ნანუკა ჟორჟოლიანი
29 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს სექს-სათამაშოების, მათრახებისა და ხელბორკილების ფოტოები და დაწერეს, რომ ნაჩვენები ნივთები ტელეწამყვანისა და “ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. პოსტების გამოხმაურებიდან ჩანს, რომ ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილი მას რეალურ ინფორმაციას აღიქვამს. ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით გავრცელებული ფოტო მისი სახლიდან ამოღებულ ნივთებს არ ასახავს. რეალურად, ფოტო ერთ-ერთ სექს-ფორუმზე 2021 წელს გამოქვეყნდა...
ჩანთა
4 აპრილს ზესტაფონის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, დავით მიქაბერიძემ და ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს საპროტესტო აქციაზე გადაღებული იდენტური ფოტო. მასზე ჩანს ქალი, რომელსაც უკეთია თეთრი ჩანთა წარწერით: “ცეცხლი ფუჩურს.” საპროტესტო აქციაზე გადაღებული მორიგი ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, ფოტოს ავტორი ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთია” და აქციის მონაწილეს ჩანთაზე ფრაზა “ცეცხლი ოლიგარქიას” აწერია.  27 მარტს თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა...
საპროტესტო აქცია
30 მარტს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა “დავით ჯებაშვილი” გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით “გზას აცდენილები”, რომელსაც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას უკავშირებენ. კადრებში ჩანს, რომ ქუჩაში ქალები ცეკვავენ, პარალელურად კი ისმის შემდეგი შეძახილები: “არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა, გეშინოდეთ ხალხის ძალის – მოდის ხალხის ქარიშხალი, მოუსმინეთ ხალხის ხმას – ხალხი ითხოვს სამართალს, არ გაჩერდება ხალხის მდინარე...
fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
2-5 მარტს ქართულმა (1,2,3;4;5)  და რუსულენოვანმა (1;2;3;4;5) ფეისბუქ-მომხმარებლებმა, ასევე, კრემლის პროპაგანდისტულმა საინფორმაციო პორტალმა ZOV Запорожье გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უკრაინელ მომიტინგეებს, რომლებიც თითქოს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ეწინააღმდეგებიან, შეხვდა და უკრაინის ჯარში გაწევრიანება შესთავაზა. ავტორების მტკიცებით, “უსაფრთხო ამერიკიდან უკრაინაში საბრძოლველად წასვლას” არავინ დასთანხმდა. პოსტებს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ვიცე-პრეზიდენტი თეთრი...
აზერბაიჯანული თვითმფრინავი
25 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა გავრცელეს ინფორმაცია (1;2;3;4;5), რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანული მედია ირწმუნება, რომ 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე უკრაინაა პასუხისმგებელი. ფეისბუქ-პოსტების თანახმად, კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ თვითმფრინავის ფრთა დაზიანდა უკრაინული დრონის ან მისი ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად.  ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნა უკრაინული დრონის მოხვედრამ გამოიწვია, არ დასტურდება. საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს,...
საპროტესტო აქცია
21 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4, 5, 6) და გვერდმა გაავრცელეს იდენტური ვიდეო, რომელიც საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. კადრში ვხედავთ, რომ ქალი შვილის დაკავების შესახებ საუბრობს. ის ამბობს: “მოკიდეს ჩემ ბავშვს ხელი და ჩააგდეს მანქანაში. არაფრის გამო. რატო არღვევთო კანონსო, არ ვემორჩილები-მეთქი კანონს, არა.” ქალი იმასაც ახსენებს, რომ შვილთან ერთად აქციაზე მიდიოდა. ვიდეოს ბოლოს კი...
რობინ დანიგანი
განახლება 05/12/2024: POSTV-ის საინფორმაციო ბარათი, რომელზეც რობინ დანიგანის ყალბი ციტატაა დატანილი, 4 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა საკუთარ ანგარიშებსა და ჯგუფებშიც გაავრცელეს (1;2;3;4). არქივის ბმულები (1;2;3;4). 4 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიამ POSTV ფეისბუქზე გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის სამი ციტატა (1; 2; 3). ყველა მათგანში ელჩი მიმდინარე პროტესტისას დემონსტრანტების მიერ ვანდალიზმისა და ინფრასტრუქტურის განადგურების, ჟურნალისტებსა...
ფოტოზე ასახულია დეზინფორმაცია
2024 წლის 17 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა დავით ჯებაშვილმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის ლექსი გამოაქვეყნა. პოლიტიკოსის ფოტოზე დატანილია წარწერა: “ლექსი მივწერე პრეზიდენტს – გამაგრდი ჩვენო ძლიერო, გზას გაგვინათებ ვითარც ლამპარი, ერთადერთი ხარ ამ ქვეყანაზე, თავად სინათლე – პუტინი კი დამპალი”. ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო აქვს დართული.   საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი გავრცელებული ნატო ჩხეიძის ლექსი გაყალბებულია. მისი დაწერის შესახებ ინფორმაცია...
ქალთა ძალოსნობა
25 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2) ქალთა ძალოსნობაში შეჯიბრის შესახებ გაავრცელეს ვიდეო, აღწერით: “ევროპის უძლიერესი ქალბატონი კაცი გახდა”. ვიდეოში პოდიუმზე მეორე და მესამე ადგილებზე მდგომ ორ პირს ვხედავთ, რომელთაგანაც ერთს ხელში ბავშვი უჭირავს. კიდევ ერთი პირი პოდიუმზე გამარჯვებულისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებს და თასს აღმართავს.  დაჯილდოების ცერემონიის ამსახველი ვიდეო, რომელიც ქალთა ძალოსნობაში შეჯიბრს ეხება, მცდარი აღწერით...
Manipulation and disinformation
10 ივნისს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია POSTV-მ ფეისბუქ გვერდზე ,,POSTV – ანალიტიკა” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ჩეხი პოლიტიკოსი, მარკეტა გრეგოროვა ევროპარლამენტის დეპუტატად აღარ აირჩიეს. POSTV ინფორმაციას ურთავს გრეგოროვას 17 მაისს ნათქვამს, რომ ,,საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს, ივანიშვილი ოლიგარქია”, შემდგომ წერს, რომ ის ევროპარლამენტში ვერ მოხვდა.  ,,POSTV – ანალიტიკაზე” დაყრდნობით ამავე ინფორმაციას ფეისბუქ-მომხმარებლები (1, 2), ასევე...
Манипуляция и дезинформация
8 მაისს პროსახელისუფლებო მედია POSTV-მ, ასევე ფეისბუქ-მომხმარებლებმა Nodo Demurishvili და  Davit Jebashvili გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ამბობს: “მე ერეკლეს წინ ვდგავარ ახლა და კიდევ ერთხელ მინდა განვმეორდე, რომ პირველად ღალატი საქართველოს ზუსტად ერეკლეს ღალატით აგემა რუსეთმა”. კომენტარებში ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, რომ ის საუბრობს ღალატზე, რომელიც მეფე ერეკლე II-მ ჩაიდინა.   აქციის მონაწილის...
აღმოჩენილი დეზინფორმაცია მითების დეტექტორის მიერ
15 აპრილს სოციალურ ქსელ Threads-ზე რუსულენოვანმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა,  ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის გათვალისწინებით მსოფლიო ომის დაწყება იწინასწარმეტყველა. ამასთანავე, პოსტის ავტორის მტკიცებით გამოცემამ წარსულში ასევე იწინასწარმეტყველა ტერორისტული თავდასხმა კროკუსში, ომის დაწყება ღაზას სექტორში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის თარიღი.  აღსანიშნია, რომ იდენტური ინფორმაცია 14 აპრილს ფეისბუქის ქართულ...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
11-12 ივლისს ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით რამდენიმე ცნობილი გამოცემის ილუსტრაცია გავრცელდა.  12 ივლისიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4) ფეისბუქ ანგარიშები გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის გარეკანის ფოტოს ავრცელებდნენ, რომელზეც ვხედავთ, როგორ ცდილობს ზელენსკი მიწვდეს მის თავზე დამაგრებულ ლურჯი ფერის კარს, რომელზეც ნატოს დროშაა გამოსახული. ზელენსკის ფონზე ნატოს გენერალური...
a woman with black hair and a pink and white background
22 ივნის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” ყოფილი გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი ფოტოფაბრიკაცია გავრცელდა. 23-25 ივნისს ფეისბუკ გვერდმა შავი მედია და ფეისბუკ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4, 5) ზურაბიშვილის მსგავსი გარეგნობის მქონე ქალის ფოტო გამოაქვეყნეს.  ფოტოზე ქალს ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და შილიფად ჩაცმული ყავის ჭიქასთან ზის. ფეისბუკ...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
16 მარტიდან ფეისბუქ მომხმარებლები უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ავრცელებდნენ ინფორმაციას. მომხმარებლების ნაწილი ავრცელებდა გორდონის ვიდეოს (1,2,3,4), რომელშიც ჟურნალისტი სვამს შეკითხვას, როგორ არიან ქართველები გულგრილები იმის მიმართ, რომ საქართველო, რომელმაც რუსული აგრესიის შედეგად ტერიტორიები დაკარგა, შერცხვენილი იბრუნებს პირს უკრაინული ტრაგედიისგან. ამის შემდეგ ვიდეოში ისმის მიმართვა: “თქვენ ისტორია უკრაინელების ხელით დაგსჯით და...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
10-13 მარტს ფეისბუკის ქართულ და რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1, 2, 3, 4) უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის ფრაგმენტი გამოქვეყნდა. პოსტების მიხედვით, ზელენსკიმ მიმართვაში აღნიშნა, რომ საქართველოს ისეთივე წარმატებას უსურვებს, რასაც უკრაინელებმა მაიდანზე მიაღწიეს.  11 მარტს ზელენსკის ვიდეო რუსულ ენაზე იმავე აღწერით ბლოგების საიტზე livejournal  და ფორუმზე zugunder.com-ზეც გამოქვეყნდა.  ზელენსკის განცხადება, თითქოს მან თბილისის საპროტესტო აქციები...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
4-5 მარტს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა Pravda.ru, Российская газета და kherson-news.ru, ასევე ქართულ (1, 2, 3, 4) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4) ფეისბუქ-ანგარიშებმა გამოაქვეყნეს პოსტები, რომელთა თანახმადაც ისრაელში უკრაინის დროშების საჯაროდ გამოფენა კანონით აიკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმა 10 000 ისრაელის შეკელია. ზოგიერთ პოსტს ორი რუსულენოვანი ვიდეო ახლავს, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ ამიერიდან ისრაელში უკრაინასთან დაკავშირებული...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
28 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა, ასევე რუსულენოვანმა გვერდმა newsweek_vl და ფეისბუქ პროფილებმა (1, 2, 3) კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ტვიტერის სქრინშოთი გამოაქვეყნეს, რომელზეც ჩანს, რომ მასკმა უკრაინის ქალაქ ბახმუტთან დაკავშირებულ ტვიტს უპასუხა და დაწერა, რომ რუსებს ბახმუტი პრაქტიკულად ალყაში ჰყავთ და ეს კარგია. ქართული და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშების მიერ გავრცელებული ტვიტების სქრინშოთი ფოტომანიპულაციაა. მასკმა ბახმუტთან დაკავშირებულ...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
25-26 თებერვალს  სოციალურ ქსელსა და მედიაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში შეხვედრის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. რუსული პროპაგანდისტული გამოცემები (Известия, lenta.ru, ria.ru, aif.ru, topnews.ru, riafan.ru, fedprss.ru)  და ფეისბუკ ანგარიშები ( 1, 2) წერდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტს ორეული ჰყავს, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პოლონური გამოცემის, Fakt-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში შენიშნეს.  აღსანიშნავია, რომ...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
7 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა Davit Jebashvili, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6,7,8,9) ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტერის პოსტის სქრინშოტი გაავრცელეს, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი თურქეთს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მალე შეძლებენ ყველაფრის დაძლევას და უკრაინისთვის დახმარების მიწოდება არ შეწყდება.  სოციალურ ქსელსი გავრცელებული სქრინშოტი გაყალბებულია. მსგავსი პოსტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ან სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.  უკრაინის...
ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ქართულ (1, 2, 3, 4, 5, 6) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) Facebook მომხმარებლებმა აშშ-ში გამოქვეყნებული ბილბორდის ფოტო გაავრცელეს. ბილბორდზე ორსული მამაკაცი და შემდეგი წარწერაა გამოსახული: “ყველა კაცს აქვს დაფეხმძიმების უფლება. მხარი დაუჭირეთ რეპროდუქციულ თავისუფლებას.” ერთ-ერთი პოსტის ავტორის მიხედვით, “ასეთ ამერიკას, დიახ, რუსეთთან ურთიერთობა სჯობს.” გავრცელებული ბილბორდი...
ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
7 დეკემბერს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5,6,7,8) ფეისბუქ მომხმარებლებმა პრეზერვატივში გახვეული უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კარიკატურული გამოსახულება გაავრცელეს. ზელენსკის გვერდით ვხედავთ ინგლისურენოვან წარწერას “ზოგიერთი ადამიანი არასდროს უნდა დაბადებულიყო”. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო ბრაზილიური სტუდია Platinum Studio-ს რეკლამიდანაა.  კარიკატურა, რომელზეც პრეზერვატივში გახვეული ვოლოდიმირ ზელენკსია გამოსახული, პროგრამულადაა დამუშავებული. კომპანია Platinum-ის პროექტისთვის 2017-2019 წლებში მსგავსი კარიკატურები მხოლოდ სამი პირის...
ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
21-22 ნოემბერს ალტ-ინფოს ფეისბუქ გვერდმა ალტ-სიახლე, ასევე ქართულენოვანმა (1,2) და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5) ფეისბუქ ანგარიშებმა გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კატარში გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი მტკიცებით, კატარის ხელისუფლებამ გერმანული თვითმფრინავი არ მიიღო, რადგან მასზე ლგბტქ+ სიმბოლიკა იყო გამოსახული. თვითმფრინავს ომანში გადაფრენა მოუწია, საიდანაც გერმანიის ნაკრები სხვა თვითმფრინავით ჩაფრინდა კატარში. პოსტებს თანდართული ჰქონდა თვითმფრინავის...
ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
21 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა კონსერვატიული მოძრაობა სამტრედიაში, Ramaz Gvaladze და Davit Jebashvili გაავრცელეს ფოტოკოლაჟი, რომელშიც ორი ქალი ჩანს. ერთ-ერთ მათგანს სამხედრო ფორმა აცვია, მეორეს სახე კი სისხლით არის გრიმირებული. პოსტების მიხედვით, ფოტოები ასახავს, თუ როგორ ახდენენ უკრაინელები რუსეთის დანაშაულის ამსახველი სცენების ფაბრიკაციას, დასავლურ მედიაში გასავრცელებლად. 22 ნოემბერს მსგავსი შინაარსის პოსტი ირაკლი ზაქარეიშვილმაც გამოაქვეყნა. იდენტური ფოტოკოლაჟი...
ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
7 და 8 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებლებმა Davit Jebashvil-მა და  ანი ფეიქრიშვილმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ასახულ პირს ხელში გიორგი ვაშაძის მხარდამჭერი პოსტერი უჭირავს. პოსტერზე საქართველოს “რესპუბლიკური პარტიის” ლოგო და წარწერა: “ჩვენ ხმას ვაძლევთ ვაშაძეს” – არის ასახული. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული პირი წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც გიორგი ვაშაძეს უჭერს მხარს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა...
ყალბი ახალი ამბები; ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება; ცრუ სიახლეები
1-3 ნოემბერს ქართულ და რუსულენოვანი (1,2,3,4,5) ფეისბუქ მომხმარებლები ავრცელებდნენ ინდური ჟურნალის “Ananda Vikatan-ის” გარეკანს, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენკსი და რიში სუნაკი არიან გამოსახული. უკრაინის პრეზიდენტს ხელში სტაფილოსფერი საღებავის ქილა და ფუნჯი უჭირავს, ხოლო მის წინ გამოსახულია სტაფილოსფერი სვასტიკა, რომელიც შავ სვასტიკას ფარავს. თანდართული აღწერის მიხედვით, ზელენსკი სუნაკს შემდეგ ფრაზას ეუბნება – “აბა ჩვენ როგორი ნაცისტები ვართ?...
დეზინფორმაციის იდენტიფიცირება; მედიაწიგნიერება; ფაქტების გადამოწმება
19-20 ოქტომბერს ქართულენოვანმა (1,2,3,4) და რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა  ერთ-ერთი ფრანგული გადაცემის ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოში გადაცემის წამყვანის უკან გამოკითხვის შედეგებს ვხედავთ შეკითხვაზე “პუტინთან დაძაბულობის ესკალაცია: უნდა გააგრძელოს თუ არა საფრანგეთმა უკრაინის შეიარაღება?”. შეკითხვაზე დადებითი პასუხის მაჩვენებელი 23.3%-ა, ხოლო უარყოფითის – 76.7%. პოსტების მიხედვით, ეს შედეგები ნიშნავს, რომ ფრანგების 76.6%-ს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა სურს. ფრანგული გადაცემის...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist