ილია მეჩნიკოვი
18 აგვისტოს ფეისბუქის მომხმარებელმა Gvantsa Grimaldi ვაქცინების შესახებ რუსეთის იმპერიაში დაბადებული ზოოლოგის და ნობელის პრემიის ლაურეატის, ილია მეჩნიკოვის ციტატა გამოაქვეყნა.  გავრცელებული ციტატის თანახმად,  მეჩნიკოვი ამბობს, რომ ჯანმრთელ ორგანიზმს არანაირი ვაქცინა არ სჭირდება, ავადმყოფი ორგანიზმისთვის კი ის სასიკვდილო საფრთხეა.  პოსტს თან ახლავს ტიკტოკის ვიდეოს ბმული მეცნიერის ფოტოსა და ციტატასთან ერთად. იგივე ციტატა ქართულ და რუსულენოვანი (1,2,3)...
რას-მოსდის-გენმოდიფიცირებულ-პომიდორსა-და-ხორბალს-წყალში
13 აგვისტოს ბლოგერმა Morganne C Samaya-მ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები სინამდვილეში ცოცხალი ორგანიზმია და მარილიან წყალში ცურავს. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია კადრები, რომელთა მიხედვითაც ხორბლის და პომიდვრის მცირე ნაწილები წყალში ცურვას იწყებს. 13-14 აგვისტოს Morganne C Samaya-ს ვიდეო კიდევ ორმა ფეისბუქ-ანგარიშმა გაავრცელა (1,2), ხოლო კადრები, რომლებშიც პომიდვრის ნაჭერი და ხორბლის თავთავი...
მოუწოდა-თუ-არა-WEF-მა-მთავრობებს-კოვიდ-საკონცენტრაციო-ბანაკების-აშენებისკენ
21 სექტემბერს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა (Gvantsa Grimaldi, Giorgi Mamisashvili) კოვიდ-საკონცენტრაციო ბანაკების აშენების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) მოუწოდა მთავრობებს, რომ მთელ მსოფლიოში კოვიდ-საკონცენტრაციო ბანაკები ააშენონ, რათა შემდეგ დააპატიმრონ მოქალაქეები, რომლებიც მათ ოფიციალურ შეხედულებას არ დაეთანხმებიან. პოსტში ასევე მითითებულია ვებ-საიტის ufospace.net ბმული და სქრინშოთი მასზე გამოქვეყნებული სტატიიდან. ინფორმაცია მსოფლიოში კოვიდ საკონცენტრაციო...
გაყალბებული-ციტატა-ადანაშაულებდა-თუ-არა-ნიკოლა-ტესლა-როკფელერებსა-და-როტშილდებს-უფასო-ენერგიის-დამალვაში
12-15 აგვისტოს სოციალურ ქსელში ფიზიკოსის, ინჟინერისა და გამომგონებლის, ნიკოლა ტესლას ხმის ჩანაწერი გავრცელდა (1, 2, 3 ). პოსტის ავტორთა მტკიცებით, ტესლა ვიდეოში ამბობს, რომ უფასო ენერგია როტშილდებმა, როკეფელერებმა და კაბალამ მსოფლიოს დაუმალეს, რათა გამდიდრებულიყვნენ და ადამიანები დაემონებინათ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს აღწერა მის შინაარსს არ შეესაბამება. ვიდეოში, პირი, რომელიც ნიკოლა ტესლას ციტატას იმეორებს, როტშილდებს, როკფელერებსა...
კონსპირაციის-თეორია-შოვი
4-5 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც სამ შენობას, ხეებს და მათ ფონზე ღრუბლებს ვხედავთ. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო 3 აგვისტოს შოვშია გადაღებული და ფოტოზე ასახული ღრუბლები ხელოვნურია.  5-6 აგვისტოს გვერდმა კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი და რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა (1,2,3) აღნიშნული ფოტო ღრუბლების ამსახველ ორ სხვა ფოტოსთან ერთად გაავრცელა. პოსტების აღწერის მიხედვით, ორი ფოტო...
დეზინფორმაცია
2023 წლის 2 ივლისს ფეისბუქ მომხმარებლებმა Gvan Ca-მ და Gvantsa Grimaldi-იმ გამოაქვეყნეს მსგავსი შინაარსის პოსტები, რომლებშიც ვკითხულობთ, რომ ფაიზერის ვაქცინებში პლაცებო გამოიყენეს. ორივე პოსტში მტკიცებულებად მოყვანილია დანიური კვლევა, რომლის მიხედვითაც, დანიელმა მეცნიერებმა ფაიზერის ვაქცინის სერიების 30%-ში აღმოაჩინეს პლაცებო. პოსტების აღწერის მიხედვით, პლაცებო არის მიზეზი თუ რატომ არ ჰქონდა ზოგ ადამიანს რეაქცია ვაქცინაზე, ვინაიდან არაპლაცებო სერიებმა...
კონსპირაცია
2023 წლის 2-7 მარტს ფეისბუქის რამდენიმე მომხმარებელი ავრცელებდა ინფორმაციას ე.წ. “ქიმტრეილების” შესახებ. მათი თქმით, ესპანურ ტელეგადაცემაში ამტკიცებდნენ “ქიმიური ბილიკების” არსებობის შესახებ, რომელიც რეალურად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრუბლებია და კლიმატის ცვლილების საფარქვეშ გეოინჟინერიის გამოყენებას ადასტურებს.  ვიდეოში ტელეწამყვანი ესპანეთში, ბალეარის კუნძულებზე, წვიმის შესაჩერებლად არსებულ სავარაუდო ფუმიგაციებს აჩვენებს და აცხადებს, რომ ისინი კლიმატის ინჟინერიის არსებობის დადასტურებაა. ტელეწამყვანის თქმით, სწორედ...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist