შეიარაღებული ადამიანი
7 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “ისევ მბლოკავენ ფანტინა” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც შეიარაღებული ადამიანია აღბეჭდილი. ვიდეო ადამიანებს შორის დაპირისპირებას ასახავს. პოსტის ავტორი ვიდეოს იმგვარად წარმოაჩენს, თითქოს იარაღიანი პირი მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილე იყოს. აღწერაში კი ვკითხულობთ: “იარაღით დადიან და არც მალავენ მშვიდობიანები.”  მცდარია, თითქოს ვიდეოზე ასახული შეიარაღებული ადამიანი მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილეა. ვიდეო 7 დეკემბერსაა გადაღებული, როდესაც სპეცრაზმის...
მოსახლეობის აღწერა
16 ნოემბერს ფეისბუკ-მომხმარებელმა “ისევ მბლოკავენ ფანტინა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც 2024 წლის მოსახლეობის აღწერაზე საუბრობს. ვიდეოში ის აღნიშნავს, რომ დაიწყო ქონებების აღწერა, ხოლო თუ მოსახლეობა დათანხმდება აღწერაზე, “დაუწესებენ ძაან ევროპულ გადასახადს ქართული შემოსავლით“.     მტკიცება, თითქოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერა ითვალისწინებს გადასახადების დაწესების მიზნით ქონების აღწერას, დეზინფორმაციულია. საქსტატის თანახმად, გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია...
2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი - რა ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
2024 წლის 14 ივნისს გერმანიაში დაიწყო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. ეს შეჯიბრი ისტორიულია საქართველოსთვის, რადგან ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოახერხა მსგავსი დონის ტურნირის ფინალურ ეტაპზე გასვლა, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზა და პორტუგალიის ნაკრების ისტორიული დამარცხების შემდეგ მერვედფინალშიც გავიდა.   საფეხბურთო სამყაროში ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობიდან...
პარიზი-თუ-მოსკოვი---სად-არის-გადაღებული-მუსლიმთა-ლოცვის-ამსახველი-კადრები
9 ივნისს სოციალურ ქსელში  30 წამიანი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მუსლიმთა დიდმასშტაბიანი სახალხო ლოცვაა აღბეჭდილი. პოსტის ავტორი წარწერით “პარიზი დღესს” – ამტკიცებს, რომ კადრები პარიზში, იმავე დღეს, 9 ივნისს არის გადაღებული. გავრცელებული კადრები მცდარი აღწერით ვრცელდება. ვიდეოში ნაჩვენები მუსლიმთა სალოცავი რეალურად მოსკოვის საკათედრო მეჩეთია და შესაბამისად, არა პარიზში, არამედ რუსეთში მდებარეობს. ვიდეო ინტერნეტში 2022 წლიდან იძებნება....
26 მაისს მსვლელობაში მონაწილე ხალხის რაოდენობაზე _ინფო 9_ ფოტომანიპულაციას ავრცელებს_
26 მაისს საინფორმაციო სააგენტო ინფო 9-მ გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელზეც დამოუკიდებლობის დღეს ე.წ. “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეების მსვლელობაზე გადაღებული ორი ფოტოა შეერთებული. საინფორმაციო სააგენტოს აღწერით, ერთ ფოტოზე აღბეჭდილია, თუ როგორ აშუქებენ ოპოზიციური ტელევიზიები აქციას, მეორე ფოტოზე კი ჭავჭავაძის გამზირზე რეალურ მსვლელობას ვხედავთ. იგივე ფოტო საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა ფეისბუქ-მომხმარებელმა ფანტინა ფანტინა.  “ინფო 9” ვიზუალურ მანიპულაციას ავრცელებს. კადრები,...
თითქოს ევროსაბჭომ მთავრობას მოუწოდა, პატრიარქს საჯაროდ აზრის გამოხატვა აკრძალვოდა
20 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ფანტინა ფანტინა და მღვდელმა იაკობ მესტვირიშვილმა გაავრცელეს დეკანოზ ალექსანდრე გალდავას ვიდეო, რომელშიც ჰყვება, რომ 2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აკრძალვოდა საჯარო სივრცეში აზრის თავისუფლად გამოხატის უფლება. მისივე ინფორმაციით, რეკომენდაცია ეხებოდა პატრიარქის ქადაგებას, რომ “სირცხვილია ლგბტ, მამათმავლური ცხოვრების წესით ცხოვრება”.   “მე გაგახსენებთ 2016...
მორიგი-ვიდეომანიპულაცია-უკრაინის-მართლმადიდებელ-ეკლესიაზე
21 მარტს რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა (1, 2, 3) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მათი მტკიცებით, უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაშია გადაღებული. ვიდეოზე ნაჩვენებია ძველი დროის სამხედრო სამოსში გამოწყობილი პირები, ასევე ბიჭი ანგელოზის ფორმითა და ფრთებით. ისინი უკრაინულ პატრიოტულ სიმღერა “Ой, у лузі червона калина-ს” მღერიან. ფეისბუქ მომხმარებლები წერენ, რომ ასე გამოიყურება ,,რუსული მართლმადიდებლობისაგან” გათავისუფლებული უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია და ის...
ემანუელ-მაკრონის-შესახებ-ვიდეოფაბრიკაცია-ვრცელდება
1-3 მარტს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ნაც ნობი, Aleqsandre Mgeladze, და Koba Kusiani გააზიარეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ცეკვავენ ადამიანები კლუბში. ავტორები ამტკიცებენ, რომ ვიდეო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ასახავს. ვიდეო 27 თებერვალს რუსულენოვან ვებ-საიტზეც გავრცელდა.   სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტის შესახებ ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, ვიდეოში ემანულ მაკრონის სახე პროგრამულად არის ჩასმული.   ვიდეო, რომელიც, ავტორების მტკიცებით, საფრანგეთის პრეზიდენტს ასახავს,...
დეზინფორმაცია,-თითქოს-მელ-გიბსონმა-პრინც-უილიამს-ანტიქრისტე-უწოდა
23-28 თებერვალს ფეისბუკ ანგარიშებმა (1,2,3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მელ გიბსონი პრინც უილიამს ანტიქრისტეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას ერთიანი მსოფლიოს ლიდერად ამზადებენ. იდენტური ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმაც (1,2,3) გამოაქვეყნეს. გავრცელებულ პოსტებში ანიშნულია, რომ მელ გიბსონმა თანამშრომლებსა და კოლეგებს უთხრა, რომ პრინცი უილიამი ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ერთიანი მსოფლიო მთავრობის...
აკრძალა თუ არა სასამართლომ აშშ-ის შტატების საჰაერო სივრცეში ე.წ. ქიმტრეილები (3)
ფეისბუქ-ანგარიში “ნაც ნობი” 7 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში წერდა, რომ ამერიკის შტატებში, ტეხასისა და ნიუჰემფშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,ქიმტრეილებს” (chemtrails) მათ საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ, რაც ხალხის მოთხოვნა იყო. აკრძალვის საფუძველზე პოსტის ავტორი ასკვნის, რომ სწორედ ,,ქიმტრეილებით” ავრცელებდნენ დაავადებებსა და შხამს.  “ქიმტრეილების” შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის შტატების საჰაერო სივრცეში ,,ქიმტრეილებს” კრძალავს,...
ფოტომანიპულაცია,-თითქოს-საბერძნეთის-ეკლესიაში-წმინდა-მატრონასა-და-სტალინის-შეხვედრაა-გამოსახული
12 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ფანტინა ფანტინა და ერმილე ელგუჯას-ძე ნემსაძე გაავრცელეს ფოტო, რომელიც, მათი ინფორმაციით, საბერძნეთში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ იოსებ სტალინისა და წმინდა მატრონა მოსკოველის შეხვედრის ხატს ასახავს.   პოსტების ავტორები ფოტოს მცდარი აღწერით ავრცელებენ. რეალურად, გამოსახულება სტალინისა და წმინდა მატრონა მოსკოველის შეხვედრას არ ეხება და კავშირშია გადმოცემასთან, რომ მატრონა ნიკონოვამ პოლიციელის სახლში ხანძრის გაჩენა იწინასწარმეტყველა.   მატრონა...
ვიდეომანიპულაცია,-თითქოს-უკრაინაში-მართლმადიდებლობის-აკრძალვას-აპროტესტებენ
28 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშებმა “ნაცნობი უფნობი” და “ნიკოლოზ კობერიძე” გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მართლმადიდებლობის აკრძალვის შემდეგ საკუთარი მრწამსის დასაცავად ასიათასობით უკრაინელი გამოვიდა  და პოჩაევის ლავრისკენ მსვლელობა მოაწყვეს. პოსტებს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ადამიანები ხატებით და ჯვრებით მიემართებიან. მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ნაჩვენები მსვლელობა მართლმადიდებლობის აკრძალვის გამო საპროტესტო ხასიათს ატარებს, დეზინფორმაციულია და...
Page 1 of 5 1 2 5

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist