შაბანა-მაჰმუდი
7-11 სექტემბერს “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დირექტორი შოთა აფხაიძე და რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლები (1; 2; 3; 4; 5) ბრიტანეთის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის, შაბანა მაჰმუდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ავრცელებენ პოსტებს. პოსტებში მას მოიხსენიებენ “პაკისტანელ ჯიჰადისტად“, რომელმაც პირველივე ბრძანებით 1100 პაკისტანელი დამნაშავე, მათ შორის, გაუპატიურებაში, მკვლელობასა და ძარცვაში მსჯავრდებულები გაათავისუფლა, შემდეგ კი გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც...
12 წლის შოტლანდიელ გოგო
31 აგვისტოდან ქართულ (1;2) და რუსულენოვან (1;2;3) წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია,  რომ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ დანდიში დააკავეს 14 (ზოგიერთი ცნობით 15) წლის გოგო, რომელიც “რადიკალი მუსლიმი მიგრანტებისგან” 12 წლის მოზარდის დაცვას ცდილობდა, ხოლო მიგრანტები თავისუფლად გაუშვეს. ზოგიერთ პოსტს დართული აქვს ვიდეო, რომელშიც რამდენიმე გოგო ჩანს და კაცის ხმა ისმის. ვიდეოს დასაწყისში კაცი ერთ-ერთს მოუწოდებს, დანა გამოაჩინოს,...
fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
15-21 აპრილს “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორმა შოთა აფხაიძემ ბრიტანეთის პოლიციაში ეთნიკური უმცირესობების დასაქმების შესახებ პოსტები გამოაქვეყნა. აფხაიძის თანახმად, “სამართალდამცავ ორგანოებში, თეთრ ბრიტანელებს აღარ იღებენ” და ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებსა და სპეცრაზმში ყველაზე მეტი აზიელია დასაქმებული, სადაც რიცხობრივად მეორე ადგილზე შავკანიანები არიან, ხოლო ამავე უწყებებში ყველა მცირე რაოდენობით თეთრკანიანი ადამიანები არიან დასაქმებული. მცდარია შოთა აფხაიძის მიერ...
იზაბელ პერალტა
13-15 აპრილს ონლაინ გამოცემა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” ფეისბუქ-გვერდმა და ქართულ (1, 2, 3, 4.) და რუსულენოვანმა (1, 2, 3.) ფეისბუქ მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ესპანელ აქტივისტს იზაბელ პერალტას სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პოსტებში ვკითხულობთ, პერალტას სასჯელის მიზეზი იყო მის მიერ გაკეთებული კომენტარები იმის შესახებ, რომ “ესპანეთი ქრისტიანულია და არა მუსულმანური” და “ეს...
სტრასბურგი
25 მარტს კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორმა, შოთა აფხაიძემ და ფეისბუქის სხვა ქართულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2.) გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს სტარასბურგის სასამართლომ არ მიიღო სირიელი ალავიტების და ქრისტიანების სარჩელები მასობრივ მკვლელობებსა და წამების შესახებ. პოსტებში ასევე ვკითხულობთ, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ამ თემაზე დისკუსია საერთოდ აკრძალა როგორც საჯარო სივრცეში, ისე მედიაში. ანგარიშები ასევე ამტკიცებენ, რომ გერმანიამ უსაფრთხო...
ფოტოზე ასახულია დეზინფორმაცია
25 ოქტომბრიდან რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოში არჩევნებზე პროვოკაციის მოსაწყობად ხალხს აგზავნის. რუსული სამთავრობო მედია Tass წერდა, რომ ამ მისიით თბილისში უკვე იმყოფება 1997 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე,  “აზოვის” პოლკის ყოფილი მეომარი – ზაქრო ავალიანი.  28 ოქტომბერს კი ტელეგრამ-არხზე  – Мрия 2025 გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წინ მომიტინგეები პოლიციელების მიმართულებით გადაადგილდებიან,...
აგენტების კანონი
მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტის მასობრივი აქციების შედეგად “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტიამ აღნიშნული ხელახლა დააინიცირა, რაც იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა დაინიცირებულ კანონპროექტს კვლავ მასშტაბური პროტესტი...
Манипуляция и дезинформация
17 აპრილს ე.წ. “აგენტების კანონი” პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი შარშანდელის იდენტურია იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლდა. კანონპროექტმა მოსახლეობაში პროტესტი ისევ გამოიწვია და 13 თვის შემდეგ ხალხი ქუჩაში კვლავ გამოვიდა. აქციები 15 აპრილიდან სისტემატურად იმართება. პროტესტს სტუდენტები და ახალგაზრდებიც...
ფაქტების გადამოწმება, ფაქტჩექი, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. კანონპროექტის თანახმად, რომელიც საპროტესტო აქციების შედეგად პარლამენტმა 10 მარტს უკან გაიწვია, ყველა არასამეწარმეო იურიდიულ პირი, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ფონდებიდანაა, აგენტად უნდა დარეგისტრირებულიყო. კანონის პირველი მოსმენით მიღებამ...
ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
2023 წლის 15 იანვარს, ვოლოდიმირ ზელენკსიმ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შეთავაზებული პერსონალური, სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) შესახებ დოკუმენტში ცვლილებები დაამტკიცა. განკარგულების საფუძველზე სანქცირებული ფიზიკურ პირთა განახლებულ სიაში შოთა აფხაიძეც მოხვდა. სანქციები უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის, აქტივების, ფინანსური ოპერაციებისა და სხვა სახის აქტივობების შეზღუდვას ითვალისწინებს.  შოთა აფხაიძე 2010 წლის 7 მაისს...
Дезинформация
10-11 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიის ვებ-გვერდმა zvezdaweekly.ru, ასევე გამოცემებმა Московский Комсомолец, rusonline.org, srbin.info, news-front.info და სხვა რუსულენოვანმა ვებსაიტებმა (1, 2, 3, 4, 5), ასევე იუთუბ-არხმა Incognito გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე ინდუსტრიულ ზონა “აზოვსტალის” ქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე ნატოს საიდუმლო ობიექტი სახელად PIT-404 და ბიოლაბორატორია მდებარეობს, რომელშიც ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. სტატიის...
მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი ფოტო მანიპულაცია
11 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა Beqa Kviciani გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კორონავირუსის სწრაფ ტესტზე ფორთოხლის წვენს ასხამენ, ცოტა ხნის შემდეგ კი ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს. პოსტს 2000-ზე მეტი გაზიარება აქვს. ვიდეოში ნაჩვენები ტესტი, რომელიც ფორთოხლის წვენზე დადებით შედეგს აჩვენებს, წესების დარღვევითაა ჩატარებული. ტესტის ჩატარებისას აუცილებელია ბუფერული ხსნარის გამოყენება, რომელიც ტესტზე სწორ მჟვავიანობას აღადგენს და ისეთ სითხეებზე, როგორებიცაა სხვადასხვა ხილის წვენი,...
მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი მანიპულაცია
20 ნოემბერს კრემლის გამოცემა News Front-ის ქართულენოვანი ვერსიის News Front-ისა და პრორუსული და პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე Spacenews.io ვებ-გვერდებზე “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებლის შოთა აფხაიძის ფეისბუკ პოსტი გამოაქვეყნდა. აფხაიძე ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველმა და ტელეკომპანია “ფორმულამ” ნინოწმინდაში ქართული ბავშვთა სახლის დახურვისთვის სომხური ორგანიზაცია “პეტერსონ ბელქნაფისგან”, ფრანგული ფონდ “ხაგანის” და ჯავახკის რუსული დიასპორისგან გასამრჯელოდ 580 000 ევრო მიიღეს. იდენტური პოსტი 20...
ყალბი ახალი ამბები
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელსა და ტრადიციულ მედიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია კოსპირაციულად გავრცელდა. სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, ანტიდასავლური და კრემლისტური აქტორები ცდილობენ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება დასავლეთს, კონკრეტულად კი ნატოს გემების საქართველოში შემოსვლას დაუკავშირონ. 2021 წლის 1 ოქტომბერს, ლევან ვასაძესთან დაკავშირებულ ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” პროგრამის “ალტ-ანალიტიკა” წამყვანებმა, ზურაბ მახარაძემ და შოთა...
გავრცელებული დეზინფორმაცია
2021 წლის 27 აგვისტოს, ულტრანაციონალისტური მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი ამტკიცებს, რომ საქართველოში ავღანელი ლტოლვილების მასობრივი შემოყვანა და დასახლება იგეგმება. ბრეგაძემ აგრეთვე განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ამ ყველაფერს არ დაუშვებს, ვინაიდან მოცემული ნაბიჯი ქვეყნისთვის დემოგრაფიული კატასტროფის ტოლფასი იქნება. სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: “საქართველოს არ აქვს იმის საშუალება,...
გავრცელებული დეზინფორმაცია
16 აგვისტოს “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორმა, შოთა აფხაიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ქაბულის აეროპორტში ამერიკელმა სამხედროებმა, რომლებიც ევაკუაციისას წესრიგს უზრუნველყოფდნენ, მშვიდობიან ავღანელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. აფხაიძე ასევე აღნიშნავდა, რომ იგივე სცენარი თბილისის აეროპორტში 2022 წელს განმეორდებოდა. პოსტის ავტორს ქაბულის აეროპორტში მომხდარი სროლის შესახებ წყარო მითითებული არ ჰქონდა. 18 აგვისტოს...
მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
Tbilisi Pride-ის განცხადებას, რომ ორგანიზაცია 1-5 ივლისს ლგბტ უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს, მათ შორის 5 ივლის რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშს გამართავდა, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ჰომოფობიური შინაარისის და ძალადობრივი, ასევე ანტიდასავლური განცხადებები მოჰყვა. წინამდებარე ანგარიში ორი ნაწილისგან შედგება და ერთი მხრივ, თბილისი პრაიდის დიკრედიტაციის კამპანიასთან დაკავშირებულ გზავნილებს და მეორე მხრივ სოციალურ მედიაში ჰომოფობიურ კამპანიებს მიმოიხილავს. მედიის...
დეზინფორმაცია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც საპატრიარქოსთან არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში აპარატის წარმომადგენელთა მონიტორინგის მიზნით შესვლის დაბლოკვა კვლავ სხალთის მიტროპოლიტის მეუფე სპირიდონის მიზეზით შეუძლებელი გახდა. “მითების დეტექტორმა” ის აქტორები გამოავლინა, ვინც სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სახალხო დამცველის დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული. კერძოდ: კრემლისტური პარტიები: “პატრიოტთა ალიანსი”, “ერთობა, რაობა,...
გავრცელებული დეზინფორმაცია
23 თებერვალს პოლიცია საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) სათაო ოფისში შეიჭრა და მისი ლიდერი, ნიკა მელია, დააკავა1. შეჭრისას, პოლიციამ მელიას მხარდამჭერების დასაშლელად, რომლებმაც პარტიის ოფისის შიგნიდან ბარიკადები აღმართეს, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მელიას დაკავებამ ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალური პირების, ანალიტიკოსების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რიგი კრიტიკული განცხადებები გამოიწვია. მათ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს...
მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი ფოტო მანიპულაცია
19 მარტს შოთა აფხაიძემ ფეისბუკის პირად პროფილზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ “დაბრაკული” “ასტრაზენეკას” საცდელ პოლიგონად იქცა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. აფხაიძის მიხედვით,  კომპანია “ასტრაზენეკას” იმიჯის აღდგნა სურს, ქართული ჯანდაცვის სიტემის მოქრთამვით კი საქართველოს, როგორც “წარმატებული ვაქცინაციის” საჩვენებელ ბაზად გაქცევას ცდილობს. პოსტის ავტორი მეორე მიზეზად ლიეტუვას მიერ  3 მილიონ დოზამდე  წუნდებულ “ასტრაზენეკას”...
ფოტომანიპულაცია
 განახლება:  მასალის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას შოთა აფხაიძემ მიმართა, რომელიც აცხადებს, რომ ის ნიუსფრანტის რედაქტორი არასოდეს ყოფილა, თუმცა თავად ნიუსფრანტის 2020 წლის თებერვლის მასალაში ის ამ გამოცემის რედაქტორად არის მოხსენიებული. აფხაიძე ასევე უარყოფს მის ამჟამინდელ კავშირს “ევრაზიულ ინსტიტუტთან” და აცხადებს, რომ ის ორგანიზაციაში მხოლოდ 2013-2014 წლებში საქმიანობდა. მისი თქმით, მას ამჟამად ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი აქვს დაფუძნებული და როგორც...
გაყალბებული ციტატა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას ოპოზიციის ოფისში დაკავებამდე საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელუსუფლებას ვითარების დეესკალაციისკენ და პოლარიზებული გარემოს განმუხტვისკენ მოუწოდებდნენ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებას უკავშირდებოდა. თავის მხრივ, საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ ოპოზიციასაც, უარი ეთქვათ პარლამენტის ბოიკოტზე და საარჩევნო რეფორმებისთვის საპარლამენტო სივრციდან ებრძოლათ.   17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიას გირაო...
დეზინფორმაცია
21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული საქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ძირითადი პუნქტები დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე აფხაზეთის, ე.წ.  სამხრეთ ოსეთისა და “ბუფერული ზონის” ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების...
დეზინფორმაცია პროპაგადა
15 ნოემბერს მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ქვეყანაში პრო-ევროპელმა კანდიდატმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. სანდუმ, რომელიც პარტიის „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერია, ამომრჩეველთა ხმების 57,75% მოიპოვა. რაც შეეხება მის კონკურენტს, პრორუსულად განწყობილ იგორ დოდონს, მას მოსახლეობის 42,25%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ტურის არჩევნების სავარაუდო შედეგებზე გზავნილები 13-14 ნოემბერს ქართულ ონლაინ, მათ შორის კრემლისტურ მედიაშიც გავრცელდა: saqinform.ge, News Front Georgia, tvalsazrisi.ge, geworld.ge, mediapress.ge, Tvm.ge....
ფაქტ ჩექერი
2020 წლის 11 სექტემბერს News Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “თურქეთი საქართველოში “თურქი მესხების” დაბრუნების დაჩქარებას აპირებს”.  გამოცემის რედაქტორის შოთა აფხაიძის მტკიცებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 100 ათასი მუსლიმი მესხის (სტატიაში “თურქი მესხი”) სამცხე-ჯავახეთში საკუთარი ხარჯებით ჩასახლება შესთავაზა. მისი თქმით, 8 სექტემბერს თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის მუსლიმი მესხების...
10
ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობის მხრიდან დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, ხმების 80% მიიღო. მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ლუკაშენკოს რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევითა და ძალადობით უპასუხა. ბელარუსში მიმდიანრე პროტესტის პარალელურად ბელარუსის ლიდერისს ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ  სოლიდარობას  და  მხარდაჭერას  ქართულ მედია სივრცესა...
sfgd
2 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა “ყოველდღიური მოვლენები” Alprazolam) type=3&theater” target=”_blank” rel=”noopener noreferrer”>გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ხალხის დიდი მასის თავყრილობაა ასახული. ფოტოს თან ერთვის აღწერა: “ბერლინში აქციები და გამოსვლები კოვიდ აკრძალვებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ არ წყდება”. 3 აგვისტოს 12:00 საათის მდგომარეობით პოსტს 283 გაზიარება და 600-მდე რეაქცია აქვს. 3 აგვისტოს კრემლის გამოცემა News Front Georgia-მ სტატია, სათაურით “საპროტესტო...
ფოტოფაბრიკაცია, ხელოვნური ინტელექტი
17 ივლისს ტვ ობიექტივის  გადაცემა ‘’ღამის სტუდიის’’  ეთერში გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლაიშვილმა სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად შეაფასა. მისი თქმით, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში 200 მილიონი ლარი უჯდება, მაშინ როდესაც, ამ მიმართულებით დასავლეთი არაფერს ხარჯავს და აშშ-მა 3 ბატალიონის მომზადებისთვის საქართველოს მხოლოდ $67 მლნ. გამოუყო. გურამ ნიკოლაიშვილი, სამხედრო ექსპერტი: „საქართველოში ყველაფერი...
სსა
2020 წლის 10 ივლისს კრემლისტური მედია გამოცემის News-front-ის  ქართულენოვან ონლაინ ვერსიაში გამოქვეყნდა News-front-ის  რედაქტორის შოთა აფხაიძის სტატია, სათაურით “ერდოღანს აქვს თურქეთის ტერიტორიების გაფართოების შანსი – საქართველოს ხარჯზე”. ავტორი საუბრობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საფრთხეებზე და ამტკიცებს, რომ ნატოში გაწევრიანება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.  აფხაიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანას თავდაცვის სფეროს “ფართომასშტაბიანი” დაფინანსების შესაძლებლობა...
დფვსდ
9-15 ივლისის პერიოდში პრორუსული აქტორების მხრიდან ანტითურქული განწყობები გაძლიერდა. თურქეთთან დაკავშირებული ნარატივები, რომლებიც ეხებოდა ყარსის ხელშეკრულებას, აჭარის რეგიონს, ნატოში გაწევრიანებასა და აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას, სხვადასხვა რესპონდენტისა და ჟურნალისტების მიერ კრემლისტურ მედია “ნიუსფრონტსა” და “საქართველო და მსოფლიოში” გაჟღერდა. ეს აქტორები თურქეთზე ძველ მითებს იმეორებდნენ.  “მითების დეტექტორმა” გავრცელებული გზავნილები 3 ძირითად ნარატივად დაყო: ნარატივი აქტორები ნატოში გაწევრიანება...
გეე
30 აპრილს Facebook-მა კრემლის დღის წესრიგის გამავრცელებელი ორი გამოცემის, News Front-ისა და South Front-ის ფეისბუქ გვერდები გააუქმა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება Facebook-მა 5 მაისს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ News Front-თან და South Front-თან დაკავშირებული ჯამში 49 გვერდი, 91 პროფილი, 2 ჯგუფი და 1 ინსტაგრამის ანგარიში წაიშალა. Facebook-ის განმარტებით, ეს სქემა რეგიონში არაავთენტურ საქმიანობას ეწეოდა. News Front-ის...
რუკა
Covid-19-თან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაცია  და შეცდომაში შემყვან მასალების დიდი წილი პოლიტიკური შინაარსისაა, რომელსაც როგორც ღიად რუსული წყაროები, ასევე ქართულენოვანი მედიები ავრცელებენ.  ძირითადი გზავნილები შემდეგი შინაარსისაა: ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ამერიკის მიერ, ნაწილი ამტკიცებს, რომ ვირუსის წყარო ლუგარის ლაბორატორიაა ლუგარის ლაბორატორიის წვლილი პანდემიასთან ბრძოლაში გადაჭარბებულია იტალია ევროკავშირმა ბედის ანაბარა მიატოვა; იტალიასა და საფრანგეთში ევროკავშირის დროშებს...
ფეეეეეეეეეეეეეეეეეეე
2020 წლის 25 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო ნიუსფრონტმა გამოაქვეყნა სტატია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, სათაურით “25 თებერვალი საქართველოს ხსნის დღე ყოფილა!”. სტატიის ავტორმა ირაკლი დოჭვირმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და პირველი რესპუბლიკის გენერლების გმირობა ეჭვქვეშ დააყენა.   ნიუსფრონტი: “განსაკუთრებით მოსაგონებელია ქართული საეკლესიო განძის გატაცება, გაყიდვა და საფრანგეთში ლევილში მამულის ყიდვა და იქ განცხრომით ცხოვრება. სხვათა შორის,...
ჰრყრჰ
25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. ეს თარიღი ღიად კრემლისტურმა აქტორებმა – News Front-მა და “ობიექტივის” წამყვანმა- ეჭვქვეშ დააყენეს და 25 თებერვალი არა ოკუპაციის, არამედ საქართველოს ხსნის დღედ შეაფასეს. 2020 წლის 25 თებერვალს კრემლის გამოცემა News Front-მა მოსაზრების სახით გამოაქვეყნა ფეისბუკ მომხმარებლის ირაკლი დოჭვირის პოსტი, სათაურით “25 თებერვალი საქართველოს ხსნის დღე...
რგრგ
კრემლის გამოცემა News Front-ს, რომლის ქართულენოვანი ვერსია საქართველოში 2019 წლის ოქტომბრიდან გამოჩნდა, როგორც ირკვევა, “ქართულ მარშთან” დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსი აქტორი შოთა აფხაიძე რედაქტორობს. ინფორმაცია ამის  შესახებ News Front საქართველოს 2020 წლის 10 თებერვლის მასალიდან გახდა ცნობილი. News Front-მა გამოაქვეყნა სტატია და ვიდეო სათაურით “მოსკოვის ცენტრში ქართული დროშაც ფრიალებს”, რომლის აღწერაშიც წერია, რომ News Front-ს...
rgrgwgr
კრემლისტურმა ონლაინ-გამოცემამ “News Front Georgia” 2019 წლის 27 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის სისხლიანი ბიზნესი და ნაციონალები უკრაინაში”. სტატია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიის, “ზვეზდას” ეთერში 2019 წლის 13 ნოემბერს გასული გადაცემის, “ღია ეთერისთვის” (“Открытый эфир’”) შოთა აფხაიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეყრდნობა. გადაცემა შეეხება  აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს უკრაინელი პოლიტიკოსების, მათ შორის მიხეილ...
Sputnik-Logo-472x265
2017 წლის 21 თებერვალს “სპუტნიკ საქართველო”-ს რუსულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა, სათაურით “საქართველოში, შესაძლოა, ლესბოსელობა და მამათმავლობა დაუშვან”. 6 დღის შემდეგ, 27 თებერვალს რედაქციამ სტატიის სათაური ახლით ჩაანაცვლა – “საქართველოში ქალთა წინადაცვეთის აკრძალვა სურთ”. სტატია, რომლის ჰომოფობიური სათაური მოგვიანებით შედარებით ნეიტრალურით ჩანაცვლდა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს შეეხება. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ქალთა უფლებების გაუმჯობესებასა და...

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist