დონალდ ტრამპი
3-4 დეკემბერს ნონა შარაბიძემ, რომელიც დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს და რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია გამოსახული. ფოტოზე მას ხელში რუსული დროშა უჭირავს, რუსულენოვანი წარწერით “ყირიმი რუსეთია”. ავტორების მტკიცებით, ეს დროშა ტრამპს პუტინისგან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, სტივ უიტკოფმა გადასცა. დონალდ ტრამპის ფოტო, რომელშიც ხელში რუსეთის დროშა უჭირავს, ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. AI-ის გამოყენებას...
ანტიკორუფციული ბიურო
27 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში, ფეისბუქის ქართულ (1;2) და რუსულენოვანმა (1;2;3;4) მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) აღმოაჩინა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში $1.2 მილიარდის ღირებულების უძრავი ქონება აქვს ნაყიდი. პოსტებიდან ვიგებთ, რომ მას შემდეგ, რაც NABU-ს ყოფილმა გამომძიებელმა (ელენა კ.) აღმოაჩინა ხსენებული ქონება, ის ევროპაში გაიქცა და თან მტიცებულებებით სავსე...
ტრამპი
13-14 აგვისტოს სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ნონა შარაბიძემ და სხვა ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმა გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფოტო, რომელსაც ხელში უკრაინის რუკა უჭირავს. რუკაზე უკრაინის ტერიტორია ორ ნაწილად არის გაყოფილი – რუსული და უკრაინული დროშის ფერებით. პოსტების აღწერების თანახმად, ტრამპმა აჩვენა, თუ როგორ გაიყოფა უკრაინა. ტრამპის ფოტო რედაქტირებულია....
ხეები აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
7 აგვისტოს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ლვივის ოლქის ქალაქ ჰოროდოკში ცენტრალურ მოედანზე ხეები სრულად მოჭრეს, რადგან მერის, ვოლოდიმირ რემენიაკის განმარტებით, ისინი საბჭოთა კავშირის დროს დაირგო. 2 აგვისტოს იგივე მტკიცება გავრცელდა ფეისბუქ-ჯგუფში “ანტი-მაიდანი! ერის ხმა!”. ამავე ცნობას 1-3 აგვისტოს აქტიურად ავრცელებენ რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლებიც (1;2;3;4;5).  მტკიცება, რომ ხეები “საბჭოთა წარმოშობის” გამო...
სექსის ჩემპიონატი
17-21 იანვარს ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროპაში შეიქმნა  სპორტის ახალი სახეობა “საწოლურ საქმიანობაში” (სექსის ჩემპიონატი), სადაც ქალთა კატეგორიაში გამარჯვებული უკრაინელი ქალი გახდა. პოსტებს თან ახლავს ფოტო-ვიდეო მასალა რუსულენოვანი ვიდეოდან, სადაც ნათქვამია, რომ ჩემპიონატი ჩატარდა ესპანეთში, გამარჯვებული ქალი კი არის უკრაინელი ოლესია პრიხოდკო, რომელმაც რეკორდი დაამყარა და სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა 210 მამაკაცთან,...
BlackRock
11 ნოემბერს ფეისბუკ- მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული კორპორაცია BlackRock-ის ხელმძღვანელი, ლარი ფინკი, უკრაინელი ჯარისკაცების კრემატორიუმში დაწვას მოითხოვს. გავრცელებულ ფოტოზე ლარი ფინკია გამოსახული და შემდეგი ციტატაა დატანილი: “უკრაინის მფლობელმა უკრაინელებს მიმართა პრეტენზიით: “ძალიან ბევრი სასაფლაოა!” გამოიყენეთ კრემატორიუმები. ეს არ არის თქვენი მიწა.” – BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი.“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა, თითქოს...
მაია სანდუ
6-11 ნოემბერს ფეისბუქზე ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ შეწუხებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიის ნაკლებობით. პოსტში ვკითხულობთ კონკრეტულ ციტატასაც, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლების მტკიცებით მოლდოვის პრეზიდენტს ეკუთვნის: “ასეთი ძლიერი და დიდი ქვეყანაა, მაგრამ ჰიბრიდულ თავდასხმებს ვერ უმკლავდებოდა! საჭირო იყო Fox News-ის დახურვა, არჩევნების წინა დღეს...
სვეტლანა ტიხანოვსკაია
23 სექტემბერს ფეისბუკის რუსულენოვანმა ( 1, 2, 3, 4, 5, 6 ) და ქართულენოვანმა ანგარიშებმა ბელარუს ოპოზიციონერ ლიდერს – სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიმსგავსებული, ნახევრადშიშველი ახალგაზრდა ქალის ფოტო გაავრცელეს. ანგარიშები ამტკიცებენ, რომ ამ ფოტოთი ტიხანოვსკაია ახალგაზრდა ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს. ფოტოზე გამოსახული ქალი არა ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, არამედ პორნო მოდელია, რომელიც სოციალურ ქსელებში stasiia levina –...
უკრაინის სკოლები
17-18 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ და სხვა რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2), ასევე რუსულმა სამთავრობო მედია Царьград-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სკოლების დაწყებით კლასებში საგნის ,,გენდერული მრავალფეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძვლების” სწავლებას იწყებენ. პოსტებს თანდართული აქვს ფოტო, რომელზეც ბავშვები LGBTQ+ დროშების ფონზე არიან, მასზე კი წერია, რომ აღნიშნული საგანი მესამე კლასელი მოსწავლეებისათვისაა განკუთვნილი. პოსტერზე ასევე...
Manipulation and disinformation
24 ივნის ფეისბუქ-მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ “ამერიკული დოლარი გამოაძევეს ძირითადი ნავთობის ბაზრიდან, რაც აშშ-ს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმაა”. მომდევნო დღეს, მსგავსი ინფორმაცია გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტო Georgia First NEWS-მა. მედიის მტკიცებით, “საუდის არაბეთი აშშ-სთან 50-წლიან „ნავთობ-დოლარის“ ხელშეკრულებას ასრულებს და სხვადასხვა ვალუტით ვაჭრობას იწყებს”. სტატიის მიხედვით, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის 1974 წელს გაფორმებული...
Manipulation and disinformation
16-17 ივნისს ფეისბუქ ანგარიშებმა ნონა შარაბიძე და Levan Tavdishvili გაავრცელეს ხალხმრავალი შეკრების ფოტო, რომელზეც დატანილია რუსული წარწერა: ,,მიტინგი სსრკ-ს შენარჩუნებისთვის. 1991 წელი მოსკოვი.” ფეისბუქ ანგარიშები წერენ, რომ აქცია სპონტანური იყო და მას 750 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო უფრო მეტი სახლიდან გულშემატკივრობდა სსრკ-ს ერთიანობის შენარჩუნებას. ნონა შარაბიძე ამერიკულ დემოკრატიაზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ მასშტაბური აქცია...
Manipulation and disinformation
14 ივნისიდან ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2) და ფეისბუქ გვერდი, ასევე Threads-ის რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კოკა-კოლა რუსულ ბაზარს უბრუნდება, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომპანიამ აპრილში რუსეთში სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Newshub-ზე დაყრდნობით ავრცელებდა (1,2,3). ინფორმაცია კოკა-კოლას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კომპანიის განმარტებით, რუსეთში...
Detecting misinformation with a mythdetector
8-11 თებერვალს ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინულმა ოშადბანკმა დაიწყო იმ კლიენტების ბარათების დაბლოკვა, რომლებიც თავს არიდებენ საყოველთაო გაწვევას და არ გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატში. ამის მტკიცებულებად, პოსტების ავტორებმა ატვირთეს ოშადბანკისგან გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების ფოტო, რომელშიც წერია: “თქვენი ბარათი დაბლოკილია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში გამოუცხადებლობის გამო”. მტკიცება, თითქოს უკრაინული ბანკი ოშადბანკი მის...
Detecting misinformation with a mythdetector
31 იანვარს ბელარუსული სახელმწიფო ტელევიზიის, ОНТ-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელის მიხედვითაც გაეროს სასამართლომ უარი თქვა რუსეთის აგრესორ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე და ასევე უარი თქვა უკრაინის მოთხოვნაზე, გამოეცხადებინა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად.  მსგავსი შინაარსის პოსტი თებერვალში გაავრცელეს ფეისბუქ მომხმარებლებმაც, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, აქტიურად გააშუქა რუსულმა მედიამ...
დეზინფორმაციული ფოტო აღმოჩენილი ფაქტების გადამოწმების საიტის მიერ
აგვისტოში ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუკ ფეიბუკ-ანგარიშებმა (1, 2) ამერიკელი გენერლის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ნონა შარაბიძის პოსტის თანახმად, ამერიკელი გენერალ-მაიორი ენტონი პოტსი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში, დნიპროპეტროვსკში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნატოს შტაბ-ბინაში დაიღუპა, ხოლო რუსულენოვანი ფეისბუკმომხმარებელი წერს, რომ პოტსი ლვივში რუსეთის მიერ ბუნკერზე სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაიცვალა.   სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია პოტსის...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
11-12 ივლისს ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ქართულ და რუსულენოვანი (1, 2, 3, 4, 5, 6) ფეისბუქ-ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ ფოტოს, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არიან გამოსახული. ზელენსკის სტოლტენბერგისთვის ჩამოსართმევად ხელი აქვს გაწვდილი, სტოლტენბერგი კი მას უყურებს. ანგარიშების ნაწილი ფოტოკოლაჟსაც ავრცელებს, რომელზეც ზელენსკისა და იმ პოლიტიკოსების ხელის ჩამორთმევის კადრებია თავმოყრილი, რომლებმაც შემდეგ თანამდებობა დატოვეს. სტოლტენბერგისა და...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
4 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, შვედეთის მეფისა და ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ფოტოებისგან შედგება. ვლადიმირ პუტინი ცხენზე ზის და სამხედრო პრინტის ტანსაცმელი აცვია. შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავს ირმის რქების ქუდი ახურავს, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესს კი გამჭვირვალე კოსტიუმი აცვია და ბრჭყვიალა ფრთები და პრაიდის გულსაბნევი უკეთია. რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
2-5 ივლისს საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ორი ფრაზა გავრცელდა. რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ფრაზას, რომლის მიხედვითაც, ზელენსკი ევროპელებს ეკითხება თუ როგორ გრძნობენ თავს უკრაინის გარეშე და ახსენებს, რომ უკრაინა მრავალი წელი სთავაზობდა მათ დაცვას ქვეყნის ნატოში გაწევრიანებით, რაზეც ევროპამ უარი თქვა.  “უკრაინა ბევრი წლის განმავლობაში გთავაზობდათ თქვენი დამცველი გამხდარიყო ნატოს...
ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
მარტის თვეში რუსულმა მედიებმა Lenta.ru, Известия, Газета.Ru, Московский комсомолец გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში ღმერთი რუსეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. სტატიების თანახმად, ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა განაცხადა, რომ ღმერთი რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებს იცავს და ეს მიუღებელია. 13 აპრილს იგივე ინფორმაციის შემცველი პოსტი ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა, ხოლო რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა აღნიშნული ცნობები (1, 2, 3) მარტის ბოლოს გაავრცელეს....
ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
7 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ფოსტამ გამოუშვა მარკების სერია, რომელიც SS-ის დივიზიის “გალიჩინას” (გალიციას) ეძღვნება. პოსტს თან ერთვის მარკების ფოტო.  აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია 2023 წლის 27 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე გააჟღერა. ზახაროვას განცხადებით, უკრაინაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეებში SS-ის დივიზიის “გალიციის” 75 წლისთავის აღსანიშნავად...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
25 მარტს რუსულ მედიასა  და ფეისბუკის რუსულენოვან და ქართულენოვან (1, 2, 3 ) ანგარიშებზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკისა და მას მიმსგავსებული ახალგაზრდა შიშველი ქალის ფოტოები გამოქვეყნდა. პოსტებში წერენ, რომ ფოტოებზე ბერბოკია გამოსახული და ის წარსულში პროსტიტუციით იყო დაკავებული.  “ახალგაზრდა ვიყავი და ფული მჭირდებოდა”, – პოსტების აღწერებში ამ სიტყვებს ბერბოკს მიაწერენ.  გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
16 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძე “ამერიკის ხმის” რუსულენოვანი სამსახურის სტატიის სქრინშოტი გაავრცელა. წარწერის მიხედვით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის “არაადეკვატური ქცევის” უკან შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. იდენტური სქრინშოტი 2022 წლის ოქტომბერში სხვა ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5,6,7) ფეისბუქ ანგარიშებმაც გაავრცელეს.  სქრინშოტი, რომელიც “ამერიკის ხმის” სახელით ვრცელდება, გაყალბებულია. მსგავსი ინფორმაცია არც...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
18 თებერვალს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძემ შოკოლადის ფილის ფოტო გამოაქვეყნა. შეფუთვაზე პატარა ბიჭი შავი ლენტითაა გამოსახული და წარწერა “სიკვდილი ალიოშკას” (Смерть Алёшки) ჩანს. შოკოლადის შეფუთვის ზედა მარჯვენა კუთხეში უკრაინის გერბია გამოსახული. პოსტის თანახმად, შოკოლადი უკრაინაში გამოუშვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში “ნაციზმი ყვავის.” ეს ვიზუალი რუსულენოვანმა წყაროებმა (1, 2), მათ შორის კრემლის პროპაგანდისტულმა tsargrad.tv-მ, ასევე...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
2022 წლის მარტიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით ქართულ და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები ერთ-ერთ აქციაზე გადაღებული ფოტოს ორ ვერსიას ავრცელებდნენ.  პირველ ვერსიაში  (1,2,3) აქციის მონაწილეებს უკრაინის დროშა შემდეგი წარწერით უჭირავთ: “Путин верни нам разум” (პუტინ, დაგვიბრუნე გონება). ფოტოს გაფართოებულ ვერსიაში (1,2,3) კიდევ ერთი პლაკატი და უკრაინისა და პოლონეთის დროშები ჩანს, ერთ-ერთ პლაკატზე რუსულენოვანი წარწერაა დატანილი: “Москали украли...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
29 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძე ვარდისფერი ტანკის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე გაკეთებული რუსულენოვანი წარწერის თანახმად, ევროპელმა ფემინისტებმა ფული შეაგროვეს და უკრაინისთვის ტანკი შეიძინეს, რომელიც ვარდისფრად შეღებეს, რადგან მწვანე ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, ხოლო ტანკის ლულა მოახერხეს, რადგან სექსისტურად გამოიყურებოდა. იდენტური ინფორმაცია რუსულ ენაზე სხვადასხვა სოციალურ ქსელში 22 იანვრიდან იძებნება (1, 2, 3, 4). გავრცელებულ პოსტში გამოყენებული ვარდისფერი...
ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
27 დეკემბერს ქართულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა ოლაფ შოლცის ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ოლაფ შოლცს, დაავიწყდა ჩართული მიკროფონი და ზელენსკის მეძავი უწოდა”. ავტორის თქმით, ინციდენტი კანცლერის გამოსვლის შემდეგ მოხდა, როდესაც გერმანიიდან უკრაინაში ტანკების გაგზავნის შეუძლებლობის შესახებ იყო საუბარი.  შოლცის იგივე ფოტო, იმავე აღწერით 19 დეკემბერს რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმაც გამოაქვეყნა. ინფორმაცია, თითქოს ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის მეძავი უწოდა სატირულია და...
დეზინფორმაციის იდენტიფიცირება; მედიაწიგნიერება; ფაქტების გადამოწმება
8 აგვისტოს გაზეთში “საქართველო და მსოფლიო” გამოქვეყნდა ინტერვიუ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12-პუნქტიან დავალებაში წერია, რომ ლგბტ თემის წევრები სახელმწიფო მმართველობაში უნდა იყვნენ: დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: “რკინის ფარდა ეშვება და ამ ფარდის მიღმა რჩება დასავლეთი, რომელმაც განიზრახა, გენდერული დიქტატურის ქვეშ...
ფაქტ ჩექერები; ფაქტჩექერი; ყალბი ახალი ამბები
7 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძე აგვისტოს ომის შესახებ  შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: “რუსეთი თუ მართლა აგრესორია, რატომ არ დაბომბა საცხოვრებელი კორპუსები 2008 წლის აგვისტოს ომში?! NATO-ს და ამერიკის შეეშინდა?” პოსტი ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის სამიზნე მშვიდობიან მოსახლეობას არ ყოფილა. მტკიცება, თითქოს რუსეთს აგვისტოს ომის დროს საცხოვრებელი კორპუსები არ დაუბომბავს, დეზინფორმაციულია. რეალურად, რუსული სამხედრო...
რუსული დეზინფორმაცია
15 მაისს, ფეისბუკ-მომხმარებელმა ნინო შარაბიძემ  ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის, დევიდ როკფელერის ციტატა გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, როკფელერი ამბობს:” აუცილებელია მსოფლიო პროცესების ორგანიზება ისე, რომ არაბებმა დახოცონ არაბები…სლავებმა დახოცონ სლავები..არ შეიძლება დავუშვათ, მესამე სამყაროს ქვეყნების ისეთ ეკონომიკურ დონეზე გასვლა, რომ გაუტოლდნენ აშშ-ს, თორემ ამერიკას ისეთი კრიზისი დაფარავს, რომ თითოეული შტატი იფიქრებს თავის სუვერენიტეტზე”.  აღნიშნული ციტატა, როკფელერის სახელით 2018...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist