ერთსქესიანთა ქორწინება
3 ივლისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუკ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ერთანიარსქესიანთა ქორწინება კანონიერად სცნეს.  უკრაინის სასამართლომ “პირველად ისტორიაში” ორ მამაკაცს შორის ქორწინება კანონიერად სცნო! – წერია პოსტში. ინფორმაცია, რომ უკრაინის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერად სცნო, არასრული კონტექსტით ვრცელდება. სასამართლომ ორ კაცს შორის ქორწინება დეფაქტო კანონიერად სცნო, რათა მათ ოჯახური კავშირის აღდგენა საზღვარგარეთ შეძლებოდათ.  2025...
ზელენსკი
3 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა Еduard Jishkariani თურქულ მედიაზე Оdatv-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომპანიამ Film Heritage Inc. კვიპროსში სასტუმრო და კაზინო იყიდა. 3 ივნისს ეს ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც Аргументы и Факты გამოაქვეყნა. ინფორმაცია, რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2,3). სასტუმროს ყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა. კვიპროსის პრეზიდენტმა, უკრაინის საელჩომ კვიპროსში...
Манипуляция и дезинформация
2 მაისს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების სპეცრაზმისა და პოლიციის მიერ დაშლის ფონზე, სოციალურ ქსელში ანგარიშმა Eduard Jishkariani გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ფორმიანი მამაკაცები ქალს სცემენ. აღწერის მიხედვით, ვიდეო ევროკავშირში, კონკრეტულად საფრანგეთში, გადაიღეს და მასში ასახულია, როგორ სცემენ პოლიციელები საპროტესტო აქციის მონაწილე ქალს.  გავრცელებული ვიდეოს აღწერა ყალბია. რეალურად, ვიდეოში ასახული ქალი არა აქციის მონაწილე, არამედ...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
21 აპრილს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა გადაიხადა 27 მილიონი დოლარი, რათა მოხვედრილიყო 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში, რომელსაც Time-ი ადგენს. აღნიშნული ინფორმაცია ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, Eduard Jishkariani-მა, ასევე, რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა, ვებ-საიტებმა და ტელეგრამ არხებმაც გაავრცელეს (1;2;3;4;5;6;7;8;9;10;11;12). პოსტებთან ერთად ვრცელდება ვიდეო, რომელსაც BBC-ის ლოგო...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
16 აპრილს ქართულ (1,2) და რუსულენოვანმა (1, 2) ფეისბუკ მომხმარებლებმა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარიშვილმა,  “რომეო და ჯულიეტას” ეკრანიზაციის პოსტერი გაავრცელეს. გამოქვეყნებული პოსტების ნაწილში ნათქვამია, რომ ჰოლივუდმა ახალი “რომეო და ჯულიეტა” გადაიღო და “კაცობრიობა მარაზმის მწვერვალებს იპყრობს”. პოსტერზე როლებში ფერადკანიანი ჯულიეტა და აზიური ფენოტიპის მქონე რომეო არიან წარმოდგენილი. პოსტერზე ასევე დატანილია მსახიობების...
უკრაინის
8 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინის უშიშროების საბჭოს ახალ მდივანზე, ოლექსანდრ ლიტვინენკოზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე ოლექსანდრ სირსკიზე საუბრობს. ჯიშკარიანი პოსტში აღნიშნავს, რომ ლიტვინენკომ რუსეთის ფსბ-ს სპეციალური ინსტიტუტი დაამთავრა, ხოლო სირსკი “რუსეთის მკვიდრი” და მოსკოვის სამხედრო აკადემია დამთავრებული გენერალია. ჯიშკარიანის პოსტის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
18 მარტს რუსულ მედიაში (ZOV МЕЛИТОПОЛЬ, womanhit.ru) და ტელეგრამ-არხებზე (1, 2) გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა მეფე ჩარლზ III – გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეფე. მედია წერს, რომ ინფორმაციას ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.  იგივე მტკიცება ქართულენოვან ფეისბუკ-პროფილზეც გავრცელდა. მტკიცება მეფე ჩარლზ III – ის გარდაცვალებაზე დეზინფორმაციაა. სამეფო ოჯახს მის გარდაცვალებაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია....
Detecting misinformation with a mythdetector
11 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ნაციონალისტების, უკრაინელი სტეფან ბანდერასა და სომეხი გარეგინ ნჟდეს პორტრეტები კიდია, ფოტოზე ჩანს სომხეთისა და უკრაინის გაერთიანებული დროშაც. პოსტის თანახმად, ფოტო სომხეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღშია გადაღებული. “როგორც ჩანს საქართველოში ჩავარდნილი “სამხრეთ ფრონტის” პროგრამამ სომხეთში გადაინაცვლა, რასაც ეხლა იქ საფრანგეთის სპეცსამსახურები კურირებენ” – ვკითხულობთ პოსტში.  მსგავსი წარწერით ფოტო...
Detecting misinformation with a mythdetector
22-23 იანვარს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა (1,2,3,4,5), მათ შორის Московский Комсомолец-მა, Аргументы и Факты-მ, Военное обозрение-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხარკივში ახალწვეული ახალგაზრდის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლა. მედიების თანახმად, ომში გაწვეულ ახალგაზრდას ასთმა აწუხებდა, რამდენიმე კვირის წინ კი ის ქუჩაში მამის თვალწინ დაიჭირეს და სამედიცინო შემოწმების გარეშე ომში გაუშვეს, რის გამოც მამამისმა კომისარიატის თანამშრომელი მოკლა, შემდეგ კი...
Detecting misinformation with a mythdetector
22 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებელმა Еduard Jishkariani გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა როსტოვის, კრასნოდარის, ბელგოროდის და ბრიანსკის უკრაინისთვის მიერთების განკარგულებას. პოსტს თან ახლავს ტელეგრამ-პოსტის სქრინშოტი, რომელზეც უკრაინულად წერია, რომ “ზელენსკის განკარგულება – როსტოვი, კრასნოდარი, ბელგოროდი, ბრიანსკი, სლობოჟანშინა რუსეთის ფედერაციაში ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული მიწაა”. სქრინშოტზე ასევე ჩანს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების N17/2024 დოკუმენტი. 22...
Detecting misinformation with a mythdetector
11 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა, Eduard Jishkariani-მა გაავრცელა The New York Times-ის სტატიის სქრინშოთი. სტატიის სათაურში აღნიშნულია, რომ პენტაგონის ანგარიშის თანახმად, აშშ-ის მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო დახმარება სუსტად კონტროლდებოდა. ჯიშკარიანი კი პოსტის აღწერაში უკრაინული მხარის, კერძოდ, ვოლოდიმის ზელენსკისა და მისი მთავრობის პასუხისმგებლობაზე წერს და ამტკიცებს, რომ მათ ,,თავიანთი სიხარბით, სიწუწკით და მომხვეჭელობის მანიით” უკრაინა დაღუპეს. გავრცელებული...
Detecting misinformation with a mythdetector
8 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა რუკის ფოტო, რომელიც, მისი ინფორმაციით, გამოუგზავნეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში მდებარე ერთ-ერთი ბარიდან, სადაც მას გადასაფარებლად იყენებენ. რუკაზე ვხედავთ, რომ ქვეყნების განლაგება და სახელები შეცვლილია, ხოლო ის ტერიტორია, რომელსაც საქართველო უნდა ეწეროს, უკრაინასთან არის გაერთიანებული. ედუარდ ჯიშკარიანი წერს: “თურმე, ჩვენ უკრაინელ “მეგობრებს” არა მარტო რუსეთის დაპყრობა ჰქონიათ...
Обнаружение дезинформации с помощью детектора мифов
5 დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თანახმად, დაჭრილი უკრაინელი სამხედროები გერმანიაში არსებულ აშშ-ის რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით მიჰყავთ, თუმცა შემდეგ მათი ორგანოები მსოფლიო შავ ბაზარზე იყიდება. ამის არგუმენტად ედუარდ ჯიშკარიანი აქვეყნებს ერთ-ერთი აფრიკული მედიის სქრინშოთს, რომელშიც პირი, რომელიც თავს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის (Global...
Обнаружение дезинформации с помощью детектора мифов
12 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “Eduard Jishkariani” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამტკიცებს, რომ ზელენსკის აშშ-ის სენატში გამოსვლის შემდეგ, რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ ტილისმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკას არ შეუძლია უკრაინის ფულით დახმარება, რადგან მათი ჩინოვნიკები ამ ფულით იახტებს იყიდიან. პოსტის ავტორი აცხადებს, რომ უკრაინელთა მიერ იახტების შესყიდვაზე ის წარსულშიც წერდა, თუმცა ფეისბუქი მას დეზინფორმაციაში ადანაშაულებდა, რის გამოც...
Обнаружение дезинформации с помощью детектора мифов
11 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Eduard Jishkariani გაავრცელა პოსტი, რომელიც ირლანდიაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფულადი დახმარების შესაძლო შემცირებას ეხება. გარდა ამისა, ჯიშკარიანი წერს, რომ საქართველოში უკრაინელი ლტოლვილები სასტუმროებში ცხოვრობენ, უახლოეს რესტორანში უფასოდ იკვებებიან, უფასოდ სწავლობენ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, დადიან ესკურსიებსა და გასართობ ღონისძიებებზე და ერთ სულზე 1 000 ლარიან დახმარებას იღებენ.  პოსტის ავტორი უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაზე ნაწილობრივ...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
7-8 ნოემბერს ფეისბუკზე ქართულ (1, 2, 3.) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5) ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შესახებ. პოსტების თანახმად, რომელსაც ვიდეო ერთვის თან, ზალუჟნიმ უკრაინაში სამხედრო გადატრიალება დაანონსა. ზოგიერთ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადაყენების პროცედურები დაიწყო. სოციალური ქსელების გარდა ვალერი ზალუჟნის ვიდეო გავრცელდა რუსულ ვებ-საიტებზეც (1, 2.)....
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
2023 წლის 12 ოქტომბერს რუსულენოვანმა მედიამ utyug.info, ასევე რუსულ და ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს მტკიცება, რომ ისრაელის ერთ-ერთმა ცნობილმა საკონდიტრო მაღაზიამ დაამზადა ტორტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ჩამოხრჩობას ასახავს. ინფორმაციის წყაროდ, The Jerusalem Post-ის სტატიაა დასახელებული, ხოლო პოსტების ავტორების მტკიცებით, თელ-ავივში დაფუძნებული საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონე ავი მელამედსონმა  აღშფოთება ამ ფორმით გამოხატა და განაცხადა, რომ...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
4-5 ოქტომბერს ქართულმა და რუსულმა ფეისბუქ-ანგარიშებმა და კრემლის კონტროლირებადმა მედიამ (1;2;3;4), მათ შორის, Russia Today-მ, Gazeta.ru-მ, Московский комсомолец-მა, pravda.ru-მ და Lenta.ru-მ ნიგერიულ მედია The Nation-ზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ნიუ-იორკში ვიზიტის დროს Cartier-ის მაღაზიაში $1 100 000-ის ღირებულების სამკაულები იყიდა, თანამშრომელს უხეშად მიმართა და სამსახურიდან გაათავისუფლებინა.   ოლენა ზელენსკაზე დეზინფორმაცია...
დეზინფორმაციული ფოტო აღმოჩენილი ფაქტების გადამოწმების საიტის მიერ
20 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “Eduard Jishkariani” გაავრცელა პოსტი, რომელშიც პოლონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გააუქმა. ასევე, ჯიშკარიანის მტკიცებით, 19 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვა ბრაზილიის პირველმა პირმა, ლუის სილვამ და აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, ჯანმრთელობის პრობლემების მომიზეზებით. პოსტის მიხედვით, ზელენსკის “უკვე ყველა ერიდება, როგორც ცოფიან ძაღლს”.  მტკიცებები იმის...
ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
23-26 აპრილს რუსულმა ონლაინ გამოცემებმა (ukraina.ru, Russia Today, tverskaya13.ru, voennoedelo.com, eadaily.com) და ასევე რუსულ და ქართულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმა პოლონურ ონლაინ პორტალ Neon24-ზე დაყრდნობით ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინული სამხედრო კორპუსის შექმნის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უახლოეს ხანში ლიტუვურ-პოლონურ-უკრაინული კორპუსის შექმნა იგეგმება, რომლის შემადგენლობაშიც 20-25 ათასი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურის ყოფნა არის გათვალისწინებული. ასევე ამტკიცებენ, რომ კორპუსში კონტრაქტით მსახური ...
ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
12 და 13 აპრილს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გამოქვეყნეს ინფორმაცია, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სასულიერო პირებისთვის ახალი სამოსის შერჩევა გადაწყვიტა. პოსტებს თან ერთვის შავი სამოსის ამსახველი ფოტოები, ხოლო პოსტების ავტორების კომენტარების მიხედვით, შემოთავაზებული “ახალაგზრდული” ვარიანტები, რომლებიც მიზნად გათანამედროვებას ისახავს, არ შეეფერება მღვდლის ჩაცმულობას.  სოციალური ქსელების გარდა უკრაინელი მღვდლებისთვის ახალი სამოსის შერჩევის შესახებ ინფორმაცია რუსულენოვან...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
13 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Eduard Jishkariani უკრაინისთვის მიწოდებული M113 ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პოსტის მიხედვით, ისრაელსა და ნატოს წევრ ქვეყნებში დაახლოებით ათი წელია M113 ტიპის საბრძოლო მანქანების  საბრძოლო ვითარებაში გამოყენება აკრძალულია, რადგან მიჩნეულია, რომ ის ბრძოლის ველზე ქვეითების თანამედროვე შეიარაღებისგან დაცვას ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პოსტში აღნიშნულია, რომ ბოლო 6-7 წლის მანძილზე...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
11 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა Eduard Jishkariani ტვიტერის პოსტის სქრინშოთი გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკელ ვეტერანის, მარკ ლინდკვისტის ვიდეოს ეხება. ფეისბუქ-პოსტის ქართულენოვანი და ტვიტერის პოსტის ინგლისურენოვანი აღწერების მიხედვით, ვიდეოში ამერიკელი ვეტერანი, რომელიც უკრაინის მხარეს ომობს, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მისი მეგობრები რუსეთის დარტყმებს ემსხვერპლნენ, ხოლო უკრაინის ხელისუფლება ხალხს ხორცად იყენებს და მათ საკმარისი აღჭურვილობა და მხარდაჭერა არ აქვთ.  10-12 იანვარს...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
9 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა Eduard Jishkariani იტალიის ქალაქ მილანში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ცხვირის სკულპტურა ჩანს, რომელთანაც თეთრი ფხვნილია მიმობნეული. პოსტის ავტორის თქმით, იტალიელებმა სკულპტურას “ზელენსკის ცხვირი” უწოდეს. აღნიშნული ფოტო კრემლის პროპაგანდისტულმა გამოცემა Eurasia Daily-მ და რამდენიმე რუსულენოვანმა ვებ-გვერდმა (1, 2, 3) გამოაქვეყნა, მათ სათაურებში აღნიშნულია, რომ მილანში “ზელენსკის ძეგლი” დადგეს. რამდენიმე გამოცემა (1, 2, 3)...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
2022 წლის 12 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Eduard Jishkariani საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ფოტოზე სხეულზე წასმული კრემით ვერა ქობალიაა გამოსახული. ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ფოტოზე ვერა ქობალიას თავი ჩასმულია, ორიგინალ ფოტო კი ინტერნეტში 2008 წლიდან ვრცელდება და მასზე სხვა ქალია გამოსახული.  გავრცელებული ფოტოს ორიგინალი ყველაზე ძველი...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
2022 წლის 27 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა Eduard Jishkariani-მა უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას შესახებ პოსტი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “გადახდილია დონორების ფულით.” აღწერის მიხედვით, ფოტოზე ძვირადღირებული სამოსითა და აქსესუარებით უკრაინის პირველი ლედია გამოსახული. ტექსტში ნათქვამია, რომ გერმანელები ზელენსკას დასცინიან, რადგან ის ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე დონორებისგან მიღებულ ფულს ძვირადღირებული ნივთების შეძენაში ხარჯავს. გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული....
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
განახლებული ვერსია: 2022 წლის 31 დეკემბერს ფეისბუკის მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ 2022 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე, უკრაინელი მაღალჩინოსნების ქონება მკვეთრად გაიზარდა. კონკრეტულად ნახსენებია ქვეყნის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და კიევის მერი. პოსტის მიხედვით, ყველა მათგანის ქონება მილიარდ დოლარს სცდება, გარდა კიევის მერისა, რომლის ქონებაც ამჟამად 800...
ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
5-7 დეკემბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) ასევე, Pravda.ru-მ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში სავალდებულო გახდება და მათი მინიმალური რაოდენობა თითოეული მონაწილე ქვეყნის სპორტსმენთა 10%-ით განისაზღვრება.  ფეიბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას ვიდეოსთან ერთად ავრცელებს, რომელსაც Euronews-ის ლოგო აქვს. იგივე ვიდეო ვრცელდება რუსი...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist