ნონა ქურდოვანიძე
21 იანვარს პროსახელისუფლებო ტელევიზებმა “იმედი” და POSTV, რამდენიმე ფეისბუქ-მომხმარებელმა და გვერდმა  (1, 2, 3), ასევე საინფორმაციო სააგენტო INFO 9-მ გაავრცელეს ვიდეო და საინფორმაციო ბარათი, რომლის თანახმადაც, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ არ უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენი სქესი არსებობს. “თქვენ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი სქესი არსებობს?”, – “იმედის” ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, უფლებადამცველი განმარტავს, რომ მას...
ანტი-მაიდანი
განახლება 10.12.24: მასალის გამოქვეყნების შემდეგ “მითების დეტექტორს” დაუკავშირდა ლაშა კაპანაძე. მისი თქმით, ჯგუფ “ანტი-მაიდანის” ადმინისტრატორი არ არის. 10 დეკემბრის მდგომარეობით ის ჯგუფის წევრია, თუმცა ადმინისტრატორთა სიაში არ გვხვდება. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა საკუთარი დღის წესრიგიდან ამოიღო და, შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების ფონზე 1 და...
ირმა ინაშვილი
8 ივლისს ფეისბუკ ანგარიშმა “ჯანსაღი ძალა” პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის პოსტის სქრინშოთი გამოაქვეყნა. გავრცელებულ პოსტში ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს, აღნიშნავს, რომ მან თავი ამოწურა და ასპარეზი ნამდვილ ქართველებს უნდა დაუთმოს, როგორიც კოკა მორგოშიაა და რომელსაც პრემიერის კანდიდატურაზე წარადგენენ. ამავე ანგარიშს გამოქვეყნებული აქვს კიდევ ერთი სქრინშოთი, რომელზედაც კოკა მორგოშიას ფოტო და ციტატა...
მოლდოვაში-ტელეარხების-დახურვაზე-ინფორმაცია-უკონტექსტოდ-ვრცელდება
30-31 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა დავით ჯებაშვილმა და გვერდმა “ანტილიბერალური დოქტრინა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოლდოვაში დაიხურება 5 ოპოზიციური ტელეახი, რომლებმაც დაფინანსების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია წარადგინეს. კომენტარების მიხედვით, ფეისბუქ-მომხმარებლები გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციური მედიის დევნად და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აღიქვამენ.  მოლდოვაში ტელეარხების დახურვაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად, ხუთივე არხი, რომელსაც მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმდება, პრორუს და ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქებთან არის...
საპროტესტო პოსტერი
21 აპრილს სოციალური ქსელის სხვადასხვა ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) მათ შორის გაბი კამაევმა, ანტილიბერალურმა დოქტრინამ, ირაკლი ჯანყარაშვილმა და ტროლ-ანგარიშმა დაათ ცაბაძემ, ასევე ანონიმურმა სახელისუფლებო ანგარიშმმა ტერენტი გლდანელი პარლამენტის წინ აქციის მონაწილის ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტოზე მოქალაქეს უჭირავს პოსტერი წარწერით: “მე და ჩემი ქმარიც აქ ვდგავართ, რუსებო!” ჩამოთვლილმა სოციალური მედიის ანგარიშებმა აღნიშნული ფოტო 9 წუთიანი შუალედით...
“რუსული-კანონის”-საწინააღმდეგო-პოსტერს-აყალბებს
განახლება: იდენტური პოსტი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის Postv-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ, სახელისუფლებო გამოცემა მარშალპრესმა, ხელისუფლების მხარდამჭერებმა გაბი კამაევმა, ედიშერ გვენეტაძემ და ნინო ჯღარკავამ, ასევე ირაკლი ჯანყარაშვილის პოსტზე დაყრდნობით ჯგუფებმა წინ საქართველოს უკეთესი მომავლისაკენ! და პროტესტი გააზიარეს. პოსტი გაავრცელეს ანონიმურმა ანგარიშებმა ვიოლა კრამონაძე, შიინ ევროპისკენ და სხვებმა. 21 აპრილს ანონიმურმა სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური საღორე N5” გამოაქვეყნა...
თქვა-თუ-არა-გონჩარენკომ,-რომ-საქართველომ-ჭურვების-მარაგი-უკრაინას-უნდა-გადასცეს
26 თებერვალსა და 5 მარტს ფეისბუკ გვერდებმა “გლობალური პოლიტიკა”, “publicist.ge”, “მოგიტყანთ მოქალაქეთა კავშირი” ალექსეი გონჩარენკოს ციტატა გაავრცელეს, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი საქართველოს ჭურვების გადაცემას სთხოვს. პოსტს თან ახლავს გონჩარენკოს ფოტო, რომელზედაც შემდეგი ციტატა არის დატანილი: “გონჩარენკო: თუ საქართველო არ აპირებს ტერიტორიების ომით დაბრუნებას, ჭურვების მარაგი უკრაინას უნდა გადასცეს”. განცხადება, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი საქართველოსგან ჭურვების...
მანიპულაცია,-თითქოს-ამერიკის-თავდაცვის-მდივანი-კონგრესმენებს-ომში-გაგზავნით-დაემუქრა
8 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა publicist.ge, ასევე საინფორმაციო პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის კონგრესმენებთან გამართული შეხვედრის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოსტინი ამერიკელ კანონმდებლებს მათი ოჯახის წევრების ომში გაგზავნით დაემუქრა. “მათ ნათესავებს რუსებთან საბრძოლველად გაგზავნიან, თუ ისინი უკრაინას არ დაუჭერენ მხარს” – წერს publicist.ge.  publicist.ge და “საქართველო...
პოლონეთში-უკრაინელი-ლტოლვილების-მიმღები-ცენტრის-დახურვის-შესახებ
3 სექტემბერს ფეისბუქზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა და პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა გაავრცელეს პოსტი რომელშიც წერია, რომ პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების უმსხვილესი ცენტრი დახურეს. პოსტის ავტორების განცხადებით, ინფორმაცია ცნობილ საერთაშორისო გამოცემა The Financial Times-ის სტატიას ეფუძნება. ბონდო მძინარაშვილის პოსტს ტვ “იმედის” ფეისბუქ გვერდის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის შემცველი ფოტო ერთვის თან. პოლონეთში...
ნაწილობრივ-მცდარი
18 ივნისს ფეისბუქ გვერდმა publicist.ge, ასევე ფეისბუქ ანგარიშმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ The Washington Post-ის მიხედვით, რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას იგერიებენ და ნაკლებსავარაუდოა, კიევმა წარმატებას მიაღწიოს. publicist.ge-ს პოსტში დამატებით აღნიშნულია, რომ ამერიკული გამოცემის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აშენებული თადაცვითი ხაზი უკვე ანელებს უკრაინის შეტევით ოპერაციებს და მოწინააღმდეგის არმიას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის. პოსტში ასევე...
დეზინფორმაცია
5-6 სექტემბერს თბილისში თბილისის საერთაშორისო კონფერენცია – „დიდება უკრაინას!” –  გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ იყვნენ. 2022 წელს თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინას მიეძღვნა, კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსიები უკრაინისა და საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე გამართეს და სახელმწიფოების დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გარდა...
მანიპულაცია
1 აგვისტოს ირაკლი ჯანყარაშვილმა ფეისბუკზე გაამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაში, მათ მიღებასა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში მოწინავე ქვეყანა იყო. ჯანყარაშვილის თქმით, ამ დახმარების ფონზე “კოლექტიურ არესტოვიჩებს” და უკრაინელ ლტოლვილებს ომის საქართველოში გადმოტანა სურთ.  ჯანყარაშვილმა საქართველოს მისამართით დავით არახამიას და ოლექსი არესტოვიჩის განცხადებებიც გააკრიტიკა. პოსტს თან ერთვის არახამიას და არესტოვიჩის ფოტოები. იდენტური...
ისკრედიტაციის-კამპანია-ეს
2022 წლის 20 ივნისს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, “გავრილოვის ღამის” სამი წლის თავზე, მრავალათასიანი აქცია, სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” გაიმართა. აქციის მიზანს ევროკავშირისთვის „დასავლური ღირებულებებისადმი“ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება წარმოადგენდა.  სოციალურ ქსელში აქციის დისკრედიტაციის კამპანია 20 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და მასში როგორც პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ-გვერდები, ფეისბუკ-ჯგუფები და მედია, ასევე ანტილიბერალური, კრემლისტური გვერდები და...
მანიპულაცია
7 ივნისს პრო-რუსული გამოცემა tvalsazrisi.ge-ის და infoanalytical.ge-ის სტატიების ავტორმა ირაკლი ჯანყარაშვილმა  (ირაკლი ირაკლი)  გამოაქვეყნა პოსტი, რომლშიც ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უფრო და უფრო მეტად საუბრობენ პრეზიდენტ ზელენსკის არაადეკვატურობასა და იმ გიჟურ გადაწყვეტილებებზე, რაც ჯარის და მთლიანად უკრაინის სიკვდილს იწვევს. პოსტს თან ახლავს ვიდეო, სადაც ჯარისკაცები ზელენსკის მტერს უწოდებენ და საზარბაზნე ხორცად გამოყენებაში სდებენ ბრალს....
Untitled-1
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2”-ისთვის ზიანის მიყენების საქმეზე გაამტყუნა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გვარამიას დაპატიმრებას მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, პარალელურად, კი სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” დირექტორისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის კამპანია გამოიკვეთა, რომელშიც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური, ანტილიბერალური ფეისბუკ-გვერდები და ყალბი...
მანიპულაცია
2022 წლის 1 აპრილს მედია-კავშირ “ობიექტივზე” საინფორმაციო გამოშვებაში “ნამდვილი ამბები” ნეიტრალიტეტის თემაზე სიუჟეტი გავიდა.  სიუჟეტში ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ნატომ უკრაინა გაწირა და ისე არ დაეხმარა, როგორც ჰპირდებოდა. მისი თქმით, გამოსავალს უკრაინაც ნეიტრალიტეტში ხედავს, ეს კი ევროინტეგრაციის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციასაც ეჭვებს უჩენს. “ობიექტივის” ეთერში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი უალტერნატივოა და ამასთან დაკავშირებით ქართულ...
მანიპულაცია
2022 წლის 30 მარტს ონლაინ-გამოცემა “Info Analytical”-ზე გამოქვეყნდა ირაკლი ჯანყარაშვილის მასალა, სახელწოდებით “ევროპაში წარმოებები, რომელთა ნაწარმიც რუსულ ბაზარზე გადიოდა, დანგრევის და გაკოტრების პირას მივიდნენ”. მასალაში საუბარია იმაზე, თუ როგორ დააზარალა რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა  დასავლეთი და ნათქვამია, რომ Ifop-ის კვლევის მიხედვით ფრანგ გამოკითხულთა 52%-ს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გაშუქების დროს “რუსეთის ფედერაციის სიმართლის” სჯერა. მტკიცება იმის...
დეზინფორმაცია
20 თებერვალს ონლაინ გამოცემამ Info Analytical საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის შესახებ ინფორმაცია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “გარყვნილი კელის” ელჩობის დროს, საქართველოში ანტიამერიკული განწყობები უმაღლეს ნიშნულზე ავიდა.” მასალაში ნათქვამია, რომ დეგნანი ქვეყნიდან გაიქცა, რაც “ქართველი ხალხის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს.” გამოცემის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციამ “ელჩის საქართველოდან ევაკუაციის” გადაწყვეტილება გაზრდილი ანტიამერიკული განწყობების გამო მიიღო, ხოლო ელჩის მოვალეობის შემსრულებლის...
დეზინფორმაცია
2022 წლის 16 თებერვალს საინფორმაციო პორტალმა Info Analytical-მა ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “ABC News: აშშ-ს მაცხოვრებლების უმეტესობა თვლის, რომ აშშ-ს მთავრობამ მიზანმიმართულად გააუარესა სიტუაცია უკრაინისა და რუსეთის ირგვლივ”. სტატიაში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენის მიერ პუტინისთვის მიმართვას ამერიკული მედიის ABC News-ის მკითხველებში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ჯანყარაშვილის მტკიცებით, ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა უკრაინაში ვითარების გამწვავებას ჯო...
სატირა
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო წვრთნებში მონაწილე ასაკოვანი ადამიანების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა. 79 წლის ვალენტინა კონსტანტინოვსკაზე რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის მთავარი არხი, ფორმულა და მეგა TV და სხვები წერდნენ.  TV პირველის ფეისბუქ გვერდზე 15 თებერვალს ფრონტზე მყოფი უკრაინელი ქალების შესახებ პოსტიც გამოქვეყნდა.  16 თებერვალს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი...
dezinphormatsia-115
2022 წლის 15 თებერვალს საინფორმაციო პორტალმა Info Analytical-მა ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “უკრაინული კრიზისი თავდაპირველად “ბაიდენის ტყუილებით დაიწყო”. სტატიის მიხედვით, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის ესკალაცია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის და ამერიკის დაზვერვის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ავტორის თქმით, უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის შესახებ გაკეთებული განცხადებებით ბაიდენის ადმინისტრაციამ ვითარება ხელოვნურად გაამძაფრა. სტატიაში მოყვანია...
ყალბი-რეალური
6 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა აპრაკუნე ჭიმჭიმელმა დიდი ბრიტანეთის მიერ ნაცისტური გერმანიის მხარდაჭერის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში 3 ფოტოა გამოყენებული: პირველ მათგანზე ბრიტანელი სპორტსმენები ჩანან, ისინი ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებენ,  მეორე ფოტოზე ამავე ჟესტს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი იმეორებს, მესამე ფოტოზე კი ასეთი მისალმებისას დედოფალი ელისაბედ II არის აღბეჭდილი. ფოტოებს ახლავს შემდეგი კომენტარი: “ბრიტანეთმა 38 წლის ოლიმპიადას...
მანიპულაცია
2022 წლის 20 იანვარს ონლაინ გამოცემამ “თვალსაზრისი” გამოაქვეყნა ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია, სათაურით “დნესტრისპირეთის კონფლიქტის მთავარი მიზეზი “რუსოფობიური” განწყობების გაღვივება გახლდათ”, სადაც დნესტრისპირეთში არსებულ კონფლიქტის მიზეზები იყო განხილული. სტატიის ავტორის აზრით, კონფლიქტი სხვადასხვა რუსოფობიური ქმედებებით იყო გამოწვეული, მათ შორის, ენობრივი პოლიტიკით, მოლდოველების შოვინისტური მისწრაფებებით და ეთნიკური რუსების დისკრიმინაციით. როგორც ირაკლი ჯანყარაშვილი აღნიშნავს, შეიარაღებული ქმედებები საბოლოოდ რუსეთის...
მანიპულაცია
26 იანვარს ონლაინ გამოცემა tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ, მოწმობს იმაზე, რომ NATO – დაშლის პირას არის”. სტატიის ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი წერს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ხორვატიის ხელისუფლება  სამხედრო პერსონალს ნატოს ძალებიდან გაიყვანს. სტატიის მიხედვით, აღნიშნულის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა. Tvalsazrisi.ge-ის გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია. ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა...
1wsd
24 იანვარს გამოცემა “თვალსაზრისის” ავტორმა ირაკლი ჯანყარაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-მ უკრაინას მხოლოდ 90 ტონა ლეტალური იარაღი ჩაუტანა, შემდეგ კი მოყვანილია იმ იარაღის და აღჭურვილობის ჩამონათვალი, რაც, პოსტის მიხედვით ამერიკელებმა თალიბანს დაუტოვეს. ამავე დღეს პოსტი უცვლელი სახით გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდმა ანტილიბერალური დოქტრინა, რომელსაც ჯანყარაშვილი მართავს. მტკიცება, რომ აშშ-მ უკრაინას მხოლოდ...
Untitled-1
12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ “თიბისი” ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმე განიხილა. პროკურატურა მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიაზიას ედავებოდა. სასამართლომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ თაღლითობის მუხლით ცნო, თუმცა ამასთანავე დაადგინა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდებოდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და განაჩენის გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის...
მანიპულაცია_1
მას შემდეგ, რაც ჩრდოლოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის ულტიმატუმს, რომ ნატო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ ღია კარის პოლიტიკას არ გადახედავდა, მკაფიოდ და ერთსულოვნად უპასუხა, ქართულ სოციალურ ქსელებში კრემლისტურმა აქტორებმა ნატოს მე-5 მუხლის თემა კვლავ გააქტიურეს. 11 იანვარს პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ ტელეკომპანია “იმედის” პოსტის სქრინშოთი გამოაქვეყნა, რომელზეც ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის  “ქრონიკისთვის” მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი...
გაყალბებული-ციტატა1 (1)
2022 წლის 10 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “პოლიტიკური სატირა” პარტია “ლელო – საქართველოსთვის” ლიდერის მამუკა ხაზარაძის სახელით შემდეგი ციტატა გამოაქვეყნა: “ეს ყველაფერი პირადად ვლადიმერ პუტინის დავალებით ხდება, არ ვჭირდები თავისუფლებაზე, რადგან ისე, როგორც მიშა, მეც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი ვარ.”   “პოლიტიკური სატირის” მიერ გამოქვეყნებული ციტატა გაყალბებულია. მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება არცერთ...
Untitled-1 (1)
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების შექმნას გეგმავს. ამ ფაქტს თავად სახელმწიფო ინსპექტორიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი სამსახურის გაუქმების შესახებ “კონსპირაციულად” დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ მედიიდან შეიტყო. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეს არა რეფორმა, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის და ამ უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ამ გადაწყვეტილების მიმართ...
Misinformacia_1920x1080365_0
15 დეკემბერს რადიკალური ძალადობრივი მედიის, ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ზურა მახარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ევროსასამართლო წევრობის მსურველებს “გეების ერთობის ოჯახად აღიარებას” და ბავშვის აყვანის უფლებას აუცილებელ პირობად უყენებს. 18 დეკემბერს მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა ენრი ონიანმაც გამოაქვეყნა. 19 დეკემბერს იმავე თემაზე კრემლისტური ონლაინ გამოცემა “თვალსაზრისის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი...
დეზინფორმაცია_27
8 დეკემბერს ვებ-პორტალზე tvalsazrisi.ge გამოქვეყნდა ირაკლი ჯანყარაშვილის სტატია, სათაურით “კიევი უკიდურესად იმედგაცრუებულია უკრაინისთვის “სამწუხარო და სამარცხვინო” შედეგით”. მასალა აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის 8 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების შედეგებს შეეხება და მასში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და ,,Nord Stream-2“-ის წინააღმდეგ რაიმე სახის ზომების მიღებას არ აპირებს, ამ “სამწუხარო და სამარცხვინო” შედეგით კი კიევი...
დეზინფორმაცია
26 ნოემბერს ვებ-გვერდზე tvalsazrisi.ge გამოქვეყნდა ირაკლი ჯანყარაშვილის მასალა სათაურით “ამერიკის საელჩოში არავინ აღშფოთებულა ციხეებში წამების, მედიის ტერორის და მშვიდობიანი დემონსტრანტების უმოწყალოდ დარბევის გამო”. ჯანყარაშვილის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს იმედგაცრუება და შეშფოთება არ გამოუხატავს 2007 წლის 7 ნოემბრის, ციხეებში წამების, ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტის, ბიზნესების დარეკეტების, ტელეკომპანიების და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის გამო და არც სასამართლო და უზენაესი საბჭო გაუკრიტიკებია. მტკიცება,...
დეზინფორმაცია_60
28 ნოემბერს ვებ-საიტზე tvalsazrisi.ge გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “აშშ-ს ჯონ ბოლტონი დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების გაყინვისკენ მოუწოდებს როგორიცაა, დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში”. სტატიის ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი აღნიშნავს, რომ 2018-2019 წლებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის აზრით, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მაკროსტრატეგიულ პოლიტიკას აშშ-მა ამ ტერიტორიაზე დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების გაყინვით უნდა უპასუხოს. tvalsazirisi.ge-ზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯონ ბოლტონმა დნესტრისპირეთის, ე.წ....
lomjaria
მას შემეგ, რაც 17 ნოემბერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასეს და მისი მრავალპროფილურ ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის რეკომენდაცია გასცეს, ნინო ლომჯარია და ექსპერტთა ჯგუფის წევრები, დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდნენ. სოციალურ ქსელში გააქტიურნენ ანტიოპოზიციური გვერდები და სახელისუფლებო ტროლები, რომლებიც, ერთი მხრივ,  სახალხო დამცველისა...
გაყალბებული-ციტატა
3 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა “რეზიდენტი”  საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი სქრინი გამოაქვეყნა, რომელზეც ლევან ვარშალომიძის ფოტო და ციტატაა გამოსახული. სქრინის მიხედვით, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ იგი არა მხოლოდ მიშას თანამებრძოლი და მიშისტია, არამედ მიშაა მასში: “მე არ ვარ უბრალოდ მიშას თანამებრძოლი და მიშისტი. პირდაპირი მნიშვნელობით, მიშაა ჩემში. “რეზიდენტის” მიერ გამოქვეყნებული სქრინი ყალბია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდსა და ფეისბუკ გვერდზე,...
Untitled-2
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების და დაპატიმრების შემდეგ მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში კოორდინირებულად დეზინფორმაციის გავრცელებისა და დისკრედიტაციის რამდენიმე კამპანია გამოიკვეთა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსა და მის მომდევნო დღეს, 30-31 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის სახელით არაერთი გაყალბებული ციტატა გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერები ყალბი ფეისბუკ ანგარიშებით ტელეკომპანია “მთავარისა” და “TV პირველის” ლოგოების გამოსახულებით სქრინებს...
გაყალბებული ციტატა_0
6 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუკ გვერდმა “ლიდერი 41” გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოიანი სქრინი, რომელზეც პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის ფოტო და ციტატაა გამოსახული. სქრინის მიხედვით, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილის შიში აზანზარებს და რუსეთის პრეზიდენტს ძილიც კი დაეკარგა. იდენტური სქრინი 7 ოქტომბერს “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერის, ირაკლი ჯანყარაშვილის ფეისბუკ გვერდზეც გავრცელდა. “ლიდერი 41”-ის მიერ...
გაყალბებული-ციტატა_7
29 ოქტომბერს tvalsazrisi.ge-ს ავტორმა Irakli Jankarashvili ფეისბუქზე გამოაქვეყნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილის – ედუარდ სააკაშვილის ფოტო შემდეგი წარწერით: “არ გამოვრიცხავ პოლიტიკაში მოსვლას, რადგან მაქვს საკმარისი განათლება და ცოდნა”. ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ გამოქვეყნებული ციტატა ყალბია. ედუარდ სააკაშვილის ამ შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. ჯანყარაშვილის მიერ გამოქვეყნებული ციტატა, რომლის მიხედვითაც ედუარდ სააკაშვილი პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს,...
gaqhalbebuli-tsitata
31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ფეისბუკ ანგარიშებმა “პოლიტიკური სატირა”  და  “საქართველოს მხსნელი”  ახალი პოლიტიკური პლატფორმის “მესამე ძალა” წევრების გიორგი და გრიგოლ ვაშაძეების ფოტო და ციტატაა გამოაქვეყნეს. გავრცელებული სქრინის მიხედვით, “მესამე ძალის” წევრები სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას ქვეყნის მთავარ გამოწვევად მიიიჩნევენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინი ყალბია. პოლიტიკური პლატფორმის “მესამე ძალის” წევრების იდენტური ან მსგავსი განცხადება არც...
gaqhalbebuli-tsitata_1
4 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა “პოლიტიკური სატირა” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის ციტატა გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: “ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ LGBT თემის უფლებები იყოს დაცული, ასევე ვიბრძოლებთ ერთსქესიანთა ქორწინების მისაღწევად.” გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში მითითებულია, რომ ქვეყნის განვითარების ვაშაძისეული სტრატეგია სწორედ ასეთია. გიორგი ვაშაძის ციტატა იმის შესახებ, რომ ის და მისი გუნდი “ერთსქესიანთა” ქორწინების მისაღწევად...
ლექს235
Tbilisi Pride-ის განცხადებას, რომ ორგანიზაცია 1-5 ივლისს ლგბტ უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს, მათ შორის 5 ივლის რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშს გამართავდა, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ჰომოფობიური შინაარისის და ძალადობრივი, ასევე ანტიდასავლური განცხადებები მოჰყვა. წინამდებარე ანგარიში ორი ნაწილისგან შედგება და ერთი მხრივ, თბილისი პრაიდის დიკრედიტაციის კამპანიასთან დაკავშირებულ გზავნილებს და მეორე მხრივ სოციალურ მედიაში ჰომოფობიურ კამპანიებს მიმოიხილავს. მედიის...
Untitled-1
14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართა. სამიტის წინ გააქტიურდნენ როგორც ღიად, ასევე შეფარულად პრო-რუსული, კრემლთან კავშირების მქონე, ულტრანაციონალისტური და ანტიდასავლური აქტორები, რომლებიც სხვადასხვა გზავნილის მეშვეობით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ცდილობდნენ. ნატოს წინააღმდეგ გზავნილებს შემდეგი აქტორები აღვივებდნენ: კრემლისტური პარტია: პატრიოტთა ალიანსი კრემლთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული მედიები: ტვ  ობიექტივი,  ალტ-ინფო,  საქართველო და მსოფლიო,  ნიუს-ფრონტი და  საქინფორმი რუსეთის ხელისუფლება: მარია ზახაროვა...
ninotsminda
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც საპატრიარქოსთან არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში აპარატის წარმომადგენელთა მონიტორინგის მიზნით შესვლის დაბლოკვა კვლავ სხალთის მიტროპოლიტის მეუფე სპირიდონის მიზეზით შეუძლებელი გახდა. “მითების დეტექტორმა” ის აქტორები გამოავლინა, ვინც სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სახალხო დამცველის დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული. კერძოდ: კრემლისტური პარტიები: “პატრიოტთა ალიანსი”, “ერთობა, რაობა,...
ph
29 მაისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოში გამოგზავნილი დახმარების დიდი ნაწილი ანტიქართულ და ანტიეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხმარდება, რომელთა ბრძოლის მთავარი ვექტორი მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული: სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: “ისეთი გაჭირვებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნამდვილად სასარგებლო არის უცხოური კაპიტალის თუ უცხოური დახმარების შემოდინება, მაგრამ მე ჯერ არ მახსოვს, გამოყოფილიყოს თანხები...
gakharia639
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 29 მაისს პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” დააფუძნა.  სადამფუძნებლო კონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს. ახალი პარტიის წარდგენას სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების მხარდამჭერი და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ფეისბუკ გვერდების ნაწილი, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდები გახარიას პარტიის გაშარჟებას იუმორისტული პოსტებით შეეცადნენ, ნაწილმა კი დასპონსორებული პოსტით გიორგი გახარიას ძველი განცხადება გაიხსენა,...
kremli
მარტის ბოლოს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიხედვით, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში 40-40 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. მიმდინარე დაძაბულობის ფონზე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს დასავლელმა პარტნიორებმა, კრემლი კი საუბრობს უკრაინისა და დასავლეთის...
aqciaaa
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას ოპოზიციის ოფისში დაკავებამდე საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელუსუფლებას ვითარების დეესკალაციისკენ და პოლარიზებული გარემოს განმუხტვისკენ მოუწოდებდნენ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებას უკავშირდებოდა. თავის მხრივ, საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ ოპოზიციასაც, უარი ეთქვათ პარლამენტის ბოიკოტზე და საარჩევნო რეფორმებისთვის საპარლამენტო სივრციდან ებრძოლათ.   17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიას გირაო...
ტგჰტგჯ_0
2020 წლის 23 სექტემბერს Tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ  ზურაბ ქუმსიაშვილთან სათაურით “პირბადე – სენის პრევენცია თუ საზოგადოების დამონების მექანიზმი?” ინტერვიუში ზურაბ ქუმსიაშვილი ამბობს, რომ პირბადეების გამოყენება ფსიქოლგიური ზიანის მომტანია ადამიანისთვის და კორონავირუსის პანდემიისას პირბადეების ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ადამიანებისთვის ინდივიდუალობას ართმევს. ქუმსიაშვილი ასევე ირწმუნება, რომ პირბადე მხოლოდ დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს და უსიმპტომო პირებისთვის მისი ტარება ფსიქოლოგიურად...
10
ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობის მხრიდან დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, ხმების 80% მიიღო. მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ლუკაშენკოს რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევითა და ძალადობით უპასუხა. ბელარუსში მიმდიანრე პროტესტის პარალელურად ბელარუსის ლიდერისს ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ  სოლიდარობას  და  მხარდაჭერას  ქართულ მედია სივრცესა...
ტანკები
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე ქართულ მედია სივრცესა და სოციალურ ქსელში  ღიად პრორუსული, კრემლთან დაკავშირებული აქტორები და ანტილიბერალური ჯგუფები აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებით კვლავ აქტიურად ტირაჟირებენ რუსეთის ხელისუფლების გზავნილს, რომლის დანერგვას კრემლისტური პროპაგანდა ქართულ საზოგადებასა და საერთაშორისო ასპარეზზე წლებია ცდილობს. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ომის დაწყებაში რუსეთთან ერთად წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, ამასთანავე...
Untitled-1
2020 წლის 26 ივნისს News Front Georgia-სა და tvalsazrisi.ge-ს ავტორმა, ასევე ფეისბუკ გვერდის “ანტილიბერალური დოქტრინა” ადმინისტრატორმა ირაკლი ჯანყარაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტისათვის გაგზავნილ მიმართვას ეხმაურება. მას შემდეგ, რაც გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრობის კანდიდატად საქართველომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე...
2222222222222211
11 ივნისს ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებში გავრცელდა ონლაინ გამოცემა on.ge-ის სტატიის გაყალბებული სქრინი, სათაურით “პოემა ‘ვეფხისტყაოსანი’ რასისტულია და უნდა იკრძალოს, რადგან ხშირადაა გამოყენებული ‘მონა ზანგი’”. სქრინზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას ფოტოა განთავსებული და აღნიშნულ ციტატაც სწორედ მას მიეწერება. აღნიშნული სქრინი თავდაპირველად 11 ივნისს 9:51 საათზე ფეისბუქ პროფილმა “მრისხანე. ბაბუაწვერა” გამოაქვეყნა, რომელიც საკუთარ ვინაობას მალავს და...
ქავერზე
“მითების დეტექტორმა” ღია წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვლია მომხმარებელ ირაკლი ჯანყარაშვილის მართული გვერდები და მასთან დაკავშირებული პლატფორმები, სადაც ერთდროულად პროსახელისუფლებო, ანტილიბერალურ და პრორუსულ პლატფორმებთან თანხვედრა იკვეთება. ირაკლი ჯანყარაშვილი მართავს გვერდს “ანტილიბერალური დოქტრინა”და ჯგუფს “ამხილე პორტირებული ნაცები”; არის კრემლთან დაკავშირებული გამოცემის News Front Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი; არის Tvalsazrisi.ge-ს ავტორი, რომელიც ერთდროულად ანტიდასავლურ, პროსახელისუფლებო და შუღლის გამაღვივებელ მასალებს ავრცელებს....
Untitled-3
13 აპრილს გვერდმა “ანტილიბერალური დოქტრინა” გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის ფოტო, წარწერით “ნულოვანი ტოლერანტობა მართლმადიდებლებს. ჩვენ მათ შევუზღუდათ რწენის თავისუფლებას და აღდგომის ღამეს დავაჯარიმებთ, კომენდანტი ყველასთვის კომენდანტია”. ამ ფოტოს ასევე ახლავს პოსტი. როგორც პოსტის ასევე ფოტოს ავტორად მომხმარებელი ირაკლი ჯანყარაშვილია მითითებული. იდენტური პოსტი ირაკლი ჯანყარაშვილს თავის პირად პროფილზე აქვს გამოქვეყნებული. ჯანყარაშვილი გამოცემა tvalsazrisi.ge-ს ავტორია, რომელიც “მითების დეტექტორის”...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist