გაყალბებული-კარიკატურა
2 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა Davit Tordia, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერ გვერდს “ლიდერი 41” მართავს, გაავრცელა ჟურნალ “ეკონომისტის” გარეკანი, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კარიკატურაა გამოსახული. გარეკანზე თურქული წარწერა “ექსპორტის მარშრუტი” ჩანს, ყოფილი პრეზიდენტი კი ვარდისფერი ჰალსტუხითა და წინდებით ამავე ფერის ველოსიპენდზე ზის. პოსტზე გამოხმაურების მიხედვით, ადამიანები აღიქვამენ, რომ გამოცემის გარეკანი რეალურია.   ასევე აღსანიშნავია, რომ...
რეალურად-რას-განასახიერებს-ლაზარე-გრიგორიადისის-ტატუ
25 აპრილს ფეისბუქ ანგარიშმა Davit Tordia  ლაზარე გრიგორიადისის ტატუს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ტექსტის მიხედვით, “ეშმაკი დეტალებშია” და გრიგორიადისის ტატუ მსოფლიოს ახალი წესრიგის მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს და ნიშნავს, რომ იგი გლობალისტების დავალებას ასრულებს. აღწერაში ნათქვამია ისიც, რომ “სოროსის” არასამთავრობოები და “ნაცტელევიზიები” ლაზარეს პოპულარიზებას სწორედ ამიტომ ცდილობენ. პოსტს თან ერთვის ლაზარეს ტატუს და ყოვლისმხედველი თვალის ფოტოები. ავტორის...
ლაზარე
ლაზარე გრიგორიადისი „აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით 29 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, სამართალდამცველებისთვის ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მან შსს-ს კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.  31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის...
ხაინდრავა,-ზარქუა-იმედი-ამერიკის-არჩევნებზე
10 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა David Tordia-მ და Abuladze Paata-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის 87 და 94 წლის კანდიდატებმა გაიმარჯვეს და რომ ორივე მათგანი 10 ნოემბერს გარდაიცვალა.  Davit Tordia-ს პოსტს თანდართული აქვს ფოტო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” პოსტიდან, წარწერით “აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო.” აღნიშნულ თემაზე 14 ნოემბერს...
დეზინფორმაცია
4 აპრილს ფეისბუქ გვერდმა  “Davit Tordia – დავით თორდია” გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით “მხილება –  10 ნაწილი. (ბაიდენი და უკრაინაში მოკლული ბავშვები).” ვიდეოს მთავარ ფოტოდ გარდაცვლილი ქალის ფონზე ატირებული გოგონას კადრია გამოყენებული.  ვიდეოში დავით თორდია რამდენიმე საკითხს ეხება და შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: რამდენიმე წლის წინ გლობალური Ice Bucket-ის გამოწვევა მასონთა საიდუმლო ნათლობის რიტუალი იყო და მსოფლიო...
კონსპირაცია
25 მარტს ფეისბუკ გვერდმა Davit Tordia – დავით თორდია სერიალის “ხალხის მსახური” ფრაგმენტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის თანახმად, სერიალი მასონების მიერ არის გადაღებული და მასში ნაჩვენებია, თუ როგორი დანაწევრებული წარმოუდგენიათ მათ მომავალი უკრაინა. თორდიას მიერ გამოქვეყნებულ სერიალის ფრაგმენტში პრემიერ-მინისტრი იური ჩუიკო პრეზიდენტ გოლობოროდკოს 28 სახელმწიფოდ დაშლილ უკრაინას აჩვენებს, შემდეგ კი ისინი ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას მართავენ....
გაყალბებული-ციტატა
3 თებერალს ფეისბუქ მომხმარებელმა David Tordia საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციტატა გამოაქვეყნა. ციტატის მიხედვით, სააკაშვილმა თქვა, რომ პუტინს მისი ისტერიული შიში აქვს და მისი პატიმრობის დროს “მსოფლიოში ძალთა ბალანსი დაირღვა.” პოსტში გამოყენებულ სქრინს თან ონლაინ გამოცემა ambebi.ge-ს ვებ-მისამართი და ლოგო აქვს მითითებული.  მიხეილ სააკაშვილის გავრცელებული ციტატა ყალბია. Ambebi.ge-ს ვებ-გვერდზე ან სხვა ღია წყაროებში საქართველოს...
Untitled-1_0
სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ცალკეული ვიდეოები, რომელთა აღწერის მიხედვითაც, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე იძულებით ვაქცინაციას ასახავდა. ვიდეოებზე თანდართული ტექსტები შეიცავდა გარფთხილებებს იმის შესახებ, რომ საქართველოსაც ასეთი იძულებითი ვაქციანცია ელოდება. “მითების დეტექტორმა” ამ ტიპის ვიდეოების ნაწილი უკვე გადაამოწმა. ვიდეოებს ავრცელებდნენ, როგორც ქართული ანტივაქსერული ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე ძალადობრივ ჯგუფ  ალტ-ინფოსთან და ლევან ვასაძის “ერთან” დაკავშირებული...
qhalbi-realuri
30 მარტს ფეიბუქ მომხმარებელმა “დავით თორდია. უკვე დროა” გამოაქვეყნა იუთუბ ვიდეო, რომლის თანმხლებ ტექსტში ის წერს, რომ ვიდეოში მაყურებელი თბილისში მოქმედ ძლიერ ოკულტურ-სატანისტურ შენობას ნახავს და ვაქცინების შესახებ შეიტყობს. ვიდეოს დასაწყისში ავტორი თბილისის ზღვასთან მდებარე საიდუმლო შენობის შესახებ საუბრობს. აქვე აღნიშნავს, რომ როგორც მან გაარკვია, ეს ამერიკის დაზვერვის შენობაა. უშუალოდ ადგილზე მისული კი ხაზს უსვამს,...
videomanipulatsia_2
23 მარტს Facebook გვერდმა დავით თორდია. უკვე დროა ფეისბუკზე youtube-ის ბმული გააზიარა და აუდიტორიას მისი ნახვისკენ მოუწოდა. ვიდეოში თორდია ამტკიცებს, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხელოვნურად არის გაზრდილი, წყაროდ კი იტალიელი პოლიტიკოსის, “ვიტორიას გარბის” (იგულისხმება ვიტორიო სგარბი) გამოსვლის ამსახველი ვიდეო მოჰყავს. ამასთან თორდია სხვადასხვა ვიდეოკადრებს იყენებს, რომლებშიც ცარიელი საავადმყოფოებია ნაჩვენები. ეს კადრები მოიცავს სხვადასხვა ქვეყნების საავადმყოფოებს,...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist