რობინ დანიგანი
განახლება 05/12/2024: POSTV-ის საინფორმაციო ბარათი, რომელზეც რობინ დანიგანის ყალბი ციტატაა დატანილი, 4 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა საკუთარ ანგარიშებსა და ჯგუფებშიც გაავრცელეს (1;2;3;4). არქივის ბმულები (1;2;3;4). 4 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიამ POSTV ფეისბუქზე გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის სამი ციტატა (1; 2; 3). ყველა მათგანში ელჩი მიმდინარე პროტესტისას დემონსტრანტების მიერ ვანდალიზმისა და ინფრასტრუქტურის განადგურების, ჟურნალისტებსა...
გაყალბებული-ციტატა-ახალი
2024 წლის 17 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა დავით ჯებაშვილმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის ლექსი გამოაქვეყნა. პოლიტიკოსის ფოტოზე დატანილია წარწერა: “ლექსი მივწერე პრეზიდენტს – გამაგრდი ჩვენო ძლიერო, გზას გაგვინათებ ვითარც ლამპარი, ერთადერთი ხარ ამ ქვეყანაზე, თავად სინათლე – პუტინი კი დამპალი”. ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო აქვს დართული.   საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი გავრცელებული ნატო ჩხეიძის ლექსი გაყალბებულია. მისი დაწერის შესახებ ინფორმაცია...
ქალთა ძალოსნობა
25 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2) ქალთა ძალოსნობაში შეჯიბრის შესახებ გაავრცელეს ვიდეო, აღწერით: “ევროპის უძლიერესი ქალბატონი კაცი გახდა”. ვიდეოში პოდიუმზე მეორე და მესამე ადგილებზე მდგომ ორ პირს ვხედავთ, რომელთაგანაც ერთს ხელში ბავშვი უჭირავს. კიდევ ერთი პირი პოდიუმზე გამარჯვებულისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებს და თასს აღმართავს.  დაჯილდოების ცერემონიის ამსახველი ვიდეო, რომელიც ქალთა ძალოსნობაში შეჯიბრს ეხება, მცდარი აღწერით...
POSTV-ის-დეზინფორმაცია,-თითქოს-მარკეტა-გრეგოროვა-ევროპარლამენტის-დეპუტატად-აღარ-აირჩიეს
10 ივნისს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია POSTV-მ ფეისბუქ გვერდზე ,,POSTV – ანალიტიკა” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ჩეხი პოლიტიკოსი, მარკეტა გრეგოროვა ევროპარლამენტის დეპუტატად აღარ აირჩიეს. POSTV ინფორმაციას ურთავს გრეგოროვას 17 მაისს ნათქვამს, რომ ,,საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს, ივანიშვილი ოლიგარქია”, შემდგომ წერს, რომ ის ევროპარლამენტში ვერ მოხვდა.  ,,POSTV – ანალიტიკაზე” დაყრდნობით ამავე ინფორმაციას ფეისბუქ-მომხმარებლები (1, 2), ასევე...
ერეკლე-II-სა-და-რუსეთის-ღალატთან-დაკავშირებით-აქციის-მონაწილის-ვიდეო-მანიპულაციურად-ვრცელდება
8 მაისს პროსახელისუფლებო მედია POSTV-მ, ასევე ფეისბუქ-მომხმარებლებმა Nodo Demurishvili და  Davit Jebashvili გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ამბობს: “მე ერეკლეს წინ ვდგავარ ახლა და კიდევ ერთხელ მინდა განვმეორდე, რომ პირველად ღალატი საქართველოს ზუსტად ერეკლეს ღალატით აგემა რუსეთმა”. კომენტარებში ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, რომ ის საუბრობს ღალატზე, რომელიც მეფე ერეკლე II-მ ჩაიდინა.   აქციის მონაწილის...
იწინასწარმეტყველა თუ არა The Economist-მა ახალი მსოფლიო ომის დაწყება
15 აპრილს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა,  ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის გათვალისწინებით მსოფლიო ომის დაწყება იწინასწარმეტყველა. ამასთანავე, პოსტის ავტორის მტკიცებით გამოცემამ წარსულში ასევე იწინასწარმეტყველა ტერორისტული თავდასხმა კროკუსში, ომის დაწყება ღაზას სექტორში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის თარიღი.  აღსანიშნია, რომ იდენტური ინფორმაცია 14 აპრილს ფეისბუქის ქართულ...
გაყალბებული-კარიკატურა
11-12 ივლისს ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით რამდენიმე ცნობილი გამოცემის ილუსტრაცია გავრცელდა.  12 ივლისიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4) ფეისბუქ ანგარიშები გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის გარეკანის ფოტოს ავრცელებდნენ, რომელზეც ვხედავთ, როგორ ცდილობს ზელენსკი მიწვდეს მის თავზე დამაგრებულ ლურჯი ფერის კარს, რომელზეც ნატოს დროშაა გამოსახული. ზელენსკის ფონზე ნატოს გენერალური...
ფეისბუკზე-სალომე-ზურაბიშვილის-ფოტოფაბრიკაციები-ვრცელდება
22 ივნის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” ყოფილი გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი ფოტოფაბრიკაცია გავრცელდა. 23-25 ივნისს ფეისბუკ გვერდმა შავი მედია და ფეისბუკ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4, 5) ზურაბიშვილის მსგავსი გარეგნობის მქონე ქალის ფოტო გამოაქვეყნეს.  ფოტოზე ქალს ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და შილიფად ჩაცმული ყავის ჭიქასთან ზის. ფეისბუკ...
ვიდეომანიპულაცია
16 მარტიდან ფეისბუქ მომხმარებლები უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ავრცელებდნენ ინფორმაციას. მომხმარებლების ნაწილი ავრცელებდა გორდონის ვიდეოს (1,2,3,4), რომელშიც ჟურნალისტი სვამს შეკითხვას, როგორ არიან ქართველები გულგრილები იმის მიმართ, რომ საქართველო, რომელმაც რუსული აგრესიის შედეგად ტერიტორიები დაკარგა, შერცხვენილი იბრუნებს პირს უკრაინული ტრაგედიისგან. ამის შემდეგ ვიდეოში ისმის მიმართვა: “თქვენ ისტორია უკრაინელების ხელით დაგსჯით და...
გაყალბებული-ციტატა
10-13 მარტს ფეისბუკის ქართულ და რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1, 2, 3, 4) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის ფრაგმენტი გამოქვეყნდა. პოსტების მიხედვით, ზელენსკიმ მიმართვაში აღნიშნა, რომ საქართველოს ისეთივე წარმატებას უსურვებს, რასაც უკრაინელებმა მაიდანზე მიაღწიეს.  11 მარტს ზელენსკის ვიდეო რუსულ ენაზე იმავე აღწერით ბლოგების საიტზე livejournal  და ფორუმზე zugunder.com-ზეც გამოქვეყნდა.  ზელენსკის განცხადება, თითქოს მან თბილისის საპროტესტო აქციები...
დეზინფორმაცია
4-5 მარტს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა Pravda.ru, Российская газета და kherson-news.ru, ასევე ქართულ (1, 2, 3, 4) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4) ფეისბუქ-ანგარიშებმა გამოაქვეყნეს პოსტები, რომელთა თანახმადაც ისრაელში უკრაინის დროშების საჯაროდ გამოფენა კანონით აიკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმა 10 000 ისრაელის შეკელია. ზოგიერთ პოსტს ორი რუსულენოვანი ვიდეო ახლავს, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ ამიერიდან ისრაელში უკრაინასთან დაკავშირებული...
ფოტომანიპულაცია
28 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა, ასევე რუსულენოვანმა გვერდმა newsweek_vl და ფეისბუქ პროფილებმა (1, 2, 3) კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ტვიტერის სქრინშოთი გამოაქვეყნეს, რომელზეც ჩანს, რომ მასკმა უკრაინის ქალაქ ბახმუტთან დაკავშირებულ ტვიტს უპასუხა და დაწერა, რომ რუსებს ბახმუტი პრაქტიკულად ალყაში ჰყავთ და ეს კარგია. ქართული და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშების მიერ გავრცელებული ტვიტების სქრინშოთი ფოტომანიპულაციაა. მასკმა ბახმუტთან დაკავშირებულ...
Page 1 of 2 1 2

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist