმა ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის აქტის (FARA) ვებ-საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა და შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო...
fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
14 ივლისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სომხეთის რეგიონულ და ეკონომიკურ ინიციატივებში, მათ შორის, შავი ზღვის სტრატეგიაში, ჩართვის შესაძლებლობის მნიშვნელობას. 14 ივლისს ტელეკომპანია იმედმა, საინფორმაციო სააგენტოებმა Newshub.ge – ნიუსჰაბი, INFO9 და ჯორჯიან...
რეზოლუცია
9 ივლისს პროსახელისუფლებო მედიებმა “Postv”, “ნიუსჰაბი” და “INFO9” გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს “ნეტგაზეთი” მალავს, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივლისს მიღებულ რეზოლუციაში წერია მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. ყველა მათგანს ამის მტკიცებულებად “ნეტგაზეთის” მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი მოჰყავს, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტი მართლაც არ არის ნახსენები.  მტკიცება, თითქოს “ნეტგაზეთი” მალავს, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს,...
მაკრონი
11 მაისს ფეისბუქზე, X-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების მატარებელში შეხვედრის ვიდეო. POSTV ამერიკელ კონსპიროლოგ ალექ ჯონსზე დაყრდნობით წერდა, რომ მაგიდაზე თეთრი ფხვნილის პაკეტი და კოვზი იდო, ხოლო მას შემდეგ, რაც ოთახში ჟურნალისტები შევიდნენ, მაკრონმა ფხვნილის პაკეტი დამალა. ვიდეო ასევე გამოაქვეყნა არაერთმა ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა, სადაც მიუთითებენ, რომ...
პოლ მასარო
1 მაისს სახელისუფლებო ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორის, პოლ მასაროს საუბარი რუს პრანკერებთან. იმედის ცნობით, პრანკერებმა, რომლებიც უკრაინელი დიპლომატის, კონსტანტინ ელისეევის სახელით რეკავდნენ, მას უთხრეს, რომ სურდათ “ქართული ბატალიონი” გამოეგზავნათ საქართველოში, რაზეც მასარომ უპასუხა: “ვფიქრობ, მომიტინგეები ამას აპირებენ, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ვფიქრობ წარმატებას მიაღწევენ”. გარდა ამისა, საზოგადოებრივმა...
აშშ-ის საელჩო
15 აპრილს საინფორმაციო სააგენტოებმა ინფო 9; Exclusive Media და Newshub გამოაქვეყნეს სქრინშოტები, რომლებზეც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული Instagram Story არის ასახული. საინფორმაციო ბარათებზე დატანილია გაფრთხილებები აშშ-ის ვიზასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტოები პოსტებს იდენტურ აღწერას ურთავენ და წერენ, რომ “უკრაინაში აშშ-ის საელჩო ინსტაგრამზე უცნაურ პოსტებს აქვეყნებს”.  ტექსტის მსგავსი ფორმულირებით, რომ საელჩო “უცნაურ პოსტებს” აქვეყნებს, გაავრცელეს Facebook-ისა...
Byline Times
1 აპრილს თავდაპირველად ტელეკომპანია იმედმა, ხოლო შემდეგ 12-მა სხვა პროსახელისუფლებო მედიამ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის რუსული კავშირების შესახებ Byline Times-ის სტატია არის განხილული.    სტატიები გამოქვეყნდა ნიუსჰაბის, მედიაჰოლდინგ კვირას, Ongo.ge-ის, მარშალპრესის, For.ge-ის, InfoPostalioni-ის, Mkhare.ge-ის, Tiflisnews-ის, რეპორტიორის, Xnews-ის, Spnews-ისა და exclusivetv-ის ვებ-საიტებსა და ფეისბუქ-გვერდებზე (1;2;3;4;5;6). ასევე, გავრცელდა კრემლისტური News Front-ის ვებ-საიტზე. აღნიშნული მედიების ცნობით,...
ტვ პირველი
31 მარტს სახელისუფლებო მედიებმა საინფორმაციო სააგენტო INFO9, ნიუსჰაბი, დაიჯესტი, Exclusive Media გამოაქვეყნეს საინფორმაციო ბარათები, რომელთა მიხედვითაც ტვ პირველის ეთერიდან 31 მარტს საპროტესტო აქციის გაშუქების დროს პრეზიდენტ ზურაბიშვილის უკან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერები ტელეკომპანიამ კადრიდან გააქრო. გავრცელებული პოსტები მანიპულაციურია და ამტკიცებს, თითქოს ტვ პირველის ეთერიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერები ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გააქრო. 31 მარტს აქციაზე პრეზიდენტ...
შოლცის კაბინეტი
25 მარტს პროსახელისუფლებო მედიებმა იმედი, ნიუსჰაბი, საინფორმაციო სააგენტო INFO9 და Exclusive Media გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებიც არაპირდაპირ აკავშირებს 24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე და 25 მარტს გერმანიის პრეზიდენტის მიერ კანცლერ ოლაფ შოლცის კაბინეტის “თანამდებობიდან გათავისუფლებას”. გავრცელებული პოსტები მანიპულაციურად უკავშირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების...
სირია
6 მარტს სირიაში ასადის მხარდამჭერი შეიარაღებული პირები პოლიციას დაესხნენ თავს. ამ შეტაკების შედეგად დაიღუპა უშიშროების ძალების 16 წევრი. სამთავრობო ძალებმა კი 31 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 28 ასადის ლოიალისტი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სირიაში მდგომარეობა მკვეთრად გამწვავდა და დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ძალადობის პარალელურად სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი პოსტი, რომლებიც ძველ...
პოლიციის ძალადობა
5 მარტს პროსახელიფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-მ და სხვა საინფორმაციო სააგენტოებმა (1;2;3;4), ასევე, ფეისბუქ-მომხმარებელმა გაავრცელეს ვიდეო აღწერით: “როგორ აკავებს სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია საფრანგეთში”. ვიდეოზე ჩანს, რომ ორი პოლიციელი ადამიანს ურტყამს და მის მანქანის საბარგულში ჩასმას ცდილობს. მანქანა თეთრი და ლურჯი ფერისაა, მას ასევე აწერია “190”.  სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც პოლიციის ძალადობას ასახავს არა საფრანგეთში,...
ზვიად ძიძიგური
17 თებერვალს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-იმ გამოაქვეყნა (1;2) პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ზვიად ძიძიგურის ვიდეო აღწერით: “ზვიად ძიძიგურმა არჩევნების შედეგები აღიარა”. ტელეკომპანია პირველის გადაცემიდან ამოჭრილ ვიდეოში ის ამბობს: “850 000-მა ადამიანმა ხმა მისცა მათ წინააღმდეგ. 850 000 ადამიანს როცა ასეთი ენით ელაპარაკები, როდესაც ასეთი მეთოდებით უპირისპირდები, შეუძლებელია, რომ ამ 850 000 ადამიანიდან ვინმეს ან შეეშინდეს,...
fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
10-11 თებერვალს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებმა იმედი, POSTV, ასევე ონლაინ მედიებმა საინფორმაციო სააგენტო INFO9, ნიუსჰაბი, რეპორტიორი სხვებმა (1, 2, 3), ასევე ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3, 4, 5) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მის ოფიციალურ საიტზე  დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა. იმედის სტატიაში, რომელიც ინფორმაციის პირველწყაროა ვკითხულობთ, რომ “ბილეთის შესაძენად...
ილონ მასკი
28-29 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის რადიო იმედმა, რუსთავი 2-მა, Newshub-მა, The Tbilisi Times-მა და საინფორმაციო სააგენტო INFO9 გაავრცელეს ილონ მასკის შემდეგი ციტატა: “ვფიქრობ, ირანი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. მომავალში ალბათ ვესტუმრები ამ ქვეყანას”. ილონ მასკის ციტატა გაყალბებულია. ირანის შესახებ გავრცელებული განცხადება არც მასკის სოციალური მედიის გვერდებზე და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.  გავრცელებული...
ზურაბიშვილი
27 იანვარს ტელეკომპანია იმედმა თავის ფეისბუქ გვერდებზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც “სათამაშო მოედანი” გამოიყენოს. ტელეკომპანია იმედის თანახმად, ამ შინაარსის სტატია ამერიკულმა გამოცემა Тhe Hill-მა გამოაქვეყნა. იგივე ინფორმაცია ასევე გაავრცელეს მედიასაშუალებებმა – Newshub, Sezoni тν, მხარე • mkhare.ge, მედიაჰოლდინგი “კვირა”, მარშალპრესი, Spnews • სააგენტო...
ტრამპი
4 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან, რომელიც, ჟურნალისტის წარდგენის მიხედვით, “ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში სავარაუდო წარმომადგენლად განიხილება”.  ინტერვიუში ლოუ საუბრობდა, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, ევროკავშირში შესასვლელად მუშაობა გააგრძელოს, ასევე, განიხილავდა აშშ-ის “უსამართლო ქმედებებს” ქვეყანასთან მიმართებით.   აღნიშნული ციტატები, როგორც ინტერვიუ პირთან, რომელიც ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურ წარმომადგენლად განიხილება, გაავრცელეს სხვა მედიასაშუალებებმაც: იმედმა (1;2;3;4);...
Photo uploaded to the fact-checker website
4 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ს სურს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში შესვლისთვის მუშაობის გაგრძელებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ქმედებები საქართველოს მიმართ უსამართლო იყო. “პირველი არხის” ეთერში კიმბერლი ლოუ წამყვანმა “ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენელად” წარადგინა.  ლოუს კომენტარი სხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა და ის, საზოგადოებრივი...
გეი წყვილი
2 დეკემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიამ: POSTV (1;2); დაიჯესტი; საინფორმაციო სააგენტო INFO 9; ნიუსჰაბი; Exclusive News; Exclusive Media და ფეისბუქ-გვერდმა “არ აგარევინებთ” გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ორი აირწინაღიანი პირი ერთმანეთს კოცნის. აღწერაში ვკითხულობთ: “გეი წყვილი “მშვიდობიან” მიტინგზე”. პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული გეი წყვილის ფოტო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. ფოტოზე ხარვეზები შეინიშნება, გარდა ამისა,...
Edison Research-ის ეგზიტპოლი
8-10 ნოემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე იმედმა (1;2); რუსთავი 2-მა (1;2)  POSTV-მ,  NewsHub-მა, პრაიმ ტაიმმა, Info 9-მ, რეპორტიორმა, Tia.ge-მ, Exclusive Media-მ, რადიო სივრცემ, აი პოლიტიკამ, InfoPostalioni.com-მა, ასევე, პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ (1;2), ხალხის ძალის წევრმა, დავით ქართველიშვილმა და “ქართული ოცნების” კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა, ბენო გეგეჭკორმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ Edison Research-ის მონაცემები, რომელიც აშშ-ის არჩევნების ეგზოტპოლს ატარებდა, არჩევნების...
ოპოზიციური პარტიები
6 ნოემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა TV Imedi, MPN.ge, Newshub.ge – ნიუსჰაბი, Frontnews.ge ირაკლი კობახიძის განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მოლდოვაში პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი არ არსებობს, ოპოზიციური პარტიები აკრძალეს და, ფაქტობრივად,  პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტუტატი არ დარჩენილა. ინფორმაცია, თითქოს მოლდოვაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აკრძალეს და პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტუტატი არ დარჩენილა, სიმართლეს...
20 ოქტომბრის აქცია
21 ოქტომბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია იმედმა, ნიუსჰაბმა (1;2) და მედიაჰოლდინგმა “კვირა”(1;2) გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ TV პირველი და “მთის ამბები” 20 ოქტომბრის აქციას ძველი დემონსტრაციის კადრებით აშუქებენ. იმედის თავდაპირველ პოსტში მანიპულაციურად გაშუქებაში ორივე მედია იყო დადანაშაულებული, თუმცა მოგვიანებით ქარდი ჩასწორდა და “მთის ამბების” სქრინშტი ამოიღეს. “მანიპულაცია არქივით. რადიკალური ოპოზიციის მედია გუშინდელ აქციას ძველი კადრებით...
ლინდსი გრემი
17 სექტემბერს პარტია “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის სენატორის ლინდსი გრემის პოლიტიკურ “ტრანსფორმაციაზე” პოსტი გამოაქვეყნა და სენატორის პოზიციის ცვლილების საჩვენებლად ორი ციტატა მოიყვანა, რომელიც გრემს მიეწერება: “2023 წლის სექტემბერი – “უკრაინის სახით ჩვენ გვაქვს უნიკალური შენაძენი, ეს ქვეყანა მზადაა იომოს უკანასკნელ უკრაინელამდე და ამ დროს: არ დაგვიკარგავს არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და...
ფოტო მანიპულაცია, დეზინფორმაცია
ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი მისი დანიშნულებისა და საქმიანობის კონტექსტში რუსული მედიის, ასევე, კრემლთან დაკავშირებული და რუსეთის ინტერესების გამტარებელი ქართველი აქტორების მხრიდან დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. 3 აგვისტოს  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC)  ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. ეს ინფორმაცია,...
აქტივების რეესტრი
24 ივლისს საინფორმაციო სააგენტოებმა Newshub.ge – ნიუსჰაბი და  INFO9-მ ევროკავშირის აქტივების რეესტრის შექმნის შესახებ  გაავრცელეს ინფორმაცია. გავრცელებული პოსტების თანახმად, ევროკავშირის აქტივების რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელშიც აღრიცხული იქნება მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული აქტივების ფართო სპექტრი, მათ შორის უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ფასიანი ქაღალდები, მანქანები და, შესაძლოა, მასში მოხვდეს ინფორმაცია ხელოვნების ნიმუშების ან ძვირფასი ლითონების შესახებ. რეესტრის...
საიდუმლო სერობა
28 ივლისს კრემლისტურმა ალტ-ინფომ, ასევე, პროსახელისუფლებო მედიამ –  იმედმა, POSTV-მ, Publicist.ge-მ (1;2;3), რეზონანსმა, For.ge-მ (1;2), Spnews-მა (1;2;3)  და Newshub-მა (1;2;3) გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორგანიზატორებმა პარიზის ოლიმპიადაზე “საიდუმლო სერობის” იმიტირების გამო ბოდიში მოიხადეს. სტატიები აქტიურად გავრცელდა ფეისბუქ-ჯგუფებში (1;2) და ფეისბუქ-ანგარიშების (1;2;3;4;5;6) მიერ. აღსანიშნავია, რომ პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ ფეისბუქზე გავრცელდა არაერთი პოსტი, რომლებშიც...
ტრამპზე თავდასხმა
18 ივლისს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა kvira.ge, resonancedaily.com, newshub.ge პარტია “ხალხის ძალის” წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადება გაავრცელეს. ქართველიშვილის მტკიცებით, აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ” (NSA) მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ბაიდენის გარემოცვას ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან აკავშირებს. პოსტში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც NSA-მ თავისი გამოძიების მონაცემები კონგრესის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ხელმძღვანელობას გაუგზავნა, მაიკ ჯონსონმა კონგრესის დამოუკიდებელი...
Manipulation and disinformation
14 ივნისიდან ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2) და ფეისბუქ გვერდი, ასევე Threads-ის რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კოკა-კოლა რუსულ ბაზარს უბრუნდება, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომპანიამ აპრილში რუსეთში სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Newshub-ზე დაყრდნობით ავრცელებდა (1,2,3). ინფორმაცია კოკა-კოლას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კომპანიის განმარტებით, რუსეთში...
გეგმავს თუ არა ევროკავშირი “ქართული ოცნების” მიღებულ კანონზე რეაგირებას
27 მაისს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა TV Imedi, POSTV – ანალიტიკა, Newshub.ge – ნიუსჰაბი და ფეისბუკ ანგარიშმა (1) საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ციტატა გაავრცელეს.  გავრცელებულ ქარდებზე შემდეგი ტექსტი გვხვდება: “ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს [გამჭვირვალობის ქართული კანონი] არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც...
Манипуляция и дезинформация
16 მაისს სახელისუფლებო მედიებმა იმედი (1,2), POSTV, ნიუსჰაბი, კვირა, რეპორტიორი, მარშალპრესი გაავრცელეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის კომენტარიდან შემდეგი ციტატა: “თქვენ თუ გესმით რას ნიშნავს წევრობა? თქვენ უნდა დათმოთ სუვერენიტეტის ნაწილი, ასე მუშაობს ეს სისტემა და ნაწილი, როგორც გითხარით, სუვერენიტეტისა ბრიუსელის ხელში გადადის”.  იმედის ვებგვრდზე ლანდსბერგისის კომენტარი სრულად არის გამოქვეყნებული, თუმცა მასალა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ...
Манипуляция и дезинформация
17 მაისს პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა  ,,იმედმა”, Newshub.ge-მა და ,,POSTV – ანალიტიკამ” ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ტელეკომპანია ,,პირველის” პირდაპირი ეთერის ფრაგმენტია ნაჩვენები. ჩართვა ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი შეკრებიდანაა. ფოტოზე ჩანს, რომ ტელეკომპანიამ ჩართვა დაასათაურა, როგორც ,,რადიკალების მსვლელობა რუსთაველზე” / ,,პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე”. სამთავრობო მედიები წერენ, რომ ოპოზიციური მედია პრორუსებად და რადიკალებად მოიხსენიებს...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
18 აპრილს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა (imedinews.ge, nsp.ge, reportiori.ge, newshub.ge, for.ge, lideri.ge, rustavi2.ge, ongo.ge, kvira.ge, qartuliazri.reportiori.ge, newspress.ge, infopostalioni.com, mkhare.ge, POSTV – ანალიტიკა), ვატო შაქარიშვილის პლატფორმებმა (არ აგარევინებთ, Georgia First NEWS) და ანონიმურმა ფეისბუკ გვერდებმა (აგენტურა (1,2), ციტატა) კოორდინირებულად გაავრცელეს CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსის, ლარი ჯონსონის ციტატა “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო პროტესტის შესახებ. ჯონსონის თანახმად, საქართველოში ფერადი...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
16 აპრილს სხვადასხვა ქართულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა (1, 2, 3.) გამოაქვეყნეს მმართველი პარტიის წევრი, პარლამენტარი ირაკლი ზარქუას განცხადება, რომ დასავლური კვლევების მიხედვით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის 7, ხოლო NATO-ს 11 ქვეყანას უსწრებს. ირაკლი ზარქუას მტკიცება, თითქოს კანონის უზენაესობის კუთხით საქართველო ევროკავშირის 7, ხოლო ნატოს 11 წევრს უსწრებს, ნაწილობრივ მცდარია. World Justice Project-ის 2023 წლის კანონის უზენაესობის...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
3 აპრილს პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა  მოლდოვაში ვეტინგის მონაწილე მოსამართლის კორუფციულ სკანდალში გახვევის შესახებ ისაუბრა. სეფაშვილის თანახმად, ვეტინგის სისტემის მონაწილე ჰოლანდიელი მოსამართლე, რომელსაც მოლდოვის სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინა, თავადვე აღმოჩნდა არაკეთილსინდისიერი – კორუფციულ სკანდალში გაება და რვაას სამოცი ათასი ევრო უკანონოდ მიითვისა. სეფაშვილის განცხადება შემდეგმა პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს: mpn.ge, postv.media,...
სახელისუფლებო პროპაგანდ
ბოლო თვეებში საქართველოში ლგბტქი+ თემებით მანიპულირებას კრემლისტურ და ანტიდასავლურ ჯგუფებთან ერთად მმართველი პარტიაც ცდილობს. გარდა საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 25 მარტს წარადგინა, ე.წ. “ნეოლიბერალური დღის წესრიგის” მიმართ შიშის დათესვას და ანტილგბტ პროპაგანდის ტირაჟირებას ბოლო პერიოდში ხელს უწყობენ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებიც –  POSTV, TV Imedi, Pia.ge (იგივე Newshub.ge – ნიუსჰაბი), ასევე ფეისბუქ გვერდი...
სამოქალაქო საზოგადოების ინდექს
განახლება 5.04.24: იდენტური შინაარსის ინფორმაცია და ამ საკითხზე სახელისუფლებო ექსპერტ გია აბაშიძის მანიპულაციური განცხადება გაავრცელეს სხვა სახელისუფლებო მედიებმაც, მათ შორის: რეპორტიორი, ნიუსჰაბი, ჯეოთაიმსი, მარშალპრესი, რუსთავი ორი, infopostalioni, mkhare. 4 აპრილს მედიამ, მათ შორის, ტელეკომპანია იმედმა (1;2;3), POSTV-მ, “რეზონანსმა” (1,2), “ქართულმა აზრმა”, Tia.ge-მ (1,2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნებამ” (V-Dem) გამოაქვეყნა სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ინდექსი,...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
30-31 მარტს საინფორმაციო სააგენტოებმა Georgia First NEWS, Newshub.ge – ნიუსჰაბი, დაიჯესტი • Digest და საინფორმაციო სააგენტო INFO9 გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “ჯო ბაიდენმა 31 მარტი [კათოლიკური აღდგომა] “ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ” გამოაცხადა”. ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა ფეისბუქ გვერდსა და ჯგუფშიც (1;2).  გარდა ამისა, იმედმა, POSTV-მ, რეპორტიორმა და მედიაჰოლდინგმა “კვირა” გამოაქვეყნეს სახელისუფლებო ექსპერტის, გოგა ხაინდრავას განცხადება, რომლის მიხედვითაც ამერიკაში...
გაერო
6 მარტს პარტია “ხალხის ძალამ”, გამოცემა “მარშალპრესმა” (1;2) და Newshub-მა გაავრცელეს პოლიტიკოსი დავით ქართველიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესი კომისრის სამმართველოსა და იურისტთა საერთაშორისო კომიტეტის წიაღში შემუშავდა რეზოლუციის პროექტი “ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებისა და სექსუალური აქტივობის ყველა სახეობის დეკრიმინალიზაციის თაობაზე”. ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ რეზოლუციის პროექტში თავისუფლად შეიძლება მოიაზრებოდეს “თუნდაც პედოფილიის, ნეკროფილიის, ზოოფილიისა და...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
13 ოქტომბერს ყოფილმა პარლამენტარმა დემურ გიორხელიძემ აშშ-ის სენატორის საჯარო განცხადების შესახებ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა. ფოტოზე CNN- ის ლოგოა გამოსახული, ხოლომორბენალ სტრიქონზე შემდეგი წარწერა ჩანს:  გრეჰემი: “მთელი მსოფლიო უნდა დავბომბოთ”. 14 ოქტომბერს იგივე ამბავი რეჟისორმა და სახელისუფლებო ექსპერტმა გოგა ხაინდრავამ ტვიტერზე გაავრცელა. იგი ტექსტს Babylon Bee-ს ბმულს ურთავს და წერს: „სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან ლინდსი გრეჰემმა საჯაროდ...
დეზინფორმაციული ფოტო აღმოჩენილი ფაქტების გადამოწმების საიტის მიერ
განახლება 12.10.2023: მასალას დაემატა ნიუ-იორკში გადაღებული ფოტოები, რომლითაც დასტურდება, რომ ბარი, რომელიც კადრებში ჩანს, 2023 წლის იანვარში დაიხურა, შესაბამისად, სექტემბერში გადაღებულ ვიდეოში მისი ბანერი ვერ მოხვდებოდა. 25 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-მ და ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა ფიცხე ლა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრმა ნიუ-იორკის ბარში მოქალაქეებს მოუწოდა, “დიდება უკრაინას” დაეყვირათ, უარის მიღების...
ბიდზო
20 დეკემბერს ფეისკბუკმა საქართველოდან, ვიეტნამიდან და ამერიკიდან კოორდინირებული არავთენტური ქმედების გამო ასობით ანგარიში  დაბლოკა,  მათ შორის 386 ქართული.  ბევრი მათგანი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდი და ჯგუფია. ფეისბუკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია,  რომ საქართველოსთან დაკავშირებული გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც მედია და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს. “მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist