ტრამპი
4 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა “თბილისი ოცდაოთხი” აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს რუსულენოვანი გახმოვანების მიხედვით, ტრამპი უკრაინას ღატაკ ქვეყანას უწოდებს, რომელშიც აშშ-ს მილიარდები არ უნდა ჩაედო და ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ომს წააგებს, ხოლო პუტინს ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე უდიდესი გავლენა ექნება. ამავე ვიდეოდან სქრინშოტი თანდართული ციტატით დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ლევან თავდიშვილმაც...
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
26-29 ივლისს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5) ფეისბუქ-ანგარიშებმა ამერიკელი ჯარისკაცების შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის ციტატა გაავრცელეს. მათი მტკიცებით, მინისტრმა პენტაგონში ვიზიტისას თქვა: “ყოველი ამერიკელი ჯარისკაცი ჩვენი მეორე მეუღლეა”.  ფრაზა რუსულენოვან ფეისბუქ-ჯგუფებშიც (1;2) გავრცელდა.  ფეისბუქზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს გაყალბებული ციტატა ვრცელდება. რეალურად, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა პენგაგონში ვიზიტისას განაცხადა, რომ ლიეტუვასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის...
მიგრანტები
13-14 მაისს ფეისბუქზე გავრცელდა პოსტები, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირი საქართველოს ავალდებულებს მიგრანტები სოციალური დახმარებით, უფასო ჯანდაცვით, განათლებით, იურიდიული დახმარებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოს. მცდარია, რომ ევროკავშირი საქართველოს მიგრანტებისთვის სოციალური პროგრამებით უზრუნველყოფას აიძულებს. ევროკავშირში ერთიანი სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობს და წევრი სახელმწიფოებიც დამოუკიდებლად წყვეტენ ბენეფიციარებისთვის საჭირო კრიტერიუმებსა და ზოგადად იმ ფაქტს, სოციალური დაცვის როგორი სისტემა ექნებათ. რაც...
პაპ ფრანცისკე
პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით 27-28 აპრილს Facebook-ზე სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, ასევე, ვიდეოები და ფოტოები გავრცელდა: ვიდეოზე, რომელიც პაპის დაკრძალვამდეა გადაღებული, წერენ რომ ამოტრიალებული ჯვრებია ასახული. პოსტის კომენტარებში ამ ფაქტს “სატანიზმს” უკავშირებენ;  გამოქვეყნდა (1;2;3) წერილი, რომელიც, ავტორების მტკიცებით, პაპმა რომის ჰოსპიტალში დაწერა. წერილი იწყება სიტყვებით: “საავადმყოფოს კედლებს იმაზე მეტი გულწრფელი ლოცვა მოუსმენიათ, ვიდრე რომელიმე ეკლესიისას… იმაზე...
ილონ მასკი
6 თებერვალს ფეისბუქ–მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ილონ მასკი კრივის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამებს მხარდაჭერას შეწყვეტს, თუ ორგანიზაცია ალჟირელი მოკრივის იმანე ხალიფის მედალს და $25 მილიონიან ბონუსს არ გაუუქმებს. იგივე ინფორმაცია იანვარში რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გაავრცელა. ცნობები, რომ ილონ მასკი იმანე ხალიფის მედლისა და ფულადი ბონუსის გაუქმებას მოითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მასკის მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ...
სექსის ჩემპიონატი
17-21 იანვარს ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროპაში შეიქმნა  სპორტის ახალი სახეობა “საწოლურ საქმიანობაში” (სექსის ჩემპიონატი), სადაც ქალთა კატეგორიაში გამარჯვებული უკრაინელი ქალი გახდა. პოსტებს თან ახლავს ფოტო-ვიდეო მასალა რუსულენოვანი ვიდეოდან, სადაც ნათქვამია, რომ ჩემპიონატი ჩატარდა ესპანეთში, გამარჯვებული ქალი კი არის უკრაინელი ოლესია პრიხოდკო, რომელმაც რეკორდი დაამყარა და სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა 210 მამაკაცთან,...
მართლმადიდებლური ტაძარი
19 იანვარს, ფეისბუკ მომხმარებლებმა  (1, 2 ) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც აღწერების მიხედვით, ლოს-ანჯელესში ხანძრის დროს გადარჩენილი მართლმადიდებლური ტაძარი ჩანს. ლოს-ანჯელესში ხანძარს გადარჩენილი მართლმადიდებლური ტაძარი ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული. ინტერნეტში არ იძებნება ამ ტაძრის სხვა ფოტო. გარდა ამისა, სურათი რომ AI გენერირებულია, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობმა ხელსაწყო Hive Moderation – მაც დაადასტურა. გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის...
ევროპარლამენტში
12 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა Levan Tavdishvilii და Annoi Antidze გაავრცელეს კაბაში ჩაცმული პირის ფოტო ინფორმაციასთან ერთად, რომ ევროპარლამენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. ტექსტის მიხედვით, კომისიას გერმანელი დეპუტატი, კლაუს ჰოფმანი უხელმძღვანელებს. პოსტებში ასევე ვკითხულობთ კლაუს ჰოფმანის ციტატას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.  პოსტების ავტორები ვიზუალურ მანიპულაციას ავრცელებენ. ფოტოზე გამოსახული კაცი არა ევროპარლამენტში შექმნილი...
ფორმულა
10 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშებმა “ნაცი ხვიტია” და “უკვე ევროპაში ვართ”, ასევე სხვა რამდენიმე ანგარიშმა (1, 2, 3) გამოაქვეყნა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის, მათე კირვალიძის ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: “დიახ, მე ომი მინდა. ომი იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დაბრუნდეს ევროპაში და გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. თუ გგონიათ, რომ ეს ომი თქვენ არ გეხებათ, ძალიან ცდებით....
მანიპულაცია და დეზინფორმაცია
27-28 ივლისს ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4) ჭოკით მხტომელი პირის ფოტო გაავრცელეს, რომელზეც წერენ, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეა გადაღებული. ფოტოს თან ერთვის ფრანგულენოვანი წარწერა: “ამ წლის ოლიმპიური თამაშები”. პოსტებში აღნიშნულია, რომ ფოტოზე გამოსახული პირი საფრანგეთში ქალთა ნაკრების წარმომადგენელია. გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტო 2013 წლის მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზეა გადაღებული და მასზე გამოსახული პირი რუსი ჭოკით მხტომელი...
Manipulation and disinformation
27 ივნისს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია (1;2;3;4;5;6), რომლის მიხედვითაც საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 26 ივნისს გამართული მატჩის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა: “რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ დღეს ჩვენ ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელსაც შეუძლია გახდეს ჩემპიონი”.  სოციალურ ქსელში ფეხბურთელის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. რონალდუს ეს ციტატა ღია წყაროებით არ იძებნება. მატჩის შემდეგ ფეხბურთელს...
Manipulation and disinformation
16-17 ივნისს ფეისბუქ ანგარიშებმა ნონა შარაბიძე და Levan Tavdishvili გაავრცელეს ხალხმრავალი შეკრების ფოტო, რომელზეც დატანილია რუსული წარწერა: ,,მიტინგი სსრკ-ს შენარჩუნებისთვის. 1991 წელი მოსკოვი.” ფეისბუქ ანგარიშები წერენ, რომ აქცია სპონტანური იყო და მას 750 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო უფრო მეტი სახლიდან გულშემატკივრობდა სსრკ-ს ერთიანობის შენარჩუნებას. ნონა შარაბიძე ამერიკულ დემოკრატიაზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ მასშტაბური აქცია...
NATO
14-16 ივნისს ქართულმა (1;2;3;4) და რუსულენოვანმა (1;2;3) ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს კადრები ვიდეოდან, რომელშიც ჩანს კაცი, რომელსაც კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ვიდეო NATO-ს უფროს ოფიცერს ასახავს.  ფეისბუქ-პოსტების ავტორები ვიდეომანიპულაციას ავრცელებენ. მტკიცება, თითქოს ვიდეო ნატოს უფროს ოფიცერს ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, კადრებში ვხედავთ მარკ ბრაიანს, რომელიც რობოტიკის ინჟინერი, ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი და...
Manipulation and disinformation
14 ივნისიდან ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2) და ფეისბუქ გვერდი, ასევე Threads-ის რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კოკა-კოლა რუსულ ბაზარს უბრუნდება, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომპანიამ აპრილში რუსეთში სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Newshub-ზე დაყრდნობით ავრცელებდა (1,2,3). ინფორმაცია კოკა-კოლას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კომპანიის განმარტებით, რუსეთში...
Manipulation and disinformation
10 ივნისს კონსერვატიულ პორტალზე “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოქვეყნდა სიახლე სათაურით: “კალიფორნიის დემოკრატი სენატორის განცხადებით, მტკიცება რომ არსებობს ორი სქესი და მშობლების უფლებებზე საუბარი „სიძულვილის“ გამოხატულებაა”. სიახლის თანახმად, სენატორმა სკოტ ვინერმა განაცხადა, რომ მინდობით აღზრდაში მყოფი ლგბტქ+ ბავშვები არ ეკუთვნიან მშობლებს და ეკუთვნიან ლგბტქ+ თემს. გარდა ამისა, სტატიის მიხედვით, სენატორმა განაცხადა, რომ “მშობლები, რომლებსაც სურთ შვილებზე...
Manipulation and disinformation
10 ივნისს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია POSTV-მ ფეისბუქ გვერდზე ,,POSTV – ანალიტიკა” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ჩეხი პოლიტიკოსი, მარკეტა გრეგოროვა ევროპარლამენტის დეპუტატად აღარ აირჩიეს. POSTV ინფორმაციას ურთავს გრეგოროვას 17 მაისს ნათქვამს, რომ ,,საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს, ივანიშვილი ოლიგარქია”, შემდგომ წერს, რომ ის ევროპარლამენტში ვერ მოხვდა.  ,,POSTV – ანალიტიკაზე” დაყრდნობით ამავე ინფორმაციას ფეისბუქ-მომხმარებლები (1, 2), ასევე...
Manipulation and disinformation
4-8 ივნისს ქართულმა (1, 2, 3, 4) და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ლგბტქ+ თემატიკის ფოტო-ილუსტრაცია, მასზე დატანილია ლოგო წარწერით Київ Цифровий, ხოლო ფონად ლგბტქ+ დროშებია. ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, რომ კიევის მეტრომ ,,სიამაყის თვისთვის” მეტროს ბარათების ახალი დიზაინი დაამზადა, რომელზეც კაცები ერთმანეთს კოცნიან. გავრცელებული ფოტოს აღწერაში ფეისბუქ-მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ე.წ. პრაიდი კიევის მეტროში...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
23-28 თებერვალს ფეისბუკ ანგარიშებმა (1,2,3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მელ გიბსონი პრინც უილიამს ანტიქრისტეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას ერთიანი მსოფლიოს ლიდერად ამზადებენ. იდენტური ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმაც (1,2,3) გამოაქვეყნეს. გავრცელებულ პოსტებში ანიშნულია, რომ მელ გიბსონმა თანამშრომლებსა და კოლეგებს უთხრა, რომ პრინცი უილიამი ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ერთიანი მსოფლიო მთავრობის...
Detecting misinformation with a mythdetector
29 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Levan Tavdishvili გაავრცელა ფოტოკოლაჟი, რომლითაც ბერლინსა და გორში მდგარი სტალინის ძეგლები ერთამენთს შეადარა. გორში გადაღებულ ფოტოზე მონუმენტი დემონტაჟის შემდგომ, წაქცეული ჩანს, ხოლო ბერლინში გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოზე სტალინის ძეგლი კვლავ აღმართულია. პოსტის ავტორი მიუთითებს, რომ თავიანთ საქციელზე ყველამ პასუხი უნდა აგოს. პოსტი ფოტომანიპულაციას შეიცავს. ერთმანეთს შედარებულია სხვადასხვა საუკუნეში გადაღებული ორი ფოტო, რაც...
Detecting misinformation with a mythdetector
27 იანვარს ფეისბუკ-ჯგუფში არცერთი ნათქვამი სიტყვა “ამერიკული საიუბილეო ხუთდოლარიანი მონეტის” ფოტო გავრცელდა, რომელზედაც იოსებ სტალინია გამოსახული.  პოსტის ავტორის თანახმად, სტალინს მტრები იმ ეპოქაშიც კი აფასებდნენ, როცა მათ ერთად უწევდათ მოღვაწეობა, ჩვენ დროში კი, საბჭოთა ლიდერს აგინებენ და ლანძღავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვა პოსტში აღნიშნულია, რომ საიუბილეო მონეტა  სტალინის გამოსახულებით ისლანდიელებმა გამოუშვეს, ზოგიერთი პოსტში კი გვხვდება...
Обнаружение дезинформации с помощью детектора мифов
22-24 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა – ირაკლი ანთიძე, შაკო ქერელაშვილი, More Caucasus, Levan Tavdishvili (1;2), ნინო ადამაშვილი და ანგარიშმა “კონსერვატიული მოძრაობა ახალციხე” გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, დედისთვის ბავშვის ძალით ჩამორთმევას ასახავს და “ევროპული სამართლის ნიმუშია”. როგორც ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, ბავშვის ჩამორთმევის მიზეზი შვილის “სწორად” ვერაღზრდაა – “თურმე , დედა ” სწორად” ვერ ღზრდის შვილს და ვერ უხსნის...
Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
4 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა Levan Tavdishvili, სიდონია კავკასიელი და Nika Lashareli გააზიარეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო, რომელზეც შემდეგი ციტატაა დატანილი: “მე დავუბრუნებ საქართველოს აფხაზეთს”.  აფხაზეთის დაბრუნებაზე უკრაინის პრეზიდენტის ციტატა გაყალბებულია. ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება გააკეთა, მედიასა და ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება.   უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არ გაუკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთს დაუბრუნებს –...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
2023 წლის 8 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა “Levan Tavdishvilii” გამოაქვეყნა პოსტი მუსლიმი მამაკაცის შესახებ, რომელმაც ეგვიპტეში ცოლი ბიბლიის კითხვის გამო მოკლა. პოსტის მიხედვით, ქალი დაკრძალეს ორ ჯერ კიდევ ცოცხალ ქალიშვილთან ერთად, რომელთაგან ერთი ჩვილი იყო, მეორე – 8 წლის. პოსტში ნათქვამია, რომ გაირკვა, რომ ბავშვები ცოცხლები გადარჩნენ და მიწის ქვეშ იესოს დახმარებით 15 დღის განმავლობაში გაძლეს,...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
2023 წლის 29 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ნაცნობი უფნობი, Levan Tavdishvili და Levan Megrelidze გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთში კოკა-კოლა სანტექნიკის სითხეების კატეგორიაში გაიყიდება. მათ მიერ გამოქვეყნებულ ტიკ-ტოკ ვიდეოში ავტორი, ადილჟან ლატიფულად თვითიდენტიფიცირებული პირი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საჭმლის ხარისხის ქვედანაყოფმა მიიღო. მისივე მტკიცებით, ამავე ორგანიზაციის მიერ გაიცა რეკომენდაცია გაზიანი სასმლის მილების საწმენდ სითხედ გამოყენებასთან დაკავშირებით....
დეზინფორმაციული ფოტო აღმოჩენილი ფაქტების გადამოწმების საიტის მიერ
30 აგვისტოს ფეისბუკ-მომხმარებელმა Lela Kikilashvili გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მისი მტკიცებით, სოფელ პანტიანთან დაყენებული “კლიმატური იარაღი ჰარპი” ჩანს, რომელმაც ათასობით ძირი ნაძვი და ფიჭვი გაანადგურა. ვიდეოს სქრინშოტი იმავე შინაარსის აღწერით გააზიარა კიდევ ერთმა ფეისბუკ-ანგარიშმა – Levan Tavdishvili. ვიდეო გაზიარდა რამდენიმე ჯგუფშიც (არა კონტროლირებად ციფრულ ვალუტას, ანტი-მასონობა. “ანტიქრისტეს” ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, კორონა მაფია). რეალურად, ვიდეოში...
a woman with a blue blazer and a white striped shirt
28-29 ივლისს ანონიმურმა ფეისბუქ-გვერდმა ბერიძე ნათია, რომელიც Postv-ის ჟურნალისტის სახელით არის შექმნილი, და ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-ანგარიშებმა წიქარა კოლხი, ლაშა გოლუბიანი და Levan Tavdishvilii პორნოგრაფიული ფილმიდან კადრი გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ყოფილი პორნოვარსკვლავია. პოსტში ასევე ვკითხულობთ: “ჩვენამდე ის არგენტინაში იყო ელჩად და გამოაძევეს მას მერე რაც ლიონელ მესის შეცდენა სცადა”. ფეისბუქ-ანგარიშების...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
26 ივნისს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიებმა ((Новости Первого канала, tass.ru, iz.ru, rbc.ru), რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით კიევისა და იუნესკოს შეთანხმების შესახებ გამოაქვეყნეს ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევი იუნესკოს კიევ-პეჩერის ლავრის მართლმადიდებლური სიწმინდეების მათი გადარჩენის მიზნით გადაცემაზე შეუთანხმდა და შესაბამისად, კიევ-პეჩერის ლავრიდან წმინდა ნაწილები იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ვატიკანის მუზეუმებს უნდა გადაეცეს. იდენტური ინფორმაცია ფეისბუკის...
a woman with black hair and a pink and white background
22 ივნის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” ყოფილი გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი ფოტოფაბრიკაცია გავრცელდა. 23-25 ივნისს ფეისბუკ გვერდმა შავი მედია და ფეისბუკ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4, 5) ზურაბიშვილის მსგავსი გარეგნობის მქონე ქალის ფოტო გამოაქვეყნეს.  ფოტოზე ქალს ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და შილიფად ჩაცმული ყავის ჭიქასთან ზის. ფეისბუკ...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
1 ივნისს საინფორმაციო სააგენტო “თბილისი 24-ის” საიტზე გავრცელდა სტატია, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებაა მოცემული. სტატიის მიხედვით, დეგნანი აცხადებს, რომ შოკირებულია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლის ხილვით და მის სასწრაფო დემონტაჟს ითხოვს. ასევე, სტატიაში აღნიშნულია, რომ დეგნანი მოუწოდებს ქართველებს პოლონეთს შეხედონ, რომელიც მძიმე ისტორიული მეხსიერებისგან თავისუფლდება, რადგან...
დეზინფორმაცია, პროპაგადა
18 მაისიდან ქართულ (1,2,3,4,5,6) და რუსულენოვანი (1,2,3) ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა, რომელზეც ადგილი, სადაც ყრმა იესო უნდა იყოს გამოსახული, გაშავებულია. პოსტების ნაწილში გაჟღერებული იყო მტკიცება, რომ იტალიური პრესის მიხედვით, ხატი ივერიის ღვთისმშობლის ხატის პაროდიაა და შეურაცხმყოფელია.  ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პაპისთვის გადაცემული საჩუქრის შესახებ კონტექსტის გარეშე...
დეზინფორმაცია, პროპაგადა
13 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია დვალიძემ საკუთარი 2019 წლის პოსტი გააზიარა, რომელიც კანიბალიზმს ეხებოდა. პოსტის მიხედვით, პროფესორმა მაგნუს სოდერლუნდმა და მისმა კოლეგებმა სტოკჰოლმის გასტრონომიული სამიტის ფარგლებში გამართულ კვების ბაზრობაზე დედამიწაზე ეკოლოგიური კატასტროფის შეჩერების გზად კანიბალიზმი წარმოადგინეს. დვალიძე პოსტში წერს, რომ აღნიშნული ამბავი ლევან ბერძენიშვილის თემის გაგრძელებაა და ბერძენიშვილი ადამიანის ხორცის ჭამაზე თავის ლექციებში 2020 წლიდან...
დეზინფორმაცია, პროპაგადა
5 მაისიდან ქართული (1,2,3,4,5,6) და რუსულენოვანი (1,2) ფეისბუქ ანგარიშები რამდენიმე ფოტოს ავრცელებდნენ, რომლებზეც ბავშვების ჯგუფი და რქიანი არსებები ჩანს, ისინი ბავშვებს წიგნს უკითხავენ. ფოტოების ნაწილში ბავშვებს რქები ადგათ, ერთ-ერთ ფოტოში მათ შავი ტანისამოსი აცვიათ და წრეზე სხედან, შუაგულში კი ვარსკვლავის მსგავსი ფიგურაა ჩახატული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბავშვები რიტუალს ატარებენ. ზოგიერთ პოსტზე თანდართული აღწერის მიხედვით,...
ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
კრემლის მედია უკვე წლებია ამტკიცებს, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ. 24 თებერვალს ამ თემაზე რუსულ პროპაგანისტულ მედიას – Известия წარსულში სამხედრო ღალატისთვის მსჯავრდებული ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა.  მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში პენტაგონიდან გამოგზავნილი სამხედროები მუშაობენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. იგი აღნიშნავს, რომ  ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის და საჭიროა, რომ რუსულ-ქართული მონიტორინგის ჯგუფი...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნების საფუძველზე გაუქმდა. კიევ-პეჩერის ბერებსა და მღვდლებს ლავრის ყველა ნაგებობის გათავისუფლების ვადა 29 მარტამდე მიეცათ.  აღნიშნული პროცესის პარალელურად, 26-29 მარტის პერიოდში სოციალურ ქსელში კიევ-პეჩერის ლავრის შესახებ სხვადასხვა მანიპულაციური მტკიცება ვრცელდებოდა:...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
4 მარტს ულტრამემარჯვენე პარტია “ქართული იდეის”, ასევე მისი დამფუძნებლის ლევან ჩაჩუას პირად გვერდებზე მართლმადიდებლობის შესახებ განცხადება გავრცელდა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი მაისურაძეს მიეწერებოდა. პოსტებში ვკითხულობთ, რომ მაისურაძის განცხადების თანახმად, მართლმადიდებლობას, რომელიც შავბნელი, რუსული და იმპერიალისტური იდეოლოგიაა, იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე, ასევე, მართლმადიდებლობა საქართველოში დასავლური ფასეულობების საბოლოოდ დამკვირდებისა და მისი ყველა მიმდევარის მტერია და...
რუსული დეზინფორმაცია
2-4 მაისს რუსულენოვან მედიაში (1, 2, 3), ასევე ფეისბუქის რუსულენოვან (1, 2, 3) და ქართულენოვან ანგარიშებზე (1, 2, 3, 4) გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადელი გენერალი ტრევორ კადიე მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან გაქცევის დროს რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ინფორმაციის წყაროების თანახმად, გენერალი უკრაინაში ბიოლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, სადაც 18 ადამიანთან ერთად სასიკვდილო ვირუსების შექმნაზე მუშაობდნენ.  აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი რუსული საინფორმაციო...
ყალბი ახალი ამბები
2022 წლის თებერვლის ბოლოს ქართველი ანტივაქსერების ყურადღება ახალმა კრიზისმა მიიპყრო და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ისევ რუსეთისვე  მხარდაჭერილი შეთქმულების თეორიებისა და დეზინფორმაციების გავრცელება დაიწყეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ფეისბუქ ანგარიშები, ერთი მხრივ, ცდილობენ, რომ  რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გაამართლონ და ომი უკრაინის ნაციონალისტებისა და გარყვნილებისაგან გასათავისუფლებელ ოპერაციად წარმოაჩინონ, მეორე მხრივ კი, ამტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახალი მსოფლიო წესრიგის...
ყალბი სიახლე - მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი
2021 წლის 20 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Levan Tavdishvilii-მა ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, დიპლომატის ზბიგნევ ბჟეზინსკის ციტატა გამოაქვეყნა. ციტატის მიხედვით, მსოფლიოში სხვადასხვა სახის კრიზისები, ომები, შიმშილი, ეპიდემიები იქამდე არ დასრულდება, ვიდრე ერთიანი მსოფლიო წესრიგი არ დამყარდება. ციტატაში ბჟეზინსკი ასევე ამბობს, რომ “ერთიანი მსოფლიო წესრიგი” მაინც დამყარდება, იმის მიუხედავად, ხალხს ეს სურს თუ არა და ვიდრე ეს მიზანი...
ფოტომანიპულაცია
1 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Lu Ka-მ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ გვერდს ასახავს და მასზე ხაზგასმულია შემდეგი სიტყვები: “ქართული ანბანი შექმნა ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ მესროპ-მაშტოცმა.” ფოტოს თან ახლავს ავტორის კომენტარი “SOS!!! SOS!!! SOS!!! ვის შეაქვს სკოლის წიგნებში აბსურდი და ყალბი ინფორმაციები რომლითაც ჩვენს სკოლებში ასწავლიან, თურმე სომეხმა მაშტოცმა შეგვიქმნა ანბანი!!!” 5 მარტის მონაცემებით Lu...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist