shutterstock_213108058
მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა საკუთარი დღის წესრიგიდან ამოიღო და, შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების ფონზე 1 და 2 დეკემბერს ორი ფეისბუკ ჯგუფი “ანტი-მაიდანი!” და  “ანტი-მაიდანი მოძრაობა” შეიქმნა. ამ უკანასკნელმა 2 დღეში სახელი შეიცვალა და “ჯანსაღ ძალად”  გარდაიქმნა. ამ ჯგუფების გაჩენა საქართველოში კრემლის მხარდაჭერით დაწყებული ანტიმაიდანური...
ირმა ინაშვილი
8 ივლისს ფეისბუკ ანგარიშმა “ჯანსაღი ძალა” პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის პოსტის სქრინშოთი გამოაქვეყნა. გავრცელებულ პოსტში ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს, აღნიშნავს, რომ მან თავი ამოწურა და ასპარეზი ნამდვილ ქართველებს უნდა დაუთმოს, როგორიც კოკა მორგოშიაა და რომელსაც პრემიერის კანდიდატურაზე წარადგენენ. ამავე ანგარიშს გამოქვეყნებული აქვს კიდევ ერთი სქრინშოთი, რომელზედაც კოკა მორგოშიას ფოტო და ციტატა...
მოლდოვაში-ტელეარხების-დახურვაზე-ინფორმაცია-უკონტექსტოდ-ვრცელდება
30-31 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა დავით ჯებაშვილმა და გვერდმა “ანტილიბერალური დოქტრინა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოლდოვაში დაიხურება 5 ოპოზიციური ტელეახი, რომლებმაც დაფინანსების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია წარადგინეს. კომენტარების მიხედვით, ფეისბუქ-მომხმარებლები გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციური მედიის დევნად და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აღიქვამენ.  მოლდოვაში ტელეარხების დახურვაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად, ხუთივე არხი, რომელსაც მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმდება, პრორუს და ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქებთან არის...
საპროტესტო პოსტერი
21 აპრილს სოციალური ქსელის სხვადასხვა ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) მათ შორის გაბი კამაევმა, ანტილიბერალურმა დოქტრინამ, ირაკლი ჯანყარაშვილმა და ტროლ-ანგარიშმა დაათ ცაბაძემ, ასევე ანონიმურმა სახელისუფლებო ანგარიშმმა ტერენტი გლდანელი პარლამენტის წინ აქციის მონაწილის ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტოზე მოქალაქეს უჭირავს პოსტერი წარწერით: “მე და ჩემი ქმარიც აქ ვდგავართ, რუსებო!” ჩამოთვლილმა სოციალური მედიის ანგარიშებმა აღნიშნული ფოტო 9 წუთიანი შუალედით...
“რუსული-კანონის”-საწინააღმდეგო-პოსტერს-აყალბებს
განახლება: იდენტური პოსტი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის Postv-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ, სახელისუფლებო გამოცემა მარშალპრესმა, ხელისუფლების მხარდამჭერებმა გაბი კამაევმა, ედიშერ გვენეტაძემ და ნინო ჯღარკავამ, ასევე ირაკლი ჯანყარაშვილის პოსტზე დაყრდნობით ჯგუფებმა წინ საქართველოს უკეთესი მომავლისაკენ! და პროტესტი გააზიარეს. პოსტი გაავრცელეს ანონიმურმა ანგარიშებმა ვიოლა კრამონაძე, შიინ ევროპისკენ და სხვებმა. 21 აპრილს ანონიმურმა სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური საღორე N5” გამოაქვეყნა...
თქვა-თუ-არა-გონჩარენკომ,-რომ-საქართველომ-ჭურვების-მარაგი-უკრაინას-უნდა-გადასცეს
26 თებერვალსა და 5 მარტს ფეისბუკ გვერდებმა “გლობალური პოლიტიკა”, “publicist.ge”, “მოგიტყანთ მოქალაქეთა კავშირი” ალექსეი გონჩარენკოს ციტატა გაავრცელეს, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი საქართველოს ჭურვების გადაცემას სთხოვს. პოსტს თან ახლავს გონჩარენკოს ფოტო, რომელზედაც შემდეგი ციტატა არის დატანილი: “გონჩარენკო: თუ საქართველო არ აპირებს ტერიტორიების ომით დაბრუნებას, ჭურვების მარაგი უკრაინას უნდა გადასცეს”. განცხადება, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი საქართველოსგან ჭურვების...
მანიპულაცია,-თითქოს-ამერიკის-თავდაცვის-მდივანი-კონგრესმენებს-ომში-გაგზავნით-დაემუქრა
8 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა publicist.ge, ასევე საინფორმაციო პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის კონგრესმენებთან გამართული შეხვედრის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოსტინი ამერიკელ კანონმდებლებს მათი ოჯახის წევრების ომში გაგზავნით დაემუქრა. “მათ ნათესავებს რუსებთან საბრძოლველად გაგზავნიან, თუ ისინი უკრაინას არ დაუჭერენ მხარს” – წერს publicist.ge.  publicist.ge და “საქართველო...
პოლონეთში-უკრაინელი-ლტოლვილების-მიმღები-ცენტრის-დახურვის-შესახებ
3 სექტემბერს ფეისბუქზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა და პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა გაავრცელეს პოსტი რომელშიც წერია, რომ პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების უმსხვილესი ცენტრი დახურეს. პოსტის ავტორების განცხადებით, ინფორმაცია ცნობილ საერთაშორისო გამოცემა The Financial Times-ის სტატიას ეფუძნება. ბონდო მძინარაშვილის პოსტს ტვ “იმედის” ფეისბუქ გვერდის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის შემცველი ფოტო ერთვის თან. პოლონეთში...
ნაწილობრივ-მცდარი
18 ივნისს ფეისბუქ გვერდმა publicist.ge, ასევე ფეისბუქ ანგარიშმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ The Washington Post-ის მიხედვით, რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას იგერიებენ და ნაკლებსავარაუდოა, კიევმა წარმატებას მიაღწიოს. publicist.ge-ს პოსტში დამატებით აღნიშნულია, რომ ამერიკული გამოცემის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აშენებული თადაცვითი ხაზი უკვე ანელებს უკრაინის შეტევით ოპერაციებს და მოწინააღმდეგის არმიას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის. პოსტში ასევე...
დეზინფორმაცია
5-6 სექტემბერს თბილისში თბილისის საერთაშორისო კონფერენცია – „დიდება უკრაინას!” –  გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ იყვნენ. 2022 წელს თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინას მიეძღვნა, კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსიები უკრაინისა და საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე გამართეს და სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გარდა...
მანიპულაცია
1 აგვისტოს ირაკლი ჯანყარაშვილმა ფეისბუკზე გაამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაში, მათ მიღებასა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში მოწინავე ქვეყანა იყო. ჯანყარაშვილის თქმით, ამ დახმარების ფონზე “კოლექტიურ არესტოვიჩებს” და უკრაინელ ლტოლვილებს ომის საქართველოში გადმოტანა სურთ.  ჯანყარაშვილმა საქართველოს მისამართით დავით არახამიას და ოლექსი არესტოვიჩის განცხადებებიც გააკრიტიკა. პოსტს თან ერთვის არახამიას და არესტოვიჩის ფოტოები. იდენტური...
ისკრედიტაციის-კამპანია-ეს
2022 წლის 20 ივნისს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, “გავრილოვის ღამის” სამი წლის თავზე, მრავალათასიანი აქცია, სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” გაიმართა. აქციის მიზანს ევროკავშირისთვის „დასავლური ღირებულებებისადმი“ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება წარმოადგენდა.  სოციალურ ქსელში აქციის დისკრედიტაციის კამპანია 20 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და მასში როგორც პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ-გვერდები, ფეისბუკ-ჯგუფები და მედია, ასევე ანტილიბერალური, კრემლისტური გვერდები და...
Page 1 of 5 1 2 5

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist