რუსი მძლეოსნის დარედაქტირებულ ფოტოს პარიზის ოლიმპიადას უკავშირებენ
27-28 ივლისს ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4) ჭოკით მხტომელი პირის ფოტო გაავრცელეს, რომელზეც წერენ, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეა გადაღებული. ფოტოს თან ერთვის ფრანგულენოვანი წარწერა: “ამ წლის ოლიმპიური თამაშები”. პოსტებში აღნიშნულია, რომ ფოტოზე გამოსახული პირი საფრანგეთში ქალთა ნაკრების წარმომადგენელია. გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტო 2013 წლის მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზეა გადაღებული და მასზე გამოსახული პირი რუსი ჭოკით მხტომელი...
საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს გაყალბებული ციტატა
27 ივნისს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია (1;2;3;4;5;6), რომლის მიხედვითაც საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 26 ივნისს გამართული მატჩის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა: “რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ დღეს ჩვენ ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელსაც შეუძლია გახდეს ჩემპიონი”.  სოციალურ ქსელში ფეხბურთელის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. რონალდუს ეს ციტატა ღია წყაროებით არ იძებნება. მატჩის შემდეგ ფეხბურთელს...
ფოტომანიპულაცია,-თითქოს-1991-წელს-მოსკოვში-მომიტინგეები-საბჭოთა-კავშირის-შენარჩუნებას-ითხოვდნენ
16-17 ივნისს ფეისბუქ ანგარიშებმა ნონა შარაბიძე და Levan Tavdishvili გაავრცელეს ხალხმრავალი შეკრების ფოტო, რომელზეც დატანილია რუსული წარწერა: ,,მიტინგი სსრკ-ს შენარჩუნებისთვის. 1991 წელი მოსკოვი.” ფეისბუქ ანგარიშები წერენ, რომ აქცია სპონტანური იყო და მას 750 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო უფრო მეტი სახლიდან გულშემატკივრობდა სსრკ-ს ერთიანობის შენარჩუნებას. ნონა შარაბიძე ამერიკულ დემოკრატიაზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ მასშტაბური აქცია...
NATO
14-16 ივნისს ქართულმა (1;2;3;4) და რუსულენოვანმა (1;2;3) ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს კადრები ვიდეოდან, რომელშიც ჩანს კაცი, რომელსაც კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ვიდეო NATO-ს უფროს ოფიცერს ასახავს.  ფეისბუქ-პოსტების ავტორები ვიდეომანიპულაციას ავრცელებენ. მტკიცება, თითქოს ვიდეო ნატოს უფროს ოფიცერს ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, კადრებში ვხედავთ მარკ ბრაიანს, რომელიც რობოტიკის ინჟინერი, ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი და...
ანახლებს-თუ-არა-კოკა-კოლა-რუსეთში-ოპერირებას-რეგისტრაციაზე-განაცხადის-შეტანით
14 ივნისიდან ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2) და ფეისბუქ გვერდი, ასევე Threads-ის რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კოკა-კოლა რუსულ ბაზარს უბრუნდება, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომპანიამ აპრილში რუსეთში სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Newshub-ზე დაყრდნობით ავრცელებდა (1,2,3). ინფორმაცია კოკა-კოლას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კომპანიის განმარტებით, რუსეთში...
კალიფორნიელი-სენატორის-განცხადება-მცდარი-ინტერპრეტაციით-ვრცელდება
10 ივნისს კონსერვატიულ პორტალზე “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოქვეყნდა სიახლე სათაურით: “კალიფორნიის დემოკრატი სენატორის განცხადებით, მტკიცება რომ არსებობს ორი სქესი და მშობლების უფლებებზე საუბარი „სიძულვილის“ გამოხატულებაა”. სიახლის თანახმად, სენატორმა სკოტ ვინერმა განაცხადა, რომ მინდობით აღზრდაში მყოფი ლგბტქ+ ბავშვები არ ეკუთვნიან მშობლებს და ეკუთვნიან ლგბტქ+ თემს. გარდა ამისა, სტატიის მიხედვით, სენატორმა განაცხადა, რომ “მშობლები, რომლებსაც სურთ შვილებზე...
POSTV-ის-დეზინფორმაცია,-თითქოს-მარკეტა-გრეგოროვა-ევროპარლამენტის-დეპუტატად-აღარ-აირჩიეს
10 ივნისს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია POSTV-მ ფეისბუქ გვერდზე ,,POSTV – ანალიტიკა” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ჩეხი პოლიტიკოსი, მარკეტა გრეგოროვა ევროპარლამენტის დეპუტატად აღარ აირჩიეს. POSTV ინფორმაციას ურთავს გრეგოროვას 17 მაისს ნათქვამს, რომ ,,საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს, ივანიშვილი ოლიგარქია”, შემდგომ წერს, რომ ის ევროპარლამენტში ვერ მოხვდა.  ,,POSTV – ანალიტიკაზე” დაყრდნობით ამავე ინფორმაციას ფეისბუქ-მომხმარებლები (1, 2), ასევე...
დეზინფორმაცია,-თითქოს-მელ-გიბსონმა-პრინც-უილიამს-ანტიქრისტე-უწოდა
23-28 თებერვალს ფეისბუკ ანგარიშებმა (1,2,3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მელ გიბსონი პრინც უილიამს ანტიქრისტეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას ერთიანი მსოფლიოს ლიდერად ამზადებენ. იდენტური ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმაც (1,2,3) გამოაქვეყნეს. გავრცელებულ პოსტებში ანიშნულია, რომ მელ გიბსონმა თანამშრომლებსა და კოლეგებს უთხრა, რომ პრინცი უილიამი ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ერთიანი მსოფლიო მთავრობის...
ფოტომანიპულაცია, თითქოს ბერლინში სტალინის ძეგლი დგას (1)
29 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Levan Tavdishvili გაავრცელა ფოტოკოლაჟი, რომლითაც ბერლინსა და გორში მდგარი სტალინის ძეგლები ერთამენთს შეადარა. გორში გადაღებულ ფოტოზე მონუმენტი დემონტაჟის შემდგომ, წაქცეული ჩანს, ხოლო ბერლინში გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოზე სტალინის ძეგლი კვლავ აღმართულია. პოსტის ავტორი მიუთითებს, რომ თავიანთ საქციელზე ყველამ პასუხი უნდა აგოს. პოსტი ფოტომანიპულაციას შეიცავს. ერთმანეთს შედარებულია სხვადასხვა საუკუნეში გადაღებული ორი ფოტო, რაც...
რა-ვიცით-სტალინის-გამოსახულების-მქონე-მონეტაზე
27 იანვარს ფეისბუკ-ჯგუფში არცერთი ნათქვამი სიტყვა “ამერიკული საიუბილეო ხუთდოლარიანი მონეტის” ფოტო გავრცელდა, რომელზედაც იოსებ სტალინია გამოსახული.  პოსტის ავტორის თანახმად, სტალინს მტრები იმ ეპოქაშიც კი აფასებდნენ, როცა მათ ერთად უწევდათ მოღვაწეობა, ჩვენ დროში კი, საბჭოთა ლიდერს აგინებენ და ლანძღავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვა პოსტში აღნიშნულია, რომ საიუბილეო მონეტა  სტალინის გამოსახულებით ისლანდიელებმა გამოუშვეს, ზოგიერთი პოსტში კი გვხვდება...
უკონტექსტოდ-ვრცელდება-ვიდეო,-რომელშიც-ჩანს,-თუ-როგორ-აშორებენ-შვილს-დედას
22-24 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა – ირაკლი ანთიძე, შაკო ქერელაშვილი, More Caucasus, Levan Tavdishvili (1;2), ნინო ადამაშვილი და ანგარიშმა “კონსერვატიული მოძრაობა ახალციხე” გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, დედისთვის ბავშვის ძალით ჩამორთმევას ასახავს და “ევროპული სამართლის ნიმუშია”. როგორც ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, ბავშვის ჩამორთმევის მიზეზი შვილის “სწორად” ვერაღზრდაა – “თურმე , დედა ” სწორად” ვერ ღზრდის შვილს და ვერ უხსნის...
ოკუპირებული-აფხაზეთის-დაბრუნებაზე-ვოლოდიმირ-ზელენსკის-ციტატა-ყალბია
4 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა Levan Tavdishvili, სიდონია კავკასიელი და Nika Lashareli გააზიარეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო, რომელზეც შემდეგი ციტატაა დატანილი: “მე დავუბრუნებ საქართველოს აფხაზეთს”.  აფხაზეთის დაბრუნებაზე უკრაინის პრეზიდენტის ციტატა გაყალბებულია. ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება გააკეთა, მედიასა და ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება.   უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არ გაუკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთს დაუბრუნებს –...
Page 1 of 3 1 2 3

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist