აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
10 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Tedo Abashidze-მ უფლებადამცველი ბაია პატარაიას სახელით პოსტის სქრინშოტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ის ქართველ დამსაქმებლებს აკრიტიკებს და წერს: “დუდ, რა ჯანდაბა გჭირს, მირჩევნია ისევ სექსუალურად იძალადო ჩემზე და თავი ნამდვილ ქალად მაგრძნობინო”.   ბაია პატარაიას სახელით გაყალბებული სქრინშოტი ვრცელდება. რეალურად, მას მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. პრეზიდენტის მიერ უფლებადამცველის ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ სოციალურ...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
13 ივლისს ფეისბუქ გვერდმა Baia Pataraia უფლებადამცველი ბაია პატარაიას სახელით პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მან პარტია “გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას წინააღმდეგ სახალხო დამცველის ოფისში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას, რომ ბაია პატარაიამ იაგო ხვიჩიას წინააღმდეგ სახალხო დამცველის ოფისში სარჩელი შეიტანა, ყალბი გვერდი ავრცელებს. ამას თავად ბაია პატარაიაც ადასტურებს. ინფორმაცია პედოფილიისა და ნეპოტიზმის შესახებ იაგო ხვიჩიას ფეისბუქ კომენტარის...
ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
2 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშმა “მრისხანე ბაბუაწვერა” პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი ბლოგერის, ბექა ვარდოსანიძის, ფეისბუქ-პოსტის სქრინშოტი გაავრცელა. გავრცელებულ პოსტში ვარდოსანიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, პროევროპული პოზიციისთვის აკრიტიკებს, სოროსის ჭინკას უწოდებს და ფეხების მოტეხვას უსურვებს. იდენტური სქრინშოტი 3 აპრილს ფეისბუქის სხვა მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2). ფეისბუქზე ბექა ვარდოსანიძის სახელით გავრცელებული პოსტის სქრინშოტი გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის სტატუსი არც ვარდოსანიძის ფეისბუქ-პროფილზე და...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
19 იანვარს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის შესახებ ონლაინ გამოცემა “ტაბულას” სქრინშოტი გავრცელდა. წარწერის მიხედვით, პარტია “ქართული ოცნების” თავჯდომარე 2007-2009 წლებში გერმანიის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში რეაბილიტაციის გაძლიერებულ კურსს უტარებდნენ.  “ტაბულას” სახელით გავრცელებული სქრინშოტი ყალბია. რეალურად, გამოცემას ამ შინაარსისა და ვიზუალის პოსტი არ გამოუქვეყნებია და ეს ფაქტი “მითების დეტექტორთან” საუბარში გამოცემის რედაქტორმაც უარყო.  “ტაბულას” ფეისბუქ გვერდსა და ვებ-საიტზე...
რუსული დეზინფორმაცია
22 მაისს ფესიბუკ ანგარიშმა მრისხანე ბაბუაწვერა ონლაინ გამოცემა “ტაბულას” სტატიის სქრინი გამოაქვეყნა. სქრინის თანახმად, სუსმა საპენსიო ფონდის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 614 000  ლარი სლოტებზე დადო. პოსტს თან ახლავს შემდეგი კომენტარი: “საპენსიო ფონდიდან დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისების ფაქტზე დაკავებულია საპენსიო ფონდის მთავარი ბუღალტერი და გენერალური დირექტორის 3 მოადგილე”. ტაბულას სტატიას თან დაკავებული მამაკაცის ფოტო ახლავს,...
მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
1 მარტს ფეისბუკ ანგარიშმა მრისხანე ბაბუაწვერა გამოაქვეყნა სქრინი, რომელზეც ფონდი “ფემინას” დამფუძნებლის ნინო ბაისონაშვილის ფეისბუკ პოსტია ასახული. პოსტზე ძალადობრივი და კრემლისტური  ტვ “ალტ-ინფოს” წამყვანის თათია გაბრიჭის ფოტოა ასახული, რომელსაც ნინო ბაისონაშვილის შემდეგი კომენტარი ერთვის თან: “ამ ჟურნალისტის მიმართ იმიტომ მოდის ამხელა ზიზღი, რადგან ქალია. თორემ ალტინფოს კაცი წამყვანებიც იგივეს იმეორებენ ეთერში სულ”. აღნიშნულ პოსტს, რომელზეც...
მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი მანიპულაცია
22 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Tedo Abashidze ონლაინ გამოცემა on.ge-ს სტატიის სქრინი გამოაქვეყნა. On.ge-ს ლოგოიან სქრინზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო საბჭოთა კავშირის დროშის ფონზეა გამოსახული, რომესაც შემდეგი სათაური ახლავს თან: “შეიქმნება შრომის პოლიცია, რომელიც სამუშაო საათებში უსაქმურებს გარეთ ყიალს აუკრძალავს!”. 24 ნოემბერს მსგავსი ფოტო on.ge-ს ლოგოს გარეშე ფეისბუქ-გვერდმა ევროპა გაავრცელა. გავრცელებული პოსტები სატირულია, რეალურად ირაკლი ღარიბაშვილს “შრომის პოლიციის” შექმნა არ...
გავრცელებული დეზინფორმაცია
2021 წლის 21 აგვისტოს, Facebook მომხმარებელმა Tedo Abashidze-მ გამოაქვეყნა სქრინი, რომელზეც ასახულია უფლებადამცველ ბაია პატარაიას კომენტარი. კომენტარის მიხედვით, ბაია პატარაია საქართველოში გედერული თანასწორობის აღდგენის მიზნით მთავრობის მიერ ბიჭების აბორტისა და ახალშობილი ბიჭებისათვის სქესის შეცვლის ოპერაციის სუბსიდირებას, ახალშობილ გოგონებზე ფულადი ჯიდოს დაწესებას, ბიჭის გაჩენაზე ჯარიმის დაწესებასა და ახალშობილი ბიჭების უცხოეთში გაშვილებას ითხოვს.  Სქრინი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს...
მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი ფოტო მანიპულაცია
19 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Tedo Abashidze-მ ონლაინ მედია on.ge-ის სქრინი გაავრცელა, სქრინზე უფლებადამცველი ბაია პატარაიას ფოტო და ციტატაა გამოსახული, სქრინის მიხედვით, პატარაიამ კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც “სიზმარში ჩადენილი გაუპატიურებაც დასჯადი უნდა გახდეს.” რამდენიმე საათით გვიან იდენტური სქრინი საკუთარ თაიმლაინზე ფეისბუკ მომხმარებლებმა ლუკიანე ფეიქრიშვილმა და Tato Dotiashvili-მა განათავსეს. პოსტი სავარაუდოდ სატირულია, თუმცა ის მედიასაშუალების გაყალბებული სქრინით შესაბამისი მითითების გარეშე ვრცელდება, რამაც...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist