დიმიტრი ხუნდაძე
17 იანვარს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ბრძოლა თავისუფლებისთვის” და სხვა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2) გაავრცელეს დიმიტრი ხუნდაძის ციტატები, რომელებშიც ის ხელისუფლების დასაცავად იარაღის აღებაზე საუბრობს. ერთ ფოტოზე ვკითხულობთ: “ნუ გვაიძულებთ, იარაღაღი ავიღოთ ხელში და გამოვიდეთ ქუჩაში ლეგიტიმური მთავრობის და პრეზიდენტის დასაცავად”. მეორე ფოტოზეც მსგავსი შინაარსს ციტატაა დატანილი: “საქმეს იქამდე ნუ მიიყვანთ, რომ იარაღის აღება მოგვიწიოს ლეგიტიმური მთავრობის დასაცავად”. სოციალურ...
საპროტესტო აქცია
21 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4, 5, 6) და გვერდმა გაავრცელეს იდენტური ვიდეო, რომელიც საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. კადრში ვხედავთ, რომ ქალი შვილის დაკავების შესახებ საუბრობს. ის ამბობს: “მოკიდეს ჩემ ბავშვს ხელი და ჩააგდეს მანქანაში. არაფრის გამო. რატო არღვევთო კანონსო, არ ვემორჩილები-მეთქი კანონს, არა.” ქალი იმასაც ახსენებს, რომ შვილთან ერთად აქციაზე მიდიოდა. ვიდეოს ბოლოს კი...
ფედერალისტები
15 აგვისტოს პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ ინფოს” მხარდამჭერმა, ნინი ხუნდაძემ, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულში არაერთხელ გამოუქვეყნებია, ფეისბუქზე ახლადშექმნილი პარტია “ფედერალისტების” მოკლე ვიდეო (ე.წ. რილსი) გაავრცელა. ვიდეოში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებასა და მის დამარცხებაზე საუბრობს, მის სიტყვებს კი ებმის პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიორგი ახალაიას ფრაზა, რომელშიც ერთ-ერთ...
Манипуляция и дезинформация
15 მაისს პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” მხარდამჭერმა ნინი ხუნდაძემ და რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო (1, 2, 3), რომელშიც საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ინტერვიუს აძლევს ტელეკომპანია ფორმულას. კადრებში, ახალგაზრდა აცხადებს, რომ ისინი ემორჩილებიან სამართალდამცავებს და იხევენ უკან, ასევე ვიდეოში ვისმენთ ფრაზას “მაგრამ ამ მთავრობას მაინც ვერ გავაგებინეთ ის, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა”. ...
სახელისუფლებო პროპაგანდ
ბოლო თვეებში საქართველოში ლგბტქი+ თემებით მანიპულირებას კრემლისტურ და ანტიდასავლურ ჯგუფებთან ერთად მმართველი პარტიაც ცდილობს. გარდა საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 25 მარტს წარადგინა, ე.წ. “ნეოლიბერალური დღის წესრიგის” მიმართ შიშის დათესვას და ანტილგბტ პროპაგანდის ტირაჟირებას ბოლო პერიოდში ხელს უწყობენ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებიც –  POSTV, TV Imedi, Pia.ge (იგივე Newshub.ge – ნიუსჰაბი), ასევე ფეისბუქ გვერდი...
Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
განახლება 20.10.2023: მასალას დაემატა ნიუ-იორკის შენობაზე იმავე წარწერის ამსახველი ვიდეო. “მითების დეტექტორი” ვერ გამორიცხავს, რომ წარწერა შენობაზე გარკვეული პერიოდით მიანათეს, თუმცა მასალის ვერდიქტი რჩება უცვლელი, რადგან შენობაზე ბანერი განთავსებული არ ყოფილა. 18 ოქტომბერს “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ანგარიშებმა ამირანი ფრუიძე, რუ სა, Nini Nini გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ინგლისურენოვანი ბანერი შემდეგი წარწერით არის განთავსებული: “ისრაელი ბომბავს საავადმყოფოს...
ფაქტების გადამოწმების საიტზე ატვირთული ფოტო
25-27 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3.) გაავრცელეს პოსტი, სადაც აცხადებენ, რომ უზბეკეკეთში დაიჭირეს მუსლიმი მძღოლი, რომელსაც 25 ბავშვი მანქანით გადაყავდა. მათი მტკიცებით, დაკავებულმა აღიარა, რომ ის ბავშვების სექსუალური მიზნებისა და ორგანოებით ვაჭრობისთვის გაყიდვას აპირებდა. პოსტებს თან ახლავს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ გამოყავს პოლიციას ბავშვები პატარა ავტომობილიდან. მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ნაჩვენები ბავშვები პიროვნებას...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, პროპაგადა, მედიაწიგნიერება
4-5 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც სამ შენობას, ხეებს და მათ ფონზე ღრუბლებს ვხედავთ. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო 3 აგვისტოს შოვშია გადაღებული და ფოტოზე ასახული ღრუბლები ხელოვნურია.  5-6 აგვისტოს გვერდმა კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი და რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა (1,2,3) აღნიშნული ფოტო ღრუბლების ამსახველ ორ სხვა ფოტოსთან ერთად გაავრცელა. პოსტების აღწერის მიხედვით, ორი ფოტო...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, პროპაგადა, მედიაწიგნიერება
1 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც წერენ, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას აზრით, როგორც სომხეთმა დათმო ყარაბაღი, საქართველომაც მსგავსად უნდა დათმოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, რათა დასავლურ კავშირებში გაწევრიანება გაუადვილდეს. ერთ-ერთ პოსტში გვარამიას ციტატის სქრინშოთიცაა მოცემული, რომელშიც ის ამბობს, რომ სომხეთის ლიდერი ისტორიული ფიგურაა, რადგან მან სომხეთს სიმსივნე, სახელად ყარაბაღი მოკვეთა. ნიკა...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
19 ივლისს ფეისბუქის ქართულ და უკრაინულენოვანმა მომხმარებლებმა გააზიარეს ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიდეო, აღწერით “ურსულა დეიდა ღიად საუბრობს მოსახლეობის ზრდის შეჩერების აუცილებლობაზე”. ვიდეოში, ევროკომისიის პრეზიდენტი საუბრობს 50 წლის წინ გამოცემული კვლევის “ზრდის ლიმიტის” შესახებ, რომლის მიხედვითაც მომავალში ჩვენი პლანეტა ვერ გადარჩება თუ არ შეწყდება ეკონომიკური და მოსახლეობის მაჩვენებლების ზრდა. მტკიცება იმის შესახებ, რომ ურსულა ფონ...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
19 ივლისს ფეისბუქ-ანგარიშმა ნინი ხუნდაძე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რობოტთან ერთად ჩანს. ერთ-ერთ კადრში ზელენსკი რობოტს “ბატონი პრემიერ-მინისტრით” მიმართავს. ვიდეოზე განთავსებული ტექსტით მიხედვით, ახალი “რობოტი სამეფო ძალა” უკვე უკრაინაშია. ნინი ხუნდაძე წერს, რომ ვიდეო ერთ-ერთ ამერიკულ “გამოსაღვიძებელ” არხზე გაავრცელეს. გავრცელებული პოსტი ვიდეოფაბრიკაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეო დამუშავებულია და მასში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
15-17 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3,4,5) მათ შორის კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერმა ანგარიშმა კონსერვატიული მოძრაობა საგარეჯოში გაავრცელეს ამერიკელი კონსპიროლოგის ალექს ჯონსის გადაცემის InfoWars-ის ვიდეომონაკვეთი, რომელშიც მოწვეული სტუმარი, კევინ ანეტი სატანურ კულტზე, “მეცხრე წრეზე” საუბრობს. იგივე ვიდეო კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერ ჯგუფშიც “ალტინფო-TV” გამოქვეყნდა. კევინ ანეტის თქმით, მეცხრე წრის კულტი ბავშვებით ვაჭრობაშია ჩართული და მათ რიტუალურ მსხვერპლშეწირვას ეწევა, ხოლო, თავის...
ტროლები, ბოტები, ვიდეომანიპულაცია,
5-7 ივლისს ფეისბუკის ქართულ (1, 2) და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გააზიარეს პოსტი, რომლის მიხედვითაც ნიუ-იორკის მეტროში ოფიციალური პლაკატები ადამიანებს სიკვდილით ემუქრება, თუ ისინი პატივს არ სცემენ ტრანსგენდერებს. “პატივი ეცით ტრანს ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნაცვალსახელები იქნება „was / were (იყო)“ – ვკითხულობთ პლაკატზე, რომლის ფოტოც პოსტებს თან ერთვის. ნიუ-იორკის მეტროში გაკრული პლაკატის ფოტო შეცდომაში შემყვანია და...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა,
26 ივნისს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიებმა ((Новости Первого канала, tass.ru, iz.ru, rbc.ru), რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით კიევისა და იუნესკოს შეთანხმების შესახებ გამოაქვეყნეს ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიევი იუნესკოს კიევ-პეჩერის ლავრის მართლმადიდებლური სიწმინდეების მათი გადარჩენის მიზნით გადაცემაზე შეუთანხმდა და შესაბამისად, კიევ-პეჩერის ლავრიდან წმინდა ნაწილები იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ვატიკანის მუზეუმებს უნდა გადაეცეს. იდენტური ინფორმაცია ფეისბუკის...
დეზინფორმაცია, პროპაგადა
29 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Ин Хундадзе გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციას მტირალი ბავშვი სახლიდან გაჰყავს, ხოლო თავსაბურავიანი ქალები ცდილობენ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ. ვიდეოში ისმის საუბარი გერმანულ ენაზე. აღწერის მიხედვით, ვიდეო გერმანიის ქალაქ ბრემერჰავენში სოციალური სამსახურის მიერ ოჯახიდან უმცროსი ვაჟის გაყვანას ასახავს, რისი მიზეზიც სკოლის განცხადება გახდა, რომ ბიჭს ოჯახი ისლამისთვის “ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის” მიუღებლობას...
ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
ლაზარე გრიგორიადისი „აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით 29 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, სამართალდამცველებისთვის ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა ედება ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მან შსს-ს კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.  31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
14 მარტს ტელეკომპანია “იმედის” და “POSTV-ის” ახალი ამბების ფეისბუქ გვერდებზე სახელისუფლებო ექსპერტის გია გაბრიჭიძის პოსტი გავრცელდა, რომელშიც ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამავე დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმიანება. პოსტის მიხედვით, ლიბერალური ფაშიზმი, ანუ ჭირი, რომელზეც რონალდ რეიგანი საუბრობდა, როდესაც ამბობდა, რომ “თუ ფაშიზმი ოდესმე მოვა ამერიკაში, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა”, დღეს ცდილობს საქართველოს მეტასტაზივით მოედოს....
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
22 თებერვალს ფეისბუკ ანგარიშებმა ნინი ხუნდაძე, ფანტინა (2, 3), ნოზაძე მიშკა,  უკრაინის ერთ-ერთ ტაძარში გადაღებული ვიდეო გაავრცელეს. პოსტის ავტორები ვიდეოს თანმხლებ აღწერაში ამტკიცებენ, რომ ვიდეოში უკრაინელების მიერ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩატარებული სატანისტური რიტუალია წარმოდგენილი. ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ ტაძარში მყოფი პირები უკრაინული სიმღერის თანხლებით წრიულად მოძრაობენ. გავრცელებული პოსტების მცდარ აღწერას შეიცავს. ვიდეო არა კიევ-პეჩერის ლავრაში, არამედ...
ფაქტ ჩექერები; ფაქტჩექერი; ყალბი ახალი ამბები
2022 წლის 15 ივლისს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ,  ლაშა ჩხიკვაძემ აშშ-ის საელჩოსთან კომუნიკაციის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზით აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იყო დაინტერესებული.  საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, თითქოს აშშ  სასამართლო პროცესში ერეოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო...
დეზინფორმაცია
8 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ერთობლივი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო შეშფოთება გამოხატა. რეზოლუცია ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევებს გმობს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება გამოიძიოს და ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის პასუხისმგებელი პირები...
მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი ფოტო მანიპულაცია
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია თბილისში შემოვიდა. სწორედ ეს დღე ითვლება საქართველოს გასაბჭოების თარიღად მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს ქვეყნის მთავრობამ დედაქალაქი დატოვა. ამ თარიღთან დაკავშირებით ისტორიაში არაერთი მცდარი წარმოდგენა არსებობს. მითების დეტექტორი გთავაზობთ საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას. მითი N1 კოლექტიურ მეხსიერებაში, საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლა განიხილება, როგორც კანონზომიერი, გარდაუვალი და ბუნებრივი...
24
16 იანვარს, ტვ “ობიექტივის” ეთერში გლობალური კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბიუროკრატიული სისტემაა, რომელიც არავის აურჩევია და ევროკავშირი მის წევრ და თუნდაც არაწევრ სახელმწიფოებს საკუთარ ნებას ახვევს თავს. ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევის ცენტრი: ძალიან დიდი უკმაყოფილებაა არა მარტო შეერთებულ შტატებში, ევროპაშიც, იმიტომ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია არავის აურჩევია, ხალხო! ეს ხალხი არ არის ხალხის...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist