მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
25 აგვისტო-16 სექტემბრის შუალედში ფეისბუქის ქართულ (1, 2.) და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4.) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (მეფ) დოკუმენტით დასტურდება, რომ 2025 წელს 6 მილიარდი ადამიანი მოკვდება. მომხმარებლებმა პოსტებთან ერთად გამოაქვეყნეს ფოტო/ვიდეო მასალები გამოცემა The People’s Voice-ის სიუჟეტიდან, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება. ინფორმაცია, თითქოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დოკუმენტით დასტურდება,...
დეზინფორმაცია
7 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა, მაია თვალთვაძემ, რომელიც ყალბი ამბების ხშირის გამავრცელებელია, გააზიარა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მილიარდერი ბილ გეითსის ინიციატივით, 2025 წლისათვის ყველა ბავშვის კანქვეშ ციფრული პირადობის მოწმობა იქნება ჩადებული. პოსტის თანახმად, ციფრული ID ბავშვებს მშობლების თანხმობის გარეშე დაუმაგრდებათ.  იგივე ამბავი 11 სექტემბერს დეზინფორმაციის ასევე ხშირმა გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა Lado Qartvelishvili-მა გაავრცელა. პოსტის მიხედვით, ბავშვების კანქვეშ ციფრული ID-ის...
დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდ-ვაქცინაციის შედეგად ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებელი გაიზარდა
17 ივნისს ფეისბუქ-ჯგუფში ანტილაბ-საქართველო გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმადაც კოვიდ-ვაქცინების შედეგად ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები გაიზარდა. პოსტს თანდართული აქვს გინეკოლოგ კიმბერლი ბისის ვიდეო, რომელშიც ბისი ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებლის ზრდას კორონავირუსს წინააღმდეგ ვაქცინაციას უკავშირებს. პოსტში ასევე მითითებულია რუსულენოვანი, ანტივაქსერული საიტის Redko da Metko-ს სტატიის ბმული, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინა სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას იწვევს. “ანტილაბ-საქართველოში” გამოქვეყნებული პოსტის წყარო რუსულენოვანი...
კრემლის მედიის გავრცელებული დოკუმენტები
12 თებერვალს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა Russia Today-მ (1,2) და РИА Новости-მ (1,2) მარიუპოლში “დასავლური კომპანიების ინტერესებით” მოსახლეობაზე “სახიფათო” მედიკამენტების გამოცდის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. РИА Новости-ს მიხედვით, ექსპერიმენტებს ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებზე ატარებდნენ და ამას მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებს. РИА Новости-ს მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებულ სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევებს ჩვილებზეც ატარებდნენ. ამ ორ გამოცემაზე დაყრდნობით, იგივე ინფორმაცია სხვა...
რუსული-ფეისბუქ-ანგარიშები-და-Царьград-ნავალნის-გარდაცვალებას-ფაიზერის-ვაქცინას-უკავშირებენ
ნავალნის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ეჭვები იმის შესახებ, თითქოს ნავალნის მოულოდნელი გარდაცვალება  ფაიზერის ვაქცინით იყო გამოწვეული. ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუკ მომხმარებლები (1,2,3,4,5,6,7,8,9,10) ამტკიცებენ, რომ ნავალნი Pfizer-ის ვაქცინით გამოწვეული თრომბოზის გამო გარდაიცვალა და იმ 20%-ს შორის მოხვდა, ვისაც ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების გამო სიკვდილი ელოდა. პოსტების ნაწილში აღნიშნულია, რომ ნავალნის ფაიზერის 3...
უკრაინაში-40-ბავშვის-ვაქცინის-შედეგად-გარდაცვალებაზე
7 და 8 თებერვალს სოციალური ქსელში (1, 2, 3, 4) უკრაინაში ვაქცინაციის შედეგად 40 ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაავრცელდა ინფორმაცია. ფეისბუქ პოსტებს თან ერთვის ვიდეოც. ვიდეოში უცნობი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ Pfizer-ის კიევის ოფისის თანამშრომელია, აცხადებს, რომ უკრაინაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საფარქვეშ ბავშვებს ექსპერიმენტულ ვაქცინას უკეთებდნენ  – თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არც პაციენტების მშობლებს და არც...
ბიოლაბორატორიებზე-მორიგ-დეზინფორმაციას-რუსეთის-გრუ-სთან-დაკავშირებულ-დასავლურ-გამოცემასთან-მივყავართ
14 ნოემბერს ფეისბუქ-ჯგუფში ანტილაბ-საქართველო მომხმარებელმა Lado Qartvelishvili-ი გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით, სლოვაკურმა გამოცემამ Hlavný dennik-მა აშშ-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილ ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა. სლოვაკურმა გამოცემა Hlavny Dennik-მა სტატია “ბიოლოგიური იარაღი ამერიკულ ლაბორატორიებში საფრთხეს უქმნის მსოფლიოს არსებობას” 7 ნოემბერს გამოაქვეყნა. თავად სლოვაკური გამოცემის მთავარი წყარო ამერიკულ ულტრამემარჯვენე, კონსპირაციულ და ყალბი ამბების გამავრცელებელი გამოცემა Natural News-ია....
ფსევდო-სამედიცინო-ორგანიზაცია-ვაქცინებთან-დაკავშირებით-დეზინფორმაციას-ავრცელებს
13 სექტემბერს ფეისბუქ-ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” მომხმარებელმა Lado Qartvelishvili გააზიარა რუსულენოვან ვებგვერდ Redko da Metko-ზე გამოქვეყნებული სტატია ვაქცინების შესახებ. პოსტის აღწერისა და გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, “ჯანდაცვის მსოფლიო საბჭომ” გამოსცა ოფიციალური გაფრთხილება ყველა იმ ვაქცინის წინააღმდეგ, რომელიც ბავშვთა ვაქცინაციის გრაფიკში შედის. Redko da Metko-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ვაქცინირებულ ბავშვებს ჯანმრთელობის მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულებს. ასევე, სტატიის მიხედვით,...
რეალურად-რას-ამტკიცებს-დოკუმენტები,-რომლებსაც-უკრაინაში-COVID-19-ის-სახიფათო-პრეპარატების-გამოცდას-მიაწერენ
28 აგვისტოს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “სულის სამყარო” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ქართულენოვანი აღწერის მიხედვით უკრაინაში, დონბასში, კლინიკა “ფარმბიოტესტში” უკრაინელ მოსახლეობაზე Covid-19-ის საწინააღმდეგო დასავლურ ვაქცინებს ცდიდნენ და უკრაინის მოსახლეობასა და ასევე სამხედროებს ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ. ვიდეოში ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის პოლკოვნიკი, ვიტალი კისილევი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ვასილი პროზოროვი აცხადებენ, რომ ნაპოვნი დოკუმენტების მიხედვით “ფარმბიოტესტში” “ასტრაზენეკასა” და...
დეზინფორმაცია
2 ივნისს ფეისბუკ-ჯგუფში „ანტილაბ-საქართველო“ ამერიკელი ყოფილი ლეიტენანტის, სკოტ ბენეტის ირანულ მედია – Press TV-ისთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი გავრცელდა. ბენეტი ამტკიცებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის ხელმძღვანელობით ბიოლოგიური იარაღი იქმნებოდა.მისი თქმით,  ეს პროცესი 2005 წელს ორგანიზაცია 501C3 -ის შექმნით დაიწყო, რომელიც შემდეგ “მეტაბიოტა” გახდა. ამ ორგანიზაციას კი კომპანია Rosemont Fonseca აფინანსებდა, რომელსაც ჰანტერ ბაიდენი ხელმძღვანელობდა. ინტერვიუში ბენეტი...
კოვიდი
2023 წლის 22 მარტს ფეისბუქ-ჯგუფში ანტილაბ-საქართველო მომხმარებელმა Lado Qartvelishvili გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც Project Veritas-მა გაავრცელა დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ კომპანია Pfizer-მა იცოდა ვაქცინაციის შემდეგ მიოკარდიტის პოტენციური რისკის არსებობის შესახებ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებში, მაგრამ ვაქცინაცია მაინც განაგრძეს. იგივე შინაარსის ინფორმაცია რუსულენოვანმა ტელეგრამ-არხმა Джинн из Пробирки | Биолаборатории 21 მარტს გაავრცელა. ტელეგრამ-არხის მიერ გავრცელებულ პოსტში...
დეზინფორმაცია-ru-(5)ს
9 აგვისტოს რუსულ ონლაინ გამოცემა Ridus.ru-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “ვირუსოლოგი გრიგორიანი: როგორ გაყინა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უკრაინაში აშშ-ს ბიოლაბორატორიების საქმიანობა”. გამოცემასთან ინტერვიუში გრიგორ გრიგორიანი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა “არამხოლოდ ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ნაბიჯებით”, არამედ უკრაინიდან მომავალი ბიოლოგიური საფრთხის უგულვებელყოფის საჭიროებით იყო განპირობებული. უკრაინაში “ამერიკული ბიოლაბორატორიების” მოქმედებას გრიგორიანი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ სააგენტოს DTRA-ს...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist