იყო-თუ-არა-კითხვა-კეზერაშვილზე-ედისონ-რისერჩის-კვლევაში1
29 ივლისს ფეისბუქ ანგარიშებმა “შიინ ევროპისკენ” და დაათ ცაბაძე გამოაქვეყნეს ტელეკომპანია ფორმულას ფეისბუქ პოსტის სქრინშოტი, სადაც აღნიშნულია, რომ ედისონ რისერჩის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ქალების 74% ყველაზე სასურველ მამაკაცად დავით კეზერაშვილს მიიჩნევს. პოსტის გამოხმაურებიდან ჩანს, რომ მკითხველთა ნაწილი ფორმულას სახელით გავრცელებულ პოსტს რეალურად აღიქვამს.   სქრინშოტი გაყალბებულია. ტელეკომპანია ფორმულამ ედისონ რისერჩის ბოლო კვლევის შესახებ არაერთი...
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკრაინიაში მიმდინარე მობილიზაციას არ ასახავს
21 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” (1,2) და რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Ирина Лагутина-მ  გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ვხედავთ, თუ როგორ ართმევენ სამხედრო ფორმაში გამოწყოფილი პირები მოქალაქეს ხელიდან ბავშვს და შემდეგ მიწაზე ძალით აწვენენ. თანდართული აღწერით, ვიდეო უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციას ასახავს.  ვიდეო ფეისბუქზე ყალბი აღწერით, მანიპულაციურად ვრცელდება. შემთხვევაში მონაწილე არცერთი მხარე მობილიზაციის ვერსიას არ ადასტურებს. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ვერსიით,...
უკრაინ
3 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა ,,შიინ ევროპისკენ” და რუსულენოვანმა ანგარიშებმა  (1, 2, 3)  გამოაქვეყნეს ვიდეო მტკიცებით, თითქოს, კიევში ,,ხალხთა მეგობრობის თაღი” LGBTQ+ დროშის ფერებში გადაღებეს. ვიდეოზე ნაჩვენებია, თუ როგორ ღებავენ თაღს ცისარტყელას ფერებით. ანტიდასავლური ანონიმური ანგარიში ,,შიინ ევროპისკენ” წერს, რომ ,,უკრაინელებმა საბოლოოდ გადაღებეს საბჭოთა ხალხთა მეგობრობის თაღი.” უკრაინაში თაღის გადაღებვის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. ის 2017 წელსაა გადაღებული...
დეკრიმინალიზირებულია თუ არა გერმანიაში ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობა და გავრცელება
22 მაისს “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” ერთ-ერთმა წამყვანმა, გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელება ნორმად გამოაცხადა. გიორგი ქარდავა: “ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც დეკრიმინალიზაციას უკთებს ბავშვზე ძალადობის, პედოფილის ამსახველი ვიდეოფირების ფლობას და გავრცელებას. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც საბავშვო პორნოგრაფია სახლში აქვს, ადრე ხო ეგ კანონით ისჯებოდა, დღეიდან ეგ გერმანიაში ნორმად გამოცხადდა”.  გერმანიაში ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის...
“რუსული-კანონის”-საწინააღმდეგო-პოსტერს-აყალბებს
განახლება: იდენტური პოსტი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის Postv-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ, სახელისუფლებო გამოცემა მარშალპრესმა, ხელისუფლების მხარდამჭერებმა გაბი კამაევმა, ედიშერ გვენეტაძემ და ნინო ჯღარკავამ, ასევე ირაკლი ჯანყარაშვილის პოსტზე დაყრდნობით ჯგუფებმა წინ საქართველოს უკეთესი მომავლისაკენ! და პროტესტი გააზიარეს. პოსტი გაავრცელეს ანონიმურმა ანგარიშებმა ვიოლა კრამონაძე, შიინ ევროპისკენ და სხვებმა. 21 აპრილს ანონიმურმა სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური საღორე N5” გამოაქვეყნა...
მანიპულაცია,-თითქოს-15-აპრილის-აქციაზე-LGBTQ+-დროშა-გაშალეს
განახლება: 16 აპრილს დეკანოზმა ბასილ ახვლედიანი გაავრცელა ფოტო, რომელზეც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას ასახავს, ფოტოზე ასე ჩანს LGBTQ+ დროშა. დეკანოზი მიანიშნებს, რომ ,,დღეს [15 აპრილი] რუსთაველზე გზაშეცდომილი ადამიანების კრებაა”. 15 აპრილს კრემლისტური ტელევიზია ,,სეზონი TV”-ის წამყვანმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ, ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა ,,შიინ ევროპისკენ”, ასევე ფეისბუქის რამდენიმე მომხმარებელმა (1, 2) გამოაქვეყნეს იდენტური ფოტო, რომელიც, თითქოს,...
ჯაფარიძის
23-24 მარტს ახლადშექმნილმა ფეისბუქ გვერდმა ,,სიახლენი”  და რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა, მათ შორის, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და შიინ ევროპისკენ, პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძის გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორში” სტუმრობის ამსახველი ვიდეოკოლაჟი გაავრცელეს. ვიდეოში წამყვანი, გიორგი გასვიანი, რამდენიმე კითხვას უსვამს ჯაფარიძეს, მათ შორის, არის თუ არა პოლიტიკოსისთვის მშობლები და პატრიარქი ავტორიტეტი, მხარს დაუჭერდა თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას...
სოციალურ-ქსელში-ემანუელ-მაკრონის-ხელოვნური-ინტელექტით-(AI)-გენერირებული-ფოტო-ვრცელდება
17-18 მარტს ფეისბუქზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფოტო (1, 2, 3, 4, 5) გავრცელდა, იდენტურ ფოტოს ფეისბუქის რუსულენოვანი მომხმარებელი და რუსული გამოცემა Pravda-ს ინგლისური რედაქციაც აქვეყნებს. გავრცელებულ ფოტოზე ემანუელ მაკრონს ვარდისფერი პიჟამა აცვია და საწოლზე ზის. ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილი მაკრონის ფოტოს რეალურად აღიქვამს. ასევე, ზოგიერთი აღწერაში მიუთითებენ, რომ ასეთ ფორმაში მაკრონი, თითქოს, საბრძოლოდ, რუსეთის არმიის...
ფოტომანიპულაცია,-თითქოს-ზურაბ-ჯაფარიძის-გვარი-რეალურად-გასიევია
6-7 იანვარს ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” ფეისბუქ-გვერდზე ქართული იდეა – qartuliidea.ge და პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერ ანონიმურ ფეისბუქ-ანგარიშზე “შიინ ევროპისკენ” გავრცელდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო, რომელშიც პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ფოტოს ვხედავთ, გვარის გასწვრივ კი, ჯაფარიძის ნაცვლად, გასიევია მითითებული.  მტკიცება, თითქოს ზურაბ ჯაფარიძის გვარი რეალურად გასიევია, სიმართლეს არ შეესაბამება. დოკუმენტი, რომელიც ვრცელდება,...
ფოტოფაბრიკაცია,-თითქოს-უკრაინის-უმაღლეს-რადაში-“ლელოს”-წევრებს-ლგბტქი+-დროშა-უჭირავთ
18 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” გამოქვეყნა პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრების – გრიგოლ გეგელიას, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და სალომე სამადაშვილის ფოტო, რომელშიც ხელში ლგბტქი+ დროშა უჭირავთ. “ყველაზე მაგარი პარტია, ნამდვილი დრაქ ქუინი პარტია” – წერს ავტორი.  პოსტის ავტორი ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს. რეალურად, პარტიის წევრებს ხელში არა ლგბტქი+, არამედ საქართველოს დროშა უჭირავთ.   ფოტო, რომელსაც პოსტის ავტორი დარედაქტირებული...
შეცდომაში-შემყვანი-რას-ნიშნავს-“ქართული,-როგორც-მეორე-ენა”-და-რას-ამტკიცებენ-ფეისბუკ-მომხმარებლები
10-11 დეკემბერს სოციალურ ქსელში სახელმძღვანელოს “ქართული როგორც მეორე ენა” ფოტო გავრცელდა (1;2;3;4;5;6;7). პოსტის ავტორთა მტკიცებით, სახელმძღვანელოს ასეთი სახელწოდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ღალატს წარმოადგენს. პოსტის ავტორები მოითხოვენ, რომ ეს წიგნები სკოლებიდან გაქრეს და ყველა პედაგოგს, ვინც “ქართულ ენას” მეორე ენად მიიიჩნევს და ამ წიგნიდან “ბავშვებს წამლავს”, სტატუსი ჩამოერთვას. სახელმძღვანელო “ქართული, როგორც მეორე ენა” არაქართულენოვანი...
ჟურნალისტი-ნინია-კაკაბაძის-შესახებ-ვიდეომანიპულაცია-ვრცელდება
18 ოქტომბერს პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “შიინ ევროპისკენ” გამოაქვეყნა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ შვილის გაჩენით ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. ვიდეოს ნაწყვეტში ვისმენთ: “შვილი გავაჩინე, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია. მარტო ამისათვის უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს ნორმად დაადგინა. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში ეს შეცდომა არ დაუშვათ”. ...
Page 1 of 3 1 2 3

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist