იზაბელ პერალტა
13-15 აპრილს ონლაინ გამოცემა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” ფეისბუქ-გვერდმა და ქართულ (1, 2, 3, 4.) და რუსულენოვანმა (1, 2, 3.) ფეისბუქ მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ესპანელ აქტივისტს იზაბელ პერალტას სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პოსტებში ვკითხულობთ, პერალტას სასჯელის მიზეზი იყო მის მიერ გაკეთებული კომენტარები იმის შესახებ, რომ “ესპანეთი ქრისტიანულია და არა მუსულმანური” და “ეს...
დეზინფორმაცია
27 დეკემბერს პლატფორმა “საქართველო უპირველეს ყოვლისამ” გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი და სტატია, რომელშიც რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონისა და ტელეკომპანია “ფორმულას” ფინანსური კავშირის შესახებაა საუბარი. გავრცელებულ მასალაში აღნიშნულია, რომ უილსონი ლობისტური საქმიანობისთვის “კეზერაშვილის “ფორმულასგან” ფულს იღებს”, ბოლო ტრანში კი, რომელიც 1000$-ს შეადგენს, 2024 წლის 18 მარტს განხორციელდა. გარდა ამისა, კონგრესმენის ბოლოდროინდელ განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით “საქართველო უპირველეს ყოვლისა”...
election protests
ოპოზიციური პარტიების და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ 2024 წლის  26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებას, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. ადგილობრივი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ოპოზიცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასა და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე, ასევე პროცედურულ მანიპულაციებზე ამახვილებენ ყურადღებას. სამოქალაქო პროტესტის პარალელურად,  სოციალურ ქსელში კვლავ გააქტიურდნენ ტროლები (ყალბი ანგარიშები), რომლებიც, ერთი მხრივ,...
ნემანია მაიდოვი
17-18 სექტემბერს ფეისბუქზე საინფორმაციო პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ასევე ქართულ (1, 2, 3.) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4.) ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სერბი ძიუდოისტი ნემანია მაიდოვი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 5 თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რადგან მან ოლიმპიადაზე ასპარეზობისას პირჯვარი გადაიწერა.  ქართულენოვანი ანგარიშები დამატებით ამტკიცებენ, რომ მსგავსი სასჯელი ქართველ ძიუდოისტ ლაშა ბექაურსაც ემუქრება.  მტკიცება, თითქოს...
The Pizzagate of Zelenski’s wife, and other cross-border hoaxes that use women and children to delegitimize Ukraine
ბოლო თვეებია, რაც უკრაინიდან კოლუმბიამდე და ლიეტუვიდან ესპანეთამდე კრემლთან დაკავშირებული ვებგვერდები და სოციალური მედიის ანგარიშები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტ ზელენსკის ცოლი, მისი ფონდის მეშვეობით, ბავშვთა ტრეფიკინგშია ჩართული. ეს ოლენა ზელენსკას „პიცაგეიტია“ – შეთქმულების იმ თეორიის უკრაინული ვერსია, რომელმაც 28 წლის ამერიკელ ედგარ მედისონ უელჩს უბიძგა, რომ 2016 წლის 4 დეკემბერს ვაშინგტონში მდებარე Comet Ping Pong...
ფოლადის ცხენი
პარიზის ოლიმპიადაზე ფოლადის ცხენისა და ხარის თავის სკულპტურის გამოჩენას 27-28 ივლისს კრემლისტური მედია “ალტ-ინფო” (1;2) და კონსერვატიული გამოცემა “საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ასევე, ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი ფეისბუქ-მომხმარებლები, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და მაია თვალთვაძე გამოეხმაურნენ. ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ “ბუღის თავი” დაკავშირებულია სატანისტურ სიმბოლო მოლოხთან, რომელიც ასევეა ებრაელთა ომისა და ცეცხლის სიმბოლო და ბავშვების მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ცხოველის თავს...
დეზინფორმაცია - ლგბტქ+
17 ივლისს კონსერვატიული პლატფორმის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუქ-გვერდზე “Georgia First NEWS” აშშ-ის კალიფორნიის შტატში მიღებული ახალი კანონის შესახებ ორი პოსტი (1, 2) გამოქვეყნდა. პოსტების თანახმად, კალიფორნიის ახალი კანონი, სკოლის მოსწავლეების მიერ მშობლის თანხმობის გარეშე სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემთხვევაში, სკოლებს მშობლების ინფორმირებას უკრძალავს.  მტკიცება, თითქოს კალიფორნიის შტატში მიღებული კანონი სკოლებს იმ მშობლების ინფორმირებას უკრძალავს,...
პალესტინის მხარდამჭერი აქცია
10 ივლისს  საინფორმაციო პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეების გამარჯვება პალესტინის დროშებით აღინიშნა. ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, დემონსტრაციას  ასახავს, თითქმის არ ჩანს საფრანგეთის დროშები. იდენტური ვიდეო 8 და 10 ივლისს რუსულენოვანმა ფეისბუკ გვერდმა და ანგარიშმა გამოაქვეყნეს. გავრცელებულ პოსტებში ნათქვამია, რომ ფრანგები დემონსტრაციის დროს პალესტინის დროშებს აფრიალებენ. მიუხედავად იმისა, რომ პოსტის...
კალიფორნიელი-სენატორის-განცხადება-მცდარი-ინტერპრეტაციით-ვრცელდება
10 ივნისს კონსერვატიულ პორტალზე “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოქვეყნდა სიახლე სათაურით: “კალიფორნიის დემოკრატი სენატორის განცხადებით, მტკიცება რომ არსებობს ორი სქესი და მშობლების უფლებებზე საუბარი „სიძულვილის“ გამოხატულებაა”. სიახლის თანახმად, სენატორმა სკოტ ვინერმა განაცხადა, რომ მინდობით აღზრდაში მყოფი ლგბტქ+ ბავშვები არ ეკუთვნიან მშობლებს და ეკუთვნიან ლგბტქ+ თემს. გარდა ამისა, სტატიის მიხედვით, სენატორმა განაცხადა, რომ “მშობლები, რომლებსაც სურთ შვილებზე...
უსწრებს თუ არა საქართველოს ეკონომიკა ბულგარეთს და რუმინეთს
22 მაისს, ERI Media-ს გადაცემაში “გონიერი” სოსო მანჯავიძესთან ერთად პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ბულგარეთისა და რუმინეთის ბედს გავიზიარებთ, სადაც რეალური ეკონომიკა, წარმოება არ შეცვლილა და მოსახლეობის დიდი ნაწილი ნანობს ევროკავშირში გაწევრიანებას. მისივე თქმით, ამ ქვეყნებში სიღარიბის დონე საქართველოზე მაღალია. ირაკლი გოგავა არ აკონკრეტებს, რა კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებს ამას.  ბულგარეთსა და რუმინეთში...
ევროპარლამენტი
25 აპრილს ანონიმურმა ფეისბუკ გვერდმა “აგენტურა” ევროპარლამენტის რეზოლუციაში  ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს მიერ შეტანილი ცვლილებების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ქარდზე, რომელიც პოსტს ერთვის, შემდეგი მოთხოვნებია ჩამოთვლილი: გათავისუფლდეს სააკაშვილი, დასანქცირდეს ივანიშვილი, შეჩერდეს გამჭვირვალობის კანონი, ბაჩო ახალაია დაინიშნოს სახალხო დამცველად, ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს გენერალურ პროკურორად, მეგის ქარდავა დაინიშნოს კინოცენტრის დირექტორად. იდენტური პოსტი ამავე დღეს გავრცელდა ფეისბუკ ჯგუფში საქართველო 🇬🇪...
Meta
17 აპრილს ფეისბუქ ანგარიშებმა Fanti Na და Giorgi Mamisashvili, ასევე გვერდმა ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” და არაერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) გაავრცელა იდენტური ინფორმაცია, თითქოს ფეისბუქი (Meta) ახალ წესს აამოქმედებს, რის შემდეგაც, ორგანიზაციას პირადი ფოტოების გამოყენება შეეძლება. ანგარიშები პოსტებით ეწინააღმდეგებიან ფეისბუქის ახალ წესს და წერენ, რომ კონფიდენციალურობის დარღვევა კანონით ისჯება. პოსტების...
უფალია-ჩვენი-სიმართლიდან-ქართულ-ოცნებამდე---უფლებების-შემზღუდავი-8-ინიციატივა,-რომელიც-პარლამენტში-სექსუალურ-ორიენტაციაზე-და-გენდერზე-დაინიცირდა3
“ქართულმა ოცნებამ” 25 მარტს მედიას ის საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომელიც პარტიის ხედვით, “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის” წინააღმდეგ ბრძოლას და “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვას ისახავს მიზნად. “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით,  ამ მიზნით საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გეგმავს. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა  საქართველოს კონსტიტუციის  30-ე მუხლში, რომელშიც ქორწინების დეფინიციაა განსაზღვრული,...
უკრაინაში-40-ბავშვის-ვაქცინის-შედეგად-გარდაცვალებაზე
7 და 8 თებერვალს სოციალური ქსელში (1, 2, 3, 4) უკრაინაში ვაქცინაციის შედეგად 40 ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაავრცელდა ინფორმაცია. ფეისბუქ პოსტებს თან ერთვის ვიდეოც. ვიდეოში უცნობი ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ Pfizer-ის კიევის ოფისის თანამშრომელია, აცხადებს, რომ უკრაინაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საფარქვეშ ბავშვებს ექსპერიმენტულ ვაქცინას უკეთებდნენ  – თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არც პაციენტების მშობლებს და არც...
ტაკერ კარლსონი
ამერიკელი ჟურნალისტი, Fox News-ის ყოფილი წამყვანი, ტაკერ კარლსონი პირველი დასავლელი ჟურნალისტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა. პუტინთან ორსაათიანი საუბარი კარლსონის ვებსაიტზე და სოციალურ ქსელებში 8 თებერვალს გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ კარლსონს ჰქონდა პატივი ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ჩაეწერა კრემლისადმი ლოიალობის გამო. პესკოვის თანახმად, სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით,...
აშშ-ის-დროშის-ჩამოხსნა-და-სამხედრო-ტექნიკის-გადაადგილება-–-რა-ვიზუალური-მანიპულაციები-ვრცელდება-ტეხასთან-დაკავშირებით
29-30 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (1,2), რომელსაც ტეხასის შტატის ხელისუფლების აშშ-ის ცენტრალურ ფედერალურ მთავრობასთან დაპირისპირებას უკავშირებენ. პორტალ “საქართველო უპირველეს ყოვლისას” მტკიცებით, ვიდეოში ტეხასის შტატში სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და მათი გადაადგილება შეინიშნება.  ვიდეო მსგავსი აღწერით სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და ონლაინ პლატფორმაზე ვირუსულად ვრცელდება (1, 2, 3, 4, 5). ამავე თემასთან დაკავშირებით 29 იანვარს...
უკრაინის-მართლმადიდებელ-ეკლესიასთან-დაკავშირებით-ვიდეომანიპულაცია-ვრცელდება
20-22 იანვარს ფეისბუქზე გავრცელდა (1, 2, 3, 4, 5, 6) ვიდეო, რომელზეც წერენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაშია გადაღებული. იგივე ვიდეო პორტალმა Georgia First NEWS (საქართველო უპირველეს ყოვლისა) და ფეისბუქ გვერდმა მოძრაობა ძლევაი საკვირველმაც გაავრცელა. პოსტების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც, თითქოს, “პრორუსი ეგზარხოსებისგან” გაათავისუფლეს, “ზელენსკის რეჟიმს” აქვს მიტაცებული და წირვა-ლოცვის ნაცვლად მუსიკალური წარმოდგენები...
საფრანგეთის-ახალი-საგარეო-საქმეთა-მინისტრის-დანიშვნაზე-ინფორმაცია-მანიპულაციურად-ვრცელდება
12 იანვარს ახალი ამბების პორტალმა Pia.ge, ასევე, პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” (1;2;3) და მისმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ახალადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად საკუთარი პარტნიორი დანიშნა. ინფორმაცია 13-14 იანვარს გაავრცელა ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა Geo Famaly და კიდევ ერთმა ფეისბუქ-მომხმარებელმა.  განახლება: ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა მედიამაც (1;2;3), მათ შორის, Ria Novosti-მ და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც (1;2)....
შეცდომაში-შემყვანი-რას-ნიშნავს-“ქართული,-როგორც-მეორე-ენა”-და-რას-ამტკიცებენ-ფეისბუკ-მომხმარებლები
10-11 დეკემბერს სოციალურ ქსელში სახელმძღვანელოს “ქართული როგორც მეორე ენა” ფოტო გავრცელდა (1;2;3;4;5;6;7). პოსტის ავტორთა მტკიცებით, სახელმძღვანელოს ასეთი სახელწოდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ღალატს წარმოადგენს. პოსტის ავტორები მოითხოვენ, რომ ეს წიგნები სკოლებიდან გაქრეს და ყველა პედაგოგს, ვინც “ქართულ ენას” მეორე ენად მიიიჩნევს და ამ წიგნიდან “ბავშვებს წამლავს”, სტატუსი ჩამოერთვას. სახელმძღვანელო “ქართული, როგორც მეორე ენა” არაქართულენოვანი...
მანიპულაცია,-თითქოს-ამერიკის-თავდაცვის-მდივანი-კონგრესმენებს-ომში-გაგზავნით-დაემუქრა
8 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა publicist.ge, ასევე საინფორმაციო პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის კონგრესმენებთან გამართული შეხვედრის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოსტინი ამერიკელ კანონმდებლებს მათი ოჯახის წევრების ომში გაგზავნით დაემუქრა. “მათ ნათესავებს რუსებთან საბრძოლველად გაგზავნიან, თუ ისინი უკრაინას არ დაუჭერენ მხარს” – წერს publicist.ge.  publicist.ge და “საქართველო...
მანიპულაცია,-თითქოს-არახამიამ-თქვა,-რომ-რუსეთთან-შეთანხმება-ბორის-ჯონსონის-პოზიციის-გამო-ჩაიშალა
26 ნოემბერს კრემლისტურმა მედია ალტ-ინფომ და პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუქ-გვერდებმა (1;2), ასევე, პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” და პარტია “ხალხის ძალამ” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება გაიმართა, დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინელებს უთხრა, რომ ხელი არაფერზე მოეწერათ და “უბრალოდ, ეომათ”. მათი მტკიცებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები ბორის ჯონსონის მიზეზით ჩაიშალა. პოსტების ავტორებს...
რუსული-საინფორმაციო-ოპერაცია-ზალუჟნისა-და-ზელენსკის-დაპირისპირების-წარმოსაჩენად
ნოემბერში კრემლისტურ მედიასა და სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ დაპირისპირებაზე არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. 2023 წლის გაზაფხულზე კი რუსეთი ცდილობდა,  საზოგადოება ვალერი ზალუჟნის ხერსონთან სარაკეტო ცეცხლის შედეგად დაღუპვაში დაერწმუნებინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსული პროპაგანდის სამიზნეს წარმოადგენს.  ბოლო...
ასახავს-თუ-არა-ვიდეო-ეგვიპტელების-მიერ-ღაზის-მოსახლეობისთვის-საკვების-მიწოდებას
14 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ, როგორ გადაადგილდება ადამიანების დიდი ჯგუფი ზურგზე მოკიდებული თეთრი ჩანთებით. ვიდეოს თან ახლავს აღწერა, რომლის თანახმადაც ეგვიპტელებმა ღაზასთან საზღვარი ფეხით გადალახეს, რათა ღაზას სექტორის მოსახლეობისთვის წყალი და საკვები პროდუქტები მიეწოდებინათ.  მსგავსი აღწერით იდენტური ვიდეო გაავრცელა ფეისბუქ-ანგარიშმა საქართველო უპირველეს ყოვლისა. ვიდეოს ასევე აქტიურად ავრცელებენ რუსულენოვანი ანგარიშები (1, 2,...
თავდასხმის-ვიდეო-არა-ისრაელის-არმიის,-არამედ-ჰამასის-მიერ-მოკლულ-ადამიანებს-ასახავს2
16 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ “ისრაელის არმიამ პალესტინელი დედა-შვილი ჩახოცა, როდესაც მათ ღამით ეძინათ”. პოსტის თანახმად, ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “როიტერსს” ეყრდნობა. ასევე პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედის რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი შენობაში და ესვრის ქალს. მტკიცება იმის შესახებ, თითქოს გამოქვეყნებული ვიდეო ისრაელის არმიის მიერ მშვიდობიანი...
ჯონ-კირბის-განცხადება-უკრაინის-დახმარებაზე-უკონტექსტოდ-ვრცელდება
11 ოქტომბერს პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუკ-გვერდზე Georgia First NEWS თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის ციტატა გამოქვეყნდა. ციტატის თანახმად, ჯონ კირბი უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრობს: „რთულია სამომავლო გრძელვადიან დახმარებაზე ილაპარაკო მაშინ, როცა უკვე “თოკის ბოლოს“ უახლოვდები და ჩვენ ნამდვილად ვუახლოვდებით „თოკის ბოლოს“ უკრაინის დახმარების საკითხში. კიდევ დამატებით 200 მლნ...
რა-ვიდეომანიპულაცია-ვრცელდება-“ფრანკლინის-კლუბის”-დისკრედიტაციის-მიზნით
1 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” და მთიელი სიდონია გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთი პირის საფლავზე შარდავს. პოსტების აღწერის მიხედვით, ვიდეოზე ფრანკლინის კლუბის აქტივისტი თინა შარაშენიძეა ასახული. ვიდეო ფეისბუქზე მცდარი აღწერით ვრცელდება და “ფრანკლინის კლუბის” დისკრედიტაციას ემსახურება. “ფრანკლინის კლუბთან” თინა შარაშენიძის კავშირი ღია წყაროებით არ დასტურდება, გარდა ამისა კლუბთან შარაშენიძის კავშირი “მითების დეტექტორთან” კომენტარში...
როგორ-მანიპულირებს-“საქართველო-უპირველეს-ყოვლისა”-ევროკავშირის-“ციფრული-სერვისების-აქტით”12
23 სექტემბერს პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (Digital Service Act) შესახებ The European Conservative-ის სტატიის ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა სათაურით “დემოკრატია გითვალთვალებთ: დიდი ბრიუსელი გითვალთვალებთ”. პუბლიკაციის მიხედვით, ციფრული სერვისების აქტი ევროკომისისთვის პოლიტიკური ცენზურის ინსტრუმენტია, რომელის გამოყენებითაც ევროკომისია “ბრიუსელის მსოფლმხედველობისთვის შეუსაბამო” შეხედულებების გაკონტროლებას და აკრძალვას გეგმავს. სტატიაში განხილული მოსაზრებები ციფრული სერვისების აქტის შესახებ მანიპულაციურ...
ვინ-ამტკიცებს,-თითქოს-უკრაინაში-მებრძოლი-ქართველები-აფხაზეთზე-თავდასხმას-გეგმავენ
21 სექტემბერს პორტალის “საქართვლო უპირველეს ყოვლისა” (Geo-first.com) ფეისბუკ-გვერდზე Georgia First NEWS უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის შესახებ გაავრცელდა ინფორმაცია. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, “ქართული ეროვნული ლეგიონის” მეთაურები ლობირებენ პროექტს,  რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმები იგეგმება. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე Легитимный დაყრდნობით Donbass Today-ის კორესპონდენტი იუწყება. იდენტური ინფორმაცია...
---საფრთხისშემცველი-ოჯახების-ჩამონათვალი,-რომლებსაც,-შესაძლოა,-ბავშვი-ჩამოართვან
9 აგვისტოდან ქართულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები ფეისბუქ-გვერდზე საქართველო უპირველეს ყოვლისა “ბავშვის უფლებათა კოდექსთან” დაკავშირებით 2020 წელს გამოქვეყნებულ პოსტს აქტიურად აზიარებენ. პოსტის თანახმად, ბავშვთა კოდექსის მე-3 მუხლის ერთ-ერთ ქვეთავში საუბარია ბავშვისთვის საფრთხისშემცველ ოჯახებზე, რომლებშიც მაგალითად შედის: ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირი, სოციალურად დაუცველი პირი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ხანდაზმული პირი, იძულებით გადაადგილებული პირი, მრავალშვილიანი ან მარტოხელა პირი და...
როგორ-გამოიყენეს-სახელისუფლებო-აქტორებმა-FARA-ს-დოკუმენტი-გიორგი-მარგველაშვილის-დისკრედიტაციისთვის
რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” FARA-ს ანგარიშის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ინტერესების ლობირებაზე არსებულ ჩანაწერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია ნახსენები. 24 ივლისიდან სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს FARA-ს დოკუმენტების თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთების და პეტიციაზე მუშაობის სანაცვლოდ, გიული ალასანიასგან 11 500 დოლარი მიიღო....
შეცდომაში-შემყვანი
28-29 მაისს მოძრაობა “აი იას” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილის ფეისბუქ-გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ასევე ქართულ (1, 2, 3) და რუსულენოვმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3) ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემის კიევში სტუმრობისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნეს. ვიდეოში გრეჰემი ამბობს: „რუსები იხოცებიან. ჩვენ ფული ასე კარგად არასდროს დაგვიხარჯავს“. გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია. რეალურად, ამერიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემს ფრაზები “რუსები იხოცებიან”...
მანიპულაცია
3 მაისს “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა და თბილისში 30 აპრილს გამართულ აქციაზე “არა ომს! მშვიდობა ჩვენს ქვეყანას” ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა ირაკლი გოგავამ აქციის მონაწილეების რაოდენობასთან დაკავშირებით ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა. გოგავა წერს, რომ რუკაზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის მონაწილეების განთავსების არეალი მონიშნა და სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე 4 ადამიანით განსაზღვრა, რის შედეგადაც აქციაზე დამსწრეთა მიახლოებითი რიცხვი...
გაყალბებული-ციტატა
4 მარტს ულტრამემარჯვენე პარტია “ქართული იდეის”, ასევე მისი დამფუძნებლის ლევან ჩაჩუას პირად გვერდებზე მართლმადიდებლობის შესახებ განცხადება გავრცელდა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი მაისურაძეს მიეწერებოდა. პოსტებში ვკითხულობთ, რომ მაისურაძის განცხადების თანახმად, მართლმადიდებლობას, რომელიც შავბნელი, რუსული და იმპერიალისტური იდეოლოგიაა, იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე, ასევე, მართლმადიდებლობა საქართველოში დასავლური ფასეულობების საბოლოოდ დამკვირდებისა და მისი ყველა მიმდევარის მტერია და...
დეზინფორმაცია
13 დეკემბერს პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის შესახებ აშშ-ის სანქცირებული ორგანიზაციის Strategic Culture Foundation-ის სტატიის ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა, სათაურით “მერკელი იხსენებს, თუ როგორ გეგმავდნენ აშშ და Nato უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას”. პუბლიკაციის მიხედვით, “გერმანიის ყოფილი კანცლერის კომენტარები ცხადყოფს, რომ დასავლეთში რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული განწყობილება ათწლეულებზე მეტია რაც არსებობს” და რომ...
ეს
18 ნოემბერს “ქართულ ოცნებას” გამოყოფილმა “ხალხის ძალამ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე არის მიმართული და ეს ფული არა ქვეყანას, არამედ “მათივე აგენტურას” ხმარდება. განცხადების მიხედვით, ეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხისშემცველია და შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების არსებული პრაქტიკა მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს. “ხალხის ძალა” აცხადებს, რომ შესაბამის წინადადებას...
მანიპულაცია
30 ივნისს ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გაავრცელა ციტატა, რომლის მიხედვითაც ნატო რუსეთთან ომისთვის 2014 წლიდან ემზადებოდა. გვერდი წერს, რომ ეს ციტატა 29 ივნისს, მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე გაჟღერდა. ციტატა მცდარი ფორმულირებით და მანიპულაციურად ვრცელდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნატო რუსეთთან ომს გეგმავდა. რეალურად, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი ყველაფერს...
დეზინფორმაცია
2022 წლის 25 მაისს Facebook მომხმარებელმა დიტო ბიძინაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პროფესორი ვალერი სუხიშვილი სტალინის პოროვნებისა და მიღწევების შესახებ საუბრობს. მისი მტკიცებით, სტალინის პერიოდში იყო სიმკაცრე და არა რეპრესიები, ხოლო 1937 წელს გამოცემულ ბრძანებებს დახვრეტის შესახებ, სტალინის ხელმოწერა არ აქვს.  ვალერი სუხიშვილი: “37 წელში არცერთი ბრძანება არ არის დაწერილი სტალინის ხელმოწერით. სტალინის დროს სიმკაცრე იყო...
დეზინფორმაცია
13 აპრილს, მედია-კავშირ “ობიექტივის” გადაცემა “სტუდია ნომერი 8”-ის ეთერში, გადაცემის წამყვანმა გიორგი კასრაძემ უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: “უკრაინა ითხოვს მძიმე ტექნიკას, ითხოვს თვითმფრინავებს, აწვდიან იარაღს! იარაღს, რომელიც თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაუწვა”.  იმავე დღეს, “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ავტორი – ალექსანდრე მუმლაძე აღნიშნავს: “დასავლეთს უკრაინა–რუსეთის ომი...
Misinformacia_1920x1080
2022 წლის 17 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 17 თებერვლის დილას დონბასში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ათამდე სოფელს ყუმბარმტყორცნებით და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით ცეცხლი გაუხსნეს. ხაბაზის მტკიცებით, უკრაინამ სეპარატისტების მიმართულებით 200-ზე მეტი ჭურვი გაისროლა, ხოლო მსხვერპლის რაოდენობა უცნობია. მალხაზ ხაბაზი წერს, რომ  ვლადიმერ ზელენსკიმ აღმოსავლეტ უკრაინაში “ძმათა სასაკლაო მოაწყო”, რათა...
დეზინფორმაცია
ფეისბუქ გვერდებმა არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ და საქართველო უპირველეს ყოვლისა ვალენტინობის დღის შესახებ იდენტური პოსტები გამოაქვეყნეს. ამავე თემას პოსტი და ZNEOBA.GE-მაც დაუთმო. გავრცელებულ მასალებში ვალენტინობის შესახებ შემდეგ ცნობებს ვხვდებით:  ეკლესიიდან განკვეთილმა ბერმა ვალენტინმა 14 თებერვალს გეი წყვილს ჯვარი დაწერა.  რომის პაპი იოანე პავლე II კი სწორედ ამ საიდუმლოს გახმაურების გამო გადადგა.  რომის პაპის წარმომადგენლობამ რამდენიმე წლის...
მანიპულაცია
2022 წლის 10 იანვარს Facebook გვერდმა Politicano • პოლიტიკანო გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ნატოსა და რუსეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა. პოლიტიკანოს პოსტის მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არსად არასდროს შეჭრილა. პოსტის შემდგომ ნაწილში პოლიტიკანომ კოსოვოს კრიზის შესახებ ისაუბრა, რითიც ნატოს მიერ სერბეთში ინტერვენცია და რუსეთის მიერ უკრაინისა...
დეზინფორმაცია_5
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 30 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჯანდაცვის ასამბლეის სესიაზე იმსჯელეს იმის შესახებ, რომ დაჩქარებულად მიეღოთ ახალი დოკუმენტი, რომლითაც პირველ რიგში ოფიციალურად გამოცხადდებოდა პანდემია, შემდეგ კი სახელმწიფოები WHO-ს პანდემიის მართვის ერთპიროვნულ უფლებას გადასცემდნენ, ასეთ დროს კი შეჩერებული იქნება ქვეყნის ძირითადი კანონები,  კონსტიტუცია, სამოქალაქო სასამართლო, პოლიციის ფუნქციონირება და ხელყოფილი იქნება ადამიანთა ძირითადი...
მანიპულაცია_3
2021 წლის 7 ოქტომბერს, ალტ-ინფოს გადაცემა “ალტ-ანალიტიკის” წამყვანმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები კონსტიტუციაზე მაღლა დგას და რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გარეშე სახელმწიფო უძლურია კანონი ძალაში მოიყვანოს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის სუვერენიტეტს კვეცავს. შედარებისთვის შოთა მარტინენკომ აღნიშნა, რომ ამ მხრივ სომხეთს რუსეთისგან მეტი ავტონომიურობა აქვს. შოთა მარტინენკო, ალტ-ინფოს წამყვანი: „საერთოდ საერთაშორისო შეთანხმებები, რომ...
დეზინფორმაცია_39
ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გასვლასთან დაკავშირებით ქართულ მედიაში რამდენიმე მცდარი და მანიპულაციური ცნობა გავრცელდა. კერძოდ:  აშშ-მ თალიბანს 85 მილიარდის სამხედრო ტექნიკა დაუტოვა ავღანეთის ეკონომიკა  იმავე დონეზეა, როგორც 2001 წელს იყო ამერიკის შესვლასთან ერთად ავღანეთში ოპიუმის წარმოება  ასჯერ გაიზარდა  მტკიცებები, რომ ავღანეთის ეკონომიკა 2001 წლის შემდეგ არ შეცვლილა და იმავე დონეზეა და რომ აშშ-ს შესვლასთან ერთად...
Untitled-1
1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის დანაყოფები შემოვიდნენ და დედაქალაქი დაიკავეს. სახელმწიფო შენობებზე ქართული დროშა დაეშვა და კომუნისტური მმართველობა დამყარდა. საბჭოთა რუსეთ – საქართველოს ომში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა დამარცხდა, რითიც მისი არსებობა დასრულდა. სახელმწიფოს გასაბჭოება ბევრ საკითხზე მაშინვე აისახა. შეიცვალა რესპუბლიკის სისტემა, დაწესდა ახალი კანონები და აკრძალვები, შეიზღუდა ინდივიდის თავისუფლება და სახელმწიფოში ნელ-ნელა კომუნისტური იდეოლოგიის...
dezistoria-iraklis-photothi-ajanqheba
1924 წლის აგვისტოში ქართულმა ეროვნულმა, ანტისაბჭოთა ძალებმა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება განიზრახეს. მასობრივი პროტესტი ჯერ კიდევ 1924 წლამდე იგეგმებოდა და გადაწყვეტილი იყო, რომ ანტისაბჭოთა გამოსვლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად დაიწყებოდა. ჯერ კიდევ 1922 წელს ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება დამკომი (დამოუკიდებლობის კომიტეტი) ჩამოაყალიბეს, რომელშიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმიც შედიოდა. ერთობის მიზანი ანტისაბჭოთა მოქმედება იყო. უკვე იმ პერიოდში საბჭოთა...
qhalbi-realuri_0
6 ივნისს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა, შალვა კუჭაშვილმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 5 ივლისს თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე მყოფი მოძალადეებისაგან ბევრი ნაციონალურ მოძრაობასთან არის აფილირებული.  პოსტის ავტორის თქმით, მამაკაცი, რომელიც ბავშვებს დაედევნა ლაშა ჭიღლაძეა და ის წარსულში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული “თავისუფალი ზონის” წევრი იყო. პიროვნება, რომელსაც შალვა კუჭაშვილი “თავისუფალი ზონის” აქტივისტ ლაშა ჭიღლაძეს ამსგავსებს, “ნაციონალური მოძრაობის”...
ლექს235
Tbilisi Pride-ის განცხადებას, რომ ორგანიზაცია 1-5 ივლისს ლგბტ უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს, მათ შორის 5 ივლის რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშს გამართავდა, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ჰომოფობიური შინაარისის და ძალადობრივი, ასევე ანტიდასავლური განცხადებები მოჰყვა. წინამდებარე ანგარიში ორი ნაწილისგან შედგება და ერთი მხრივ, თბილისი პრაიდის დიკრედიტაციის კამპანიასთან დაკავშირებულ გზავნილებს და მეორე მხრივ სოციალურ მედიაში ჰომოფობიურ კამპანიებს მიმოიხილავს. მედიის...
dezistoria_3
1936-1938 წლებში იოსებ სტალინის ინიციატივით საბჭოთა კავშირში ე. წ. დიდი ტერორის კამპანია განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ბელადის ბრძანებით დაახლოებით 750 000 პოლიტიკური ოპონენტი და საფრთხისშემცველი პიროვნება ან ციმბირში გადაასახლეს ან კი დახვრიტეს. მასობრივი ტერორით სტალინი მიზნად ისახავდა, რომ საკუთარი უპირობო ბელადობა შეენარჩუნებინა და ამასთანავე კომუნისტური პარტია უფრო მეტად ძლიერი და ერთიანი გამხდარიყო. ხშირ შემთხვევაში დიდ ტერორს...
ph
29 მაისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოში გამოგზავნილი დახმარების დიდი ნაწილი ანტიქართულ და ანტიეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხმარდება, რომელთა ბრძოლის მთავარი ვექტორი მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული: სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: “ისეთი გაჭირვებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნამდვილად სასარგებლო არის უცხოური კაპიტალის თუ უცხოური დახმარების შემოდინება, მაგრამ მე ჯერ არ მახსოვს, გამოყოფილიყოს თანხები...
მანიპულაცია_19
21 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Koba Kuprashvili გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინის შემადგენლობაზე წერს. პოსტში აღნიშნულია, რომ ვაქცინა პოტენციურად საშიშ ნივთიერება პოლისორბატ 80-ს შეიცავს, რომელმაც, ვირთხებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათში სიმსივნე და უნაყოფობა გამოიწვია.   კობა კუპრაშვილმა ამავე თემაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობითაც ისაუბრა, ვიდეოში ის ამბობს, რომ ვაქცინებში პოლისორბატ 80-ს იმ მიზნით ურევენ, რომ მან ადამიანის ტვინში არსებული ჰემატოენცეფალური ბარიერი...
დეზინფორმაციარტ_0
21 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Koba Kuprashvili გაავრცელა ვიდეო, სადაც გერმანულ ენაზე მოსაუბრე მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადაადგილდება, ცარიელ დერეფნებსა და პალატებს იღებს, რის შემდეგაც ასკვნის, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა და კოვიდინფიცირებული პაციენტები აღარ არიან, ხოლო ევროპაში უარყოფილი “ასტრაზენეკას” ვაქცინა საქართველოში შემოიტანეს. Koba Kuprashvili-ის აღწერით ვიდეოში “გერმანელი ბლოგერი” საუბრობს, თუმცა მისი ვინაობა მითითებული არ არის. ვიდეოს ავტორის...
dezinphormatsia_1
28 თებერვალს სახელისუფლებო ექსპერტმა სოსო მანჯავიძემ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. მანჯავიძე წერს, რომ კონგრესმა მიიღო თანასწორობის აქტი, რომლითაც ბიოლოგიური სქესის იურიდიული განმარტება უქმდება, ყველა, ვინც თვლის, რომ ღმერთმა ქალად და კაცად შექმნა ადამიანი, ჰეიტერად ჩაითვლება და დაისჯება, ვისაც რა სქესი უნდა, იმას აირჩევს, აიკრძალება გენდერული ნიშნის შემცველი სიტყვები (მაგალითად დედა, მამა და ა.შ.), ასევე გენდერული ნიშნით...
dugini
1 თებერვალს ულტრანაციონალისტურმა პლატფორმამ ალტ-ინფო, რომელიც 8 იანვრიდან საკუთარ სატელევიზიო არხზეც მაუწყებლობს, ცნობილ რუს ულტრანაციონალისტ ფილოსოფოს და ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელ ალექსანდრ დუგინს უკვე მეორედ უმასპინძლა. ევრაზიული იდეის იდეოლოგი, რომელიც რუსული აგრესიული ექსპანსიონიზმის მოდიფიცირებული ვერსიაა, ალტ-ინფოს ეთერში ამერიკის არჩევნებს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ასევე სომხეთში განვითარებულ მოვლენებსა და დასავლური ღირებულებების საკითხებს შეეხო.   დუგინის გზავნილები ანტიდასავლური ნარატივის...
ed
20 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა Nina Marji-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც დუბლინში გამოკრული ბანერი მოსახლეობას ნიღბების გადაყრისკენ მოგვიწოდებს, ტესტების უმრავლესობას – ყალბს, კორონავირუსს კი აფიორას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მეცნიერები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. პოსტს ვიდეოც ახლავს თან, სადაც ბანერზე აღნიშნული შინაარსის ინგლისურენოვანი წარწერები ჩანს.   პოსტი, რომელსაც 20 იანვრის 22:00 საათის მონაცემებით, 156 გაზიარება აქვს, შემდეგ...
photomanipulatsia
2020 წელი ინტერნეტში გავრცელებული ფოტომანიპულაციებით დატვირთული აღმოჩნდა. განვლილ წელზე თვალის გადავლებისა და შეჯამების მიზნით “მითების დეტექტორის” მიერ სხვადასხვა თემაზე გადამოწმებულ 10 გამორჩეულ ფოტომანიპულაციას წარმოგიდგენთ.   ფოტო, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და მაიკ პომპეოს შეხვედრას ასახავს თებერვალში ფეისბუქ გვერდმა “ლელო საქართვრლოსთვის” გააზიარა პარტია “ლელოს” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხევდრის ფოტო, რომელსაც შეხვედრის...
მეორე_0
2020 წლის 5 დეკემბერს მომხმარებელმა Zviad Gogiashvili პირად ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის კოვიდ19-ზე საუბრობს და მისი წარმოშობის, დიაგნოსტირებისა და ვაქცინების შესახებ ეჭვებს გამოთქვამს. მისი თქმით, PCR ტესტები ორგანიზმში ვირუსის არსებობას ვერ ადგენენ, მეტიც მეცნიერები გარდაცვლილთა გვამების გაკვეთისას კორონავირუსის კვალს ვერ პოულობენ და გარდა ჩინელი მცენიერებისა, არცერთ კვლევით ლაბორატორიაში კორონავირუსი “თვალითაც არ უნახავთ”. ვაქცინებთან დაკავშირებით გოგიაშვილი...
cover_0
28 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Lali Gelashvili   გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სათაურით “პანდემია და ახალი მსოფლიო წესრიგი”. ტექსტს ავტორად ფეისბუკ პროფილი Gadea Gadea Guruli ჰყავს მითითებული. პოსტის თანახმად, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა, ხოლო ვირუსი ამ გეგმის განსახორციელებლად ხელოვნურად შეიქმნა. თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად ავტორი მსოფლიო ბანკის საარქივო დოკუმენტების, “საიდუმლო კვლევების”, PCR ტესტების,...
shutterstock_1594786297 (1)_0
2020 წლის 27 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა “Historicana.ru – исторические фотографии” გამოაქვეყნა ქალაქ თბილისის ფოტო, სათაურით “საქართველო. სსრკ-ის ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა. 70-იანები”. 1 დეკემბერს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ”  გამოაქვეყნა ინტერვიუ კომუნისტური პარტიის ლიდერ თემურ ფიფიასთან, რომელიც ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირი ადამიანის სოციალურ კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული, მისი დაშლის შემდეგ კი საქართველომ განვითარების პერსპექტივა დაკარგა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის...
ერფგვ
19 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Koba Janiashvil-მა ჯგუფში ,,საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში მომხმარებელი ბოლო პერიოდში შექმნილი ვაქცინების მავნებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ,,ბოლო ათწლეულებში შექმნილი ვაქცინები შეიცავს უამრავ მავნე დანამატს, რომელთა ადამიანზე მავნე ზემოქმედება წლების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს და არა აცრიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში”. აღნიშნულ ციტატას თან ახლავს...
დეზინფორმაცია
17 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ლაშა ჯანგიძემ გამოაქვეყნა (არქივი) Shorena Chkheidze-Toidze-ს კომენტარის სქრინი ერთ-ერთ პოსტსტზე,  სადაც მომხმარებელი ირწმუნება, რომ მარტვილშიგარდაიცვალა 31 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვაქცინა გახდა.  აღნიშნული კომენტარის თანახმად, გარდაცვლილმა გრიპის ვაქცინა პროფილაქტიკის მიზნით მას შემდეგ გაიკეთა, რაც მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავად ის კი კორონავირუსით დაავადებული არ ყოფილა; გრიპის ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე საათში კი მას დამბლა...
sdfsd
22 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” გამოაქვეყნა ვიდეო (არქივი), აღწერით: “წარმოუდგენელი რამ КГБ-ს არქივიდან.” რუსულენოვანი ვიდეოს თანახმად, ის ოდესაში, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეეხება. ავტორის მტკიცებით, სომეხი აკვალანგისტები ბავშვებს ზღვაში ახრჩობდნენ, შემდეგ კი მათი გვამების პოვნისთვის მშობლებისგან ფულს იღებდნენ. ვიდეოში აღნიშნულია ისიც, რომ  ისტორიისა და გეოგრაფიის გაყალბების მიზნით, დამნაშავეები წყლის...
bil
2020 წლის 1 ნოემბერს ანტივაქსერმა აქტივისტმა შორე შანიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სათაურით “მტრის გეგმები”. პოსტი ამტკიცებს, რომ პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემა “New England Journal of Medicine”-ში გამოქვეყნდა ბილ გეითსის მიერ მსოფლიო მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაციის და ტოტალური კონტროლის დასამყარებლად შემუშავებული გეგმა. შორე შანიძის მტკიცებით, ამ გეგმის თანახმად, უნდა შეიქმნას რნმ მოლეკულის ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც ადამიანის იმუნურ...
sdf_0
2020 წლის 14 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ბესო ბესო-მ გამოაქვეყნა პოსტი სტალინის შესახებ. მისი მტკიცებით, ერთ-ერთი ამერიკული სამეცნიერო ცენტრის მიერ 2014 ჩატარებული კვლევის თანახმად, ისტორიაში ყველაზე გავლენიან პიროვნებად, იესო ქრისტეს შემდეგ, სტალინი დასახელდა. პოსტში აღნიშნულია, რომ ამერიკული პოლიტიკური წრეების და სპეცსამსახურების დაკვეთით აღნიშნული კვლევის შედეგები ღია წყაროებიდან მალევე ამოიღეს. პოსტში ავტორი სტალინის მნიშვნელობას, მის სიძლიერესა და...
ბგჰ_0
29 სექტემბერს ყალბმა Facebook-პროფილმა Kote Afxazi-ი ფეისბუკ მომხმარებლის Nina Marji-ს პოსტი 5 საჯარო Facebook-ჯგუფში შემდეგი ტექსტით გააზიარა: “ათასობით ექიმი გამოვიდა ვენაში სოლიდარობის ნიშნად იმ ექიმებისა, რომლებიც აპროტესტებენ კოვიდ აფიორას!!! სირცხვილი ქართველ ექიმებს!!!!” Nina Marji-ს პოსტი პირველად 19 სექტემბერს ჯგუფში „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“ იყო გაზიარებული და ავსტრიულ გამოცემა wochenblick-ის ინფორმაციას ეყრდნობოდა. აღნიშნული...
5es5sj_0-2
13 სექტემბერს საზოგადოერივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეის” თავჯდომარე ლევან ჩაჩუამ პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით. ჩაჩუა ამტკიცებს, რომ იუნისეფი კოვიდ 19-ის ვაქცინის შესყიდვაშია ჩართული, რათა საქართველოში ბავშვებს სავალდებულო აცრები ჩაუტარდეთ. ჩაჩუას თქმით, ვაქცინაცია ხელისუფლების მხრიდან თავსმოხვეულია და ამაში მას იუნისეფიც ეხმარება, რომელიც ვაქცინების ლოჯისტიკურ საკითხებს აგვარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლევან ჩაჩუა გაეროს ოფისთან აქციას...
ტ6ჰ4_0
Facebook-მომხარებელმა მანო ბერიძემ Facebook-ჯგუფში „კორონა მაფია“, რომლის ერთ-ერთი მოდერატორი თავადაა, 7 სექტემბერს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იტალიელი ვირუსოლოგის, ჯულიო ტაროს ციტატაა მოყვანილი. ტარო ამტკიცებს, რომ იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს იტალიური მედიის გავრცელებულ მონაცემებში ჩანს. აღნიშნული პოსტი, ინფორმაციის სახით, სათაურით “სკანდალური აღიარება იტალიელი ვირუსოლოგის ჯულიო ტაროსგან : ე.წ. ეპიდემიის დასაწყისში იტალიაში ტელევიზიით...
გრეგ_0
31 აგვისტოს, ZNEOBA.GE-მ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებულ ბავშვის უფლებათა კოდექსს ეხებოდა. პოსტში კოდექსი მოხსენიებულია, როგორც ‘’ბავშვების ღმერთთან დამაპირისპირებელი’’ და ‘’ოჯახების დამანგრეველი’’. ავტორის მიერ გაკრიტიკებულია ასევე გაეროს როლი და მათ მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია.  ბავშვის უფლებათა კოდექსი 1 სექტემბერს ფეისბუქ პოსტში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც გააკრიტიკა. ის ბავშვის...
aer
2020 წლის 11 აგვისტოს ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის სხვა საკითხებთან ერთად 3 თვის წინ სოციალური მუშაკის მიერ მარტოხელა დედისაგან 3 წლის ბავშვის განცალკევების შემთხვევას განიხილავს. ამ კონკრეტული ინცინდენტიდან გამომდინარე ვასაძე ზოგადად მსჯელობს “ბავშვთა უფლებების კოდექსის” საზიანო შედეგების შესახებ და ამტკიცებს, რომ კოდექსი ოჯახის ინსტიტუტისა და ერის წინააღმდეგ მიმართული დოკუმენტია....
სდვ_0
2 აგვისტოს ფეისბუკ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ავტორი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ფეისბუკ გვერდის მტკიცებით, თუ მშობლები კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ტესტირებასა და ვაქცინაციზე უარს იტყვიან, მათ ბავშვი ჩამოერთმევათ, ამ მიზნით კი 200 სოცმუშაკს, მოსამართლეებსა და სხვა საჯარო მოხელეს ტრენინგები უტარდებათ.  პოსტში აღნიშნულია, რომ საჯარო მოსამსახურეების გადამზადება  გაერო-ს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო...
ცრუ მკურნალობა
1 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Mia Million გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თეთრხალათიანი ადამიანები პოზიციონირებენ, როგორც ექიმები და COVID-19-თან ბრძოლაში თავიანთ გამოცდილებაზე საუბრობენ. ვიდეოპოსტის აღწერაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსი არ კლავს და ეს ვიდეო სწორედ ამის მტკიცებულებაა. პოსტის ავტორი ასევე წერს, რომ ვიდეოს სოციალურ ქსელებში ბლოკავენ, თუმცა, მისივე თქმით, ვიდეო სენსაციურია და ანგრევს ჯანდაცვის სამინისტროს, ამირან გამყრელიძისა და სხვა...
dgv
9 ივლისს ტვ ობიექტივის გადაცემა “ღამის სტუდიის” ეთერში სტუმარმა ასტრო-ფსიქოლოგმა ნონა აღდგომელაშვილმა COVID-19-ის პანდემიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ სახის პანდემიამ არ შეიძლება უცებ იფეთქოს და ის დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, მაგალითისთვის კი აღდგომელაშვილს ენტონი ფაუჩის 2017 წელს გაკეთებული განცხადება მოჰყავს და ამტკიცებს, რომ ფაუჩი 2020 წლის პანდემიას ჯერ კიდევ 3 წლის წინ ახსენებდა. გადაცემის...
სდფრგვსრდგბსრფჰ
9 ივლისს ონლაინ გამოცემა tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით ჭაბუკაშვილის ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ის სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის მოტყუებასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე საუბრობს. დავით ჭაბუკაშვილის მტკიცებით, არაერთი სტატისტიკური მონაცემი მოწმობს იმას, რომ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა ვირუსების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, თუმცა მას ამის დასამტკიცებლად არცერთი კონკრეტული მონაცემი არ მოჰყავს....
ქრეატრ
23 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა შორე შანიძემ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბრობს. შორე შანიძის მტკიცებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 60 ქვეყანასთან ერთად ხელი მოაწერა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების ვალდებულებას. შანიძე აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის წყარო არსებობს და პოსტში “იმედინიუსის” ინფორმაციას უთითებს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მიერ გიორგი გახარიასათვის გამოგზავნილ წერილს ეხება....
ასფ
20 ივნისს ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც, მისი თქმით, ხელისუფლებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ პირებს უძღვნის. გვერდი მათ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და პირბადის ტარების რეგულაციასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ამტკიცებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი სეზონურ გრიპზე უფრო სუსტია და მისი სიკვდილიანობა 1.37%-ია, მაშინ, როდესაც სხვა...
სეფგ
22 ივნისს დრამატურგმა და “ქართულ მარშთან” დაკავშირებულმა პირმა გურამ ქართველიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ მაშინ, როდესაც უნგრეთში ნაცისტები ებრაელებს დევნიდნენ, ფილანტროპი ჯორჯ სოროსი ნაცისტების მხარეს იდგა. ქართველიშვილის პოსტს თან ერთვის ჯორჯ სოროსისა და SS-ის ოფიცერის ოსკარ გრონინგის ფოტოკოლაჟი, რომელიც “მითების დეტექტორმა” 2020 წლის თებერვლის მასალაში გამოიყენა.   გურამ ქართველიშვილი: “ჯორჯმა კი დაუფიქრებლად...
ქავერზე
“მითების დეტექტორმა” ღია წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვლია მომხმარებელ ირაკლი ჯანყარაშვილის მართული გვერდები და მასთან დაკავშირებული პლატფორმები, სადაც ერთდროულად პროსახელისუფლებო, ანტილიბერალურ და პრორუსულ პლატფორმებთან თანხვედრა იკვეთება. ირაკლი ჯანყარაშვილი მართავს გვერდს “ანტილიბერალური დოქტრინა”და ჯგუფს “ამხილე პორტირებული ნაცები”; არის კრემლთან დაკავშირებული გამოცემის News Front Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი; არის Tvalsazrisi.ge-ს ავტორი, რომელიც ერთდროულად ანტიდასავლურ, პროსახელისუფლებო და შუღლის გამაღვივებელ მასალებს ავრცელებს....
rg
კორონავირუსის შესახებ კონსპირაციის თეორიების გავრცელება გასულ კვირასაც გრძელდებოდა. ვიდრე მეცნიერები ვირუსის წარმომავლობას ჯერ ისევ იკვლევენ, შეთქმულების თეორიების მოყვარულები პასუხებს ღამურის გამოსახულებიან მონეტებსა ბილ გეიტსის საარქივო საჯარო გამოსვლებში ეძებენ. “მითების დეტექტორმა” გასული კვირის ყველაზე აბსურდული კონსპირაციების ოთხეული შეკრიბა. მითები/კონსპირაციები წყარო კორონავირუსის წარმოშობაში გლობალისტური ძალების ხელი ურევია ზვიად ტომარაძე, “ერი და სახელმწიფო” – ასავალ დასავალი (11-17 მაისის...
გსდდ
ბოლო პერიოდში  ქართულ და უცხოურ  მედია სივრცეში აქტიურად ვრცელდება კონსპირაციული თეორია იმის შესახებ, რომ  5G ტექნოლოგიას კორონავირუსის გავრცელება შეუძლია. კონსპირაციის ერთ-ერთი საწყისია ბელგიელი ექიმის 2020 წლის იანვრის ინტერვიუ, რომელშიც მან 5G ტექნოლოგია და კორონავირუსის საფრთხეები ერთმანეთს დაუკავშირა. სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა არაერთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, უქმნის თუ არა საფრთხეს 5G ადამიანების ჯანმრთელობას და არის თუ...
სფაფ_0
5 აპრილს ფეისბუკ მომხარებელმა ლევან კორძაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, წარწერით “ცარიელი საავადმყოფიები ესპანეთში.რა ხდება ვერ გავიგე!!!! ეს სიმართლეა?” ვიდეოს აქვს რუსულენოვანი წარწერა “ნაწილი 1 ესპანეთი”, რომელშიც რუსულენოვანი მამაკაცი საავადმყოფოს წინ მოძრაობს. მამაკაცი ამბობს, რომ საავადმყოფოს შენობა, რომელსაც ის იღებს, ცარიელია და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია გადაჭარბებულია. ამ პოსტს 8 აპრილის მდგომარეობით 6.6 ათასი გაზიარება, 501 კომენტარი...
სდდსდსსდსდ
24-25 მარტს ფეისბუქის ანტილიბერალურმა გვერდებმა, ასევე “ქართული მარშის” წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამთა მიქელაძემ  მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მათი მტკიცებით, სარჩელი ეხებოდა მარნეულის ქუჩების წყლით კურთხევას, რაც მართლმადიდებელმა მღვდლებმა მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების და კარანტინის გამოცხადებას გამო ჩაატარეს. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებენ: ფეისბუქ გვერდი...
ფეეეეეეეეეეეეეეეეეეე
2020 წლის 25 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო ნიუსფრონტმა გამოაქვეყნა სტატია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, სათაურით “25 თებერვალი საქართველოს ხსნის დღე ყოფილა!”. სტატიის ავტორმა ირაკლი დოჭვირმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და პირველი რესპუბლიკის გენერლების გმირობა ეჭვქვეშ დააყენა.   ნიუსფრონტი: “განსაკუთრებით მოსაგონებელია ქართული საეკლესიო განძის გატაცება, გაყიდვა და საფრანგეთში ლევილში მამულის ყიდვა და იქ განცხრომით ცხოვრება. სხვათა შორის,...
efge
18 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გააზიარა ფოტო, რომელზეც მათი მტკიცებით SS-ელი სოროსია გამოსახული. ფოტოს თან ერთვოდა შემდეგი ტექსტი: “ფოტოზეა ესესელი ჯორჯ სოროსი. შემდეგში როცა სოროსის მიერ დაფინანსებული ლიბერასტი დაგიძახებთ რასისტს, ფაშისტს და ნაცისტს, ეს ააფარეთ სახეზე”. პოსტის ავტორად სანდრო ლობჟანიძეა მითითებული, ხოლო ფოტოზე გამოსახულია უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნაცისტური SS-ის უნიფორმა აცვია. გვერდი...
სდსდვ
სურათზე გამოსახული წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი ნამდვილად არ არის   მაურიციო კატელანის არტ ინსტალაცია,  რომელიც მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე 120 ათას აშშ დოლარად შეფასდა და გაიყიდა. “მითების დეტექტორის” ბანანის “დროის ხაზი” იმ კონსპირაციებს ასახავს, რომელთა ინსპირაციის წყარო დროის სხვადასხვა მონაკვეთში ბანანი და ბანანით გამოწვეული ვირუსები გახდა. კორონავირუსის აღმოჩენას და მისი გავრცელებით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლს მსოფლიოს სხვადასხვა...
რრრრრრრ
რას ვერ ხედავს თარხან-მოურავი? 2019 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ობიექტივის ღამის სტუდიის ეთერში საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებსა და ზოგადად ეკლესიის გამოწვევებზე ისაუბრა. საუბრისას ის ცხინვალსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგეგმება ცხინვალის ეკლესიის საბერძნეთთან მიერთება და დედა ეკლესიისგან (საქართველო) მიტაცება, რაშიც ამერიკაცაა ჩართული. დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “ამერიკის საელჩომ არ იცის...
si-03
2019 წლის 11 ივნისს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში, გადაცემაში “დღის ბოლოს”, გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, თქმით, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი NATO-ს წევრობას არ გამორიცხავს. გურამ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ ინტერვიუ NATO-ს გენერალურმა მდივანმა სლოვენიის ერთ-ერთ გაზეთს მისცა, სადაც საუბარი სლოვენიის სამხედრო მიუმხრობლობას შეეხებოდა. გურამ ნიკოლაიშვილი: “სტოლტენბერგი გამოვიდა სლოვენიის ერთ-ერთ გამომცემლობას თუ იმას,...
50202-1
2019 წლის 3 აპრილს გაზეთ რეზონანსში  პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ამტკიცებს, თითქოს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვენებულ მოსაზრებებში, მიუხედავად რიგი შენიშვნებისა, საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ინტერესებში შემავალი განცხადებებია გაკეთებული, მათ შორის, ახალი კონსტიტუციის პროექტზე. სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი: “ჯერ კიდევ სააკაშვილის მეფობის დროს იყო ასეთი შემთხვევები, როცა ვენეციის კომისიის წარმომადგენელები ჩამოდიოდნენ, რომლებიც პროფესიონალები...
ფდ
2018 წლის 19 ნოემბერს, ფეისბუქ გვერდზე “პოლიტიკანო” გამოქვეყნდა Ruptly-ს ვიდეო, რომელიც 18 ნოემბერს მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში სოციალისტების მიერ ჩატარებულ მარშს შეეხებოდა. პოლიტიკანოს თქმით, დემონსტრანტებმა 2019 წლის 24 თებერვალს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურ პარტიას დაუჭირეს მხარი. პოლიტიკანოსვე მტკიცებით, აქციის მონაწილეები ევროინტეგრაციას სკეპტიკურად უყურებენ, რადგანაც მოლდოვას მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს. პოლიტიკანო: “დემონსტრანტები მოლდოვის ევროინტეგრაციას სკეპტიკურად უყურებენ, რადგანაც...
tchatchia11
2017 წლის 3 თებერვალს “საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პოლიტოლოგ ირაკლი უბილავას სტატია “უნიპოლარიზმი დასასრულს მიუახლოვდა. რა ელის საქართველოს?”. სტატიაში გამოყენებულია ალექსანდრე ჭაჭიას 2006 წლის ინტერვიუ, რომელშიც ის აშშ-ს მცირე ერების კულტურული და ისტორიული თვითმყოფადობის განადგურებაში სდებს ბრალს. ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: “შეერთებული შტატები არის ლიდერი გლობალიზაციის პროცესისა, რომელიც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ნაციების უნიფიცირებას, მათ მიერ კულტურულ-ისტორიული ფენომენის, უნიკალური...
32
გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” 26 სექტემბერი -2 ოქტომბრის გამოშვებაში გამოაქვეყნა მასალა, სადაც რუსული ტელეკომპანია “Звезда”-ს „Особая Статья”-ს წამყვანი ალექსი გუდოშნიკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებებით ევროპა და ამერიკა არის დაინტერესებული, რადგან მათ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის უკანონო ბიზნესის ინტერესები ამოძრავებთ. კერძოდ, სტატიში, რომლის წყაროდ უკრაინის ხსნის კომიტეტის გამოცემა Антифашист-ია მითითებული, ნათქვამია: ალექსი გუდოშნიკოვი, გადაცემა „Особая Статья”-ს წამყვანი: “თუ კანონი ორგანოების ტრანსპლანტაციის შესახებ ძალაში...
infograpic
“მართლმადიდებლობა, ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობა, საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები”. კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ  ეკლესიას შორის, პრეამბულა. 14 ოქტომბერი, 2002 კომუნისტური რევოლუციის შედეგად რუსეთიდან დევნილი თეოლოგები და ქრისტიანი მოაზროვნეები სწორედ ევროპასა და აშშ-ში  შეიფარეს. ქართელი მეფეები რომის ეპისკოპოსს სულიერ მამად მოიხსენიებდნენ....

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist