შეიარაღებული ადამიანი
7 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “ისევ მბლოკავენ ფანტინა” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც შეიარაღებული ადამიანია აღბეჭდილი. ვიდეო ადამიანებს შორის დაპირისპირებას ასახავს. პოსტის ავტორი ვიდეოს იმგვარად წარმოაჩენს, თითქოს იარაღიანი პირი მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილე იყოს. აღწერაში კი ვკითხულობთ: “იარაღით დადიან და არც მალავენ მშვიდობიანები.”  მცდარია, თითქოს ვიდეოზე ასახული შეიარაღებული ადამიანი მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილეა. ვიდეო 7 დეკემბერსაა გადაღებული, როდესაც სპეცრაზმის...
მოსახლეობის აღწერა
16 ნოემბერს ფეისბუკ-მომხმარებელმა “ისევ მბლოკავენ ფანტინა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც 2024 წლის მოსახლეობის აღწერაზე საუბრობს. ვიდეოში ის აღნიშნავს, რომ დაიწყო ქონებების აღწერა, ხოლო თუ მოსახლეობა დათანხმდება აღწერაზე, “დაუწესებენ ძაან ევროპულ გადასახადს ქართული შემოსავლით“.     მტკიცება, თითქოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერა ითვალისწინებს გადასახადების დაწესების მიზნით ქონების აღწერას, დეზინფორმაციულია. საქსტატის თანახმად, გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია...
დეზინფორმაციალ
სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელებული განცხადება ამტკიცებს, რომ “მამაო ჩვენოს” გამოქვეყნება ფეისბუკის პოლიტიკას არღვევს და რომ მარკ ცუკერბერგმა, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს  წესების დარღვევად გამოაცხადა. გამოქვეყნებულ პოსტებში (1,2,3,4)  ვკითხულობთ: “ ჩვენ მოვისმინეთ მარკ ცუკერბერგის ნათქვამი, რომ ლოცვის„მამაო ჩვენო“-ს გამოქვეყნება არღვევს მის ფეისბუქ პოლიტიკას, (კანონებს) ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქრისტიანს გამოაქვეყნონ ლოცვა „მამაო ჩვენო“ ფეისბუქზე.”  მტკიცება იმის შესახებ,...
ბოსფორი
28-29 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა “ფან ტინა” და Apolitical Page გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც თურქეთი, კერძოდ, ბოსფორის ხიდი ჩანს და მასზე მწვანე ლაზერით ჩნდება რუსული წარწერა: “14.08.1992. ჩვენ ვგლოვობთ აფხაზებთან ერთად. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე გასწირა აფხაზეთის გამარჯვებისთვის”. აღნიშნული ვიდეოს შემცველი ერთ-ერთი პოსტის ავტორი საქართველოსადმი თურქეთის “მეგობრობაზე” მიუთითებს და წერს, თითქოს ისინი “გლოვობენ აფხაზეთში დაღუპულ აფხაზებს”....
აუტიზმი
25 აგვისტოს რამდენიმე ფეისბუქ-მომხმარებელმა (1, 2) მათ შორის ფან ტინა და ფეისბუქ-გვერდმა დღე ‘ სასწაული აუტიზმის მკურნალობის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს რამდენიმე ჰომეოპათიური პრეპარატის მეშვეობით ორგანიზმის გაწმენდას სთავაზობენ. ვიდეოს ფონზე ჩანს წარწერა: “აქციე აუტიზმი წარსულად”. ვიდეოში შემდეგი მტკიცებებია გამოთქმული: აუტიზმის გამომწვევი მიზეზი მძიმე ლითონებია; გეგმიურ ვაქცინებში მძიმე ლითონები შედის; აუტიზმის განსაკურნებლად...
ოლიმპიადის საწინააღმდეგო აქცია
11-13 აგვისტოს გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა, ზაზა დავითაიამ და  ფეისბუქ-ანგარიშმა ,,ფან ტინა” გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, ერაყშია გადაღებული და ადგილობრივების მიერ ჩატარეულ ოლიმპიადის საწინააღმდეგო აქციას ასახავს. ვიდეოში ჩანს მსვლელობა, რომელსაც ქრისტიანული სიმბოლოებით – ჯვრებითა და ხატებით მიუძღვებიან. ასევე, მონაწილეებს აცვიათ ჯვრის გამოსახულებიანი მაისურები. ზაზა დავითაია ამბობს, რომ “პროტესტის ნიშნად, რაც საფრანგეთში მოხდა”, ერაყელი მუსლიმები ქრისტიანებს...
პარიზის ოლიმპიადა
2 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ფანტი ნა, გია ბაინდურაშვილი და მამა სპირიდონ ცქიფურიშვილმა გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ქალის თეთრეულში ჩაცმული პირი ჩანს და ამტკიცებდნენ, რომ კადრი პარიზის ოლიმპიადას ასახავს. ფოტოზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით, მოცურავე ქალთა შორის 100 მეტრის ბატერფლაის სტილით ცურვაში იღებდა მონაწილეობას. კომენტერებში მომხმარებლები რეალურად აღიქვამენ ინფორმაციას, რომ ოლიმპიდაზე ქალებს შორის ბიოლოგიურად კაცი ასპარეზობს, ხოლო “ფანტი ნა”...
პარიზის ოლიმპიადა
30 ივლისს  სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ფანტი ნა, თეო ჯაველიძე,  Rati Kavelashvili გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, Samsung-მა ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფის გამო ოლიმპიადის სპონსორობა შეაჩერა და 1 მილიარდი დოლარი უკან გაიტანა. ინფორმაცია, თითქოს Samsung -მა ოლიმპიადის სპონსორობაზე უარი თქვა, სათავეს სატირული გამოცემიდან იღებს. ტექნოლოგიური კომპანია Samsung კვლავ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორია და IOC-სთან პარტნიორობას 2028 წლამდე აგრძელებს....
1ინფორმაციას-ოლენა-ზელენსკას-მიერ-Bugatti-Tourbillon-ის-შეძენაზე-ახლადშექმნილი-ანტიუკრაინული-საიტი-ავრცელებს
განახლება: 4 ივლისს სტატიას დაემატა ინფორმაცია Bugatti Paris -ის წარმომადგენლისგან, რომელმაც დაადასტურა, რომ ოლენა ზელენსკას ავტომობილი არ შეუძენია და მათი მომხმარებელი არ არის. დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით, “მითების დეტექტორმა” ვერდიქტი “მტკიცებულების გარეშე” შეცვალა ვერდიქტად “დეზინფორმაცია”. რუსულ (eadaily.com, aif.ru, mk.ru, m24.ru)  და ბელარუსულ მედიაში, ასევე ქართულ სახელისუფლებო გამოცემებში (resonancedaily, ongo.ge) და სატელევიზიო არხ ალტ ინფოს ფეისბუქ გვერდზე...
2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
2024 წლის 14 ივნისს გერმანიაში დაიწყო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. ეს შეჯიბრი ისტორიულია საქართველოსთვის, რადგან ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოახერხა მსგავსი დონის ტურნირის ფინალურ ეტაპზე გასვლა, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზა და პორტუგალიის ნაკრების ისტორიული დამარცხების შემდეგ მერვედფინალშიც გავიდა.   საფეხბურთო სამყაროში ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობიდან...
კალიფორნიელი-სენატორის-განცხადება-მცდარი-ინტერპრეტაციით-ვრცელდება
10 ივნისს კონსერვატიულ პორტალზე “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოქვეყნდა სიახლე სათაურით: “კალიფორნიის დემოკრატი სენატორის განცხადებით, მტკიცება რომ არსებობს ორი სქესი და მშობლების უფლებებზე საუბარი „სიძულვილის“ გამოხატულებაა”. სიახლის თანახმად, სენატორმა სკოტ ვინერმა განაცხადა, რომ მინდობით აღზრდაში მყოფი ლგბტქ+ ბავშვები არ ეკუთვნიან მშობლებს და ეკუთვნიან ლგბტქ+ თემს. გარდა ამისა, სტატიის მიხედვით, სენატორმა განაცხადა, რომ “მშობლები, რომლებსაც სურთ შვილებზე...
26 მაისს მსვლელობაში მონაწილე ხალხის რაოდენობაზე _ინფო 9_ ფოტომანიპულაციას ავრცელებს_
26 მაისს საინფორმაციო სააგენტო ინფო 9-მ გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელზეც დამოუკიდებლობის დღეს ე.წ. “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეების მსვლელობაზე გადაღებული ორი ფოტოა შეერთებული. საინფორმაციო სააგენტოს აღწერით, ერთ ფოტოზე აღბეჭდილია, თუ როგორ აშუქებენ ოპოზიციური ტელევიზიები აქციას, მეორე ფოტოზე კი ჭავჭავაძის გამზირზე რეალურ მსვლელობას ვხედავთ. იგივე ფოტო საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა ფეისბუქ-მომხმარებელმა ფანტინა ფანტინა.  “ინფო 9” ვიზუალურ მანიპულაციას ავრცელებს. კადრები,...
Page 1 of 7 1 2 7

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist