ზელენსკი
3 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა Еduard Jishkariani თურქულ მედიაზე Оdatv-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომპანიამ Film Heritage Inc. კვიპროსში სასტუმრო და კაზინო იყიდა. 3 ივნისს ეს ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც Аргументы и Факты გამოაქვეყნა. ინფორმაცია, რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2,3). სასტუმროს ყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა. კვიპროსის პრეზიდენტმა, უკრაინის საელჩომ კვიპროსში...
დეზინფორმაცია,-თითქოს-ოლენა-ზელენსკას-ფონდი-უკრაინელი-ბავშვების-ტრეფიკინგშია-ჩართული
2024 წლის 31 მაისს Facebook მომხმარებლებმა ედუარდ ჯიშკარიანმა და ლადო ქართველიშვილმა გამოაქვეყნეს პოსტები, რომელიც უკრაინის პირველ ლედს ოლენა ზელენსკას უკრაინელებისთვის ბავშვების წართმევასა და მათ ბრიტანელ პედოფილებზე გაყიდვაში ადანაშაულებს. პოსტის ავტორის მიხედვით ინფორმაცია გამომძიებელმა-ჟურნალისტმა ჯონათან ჰილმა გაზეთ The Austin Crier-ში გაავრცელა. ოლენა ზელენსკას წინააღმდეგ მიმართული ბრალდება რეალობას არ შეესაბამება. თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა და ფრანგულმა პროპაგანდისტულმა...
რას ასახავს რეალურად ვიდეო, რომელსაც საფრანგეთის აქციებს მიაწერენ
2 მაისს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების სპეცრაზმისა და პოლიციის მიერ დაშლის ფონზე, სოციალურ ქსელში ანგარიშმა Eduard Jishkariani გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ფორმიანი მამაკაცები ქალს სცემენ. აღწერის მიხედვით, ვიდეო ევროკავშირში, კონკრეტულად საფრანგეთში, გადაიღეს და მასში ასახულია, როგორ სცემენ პოლიციელები საპროტესტო აქციის მონაწილე ქალს.  გავრცელებული ვიდეოს აღწერა ყალბია. რეალურად, ვიდეოში ასახული ქალი არა აქციის მონაწილე, არამედ...
დეზინფორმაცია,-თითქოს-ერმაკმა-Time-ის-გავლენიანი-ადამიანების-სიაში-მოსახვედრად-$27-მლნ.-გადაიხადა
21 აპრილს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა გადაიხადა 27 მილიონი დოლარი, რათა მოხვედრილიყო 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში, რომელსაც Time-ი ადგენს. აღნიშნული ინფორმაცია ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, Eduard Jishkariani-მა, ასევე, რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა, ვებ-საიტებმა და ტელეგრამ არხებმაც გაავრცელეს (1;2;3;4;5;6;7;8;9;10;11;12). პოსტებთან ერთად ვრცელდება ვიდეო, რომელსაც BBC-ის ლოგო...
გადაიღო-თუ-არა-Disney-მ-ახალი-რომეო-და-ჯულიეტა
16 აპრილს ქართულ (1,2) და რუსულენოვანმა (1, 2) ფეისბუკ მომხმარებლებმა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარიშვილმა,  “რომეო და ჯულიეტას” ეკრანიზაციის პოსტერი გაავრცელეს. გამოქვეყნებული პოსტების ნაწილში ნათქვამია, რომ ჰოლივუდმა ახალი “რომეო და ჯულიეტა” გადაიღო და “კაცობრიობა მარაზმის მწვერვალებს იპყრობს”. პოსტერზე როლებში ფერადკანიანი ჯულიეტა და აზიური ფენოტიპის მქონე რომეო არიან წარმოდგენილი. პოსტერზე ასევე დატანილია მსახიობების...
უკრაინის
8 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინის უშიშროების საბჭოს ახალ მდივანზე, ოლექსანდრ ლიტვინენკოზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე ოლექსანდრ სირსკიზე საუბრობს. ჯიშკარიანი პოსტში აღნიშნავს, რომ ლიტვინენკომ რუსეთის ფსბ-ს სპეციალური ინსტიტუტი დაამთავრა, ხოლო სირსკი “რუსეთის მკვიდრი” და მოსკოვის სამხედრო აკადემია დამთავრებული გენერალია. ჯიშკარიანის პოსტის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე...
უკრაინის-მხარდაჭერის-საპასუხოდ-კრემლისტური-აქტორები-მაკრონზე-დეზინფორმაციას-და-ფოტოშარჟებს-ავრცელებენ
მას შემდეგ რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გამორიცხავს, რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში მისი დისკრედიტაცია აქტიურად დაიწყო. მანიპულაციური ტექსტები, გაყალბებული გარეკანები, მიმები ფიზიკური სისუსტის წარმოსაჩენად, ასაკობრივი სხვაობა ცოლთან, ბრიჯიტ მაკრონის სქესის შეცვლაზე კონსპირაციული თეორია – ეს იყო თემები, რითაც კრემლისტური აქტორები მანიპულირებდნენ. ნაწილი, ასევე, წერდა, რომ მაკრონის განცხადებების შემდეგ,...
რუსულ-მედიაში-მეფე-ჩარლზ-III-ის-გარდაცვალებაზე-დეზინფორმაცია-გავრცელდა
18 მარტს რუსულ მედიაში (ZOV МЕЛИТОПОЛЬ, womanhit.ru) და ტელეგრამ-არხებზე (1, 2) გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა მეფე ჩარლზ III – გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეფე. მედია წერს, რომ ინფორმაციას ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.  იგივე მტკიცება ქართულენოვან ფეისბუკ-პროფილზეც გავრცელდა. მტკიცება მეფე ჩარლზ III – ის გარდაცვალებაზე დეზინფორმაციაა. სამეფო ოჯახს მის გარდაცვალებაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია....
არის თუ არა სომხეთის ბაღში უკრაინელი და სომეხი ნაციონალისტების ფოტოები (1)
11 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ნაციონალისტების, უკრაინელი სტეფან ბანდერასა და სომეხი გარეგინ ნჟდეს პორტრეტები კიდია, ფოტოზე ჩანს სომხეთისა და უკრაინის გაერთიანებული დროშაც. პოსტის თანახმად, ფოტო სომხეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღშია გადაღებული. “როგორც ჩანს საქართველოში ჩავარდნილი “სამხრეთ ფრონტის” პროგრამამ სომხეთში გადაინაცვლა, რასაც ეხლა იქ საფრანგეთის სპეცსამსახურები კურირებენ” – ვკითხულობთ პოსტში.  მსგავსი წარწერით ფოტო...
დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ახალწვეულის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლა
22-23 იანვარს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა (1,2,3,4,5), მათ შორის Московский Комсомолец-მა, Аргументы и Факты-მ, Военное обозрение-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხარკივში ახალწვეული ახალგაზრდის მამამ კომისარიატის თანამშრომელი მოკლა. მედიების თანახმად, ომში გაწვეულ ახალგაზრდას ასთმა აწუხებდა, რამდენიმე კვირის წინ კი ის ქუჩაში მამის თვალწინ დაიჭირეს და სამედიცინო შემოწმების გარეშე ომში გაუშვეს, რის გამოც მამამისმა კომისარიატის თანამშრომელი მოკლა, შემდეგ კი...
დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიების მიერთების განკარგულება გასცა
22 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებელმა Еduard Jishkariani გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა როსტოვის, კრასნოდარის, ბელგოროდის და ბრიანსკის უკრაინისთვის მიერთების განკარგულებას. პოსტს თან ახლავს ტელეგრამ-პოსტის სქრინშოტი, რომელზეც უკრაინულად წერია, რომ “ზელენსკის განკარგულება – როსტოვი, კრასნოდარი, ბელგოროდი, ბრიანსკი, სლობოჟანშინა რუსეთის ფედერაციაში ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული მიწაა”. სქრინშოტზე ასევე ჩანს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების N17/2024 დოკუმენტი. 22...
რა-წერია-The-New-York-Times-ის-სტატიაში--უკრაინაში-გაგზავნილი-იარაღის-კონტროლზე
11 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა, Eduard Jishkariani-მა გაავრცელა The New York Times-ის სტატიის სქრინშოთი. სტატიის სათაურში აღნიშნულია, რომ პენტაგონის ანგარიშის თანახმად, აშშ-ის მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო დახმარება სუსტად კონტროლდებოდა. ჯიშკარიანი კი პოსტის აღწერაში უკრაინული მხარის, კერძოდ, ვოლოდიმის ზელენსკისა და მისი მთავრობის პასუხისმგებლობაზე წერს და ამტკიცებს, რომ მათ ,,თავიანთი სიხარბით, სიწუწკით და მომხვეჭელობის მანიით” უკრაინა დაღუპეს. გავრცელებული...
ფოტომანიპულაცია,-თითქოს-რუკაზე-საქართველო-უკრაინის-შემადგენლობაშია
8 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა რუკის ფოტო, რომელიც, მისი ინფორმაციით, გამოუგზავნეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში მდებარე ერთ-ერთი ბარიდან, სადაც მას გადასაფარებლად იყენებენ. რუკაზე ვხედავთ, რომ ქვეყნების განლაგება და სახელები შეცვლილია, ხოლო ის ტერიტორია, რომელსაც საქართველო უნდა ეწეროს, უკრაინასთან არის გაერთიანებული. ედუარდ ჯიშკარიანი წერს: “თურმე, ჩვენ უკრაინელ “მეგობრებს” არა მარტო რუსეთის დაპყრობა ჰქონიათ...
დეზინფორმაცია,-თითქოს-ამერიკული-ორგანიზაცია-GSMSG-უკრაინელი-სამხედროების-ორგანოებით-ვაჭრობს
5 დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა უკრაინელი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თანახმად, დაჭრილი უკრაინელი სამხედროები გერმანიაში არსებულ აშშ-ის რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით მიჰყავთ, თუმცა შემდეგ მათი ორგანოები მსოფლიო შავ ბაზარზე იყიდება. ამის არგუმენტად ედუარდ ჯიშკარიანი აქვეყნებს ერთ-ერთი აფრიკული მედიის სქრინშოთს, რომელშიც პირი, რომელიც თავს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის (Global...
ზელენსკი
12 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “Eduard Jishkariani” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამტკიცებს, რომ ზელენსკის აშშ-ის სენატში გამოსვლის შემდეგ, რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ ტილისმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკას არ შეუძლია უკრაინის ფულით დახმარება, რადგან მათი ჩინოვნიკები ამ ფულით იახტებს იყიდიან. პოსტის ავტორი აცხადებს, რომ უკრაინელთა მიერ იახტების შესყიდვაზე ის წარსულშიც წერდა, თუმცა ფეისბუქი მას დეზინფორმაციაში ადანაშაულებდა, რის გამოც...
რა-ვიცით-საქართველოში-მყოფი-უკრაინელი-ლტოლვილების-დახმარების-პროგრამაზე
11 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Eduard Jishkariani გაავრცელა პოსტი, რომელიც ირლანდიაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფულადი დახმარების შესაძლო შემცირებას ეხება. გარდა ამისა, ჯიშკარიანი წერს, რომ საქართველოში უკრაინელი ლტოლვილები სასტუმროებში ცხოვრობენ, უახლოეს რესტორანში უფასოდ იკვებებიან, უფასოდ სწავლობენ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, დადიან ესკურსიებსა და გასართობ ღონისძიებებზე და ერთ სულზე 1 000 ლარიან დახმარებას იღებენ.  პოსტის ავტორი უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაზე ნაწილობრივ...
ზალუჟნის-გადაყენების-და-უკრაინაში-სამხედრო-გადატრიალების-დასაანონსებლად-Deepfake-ვიდეო-გამოიყენეს
7-8 ნოემბერს ფეისბუკზე ქართულ (1, 2, 3.) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5) ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შესახებ. პოსტების თანახმად, რომელსაც ვიდეო ერთვის თან, ზალუჟნიმ უკრაინაში სამხედრო გადატრიალება დაანონსა. ზოგიერთ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადაყენების პროცედურები დაიწყო. სოციალური ქსელების გარდა ვალერი ზალუჟნის ვიდეო გავრცელდა რუსულ ვებ-საიტებზეც (1, 2.)....
დეზინფორმაცია,-თითქოს-ისრაელის-საკონდიტრომ-ზელენსკის-ჩამოხრჩობის-ამსახველი-ტორტი-გააკეთა
2023 წლის 12 ოქტომბერს რუსულენოვანმა მედიამ utyug.info, ასევე რუსულ და ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს მტკიცება, რომ ისრაელის ერთ-ერთმა ცნობილმა საკონდიტრო მაღაზიამ დაამზადა ტორტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ჩამოხრჩობას ასახავს. ინფორმაციის წყაროდ, The Jerusalem Post-ის სტატიაა დასახელებული, ხოლო პოსტების ავტორების მტკიცებით, თელ-ავივში დაფუძნებული საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონე ავი მელამედსონმა  აღშფოთება ამ ფორმით გამოხატა და განაცხადა, რომ...
დეზინფორმაცია,-თითქოს-ოლენა-ზელენსკამ-Cartier-ში-$1-100-000-ღირებულების-სამკაულები-იყიდა
4-5 ოქტომბერს ქართულმა და რუსულმა ფეისბუქ-ანგარიშებმა და კრემლის კონტროლირებადმა მედიამ (1;2;3;4), მათ შორის, Russia Today-მ, Gazeta.ru-მ, Московский комсомолец-მა, pravda.ru-მ და Lenta.ru-მ ნიგერიულ მედია The Nation-ზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ნიუ-იორკში ვიზიტის დროს Cartier-ის მაღაზიაში $1 100 000-ის ღირებულების სამკაულები იყიდა, თანამშრომელს უხეშად მიმართა და სამსახურიდან გაათავისუფლებინა.   ოლენა ზელენსკაზე დეზინფორმაცია...
თქვეს-თუ-არა-აშშ-სა-და-ბრაზილიის-პრეზიდენტებმა-უარი-ზელენკისთან-შეხვედრაზე
20 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “Eduard Jishkariani” გაავრცელა პოსტი, რომელშიც პოლონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გააუქმა. ასევე, ჯიშკარიანის მტკიცებით, 19 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვა ბრაზილიის პირველმა პირმა, ლუის სილვამ და აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, ჯანმრთელობის პრობლემების მომიზეზებით. პოსტის მიხედვით, ზელენსკის “უკვე ყველა ერიდება, როგორც ცოფიან ძაღლს”.  მტკიცებები იმის...
მიესალმა-თუ-არა-ბორის-ჯონსონი-ლვივში-სტუდენტებს-ნაცისტური-ჟესტით
11 სექტემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ლვივში ყოფნის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ბორის ჯონსონს ლვივის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, ცერემონიის დროს კი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ფაშისტური წესით მიესალმნენ. ასევე, თანდართულ ფოტოზე ნაჩვენებია ბორის ჯონსონი პროფესორებთან ერთად, რომელთაც მარჯვენა ხელი დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხით აქვთ აწეული....
მოუწოდა-თუ-არა-რუმინეთის-თავდაცვის-მინისტრმა-უკრაინას,-რომ-მეზობელ-ქვეყნებში-ომის-გადატანის-მცდელობა-შეწყვიტოს1
7 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს თან ახალი ამბების სააგენტო “როიტერსის” სტატიის სქრინშოთი ახლავს, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს მიმოიხილავს. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა უკრაინას მოუწოდა, მეზობელ ქვეყნებში ომის გადატანის მცდელობა შეწყვიტოს.  მსგავსი მტკიცება რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა Правда-მ საკუთარ...
რეალურად-რას-წერს-New-York-Times-ი-უკრაინისა-და-რუსეთის-სამხედრო-დანაკარგებზე
19 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა, ასევე რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა Alex Bond ინგლისურენოვანი სტატიის სქრინშოტი გამოაქვეყნეს. სტატიის სათაურია “უკრაინის ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 500 000-ია.” გავრცელებულ პოსტებზე თანდართული აღწერის მიხედვით, დასავლური გამოცემები, მსოფლიოს წამყვანი გაზეთები, როგორებიცაა The New York Times, The Guardian, Reuters, CBC და New York Post, წერენ, რომ უკრაინის დანაკარგები...
დეზინფორმაცია (6)
23-26 აპრილს რუსულმა ონლაინ გამოცემებმა (ukraina.ru, Russia Today, tverskaya13.ru, voennoedelo.com, eadaily.com) და ასევე რუსულ და ქართულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმა პოლონურ ონლაინ პორტალ Neon24-ზე დაყრდნობით ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინული სამხედრო კორპუსის შექმნის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უახლოეს ხანში ლიტუვურ-პოლონურ-უკრაინული კორპუსის შექმნა იგეგმება, რომლის შემადგენლობაშიც 20-25 ათასი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურის ყოფნა არის გათვალისწინებული. ასევე ამტკიცებენ, რომ კორპუსში კონტრაქტით მსახური ...
ფოტომანიპულაცია
12 და 13 აპრილს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გამოქვეყნეს ინფორმაცია, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სასულიერო პირებისთვის ახალი სამოსის შერჩევა გადაწყვიტა. პოსტებს თან ერთვის შავი სამოსის ამსახველი ფოტოები, ხოლო პოსტების ავტორების კომენტარების მიხედვით, შემოთავაზებული “ახალაგზრდული” ვარიანტები, რომლებიც მიზნად გათანამედროვებას ისახავს, არ შეეფერება მღვდლის ჩაცმულობას.  სოციალური ქსელების გარდა უკრაინელი მღვდლებისთვის ახალი სამოსის შერჩევის შესახებ ინფორმაცია რუსულენოვან...
დეზინფორმაცია
13 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Eduard Jishkariani უკრაინისთვის მიწოდებული M113 ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პოსტის მიხედვით, ისრაელსა და ნატოს წევრ ქვეყნებში დაახლოებით ათი წელია M113 ტიპის საბრძოლო მანქანების  საბრძოლო ვითარებაში გამოყენება აკრძალულია, რადგან მიჩნეულია, რომ ის ბრძოლის ველზე ქვეითების თანამედროვე შეიარაღებისგან დაცვას ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პოსტში აღნიშნულია, რომ ბოლო 6-7 წლის მანძილზე...
ვიდეომანიპულაცია--ვითომ-მტირალი-ვეტერანი-ka
11 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა Eduard Jishkariani ტვიტერის პოსტის სქრინშოთი გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკელ ვეტერანის, მარკ ლინდკვისტის ვიდეოს ეხება. ფეისბუქ-პოსტის ქართულენოვანი და ტვიტერის პოსტის ინგლისურენოვანი აღწერების მიხედვით, ვიდეოში ამერიკელი ვეტერანი, რომელიც უკრაინის მხარეს ომობს, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მისი მეგობრები რუსეთის დარტყმებს ემსხვერპლნენ, ხოლო უკრაინის ხელისუფლება ხალხს ხორცად იყენებს და მათ საკმარისი აღჭურვილობა და მხარდაჭერა არ აქვთ.  10-12 იანვარს...
აა
9 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა Eduard Jishkariani იტალიის ქალაქ მილანში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ცხვირის სკულპტურა ჩანს, რომელთანაც თეთრი ფხვნილია მიმობნეული. პოსტის ავტორის თქმით, იტალიელებმა სკულპტურას “ზელენსკის ცხვირი” უწოდეს. აღნიშნული ფოტო კრემლის პროპაგანდისტულმა გამოცემა Eurasia Daily-მ და რამდენიმე რუსულენოვანმა ვებ-გვერდმა (1, 2, 3) გამოაქვეყნა, მათ სათაურებში აღნიშნულია, რომ მილანში “ზელენსკის ძეგლი” დადგეს. რამდენიმე გამოცემა (1, 2, 3)...
ფოტომანიპულაცია
2022 წლის 12 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Eduard Jishkariani საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ფოტოზე სხეულზე წასმული კრემით ვერა ქობალიაა გამოსახული. ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, ფოტოზე ვერა ქობალიას თავი ჩასმულია, ორიგინალ ფოტო კი ინტერნეტში 2008 წლიდან ვრცელდება და მასზე სხვა ქალია გამოსახული.  გავრცელებული ფოტოს ორიგინალი ყველაზე ძველი...
ყალბი-რეალური-ზელენსკისა
2022 წლის 27 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა Eduard Jishkariani-მა უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას შესახებ პოსტი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “გადახდილია დონორების ფულით.” აღწერის მიხედვით, ფოტოზე ძვირადღირებული სამოსითა და აქსესუარებით უკრაინის პირველი ლედია გამოსახული. ტექსტში ნათქვამია, რომ გერმანელები ზელენსკას დასცინიან, რადგან ის ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე დონორებისგან მიღებულ ფულს ძვირადღირებული ნივთების შეძენაში ხარჯავს. გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული....
ყალბი-რეალური
განახლებული ვერსია: 2022 წლის 31 დეკემბერს ფეისბუკის მომხმარებელმა Eduard Jishkariani გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ 2022 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე, უკრაინელი მაღალჩინოსნების ქონება მკვეთრად გაიზარდა. კონკრეტულად ნახსენებია ქვეყნის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და კიევის მერი. პოსტის მიხედვით, ყველა მათგანის ქონება მილიარდ დოლარს სცდება, გარდა კიევის მერისა, რომლის ქონებაც ამჟამად 800...
დეზინფორმაცია
5-7 დეკემბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) ასევე, Pravda.ru-მ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში სავალდებულო გახდება და მათი მინიმალური რაოდენობა თითოეული მონაწილე ქვეყნის სპორტსმენთა 10%-ით განისაზღვრება.  ფეიბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას ვიდეოსთან ერთად ავრცელებს, რომელსაც Euronews-ის ლოგო აქვს. იგივე ვიდეო ვრცელდება რუსი...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist