28-ოქტომბრის-აქციიდან-სალომე-ზურაბიშვილის-ვიდეოფაბრიკაცია-ვრცელდება
29 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა (1;2;3;4;5;6) საპროტესტო აქციაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის 11 წამიანი ვიდეო გაავრცელეს. პოსტების მიხედვით, პრეზიდენტმა რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა: “მე დღეს მივეცი, მე მგონი, ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპელ ქვეყნების პრეზიდენტებს.” სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ამსახველი ვიდეო დამონტაჟებულია. რეალურად, პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ 17 ევროპულ მედიას მისცა ინტერვიუ, ამასთანავე, ესაუბრა...
საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს გაყალბებული ციტატა
27 ივნისს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია (1;2;3;4;5;6), რომლის მიხედვითაც საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 26 ივნისს გამართული მატჩის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა: “რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ დღეს ჩვენ ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელსაც შეუძლია გახდეს ჩემპიონი”.  სოციალურ ქსელში ფეხბურთელის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. რონალდუს ეს ციტატა ღია წყაროებით არ იძებნება. მატჩის შემდეგ ფეხბურთელს...
ანახლებს-თუ-არა-კოკა-კოლა-რუსეთში-ოპერირებას-რეგისტრაციაზე-განაცხადის-შეტანით
14 ივნისიდან ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2) და ფეისბუქ გვერდი, ასევე Threads-ის რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კოკა-კოლა რუსულ ბაზარს უბრუნდება, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომპანიამ აპრილში რუსეთში სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Newshub-ზე დაყრდნობით ავრცელებდა (1,2,3). ინფორმაცია კოკა-კოლას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კომპანიის განმარტებით, რუსეთში...
დეზინფორმაცია,-თითქოს-ილიაუნიმ-ბაღებსა-და-სკოლებში-ხატების-ჩამოხსნა-მოითხოვა
18 თებერვალს კრემლისტური ალტ-ინფოს მხარდამჭერმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ხატია ჯანაშიამ ლაივ-ჩართვაში თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განათლების სამინისტროს გაუგზავნა ბრძანება, “სკოლებიდან და ბაღებიდან გააქრონ ხატები”. მისივე მტკიცებით, ბრძანება სამინისტროდან ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას გადაეცა.  ხატია ჯანაშია: ძალიან ბევრი შეტყობინება შემოგვდის სიწმინდეების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. არა მარტო ბაღის თემა, არამედ სკოლები და ამაში გარეულია როგორც NGO-ები, ასევე […] ამაში...
კანდიდატის-სტატუსზე-ელენე-ხოშტარიას-სახელით-ყალბი-ციტატა-ვრცელდება 
31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია (1;2), თითქოს პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ თუ ქვეყანა “ქართული ოცნების” პირობებში კანდიდატის სტატუსს მიიღებს “ეს იქნება “რუსული ოცნების” რუსული კანდიდატის სტატუსი”.   კანდიდატის სტატუსზე ელენე ხოშტარიას სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. რეალურად, “დროას” ლიდერს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია – ინფორმაცია “მითების დეტექტორს” პარტიის...
ჟურნალისტის-მიერ-შოვის-ტრაგედიის-გაშუქებასთან-დაკავშირებით-მანიპულაცია-ვრცელდება
4 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3), მათ შორის ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ ტელეკომპანია “პირველისა” და “ალტ-ინფოს” ჟურნალისტების  ფოტოები გაავრცელეს, რომლებიც შოვში მომხდარ სტიქიას აშუქებდნენ. პოსტების ავტორების მტკიცებით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ამ ტრაგედიის გაშუქებისას იცინის, ხოლო “ალტ-ინფოს” ჟურნალისტი სოფია ჯაველიძე “ცრემლებს ძლივს იკავებს”. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის მიერ შოვის ტრაგედიის გაშუქებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტები ფოტომანიპულაციას...
ყალბი-რეალური
6-7 აპრილს ქართულ (1,2,3,4) და რუსულენოვანმა (1,2,3) ანგარიშებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იწვის ეკლესიის შენობა. თანდართული აღწერით მიხედვით, ეკლესია უკრაინაში მდებარეობს და ის უკრაინელებმა დაწვეს. ანგარიშების ნაწილი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში ასახული მართლმადიდებლური ტაძარი ნიკოლაევის ოლქში, სოფელ ნოვოპოლტავკაში მდებარეობდა.  ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იწვის ეკლესია, ყალბი აღწერით ვრცელდება. ის ინტერნეტში 2013 წლიდან იძებნება და არა...
ვიდეომანიპულაცია-ყვავები-რუ
განახლება: 30 იანვრის 12:30 საათზე მასალას დაემატა ვიდეოს რუსულ მედიაში გავრცელება და გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგნელის მოადგილის, დმიტრი პოლიანსკის, კომენტარი. 24-25 იანვარს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა ორი ვიდეო გაავრცელეს, რომლებშიც კორპუსებისა და საავტომობილო გზების სიახლოვეს მფრინავი მუქი ფერის ფრინველების მრავალრიცხოვანი გუნდი ჩანს.  ფრინველების ვიდეო გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დმიტრი პოლიანსკის, კომენტართან ერთად რუსულ...
გაყალბებული-ციტატა
16-17 ივნისს “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, ასევე ფეისბუქ-პროფილებმა სამშობლოსთვის მებრძოლი, Giorgi Zerekidze, ხატია ჯანაშია და Mixeil Metreveli ტელეწამყვან მიშა მშვილდაძის სახელით შემდეგი ციტატა გამოაქვეყნეს: “ელენე ხოშტარიას თუ ერიცხებოდა მილიონობით რუბლი, ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინის ეკონომიკას – შიგნიდან ანგრევდა. ბრავო ელენე”. მიშა მშვილდაძის სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. რეალურად, მშვილდაძეს ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist